RSS
на русском en in english
26.05.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

გაცვლა თურქულად ანუ ჩრდილოკვიპროსული სინდრომი

28.09.2009  |  09:35

4101.jpegმასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გაჩნდა ცნობა, რომ თითქოს და თურქეთმა შესაძლოა სცნოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუიკედბლობა. თუმცა, თუ კი რუსეთი საპასუხოდ ჩრდილო კვიპროსის დამოუკიდებლობას აღიარებს. რამდენად რეალურია მოვლენების ამგვარი განვითარება, რაც პრინციპში შეცვლიდა მთელ კავკასიაში ძალთა გადანაწილებას?

თურქულმა გამოცემამ Milliyet-მა ახლახანს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ანკარამ შესაძლოა სცნოს აფხაზეთის დამოუკიდებლობა, რუსეთის მხრიდან თურქული კვიპროსის აღიარების სანაცვლოდ. როგორც გამოცემა ამტკიცებს, თურქეთის ხელისუფლების კულუარებში აქტიური საუბარი მიდის ამის შესახებ. სტატიის ავტორი ჯენკ ბაშლამში აღნიშნავს, რომ ეს პირველი შეხედვით დაუჯერებელი სცენარი, არ არის იმაზე რთულად განხორციელებადი, ვიდრე ერევანსა და ანკარას შორის ურთიერთობების დამყარება იყო.

თურქული გემების დაპატიმრების შემდეგ, თურქეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები გართულდა. ქართველი მესაზღვრეების მიერ დაპატიმრებული ტანკერ Buket-ის კაპიტნისათვის 20 ათას დოლარეზე მეტის გადახდა გახდა საჭირო, საწინააღმდეგო შემთხვევაში მას 24 წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა. როგორც „თავისუფალი პრესის" კორესპონდენტი ვარაუდობს ანკარაში, Milliyet-ში პუბლიკაცია მიზნად ისახავდა მოეხდინა: რუსეთისა და საბერძნეთის შესაძლო რეაქციის ზონდირება.

გამოცემის აზრით, გახმოვანებული ვერსიის სასარგებლოდ მეტყველებს რუსეთსა და თურქეთს შორის სულ უფრო და უფრო თბილი ურთიერთობები, რომლებიც პარტნიორები არიან, კავკასიაში გავლენის სფეროს განვრცობის საკითხებში. ოფიციალური კომენტარებისაგან მოსკოვი, თურქულ მასმედიაში გავრცელებულ პუბლიკაციასთან დაკავშირებით, თავს იკავებს. ათენმა კი, მკაფიოდ გამოხატა, რომ არ მისცემს თურქეთს უფლებას ჩრდილო კვიპროსის საერთაშორისო აღიარებას მიაღწიოს.

აღნიშნული ინფორმაციის კომენტირებისას, აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ ეჭვი შეიტანა, მოვლენების ამგვარი განვითარების შესაძლებლობაში, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებისადმი, ნატოს წევრი ქვეყნების ნეგატიური დამოკიდებულების გამო. იტყობინება „კავკაზსკი უზელ".

ქართველი ექსპერტი მამუკა არეშიძე თვლის, რომ საქართველოს ყოფილი რეგიონების აღიარების შემთხვევაში, თურქეთს ზურგს შეაქცევს ყველა დასავლელი პარტნიორი და ეს ქვეყანა დაკარგავს ევროკავშირში შესვლის ყველა შანსს, იტყობინება GHN. „ეს საზოგადოებრივი აზრის შემოწმების მცდელობაა. თუ კი რუსეთი სცნობს კვიპროსს, მაშინ ისეთ ეკონომიკურ პარტნიორს დაკარგავს როგორიც საბერძნეთია. ათენი, არავითარ შემთხვევაში არ შეეგუება ამგვარ აღიარებას. რაც შეეხება შემდგომ პერსპექტივებს, ამგვარი ნაბიჯი თურქეთს ევროკავშირში შესვლის ყოველგვარ პერსპექტივას დააკარგინებს".- განაცხადა არეშიძემ საინფორმაცი სააგენტო GHN-თან საუბრისას.

