RSS
на русском en in english
31.03.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

აქვს თუ არა ”ვარგისიანობის ვადა” მედვედევი-სარკოზის გეგმას?

30.09.2009  |  09:46

4128.jpegრუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კვლავ დაადანაშაულა საქართველო მედვედევი-სარკოზის გეგმის დარღვევაში. თბილისმაც მოსალოდნელი რეაგირება მოახდინა: განა რუსეთმა პირველმა არ თქვა უარი ამ შეთანხმების პუნქტების დაცვაზე და შეცვალა მისი მოქმედება? თუმცა რადგანაც მოცემული დოკუმენტი დღემდე ერთადერთი სამართლებრივი აქტია, რომელიც შეთანხმებულია ერთმანეთთან მებრძოლ ქვენებს შორის, მასზე დაყრდნობას ორივე მხარე აგრძელებს. რამდენ ხანს იქნება კიდევ გეგმა აქტუალური ვცადეთ გაგვერკვია.

გეგმის მორიგი დარღვევს შესახებ განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა ევროკავშირი სმონიტორინგული მისიის ხელმძღვანელთან ჰანსიორგ ჰაბერთან საუბრისას. მან რუსეთი მოინახულა და დაუკავშირდა არა მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტროს, არამედ თავდაცვისა და სასაზღვრო დაცვის სამინისტროებსაც.

ჰაბერმა ყველა შეხვედრის დასრულების შემდე აღნიშნა,რომ საქართველოში შეიარაღებული კონფლიქტის გამეორების არანაირი საფრთხე არ არსებობს.

მან ასევე იმის გამო დაიჩივლა, რომ ევროკავშირის დამკვირვებლები ვერ ახერხებენ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მუშაობას. "ამ მიზეზის გამო მე ჩავატარე შეხვედრების რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან, სამხედრო უწყებების ხელმძრვანელებთან და მესაზღვრეებთა. შეხვედრების დროს მე ყოველთვის ხაზს ვუსვამდი, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას - ეს ევროპის უცვლელი აზრია",- დაამშვიდა მან ქართველი ჟურნალისტები.

მისი თქმით, ევროკავშირის მისია საქართველოს იმაში ეხმარება, რომ ის გახდეს მიმზიდველი სოხუმისა და ცხინვალისთვის.

შეხვედრაზე გრიგორი კარასინმა დადებითად შეაფასა საქართველოში ევროკავშირის დამკვირვებლების როლი და ხაზი გაუსვა, რომ თბილისი არღვევს საერთაშორისო შეთანხმებებს.

"დიდი ხნის განმავლობაში ერთობლივი ძალისხმევით ხერხდება სასაზღვრე რაიონებში სიმშვიდის შენარჩუნება, თუმცა ქართული მხარე კვლავ აგრძელებს იქ შეიარაღებას და სამხედრო გადაადგილებებს, რაც მედვედევისა და სარკოზის მშვიდობიანი შეთანხმების დარღვევაა",- თქვა კარასინმა.

მსგავსი ბრალდებები რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თბილისის მისამართით ადრეც გამოთქვამს. იქიდან საპასუხო პრეტენზიები მოდიოდა ყოველთვის. დღესაც ევროკავშირის საპარლამენრი ასამბლეაზე გაჩაღდა დისკუსია საქართველოს შესახებ. მოხსენების ავტორები კვლავ მოუწოდებენ რუსეთს, რომ მან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე დაუშვას დამკვირვებლები და იქიდან ჯარი გაიყვანოს, ანუ მისდიოს მედვედევი-სარკოზის გეგმას.

თუმცა რუსეთი ამ ორი რესპუბლიკის ცნობის შემდეგ არ თვლის თავს ვალდებულად, რომ გამოიყვანოს იქიდან ჯარები და ხელი შეუწყოს იქ საერთაშორისო დამკვირვებლების შესვლას, თუკი ეს ყველაფერი აფხაზებისა და ოსების სირვილი არ იქნება. პირიქით, მან სოხუმთან და ცხინვალთან გააფორმა შეთანხმბებეი სამხედრო თანამშრომლობის შესახებ და მოქმედებს ამ სამართლებრივი პარადიგმის ფარგლებში.

