RSS
на русском en in english
23.01.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

ირანული გაზი რეაქტორზე მძიმეა

30.09.2009  |  09:43

4127.jpegგერმანიის ექს-კანცლერი გერჰარდ შროდერი ცდილობს ნაბუკოს პროექტში ირანი ჩართოს. იმ ქვეყნის მონაწილეობა, რომელიც მსოფლიოში გაზის მარაგით მეორე ადგილს იკავებს, მის შენებას დააჩქარებს, რადგანაც გაზსადენს რენტაბელურს გახდის. საქართელოსთვის ეს პორენციური სატრანზიტო შემოსავლების ნაწილის დაკარგვის ტოლფასია, რუსეთისთვის კი "სამხრეთის ნაკადის" კონკურენტი პროექტის საბოლოო გამარჯვების. ნუთუ ორი ქვეყნის ინტერესები ერთმანეთს დაემთხვა?

გერჰარდ შროდერი ირანის ნაბუკოს პროექტში მონაწილეობას უჭერს მხარს. გერმანელი პოლიტიკოსი კომპანია "ნორდ სტრიმის" დირექტორთა საბჭოს წევრია, რომელიც დაკავებულია პროექტით "ჩრდილოეთის ნაკადი" . ასე რომ მისი ეჭვები გაზსადენის რენტაბელურობის შესახებ ბევრი რამის მიმანიშნებელია.

იგეგმება, რომ ნაბუკო გაიჭიმება 3,3 კილომეტრზე რუსეთის შემივლით ცენტრალური აზიიდან აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის გავლით ევროკავშირის ქვეყნებსკენ. მისი სავარაუდო სიმძლავრე არის 31 მილიარდი კუბომეტრი გაზი წელიწდში, პროექტის ღირებულება 7,9 მილიარდ ევროდ ფასდება.

"მე ნაბუკოს პროექტის მომხრე ვარ, რადგანაც ჩვენთვის აუცილებელია ევროპაში გაზის დამატებითი იმპორტი, თუმცა უნდა გვახსოვდეს ერთი რამ - ჩვენ საკმარისი გაზი გვაქვს ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაკადის გაზსადენებისთვის, თუმცა არა ნაბუკოსთვის",- ხაზი გაუსვა შროდერმა მეოთხე ევრაზიულ ენერგეტიკულ ფორუმზე გამოსვლისას. მისი თქმით, იმისთვის, რომ გამათლდეს ნაბუკოს მშენებლობაზე გაწული ხარჯები, აუცილებელია გაზსადენში ირანული აირის გაშვება. "და ეს სწორი იქნება, რადგანაც ჩვენ ევროპაში გაზის მიწოდების კიდევ ერთ შესაძლებლობას მოგვცემს",- თქვა მან.

რაც შეეხება ირანის მიერ ბირთვული იარაღის ფლობის სურვილის საკითხს, შროდერმა აღიარა, რომ ამ საკითხზე თავისი პრინციპული წინააღმდეგობისთვის ევროკავშირს დიდი შრომის გაწევა მოუწევს, "მას დასჭირდება ძალები სანქციების თაობაზე პოლიტიკური უთანხმოებების აღმოსაფხვრელად",- თქვა ექს-კანცლერმა.

ირანმა, რომელიც გარკვეული დროის წინ უარს ამბობდა ევროპულ პროექტში მონაწილეობაზე, სექტემბერში ნაბუკოსთან შეერთების სურვილი ღიად გამოთქვა. თურქული მასმედიის განცხადებით, ირანის სალეჩომ თურქეთში განაცხადა, რომ ქვეყანას შეუძლია ნაბუკოსთვის წელიწადში 10 მილიარდი კუბომეტრი გაზი გამოყოს. აზერბაიჯანში ირანის ელჩმა მუჰამედ ბაგირ ბაჰრამმა კი პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ ირანის გარეშე ამ გაზსადენის აშენება საერთოდ შეუძლებელია. მან სინანუი გამოთქვა, რომ ზოგიერთი ქვეყანა, განსაკუთრებით ამერიკა, წინააღმდეგია პროექტში ირანის მონაწილეობისა.

შროდერის განცხადებით თუ ვიმსჯელებთ, დასავლური პოლიტელიტა არც ისე პრინციპულია და გაზი მისთვის ბირთვულ საკითხებზე უფრო მნიშვნელოვანია. თავის მხრივ რუსეთი ირანთან მეგობრულ ურთიერთობებს ამყარებს და ეხმარება ბირთვული რეაქტორის აგებაში, იმის შიშის გარეშე, რომ გადაცემული ტექნოლოგიები ტეგერანს ბირთვული იარაღის ფლობაში დაეხმარება. მაგრამ თუკი ირანი გახდება გაზს მიწოდებაში რეალური კონკურენტი, მოსკოვმა შეიძლება შეცვალოს თავისი პოლიტიკა. მაგალითად, შეუერთდეს გაეროს რეზოლუციას, რომელიც ითვალისწინებს მკაცრ სანქციებს ირანის წინააღმდეგ და გამოიწვიოს თავისი სპეციალისტებ ბუშერიდან.

ტექნიკურად ამის განხორციელება არ არის რთული, თუკი გავითვლისწინებთ, რომ ახლა უკვე გაყვანლია მილი, რომლითაც თეგერანი ანკარას ბუნებრივი აირით ამარაგებს. ასე რომ, თბილისს ირანული ვარიანტი არ აწყობს. ამერიკა, თუკი მოსკოვი დათანხმდება ბირთვულ იარაღზე სანქციის შემოღებას, თავისას მიაღწევს, მოსკოვი კი ნაბუკოს კვლავ ნახევრად ცარიელს დატოვებს.

მეორეს მხრივ, შროდერის განცხადება შეიძლება პირაპირ აღვიქვათ როგორც ირანისა და რუსეთის ერთმანეთზე გადაკიდების მცდელობა. იმავე გზით მას შეიძლება სურდეს რუსეთის იმ მხარეს გადახრა, რომელსაც ბირთვუი პროგრამის დაბლოკვა სურს. უფრო მეტიც, რომ ზოგიერთი სპეციალისტი სულაც არ თვლის, რომ ირანის გარეშე ნაბუკო ვერაფერს იზამს. არსებობს ბევრი ქვეყნიდან წამოსული შემოთავაზებები, თუმცა ყველა მათგანს ბევრი ნაკლი გააჩნია. ესენია აზერბაიჯანი, რომელსაც აირის სფეროში კონტრაქტი აქვს რუსეთთან გაფორმებული, ასე რომ ევროკავშირთან ვაჭრობას არ დაიწყებს. ეგვიპტიდან მილი ახალი ასაშენებლი იქნება. ერაყის გაზის მიწოდება თურქეთის გავლით საკმაოდ დიდ უსაფრთხოების პრობლემებთან იქნება დაკავშირებული.

 

სალომე ბატიანი

კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100