ამასთან ერთად, ექსპერტმა მიანიშნა იმაზე, რომ თუ კი აღიარებული იქნება ჩრდილო კვიპროსი, ეს ჯაჭვურ რეაქციას გამოიწვევს რეგიონში, ვინაიდან სომხეთიც დააყენებს მთიანი ყარაბახის აღიარების საკითხს. „არ არის გამორიცხული, რომ ამან ბაქოს სერიოზული გაღიზიანება გამოიწვიოს, ვინაიდან ამდენი წლის განმავლობაში თურქეთმა არცერთი ნაბიჯი არ გადაგა მთიანი ყარაბახის პრობლემის მოსაგვარებლად".- აღნიშნა ექსპერტმა.

ასევე არეშიძემ აღნიშნა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება წერტილს დაუსვამდა, თურქეთ-საქართველოს ყოველგავრ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებს. „ამ ყველაფრიდან გამომდინარე, მე ვთვლი რომ თურქეთი არ წავა ამგვარ ნაბიჯზე. ეს აშშ-ს, ევროკავშირისა და დასავლელი პარტნიორების სერიოზულ გაღიზიანება გამოიწვევს".- განაცხადა ექსპერტმა.

პოლიტოლოგი ანდრო ბარნოვი, ინფორმაციას თურქეთის მხრიდან საქართველოს რეგიონების ცნობის შესახებ, „მიზანმიმართულ პროვოკაციად" აფასებს. „შეუძლებელი თურქეთის მხრიდან საქართველოს რეგიონების აღიარება, ვინაიდან თურქეთს უმარავი საბაბი აქვს იმისთვის, რომ ეს არ გააკეთოს. თუნდაც ის, რომ ეს აშშ-ს წინააღდეგ გადადგმული ნაბიჯი იქნება. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი მხოლოდ არასერიოზულმა სახელმწიფოებმა შეიძლება სცნონ, მაგრამ სერიოზული სახლმწიფო ამას არ მოიმოქმედებს".- განაცხადა ბარნოვმა.

GeorgiaTimes-ის კორესპონდენტმა ამ საკითხთან დაკავშირებით, საკუთარი აზრის გამოთქმა რუს ექსპერტს სთხოვა. დსთ-ს ქვეყნების ინსტიტუტის კავკასიის განყოფილების კათედრის გამგე - მიხეილ ალექსანდროვი:

-თურქეთს უდავოდ სურს მიაღწიოს ჩრდილო კვიპროსის აღიარებას. რუსეთი ამისთვის მზად არ არის. მოსკოვისთვის უაზრობა იქნებოდა ან საბერძნეთთან და ან კვიპროსის რესპუბლიკასთან ურთიერთობების გაფუჭება. მითუმეტეს ანკარის რაღაც მითიური დაპირების გამო. ამასთან ერთად რუსეთი დიდად არ არის დაინტერესებული, რომ აფხაზეთის აღიარება, მთელმა მსოფიომ დაიწყოს. ეს ადვილი მისახვედრია: მისთვის მომგებიანია, რომ აფხაზეთი მასზე ორინეტირებული იყოს. რაც შეეხება თურქეთს, მას რუსეთთან კონკურენტულ-პარტნიორული ურთიერთობები აქვს. სადაც არსებობს საერთო ინტერესები - არსებობს წინსვლაც. სწორედ ასეთ საკითხთა რიცხვს მიეკუთვნება: სომხეთსა და თურქეთს შორის საზღვრის გახსნა. რუსეთს ეს აწყობს. რაც შეეხება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას, ამასთან დაკავშირბით რუსეთის პოზიცია შემდეგია: მოსკოვი არ დაიწყებს ანკარაზე ზეწოლას, მაგრამ ამის მოწინააღმდეგეც არ იქნება, თუ კი მოუნდებათ, დაე სცნონ, არ უნდათ - ნუ გააკეთებენ. რაღაც სახის ვაჭრობაზე, ამ საკითხთან დაკავშირებით მოსკოვი არ წავა. ეს, ის შემთხვევა არ არის.

 

ირინა პტაშკოვსკაია

კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100