ნიშნავს თუ არა ეს, რომ 2008 წლის 12 აგვისტოს გაფორმებული მედვედევი-სარკოზის გეგმა საბოლოოდ დაძველდა და აღარ ექვემდებარება შესრულებას?

კარასინის განცხადებით თუ ვიმსჯელებთ ეს ასე არ არის.

მოკლედ, როგორც ჩვენთან ინტერვიუში საქართველოს სტრატეგიული კვლევების ცენტრის დირექტორმა ირაკი მენაღარიშვილმა აღნიშნა, რუსი დიპლომატების განცხადებების კომენტირება რთულია. ექსპერტმა შეგვახსენა, რომ შეთამხმების მიხედვიტ ქართული და რუსული ჯარები უნდა გასულიყო იმ პოზიციებზე, რომლებიც მათ გასული წლის 7 აგვისტოს ეჭირათ.

ოფიციალურად, თითოეულ ყოფილ ავტონომიაში იყო სამშვიდობოთა ერთი ჯგუფი, არაოფიციალურად კი, მაგალითად, აფხაზეთში იდგა რუსეთის სარკინიგზო ჯარი, თქვა ქართველმა კომენტატორმა. ახლა, ხაზს უსვამს ის, იქ დისლოცირებულია რამდენიმე სამხედრო ბაზა.

რუსეთის გადმოსახედით, ისინი იქ საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე იმყოფებიან, საქართველოს აზრით კი - საერთაშორისო სამართლის დარღვევით, რადგანაც ჯერჯერობით ძალიან ცოტა ქვეყანამ აღიარა ეს რესპუბლიკები.

და მაინც მენაღარიშვილი არ ჩქარობს მედვედევი-სარკოზის გეგმის სათვალავიდან ამოღებას.

მან მიგვითითა, რომ საერთაშორისო საზოგადოება, რომელიც თავის დროზე რუსეთთან მოლაპარაკების შესრულების გარანტიებს იძლეოდა, უნდა ცდილობდეს საბოლოო რეალიზაციის მიღწევას.

"რაც შეეხება რეალურ სიტუაციას, ახლა საერთაშორისო სრუქტურების კონფიგურაცია იმის ძალიან მცირე იმედს იძლევა, რომ ვინმე რუსეთს მკაცრ მოთხოვნებს წაუყენებს",- ხაზი გაუსვა ექსპერტმა.

"არამომუშავე გეგმა", მისი თქმით, ჩანაცვლდება ახალი დოკუმენტით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი რუსეთი უარს იტყვის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება. ეს კი არასოდეს მოხდება, მიუხედავად იმისა, რომ მენაღარიშვილს უკეთესის იმედი აქვს.

ეროვნული სტრატეგიის საბჭოს წევრმა ვლადიმერ ჟარიხინმა ასევე გვითხრა, რომ მიუხედავად ახალი სამართლებრივი რეალიებისა, მედვედევი სარკოზის გეგმა აგრძელებს მოქმედებას.

"იმ ნაწილში, რომეიც ეხება თავდასხმაზე უარის თქმის გარანტიებს, გასული წლის შეთანხმებები ძალაში რჩება. მაგრამ ქართული მხარე მას არღვევს, როდესაც აგრძელებს სამხედრო პოტენციალის გაძლიერებას",- ხაზი გაუსვა ექსპერტმა.

კითხვაზე, თუ როდის შეწყვეტენ ქვეყნების ნაწილობრივ დაძველებულ დოკუმენტზე დაყრდნობას, ჟარიხინმა გვიპასუხა: "როგოც ჩანს, მაშინ, როდესაც მოწესრიგდება საერთაშორისო კონტროლის სისტემა ახალ დამოუკიდებელ რესპუბლიკებში. რამდენადაც მე მესმის, იქ პრობლემები იყო მისიის დასახელების ფორმულირებებში. მაგრას ეს გადაწყვეტადი საკითხია",- თვლის რუსი პოლიტოლოგი.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100