RSS
на русском en in english
27.03.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

ტალიავინის მოხსენების თბილისური ინტერპრეტაციები

05.10.2009  |  09:46

4160.jpegსაქართველომ პირველმა წამოიწყო საომარი მოქმედებები - ეს არის, კავკასიაში შარშანდელი ომის მიზეზების საერთაშორისო მისიის გამოძიების, მთავარი დასკვნა. საქართველოში ის აფსოლუტურად უკუღმა გაშიფრეს. თითქოს და დოკუმენტის ტექსტში არსად არ არის ნახსენები, რომ კონფლიქტი საქართველომ დაიწყო.

როგორც მიანიშნებენ ქართველი პოლიტიკოსები, ტალიავინის კომისიამ ხაზი გაუსვა იმას, რომ ცხინვალის ტრაგედია გახდა „მთელი რიგი ჯაჭვური პროვოკაციების რეზულტატი, რომლებსაც სეპარატისტები აწყობდნენ რუსეთის წაქეზებით".

ამგვარია მოხსენების კომენტარების არსი, რომელიც რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა და პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენი დროებითი კომისიის თავმჯდომარემ შოთა მალაშხიამ გააჟღერეს.

საპარლამენტო უმრავლესობამ, საერთაშორისო კომისიის მოხსენება იმ დასკვნის იდენტურად მიიჩნია, რომელიც თავის დროზე საქართველოს პარლამენტის აგვისტოს საკითხების შემსწავლელმა დროებითმა კომისიამ შეადგინა.

დეპუტატები ასევე ამბობენ, რომ მტკიცებულებები რომლებიც ევროკავშირის კომისას ქართულმა მხარემ მიაწოდა, საკითხის შესწავლის დროს დაადასტურეს ექსპერტებმა, ხოლო რუსეთის მიერ მიწოდებული მონაცემები, უზუსტო გამოდგა.

პარლამენტარები კმაყოფილები არიან იმ ფაქტით, რომ ტალიავინის კომისიამ ოსეთის მოსახელობის გენოციდის ფაქტებს დაუდასტურებელი უწოდა, მაგრამ დაამტკიცა სამხრეთ ოსეთში ქართველი მოსახლეობის ეთნიკური წმენდის ფაქტები.

საქართველოს მთავრობის ოპტიმისტური განწყობილება, აფსოლუტურად ეწინააღმდეგება უცხოური მასმედიის პუბლიკაციებს, რომლებიც სრულიად სხვაგვარ ინფორმაციას იძლევიან ევროკავშირის ინიციატივით შექმნილი კომისიის მოხსენების შესახებ. მაგრამ ქართველ მაღალჩინოსნებს, როგორც ჩანს ეს პუბლიკაციები სულაც არ ადარდებთ. ყველაფერს რაც არ ემთხვევა მოხსენების მათეულ ვერსიას, ისინი არასწორ ინტერპრეტაციად აფასებენ.

სხვების კვალდაკვალ სამშაბათს, ტალიავინის მოხსენებისადმი საკუთარი დამოკიდებულება და აზრი სახელმწიფოს ხელმძღვანელმა მიხეილ სააკაშვილმაც გამოთქვა. განცხადება ძველი თბილისის ერთერთ რაიონში, მეიდანზე გაკეთდა, სადაც ქალაქის ამ ნაწილის სარეაბილიტაციო სამუშაოები ტარდება, პროგრამის „ძველი თბილისის ახალი ცხოვრებ"-ის ჩარჩოებში.

მიუხედავად ცივი ამინდისა, სააკაშვილი მოედანზე მხოლოდ პერანგის ამარა გამოვიდა და გამოაცხადა, რომ ეს დღე ბედნიერი დღეა თბილისისათვის. მისი თქმით, მიუხედავად განვლილი ომისა და ოკუპაციისა, საქართველოს დედაქალაქსა და სხვა ქალაქებში მიმდინარეობს ინტენსიური მშენებლობა.

