RSS
на русском en in english
25.05.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

ოპოზიცია ცდლილობს ერთიანი ფრონტის შეკოწიწებას

14.10.2009  |  10:15

4253.jpegსაქართველოში კარგად ესმით, რომ ოპოზიციური მოძრაობა, დაქსაქსულობამ დაღუპა. ხელისუფლების ოპონენტები, კვლავ მოუწოდებენ თავიანთ მომხრეებს გაერთიანებისკენ. რა გამოუვათ მათ ამჯერად? ჯერ კიდევ, ოპოზიციის მრავალი ლიდერი ვერ აკეთებს არჩევანს ალასანიასა და ბურჯანაძეს შორის.

მიუხედავად ხანგრძლივი პოლიტიკური მიჩუმებისა, ქართულმა ოპოზიციამ მობილიზება გადაწყვიტა. ჯერ კიდევ გასულ კვირას, პარტია „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ; დემოკრატიულ ფრონტში გაერთიანება შესთავაზა საქართველოს ოპოზიციურ ძალებს. მიზანი უცვლელია - აიძულონ მიხეილ სააკაშვილი წავიდეს.

მაგრამ, როგორც ცნობილია საქართველოში, არა მარტო ოპოზიციური ლიდერები, არამედ ყველა მოქალაქე თვლის, რომ შეუძლია პრეზიდენტი იყოს. აქედან გამომდინარე, მრავალრიცხოვანი პარტიებისა და გაერთიანებების ლიდერები, ახალც არ ჩაქარობენ ერთი დროშის ქვეშ გამოსვლას.

ბურჯანაძის წინადადებას ჯერჯერობით მხოლოდ, საქართველოს თავდაცვის ექს-მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი გამოეხმაურა პარიზიდან. ინფორმაციის გამავრცელებელმა ოპოზიცურმა წყაროებმა, ხაზგასმით აღნიშნეს, რომ გაერთიანებასთან დაკავშირებული კონსულტაციები უახლოეს დღეებში დასრულდება, გადმოსცემს „ვზგლიადი".

„მიხეილ სააკაშვილთან უაზრობაა მოლაპარაკებების წარმოება, აუცილებელია მივაღწიოთ ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნას",- აცხადებენ ოპოზიციაში. ამსათან ერთად, უკვე არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ საქართველოს ოპოზიციური სპექტრის ნაწილი, აქტიურ კონსულტაციებს ატარებს ხელისუფლებასთან.

ამ საკითხში, განსაკუთრებულად აქტიურია პარტიის „ალიანსი საქართველოსთვის" ლიდერი ირაკლი ალასანია. მისი პარტია შეუერთდა „სამუშაო ჯგუფის" მოღვაწეობას, რომელიც მარტის თვიდან აშშ-ს ნაციონალურ-დემოკრატიული ინსტიტუტის მხარდაჭერით, საარჩევნო კოდექსის რეფორმას ამზადებს. ირაკლი ალასანია ამსთან ერთად, აპირებს თბილისის მერის პოსტზე ბალატირებას.

უნდა აღინიშნოს, რომ „ალიანსი საქართველოსთვის"-აც რიგ პარტიებთან თანამშრომლობის საკითხთან დაკავშირებით, ასევე ატარებს კონსულტაციებს. გამოდის, რომ ამ ეტაპზე, ოპოზიციაში გამაერთიანებელი პროცესები, ორი ლიდერის - ალასანიასა და ბურჯანაძეს გარშემო მიმდინარეობს. უკანასკნელი, რადიკალურ განწყობილებას ინარჩუნებს და ხელსუფლებასთან დიალოგში, არცერთ საკითხთან დაკავშირებით არ შედის.

შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ გაზაფხულის საპროტესტო აქციების დაწყებამდე , ქართველი ექსპერტები, სწორედ ამ ორ პოლიტიკურ მოღვაწზე აკეთებდნენ აქცენტს. სწორედ ეს ორი კანდიდატურა განიხილება სერიოზულად, მმოქმედი პრეზიდენტის ალტერნატივად.

