RSS
на русском en in english
21.07.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

გულუა: ჩვენ გვინდა გავიგოთ – რა სურთ რუსეთისა და საქართველოს ხალხებს

12.10.2009  |  09:57

4225.jpeg10 ოქტომბერს კრასნოდარში იგეგმება ფორუმის ჩატარება „რუსეთი-საქართველო. რა სურთ ხალხებს?".ის კრასნოდარის რეგიონალური საზოგადოებრივი ორგანიზაციის „ივერია"-ს ინიციატივით ჩატარდება. GeorgiaTimes-ის სტუმარია - არასამთავრობო ორგანიზაციის თავმჯდომარე მინდია გულუა, რომელმაც რუსულ-ქართული ურთიერთობების განვითარების, მისეული ხედვას გაგვიზიარა.

- აი, კრასნოდარამდეც ჩამოაღწიეს, გაიფიქრებს რომელიმე მკითხველი. სქართველოდან წამოსულ, რამდენ ადამიანს აერთიანებს თქვენი ორგანიზაცია და როგორია მათი ცხოვრება აქ?

-თავად ორგანიზაცია 1999 წელს შეიქმნა. ასე რომ, აპრილში 10 წლის იუბილეს ვიზეიმებთ.

სულ, კრასნოდარის მხარეში დაახლოებით 40 ათასი ქართველია. ეს ძორითადად 1992 - 1993 წლებში განხორცილებული საომარი მოქმედებების შედეგად დევნილი ადამიანები არიან, რომლებიც იძულებულნი გახდნენ საკუთარი სახლები მიეტოვებინათ. აქედან, დაახლოებით 20 ათასს - რუსეთის მოქალაქეობა აქვს, 20 ათასი ანუ ნახევარი კი, საქართველოს მოქალაქეა.

ეს ადამიანები, რუსულ-ქართული ურთიერთობების მძევლებად იქცნენ. მათ ვისაც საქართველოს მოქალაქეობა აქვს, არ აძლევენ ვიზებს ან ბინადრობის ნებართვას. დიპლომატიური ურთიერთობები შეწყვეტილია. არადა, როგორ უნდა იმუშაონ და იცხოვრონ? საქართველოში მათ არც სახლი აქვთ და არც სამსახური.

უკანასკნელ პერიოდში, საქართველოში ჩვენ ლამის მტრებად გვთვლიან, რუსეთში კი ფიქრობენ, რომ ჩვენ პოტენციური მოღალატეები ვართ, ვინაიდან არცერთი ქართველი, არასოდეს არ აღიარებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას. რა უნდა მოვიმოქმედოთ ან როგორ უნდა ვიცხოვროთ? ვფიქრობ, სვალდებულოა მონაწილეობა მივიღოთ, რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების დარეგულირებაში. თუნდაც, სხალხო დიპლომატიის დონეზე მაინც.

-სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ ბიზნესმენი უეცრად პოლიტიკური საკითხების გადაწყვეტით დაკავდა?

-პოლიტიკაზე მე არასოდეს მოფიქრია და არც მინდა ამით დავკავდე. ჩვენი ორგანიზაციის ერთერთი პრიორიტეტული მიმართულებაა - ქართული ენისა და კულტურის შენარჩუნება. ამ პრობლემის გადაწყვეტა, ახლავეა საჭირო.

კიდევ ოცი წელი და ჩვენ სხვადასხვა ენებზე ვილაპარაკებთ. ჩვენი შვილების უმეტესი ნაწილი ქართულად არ საუბრობს, სამშობლოში ღმერთმა უწყის რაში აღარ გვადანაშაულებენ, მხოლოდ იმიტომ რომ აქ ვცხოვრობთ. როგორ გაუგებენ ჩვენი შვილები ერთმანეთს შემდეგ ათწლეულში? როდესაც ქართველს, ქართველის არ ესმის და როდესაც მათ შორისაც კი, გაუგებრობის კედელი აღიმართება, ეს უკვე უბედურებაა.

-მაგრამ, ფორუმის დღის წესრიგში არამარტო ენისა და კულტურის შენარჩუნების საკითხებია...

