RSS
на русском en in english
30.03.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

რუსეთის მიმართვა გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან

25.09.2009  |  10:03

4087.jpegრუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა კრიტიკულად მოიხსენია საქართველო გაეროს გენერალური ასამბლეის 64-ე სესიაზე გამოსვლისას. ქართველებმა უფრო ადრე დატოვეს დარბაზი, თუმცა ამ გამოსვლის შესახებ ბეჭდვითი მედიის საშუალებით გაიგეს და სასწრაფოდ "პროპაგანდად" შერაცხეს. აი ბარაკ ობამას სიტყვებს კი თბილისში "ჰაერში იჭერდნენ". მოკლედ, ამერიკაც და რუსეთიც დაახლოვებას აგრძელებენ, თბილისიც იძულებულია განაცხადოს, რომ მიესალმება ამას.

რუსეთი მომავალშიც მიიღებს მონაწილეობას რეგიონალური პრობლემების კონფლიქტების გადაწყვეტაში, განაცხადა დიმიტრი მედვედევმა. "აქ დარწმუნებულები ვართ, რომ ძალის მეშვეობით შეიძლება სიტუაციის გამწვავება, რაც სწორედ საქართველოს ხელისუფლების გასული წლის გაუაზრებელმა ნაბიჯმა დაამტკიცა. მაშინ, აგვისტოში, ჩვენ ძალიან ახლოს ვიყავით სიტუაციასთან, როდესაც ლოკალური სამხედრო კონფლიქტი შეიძლებოდა გადაზრდილიყო მასშტაბურ ომში",- შეგვახსენა მან. რუსეთის ლიდერის აზრით, კოლექტიური უსაფრთხოების სისტემა ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ "უპასუხისმგებლო რეჟიმებს" არანაირად არ მიეცეს საშუალება, რომ ერთმანეთს სხვა ქვეყნები გადაკიდოს.

კავსკაიური კონფლიქტების გარდა, მედვედევმა ახსენა "ზეაქტუალური ამოცანა" - ახლო აღმოსავლეთში ისეთი ზონის შექმნა, რომელიც თავისუფალი იქნება მასობრისი განადგურების ყველანაირი იარაღისგან. მან ასევე მოუწოდა, რომ შექმნილიყო იუნესკოში საერთაშორისო რელიგიური დიალოგის ჯგუფი. რუსეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა გაეროს მნიშვნელობას, როგორც ცხოვრებისა და დროის მიერ გამოცდილი მექანიზმი. თუმცა არ დაავიწყდა იმის აღნიშვნა, რომ ამ სტრუქტურას ხელს არ შეუშლიდა ახალ სამშვიდობო რეალიებთან შეგუება, საკუთარი გავლენის გამყარება და საკუთარი იმიჯის შენარჩუნება. მან ასევე მიანიშნა, რომ აუცილებელია გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რეფორმირება.

თუმცა რუსეთის პრეზიდენტის გამოსვლის მთავარ თემა იყო განიარაღება. მედვედევმა დაარწმუნა საერთაშორისო საზოგადოება, რომ რუსეთი მომავალშიც გააგრძელებს ბირთვულ იარაღთან შეურიგებელ ბრძოლას. ივლისში ობამასა და მედვედევის შეხვედრის დროს ორმა ლიდერმა მოილაპარაკა, რომ გააგრძელებდნენ მუშაობას სტრატეგიული თავდასხმის იარაღის შემცირების საკითხზეც. ძველის ვადა დეკემბერში იწურება. რაც შეეხება რაკეტსაწინააღმდეგო სისტემებს, ამერიკელებმა რუსეთს დაუთმეს და უარი თქვეს სისტემების ევროპაში განთავსებაზე.

ქართულმა დელეგაციამ პროტესტის ნიშნად მედვედევის გამოსვლამდე დატოვა დარბაზი. თუმცა თავად გამოსვლას კომენტარი გაუკეთა საქართველოს სოციალური უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა ეკატერინე ტყეშელაშვილმა. "არაფერი მოულოდნელი მედვედევის განცხადებებში არ ყოფილა. ეს იყო იგივე რიტორიკა და პროპაგანდა, რომელსაც რუსეთი ამ ბოლო ხანებში გამუდმებით მიმართავს",- განმარტა მან.

ტყეშელაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ დღეს ტრიბუნაზე სიტყვით გამოვა საქართველოს პრეზიდენტიც. მისი სიტყვა, რა თქმა უნა, იქნება უფრო მრავლისმომცველი, თუკი ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის სიტყვებს გავითვალისწინებთ: "ეს იქნება საქართველოს სტრატეგიული ინტერესების ხედვა". მიხეილ სააკაშვილი ჩამოთვლის საერთაშორისო სამართლის იმ ყველა ნორმის დარღვევას, რომლებიც, თბილისის აზრით, რუსეთმა დაუშვა. თუმცა საქართველოს მხრიდან კანონის დარღვევაზე, რა თქმა უნდა, საუბარი არ იქნება. ამის შესახებ ქართულ დელეგაციას არაფრის გაგონება არ სურს, კომენტარების გაკეთებაზე ხომ ზედმეტია საუბარი.

სამაგიეროდ ბარაკ ობამას გუშინდელ გამოსვლას თბილისში დიდი სიხარულით შეხვდნენ. ამერიკის პრეზიდენტმა თანამშრომლობის ახალი ერის დასაწყისის შესახებ განაცხადა და პირობა დადო, რომ ამერიკა არ იმოქმედებს ერთმნიშვნელოვანი წესრიგით, ის ბევრ ქვეყანას გაუწევს ანგარიშს. სწორედ ეს შობდა ანტიამერიკანიზმს, ობამას თქმით.

"ექსტრემისტები ტერორს ნერგავენ მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში. გრძელდება გაწელილი კონფლიქტები. გენოციდები და მასობრივი ძალადობა. უფრო და უფრო მეტი ქვეყანა იძემს ბირთვულ შეიარაღებას",- თქვა ამერიკის პრეზიდენტმა. "მე ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ დავნერგო შიში, მე უბრალოდ ფაქტის კონსტატაციას ვახდენ: იმ გამოწვევებს, რომლებიც ჩვენ წინაშე დგას, უნდა დავუპირისპიროთ ჩვენი ქმედებების სიძლიერე",- ხაზი გაუსვა მან.

ამ გამოსვლის კომენტირებისას ქართველმა პოლიტიკოსებმა და ექსპერტებმა ობამას სიტყვებში დაინახეს რუსეთისა და საქართველოსთვის განკუთვნილი გზავნილები. "პრეზიდენტმა ობამამ მაღალი ტრიბუნიდან გამოაგზავნა მნიშვნელოვანი შეტყობინებები რუსეთის მისამართით",- განაცხადა საგარეო საქმეების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი მინაშვილმა. ანუ, განმარტა მან, ამერიკის პრეზიდენტმა აშკარად მიგვანიშნა, რომ "ახლა არ არის ის პერიოდი, როდესაც შეიძლება არსებობდეს ძალთა ბალანსი და არ უნდა არსებობდეს სახელმწიფოები, რომლებიც პატარა ქვეყნებზე გაბატონდებიან". "ამერიკის პოლიტიკაში წამყვანი იქნება არაკონფრონტაციული პოლიტიკა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი კონფლიქტური რეგიონისთვის, როგორშიც საქართველოა, ბუნებრივია, საქართველოს ხელისუფლებამ და ქვეყნის პირველმა პირმა ამას დიდი ყურადღება უნდა მიაქციონ",- განაცხადა საქართველოს პარლამენტს უმცირესობის წარმომადგენელმა გიორგი თარგამაძემ.

მართლაც, საქართველოს მოუწევს იმ ფაქტთან შეგუება, რომ მიუხედავად აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხებში სხვადასხვა აზრისა, რუსეთისა და ამერიკის ლიდერები თანხმდებიან სხვა, უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე. ობამასა და მედვედევის გუშინდელი შეხვედრის შემდეგ, რუსეთის ლიდერმა განაცხადა, რომ ორმა ქვეყანამ ერთმანეთის მოსმენა ისწავლა. მისი თქმით, საუბრის ძირითად თემა იყო ირანის ბირთვული პროგრამა.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100