RSS
на русском en in english
14.12.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

უფლებათა დამცველებმა ნაციონალური საკითხის გამო გააკრიტიკეს საქართვრლო

15.10.2009  |  09:36

4269.jpegევროპის საბჭოს წარმოამდგენლები, უკმაყოფილო არიან საქართველოში ნაციონალურ უმცირესობათა მდგომარეობის გამო. მათი აზრით, არასატიტულო ნაციების წარმომადგენლების მონაწილეობა საქართველოში სასიცოცხლო სფეროებში შეზღუდულია. ნაციონალური საკითხი, უკვე დიდი ხანია საქართველოსთვის აქილევსის ქუსლი გახდა. რას უმზადებს მომავალი მრავალნაციონალუ სახელმწიფოს?

ევროსაბჭოს კონსულტატიურმა კომიტეტიმა ნაციონალური უმცირესობების დაცვის შესახებ ჩარაჩო კონვენციის დარგში, ახლახანს გამოაქვეყნა არც თუ მოსაწონი დასკვნები მოცემულ სფეროში საქართველოს პოლიტიკასთან დაკავშირებით.

საერთო ჯამში, ევროპელებმა თავიანთ პირველ მოხსენებაში ოფიციალურ თბილისს წარუდგინეს იგივე პრეტენზიები, რაც არაერთხელ იყო ნათქვამი თავად ეთნიკური უმცირესობების მიერ.

„ნაცინალურ უმცირესობათა, საქართველოს პოლიტიკურ, კულტურულ, სოციალურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა, შეზღუდული რჩება".- ხაზგასმით აღნიშნულია მოხსენებაში, გადმოსცემს იტარ-ტასსი.

ევროპელი სამართლადამცავების შეხედულებით, საქართველოში ასევე არადამოკმაყოფილებლადაა რეალიზებული ნაციონალურ უმცირესობების მიერ, საკუთარი ენის გამოყენების უფლება.

ევროსაბჭოს კომისიაში აღნიშნავენ, რომ საქართველომ აუცილებლად უნდა მიიღოს ზომები: უმაღლესი განათლების თანაბრად მისაწვდომობისათვის და ყოველგვარი წინააღმდეგობა აღკვეთოს ნაციონალური უმცირესობების ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობისათვის.

საჭიროა აღვნიშნოთ, რომ საქართველო ყოველთვის იყო მრავალნაციონალური. 2002 წლის მონაცემებით, ქართველები ამ ქვეყნის მთელი მოსახლეობის 83 პეოცენტს შეადგენენ, რუსები -1,5, აზერბაიჯანელები -6,5 პროცენტი, სომხები - 5,7. მიუხედავად სოხუმთან და ცხინვალთან კონფლიქტებისა, ამ ორი მეზობელი რესპუბლიკის წარმომადგენლებიც ცხოვრობენ საქართველოში: აფხაზები - 0,1 პროცენტი, ოსები - 0,8 პროცენტი. ამას გარდა აქ ცხოვრობენ ასევე ბერძნები, ქურთები, უკრაინელები, ქისტები, ებრაელები და ა.შ.

ქართველი ხალხი მართლაც ტოლერანტულია და აქ ნაციონალიზმი ყოფით დონეზე არ არის, არსაოდეს არ ყოფილა და სასურველია რომ, არც არსდროს არ იყოს. მაგრამ, ქვეყნის პოლიტიკური ელიტა კი, გამუდმებით ერთიდაიგივე შეცდომას უშვებს ნაციონალურ საკითხთან დაკავშირებით, რის შედეგადაც საქართველო პერმანენტული კონფლიქტების პერმანენტულ გადაიქცა.

საქართველოს პიორველი პრეზიდენტი, ზვიად გამსახურდია სკანდირებდა „საქართველო - ქართველებისთვის", ამჟამად მმართველი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", რომელიც ქადაგებს ყველა მოქალაქის თანასწორუფლებიანობას მიუხედავად ნაციონალობისა, საქმეზე კი, ყოველ ნაბიჯზე ავიწროვებს არატიტულოვანი ნაციის წარმომადგენლებს.