-მაისში, მე საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ივერია"-ს თავმჯდომარედ ამირჩიეს. მას მერე, მე მრავალ გადაუწყვეტელ პრობლემას შევეჯახე. მაგალითად: კრასნოდარის მხარეში ძირითადად აფხაზეთიდან დევნილები ცხოვრობენ. მათ წელიწადში ერთხელაც კი, არ შეუძლიათ - საზღვრის გადაკვეთა და აფხაზეთში ოჯახის წვრების და ნათესავების საფლავების მონახულება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, კავკასიურ ტრადიციებზე აღზრდილი ადამიანებისთვის.

თუ კი, მათ ვისაც რუსეთის მოქალაქეობა აქვთ, შეეძლოთ სოჭის მხრიდან საზღვრის გადაკვეთა, ახლა ესეც შეუძლებელი გახდა. იმიტომ რომ, ამის შემდეგ მათ უკვე საქართველოში აღარ შეუშვებენ. იტყვიან, რომ მათ დაარღვიეს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. გალიდან და ზუგდიდიდან ჩასვლის ხარჯების გადახდის საშუალება კი, მათ უბრალოდ არ აქვთ.

-რაც შეეხება საზღვრის გადაკვეთას, ამ საკითხთან დაკავშირებით პოლიტიკური ბატალიები არ ცხრება. როგორ შეუძლია ამ პრობლემის გადაწყვეტა არასამთავრობო ორგანიზაციას?

-ჩვენ განზრახული გვაქვს „რუსეთი - საქართველო. რა სურთ ხალხებს" ფორუმის ჩატარება. დაე, ერთ მაგიდას მიუსხდნენ რუსები და ქართველები, დაე უთხრან ერთმანეთს პირისპირ, რას ელოდებიან ერთმანეთისაგან, რა სურთ. რუსეთის ხელისუფლებამ ჩვენ დაგვიჭირა მხარი.

მოვიწვიეთ სტუმრები საქართველოდან - ხელისუფლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების, შემოქმედებითი ინტელიგენციის წარმომადგენლები, ხელოვნების მოღვაწეები. ქვეყნებს შორის ურთიერთობების დასამყარებლად, აუცილებელია იმის ძიება რაც გვაერთიანებს და არა იმის, რაც გვაშორებს ერთმანეთს.

-მსგავსი ღონისძიებები თქვენმა კოლეგებმაც ჩაატარეს. საქართველოს ხელმძღვანელობამ მათ ბოიკოტი გამოუცხადა. იმედოვნებთ, რომ ისინი შეიცვლიან პოზიციას?

-ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ამ საკითხთან დაკავშირებით. ორგანიზაციის წარმომადგენლები უკვე გაფრინდნენ თბილისში.

დარწმუნებული ვარ, პირადი ამბიციების გარდა, არსებობს საკუთარი ქვეყნისა და ხალხის სიყვარული. ესეიგი საჭიროა საკუთარ სიჯიუტეს გადაბიჯონ და ჩამოვიდნენ. ბოლოს და ბოლოს რუსეთში, მთელი ეთნოსის მესამედი ცხოვრობს. ქართველები - პატარა ნაციაა, როგორ შეიძლება კიდევ მისი მესამედის მოკვეთა? განა აპატიებს ასეთ რამეს მომავალი თაობა ვინმეს?

-მიუხედავად ამ ყველაფრისა, პრაქტიკულად ყველას, ვისაც კი რაიმე შეხება აქვს რუსეთთან, ხელისუფლება ლამის ღალატში ადანაშაულებს. თქვენ არ გეშინიათ, რომ თქვენც მოღალატედ გამოგაცხადონ?

-არა, არ მეშინია. მე არაფერი არ გამიკეთებია ისეთი, რასაც რაიმე ზიანი შეეძლო მიეყენებინა ჩემი სამშობლოსთვის. პირიქით, მზად ვარ ყველაფერი გავაკეთო იმისათვის, რომ სიტუაცია უკეთესობისაკენ შევცვალო. აშკარაა, რომ ერთვექტორულმა პოლიტიკამ საქართველოს კარგი ვერაფერი მოუტანა. ესეიგი, საჭიროა სიტუაციის შეცვლა.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100