თუმცა, მათ შორის ღია კონფრონტაცია, არ შეიმჩნევა. ამ დღეებში ირაკლი ალასანიას პარტიამ „ჩვენი საქართველო - თავისუფალ დემოკრატებს" წარმატებები უსურვა ოქრუაშვილისა და ბურჯანაძის პოლიტიკურ გაერთიანებას. თავად ნინო ანზორის ასულიც, არსდროს გამოსულა ალსანიას მისამართით კრიტიკით.

ამასობაში, საქართველოს პროსამთავრობო მასმედიამ შეტყობინება გააკეთა, რომ ბურჯანაძე ხალხს კრებს, სააკაშვილისა და ალსანიას წინააღმდეგ.

ქართველი ანალიტიკოსების მოსაზრებით, ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს ალასანიას, ევროპა კი - ბურჯანაძეს. თუმცა, ალასანიას პოლიტიკური გამოცდილება არ აქვს. მაგრამ, ბურჯანაძესთან მიმართებაში ვაშინგტონს ეჭვი გაუჩნდა: ხომ არ გადაიხრება ის რუსეთის მხარეს. ასე რომ, ოკეანის გაღმა, ჯერჯერობით თავს იკავებენ რადიკალური ცვლილბებისგან.

ამიტომაც, ბევრი რამე იქნება დამოკიდებული იმაზე, მაინც ვინ შეძლებს ოპოზიციის გაერთიანებას. როგორც ქართული მამსედია იტყობინება, ბურჯანაძის ინიციატივას დემოკრატიული ფრონტის შექმნის შესახებ, შესაძლოა კიდევ სამი ოპოზიციური პარტია შეუერთდეს:"ხალხის პარტია"(კობა დავითაშვილი), „საქართველოს გზა"(სალომე ზურაბიშვილი) და „კონსერვატიული პარტია"(კუკავა-ძიძიგური).

„ნებისმიერ შემთხვევაში, აღნიშნულ პარტიებს ჩვენ ვერ ვიხილავთ იარაკლი ალასანიას ალიანსში",- წერს სააგენტო „პირველი", ოპოზიციურ წყაროებზე დაყრდნობით, რომლებმაც ანონიმებად დარჩენა ისურვეს. უნდა ველოდეთ, თუ არა მატებას „ალიანსი საქართველოსთვის" გარშემო, ჯერ რთული სათქმელია. თუმცა სულ ცოტა ხნის წინ, ყოფილმა ომბუცმენმა სოზარ სუბარმა, სწორედ ამ პარტიის სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი.

ბოლომდე ნათელი არ არის, როგორ მოიქცევა კიდევ ერთი გამოკვეთილი ოპოზიციური ლიდერი - ლევან გაჩეჩილაძე, რომლმაც ერთხელ უკვე წამოაყენა საკუთარი კანდიდატურა პრეზიდენტის პოსტზე 2008 წელს. საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველო", რომელსაც ის ხელმძღვანელობს, ჯერჯერობით თავს იკავებს კომენტარებისაგან, სხვა პარტიებთან შესაძლო ალიანსებთან დაკავშირებით.

ჯერჯერობით კი, ბურჯანაძეს და ალასანიას მოუწევთ გაბრძოლება, საქართველოს ექს-საგარეო მინისტრის სალომე ზურაბიშვილის სიმპატიების მოსაპოვებლად, რომელიც „საქართველოს გზას" ხელმძღვანელობს. პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილის შეხედულებით, ზურაბიშვილის სამომავლო გეგმების პროგნოზირება რთულია, ვინაიდან „ძნელია გამოიცნო ქალბატონის სიმპათიები, მას არ შეუძლია არც ერთი მხარეთაგანის დათმობა - არც ალასანიასი და არც ბურჯანაძის".

ხელისუფლებაში ყოფნისას, ზურაბიშვილი და ბურჯანაძე მეტოქეები იყნენ. ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილმა ზურაბიშვილი თანამდებობიდან, სწორედ ბურჯანაძის დაჟინებული მოთხოვნით მოხსნა. მათ მხოლოდ გაზაფხულზე, მასობივი საპროტესტო აქციების ჩატარების დროს გამონახეს საერთო ენა. ასე რომ, ქართული მამსედიის ვარაუდით, ზურაბიშვილი „ალიანსის" სასარგებლოდ გააკეთებს არჩევანს.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100