„და ეს არის ჩვენი პასუხი აგრესორისადმი. ჩვენ არა მარტო არ შევაჩერეთ მშენებლობა, არამედ ის ახალი ძალებით განვავრცეთ",- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტალიავინის კომისა საქართველოს დაჟინებული თხოვნით შეიქმნა. თუმცა, ამ დასკვნის შესახებ თბილისში განსაკუთრებული იმედები არ ჰქონიათ, ვინაიდან რუსეთს ზემოქმედების მძლავრი ბერკეტები ჰქონდა - „გაზი, ფული".

„მაგრამ ევროპელები არ არიან სიმართლეზე თვალის დახუჭვას მიჩვეულნი",- აღნიშნა სააკაშვილმა და განაცხადა, რომ საერთაშორისო კომისიის მოხსენებამ, დაანგრია რუსეთის მიერ შეთხზული მითები.

„ პირველი მითი - იმის შესახებაა, რომ რუსეთი შეიჭრა ცხინვალის რეგიონში ( ამგვარად უწოდებენ საქართველოში სამხრეთ ოსეთს) საკუთარი მოქალაქეების დაცვის საბაბით. კომისამ დაასაბუთა, რომ იქ არანაირი რუსეთის მოქალაქეები არ იმყოფებოდნენ, არამედ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები იყვნენ. მეორე მითი - რომ თითქოს და საქართველო თავს დაესხა რუს მშვიდობისმყოფელებს. კომისიამ ამ შემთხვევაშიც დაამტკიცა, რომ რუს მშვიდობისმყოფლებზე არანაირი თავდასხმა არ განხორციელებულა. მესამე სიცრუე - ოსი ხალხის გენოციდი და ეს ტყუილიც გაცამტვერებული იქნა, მაგრამ სამაგიეროდ კომისიამ დაადასტურა, რომ ქართული მოსახლეობის ეთნიკური წმენდა იქნა ჩატარებული",- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ თბილისში არავის არ ჰქონდა ილუზია იმასთან დაკავშირებით, რომ ტალიავინის კომისია რუსეთის პრემიერს ვლადიმერ პუტინს ბოროტმოქმედს უწოდებდა და ბრიუსელში ჩასვლისთანავე ხელბორკილებს დაადებენ მას და დააპატიმრებენ.

„მაგრამ, მთავარია რომ კომისაში ჩვენი სიმართლე გავიტანეთ და კომისაიმ ეს სიმართლე სცნო და დაადასტურა".- განაცხადა სააკაშვილმა.

სრულიად განსხვავებული აზრისაა კომისიის მოხსენებაზე არასაპარლამენტო ოპოზიცია.

საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ საერთაშორისო კომისიამ საქართველო აგრესორად სცნო. ამიტომაც ქვეყნისათვის ერთადერთი გამოსავალი იქნება, სააკაშვილის გადადგომა პრეზიდენტის პოსტიდან.

საწინააღმდეგო შემთხვევაში საქართველოს საერთაშორისო იზოლაციის პროცესი გაგრძელდება და სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს სულ უფრო მეტი სახლმწიფო აღიარებს. ყოველივე ეს კი, დიდი სამოქალაქო დაპირისპირებით დასრულდება.

პარტია „ნაციონალური ფორუმის" ერთ-ერთი ლიდერი გუბაზ სანიკიძე თვლის, რომ მიხეილ სააკაშვილი ბოროტმოქმედია და ტალიავინის კომისიის მოხსენებამ დაადასტურა ეს. ის ფიქრობს, რომ ქართველმა ხალხმა სააკაშვილი უნდა გაასამართლოს და ციხეში ჩასვას, ვიდრე ეს მსოფლიო საზოგადოებას არ გაუკეთებია.

„ იმაში რაც მოხდა, ჩვენ ყველანი ვართ დამნაშავე. ჩვენ დავუშვით, რომ ქვეყანა ისეთ ადამიანს ემართა, როგორიც სააკაშვილია. ამ მოხსენების შემდეგ სააკაშვილი ფაქტიურად თავმოკვეთილია, ის ისევე როგორც სადამ ჰუსეინი, განწირულია",- განაცხადა სანიკიძემ და აღნიშნა, რომ ქართველი ხალხის ამოცანაა - სააკაშვილი ჩამოაცილოს ხელისუფლებას.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100