ამასთან ერთად მრავალნაციონალური საქართველოს განსაკუთრებულობა იმაშია, რომ ნაცუმცირესობები იქ კომაპაქტურადაა დასახლებული. ასე რომ, მაგალითად სამცხე ჯავახეთის მოსახლეობის შევიწროვება ( აქ სომხები ცხოვრობენ) ან ქვემო-ქართლის (დასახლებულია აზერბაიჯანლებით) არა მარტო ახალი ეთნიკური, არამედ ტერიტორიული კონფლიქტის საფუძველი გახდება.

ოპოზიციური პოლიტიკოსები დღე-ნიადაგ, სწორედ ამ რთულ რეგიონებში ახალი დაძაბულობის კერებით აშინებენ, ხელისუფლებას. განსაკუთრებით მეზობლური არაკეთილგანწყობით გამოირჩევა სომხურ-ქართული ურთიერთობები.

სულ ცოტა ხნის წინ კონფლიქტი მოხდა სასაზღვრო სოფელ ბარვას მოსახლეობასა და მესაზღვრეებს შორის, რომლებიც არ აძლევენ გლეხებს მუშაობის საშუალებას საზღვრისპირა მიწებზე. სომხეთის პრეზიდენტის სერჟ სარქისიანის განცხადების შემდეგ კი, რომლშიც ნათქვამი იყო, რომ აუცილებელია სამცხე-ჯავახეთში სომხური ენისთვის რეგიონალური სტატუსის მინიჭება. ამას საქართველოს ვიცე-პრემიერი თემურ იაკობაშვილის განცხადება მოყვა, რომელმაც აღნიშნა: „ჩვენ გვიხარია, რომ სომხური ენა სომხეთში ერთადერთი სახელმწიფო ენაა".

სომხოლოგი ბონდო არველაძე თვლის, რომ სომხური ენის რეგიონალურად გამოცხადება ფაქტიურად ბიძგი იქნება ავტონომიის შესაქმნელად. საქართველოს ხელისუფლებაში თვლიან, რომ სომხეთი ამ თვალსაზრისით სერიოზული წნეხის ქვეშ არის რუსეთის მხრიდან.

ამასობაში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში უკვე რამდენიმეჯერ ჩატარადა საპროტეატი მიტინგები და აქციები. გაზეთ „გოლოს არმენიი"-ს მიმომხილველი აზატ შინაკაციანი აღნიშნავს, რომ დღეს ჯავახეთში სომხური ენისთვის რეგიონალური სტატუსის მინიჭება დიდ მნიშვნელობას იძენს, აღნიშნავს Day.аz..

პრინციპში, ენის საკითხი თავიანთ მოხსენებაში ევროპელმა უფლებათა დამცველებმაც აღნიშნეს. „არასაკმარისი სახსრები, გამოყოფილი ნაციონალური უმცირესობის სკოლის მოსწავლეების მშობლიურ ენაზე განათლების მისაღებად, იმას ნიშნავს, რომ ისინი არათანაბარ მდგომარეობაში იმყოფებიან სხვა მოსწავლეებთან შედარებით",- აღნიშნულია მოხსენებაში.

საქართველოს ხელისუფლებას ურთიერთობები არც ქვემო ქართლის აზერბაიჯანელებთან აქვს კარგი. იქ არაერთხელ მოხდა ეთნოპოლიტიკური ხასიათის მქონე კონფლიქტური სიტუაციები. პირველ პლანზე ყოველთვის იყო წამოწეული სოციალურ-ეკონომიკური და სამართლებრივი პრობლემები.

ეთნოსებს შორისი კოლიზიების გადაწყვეტისას აზერბაიჯანული სათვისტომოს წარმომადგენლები, შემდეგ პრეტენზიებს აყენებდნენ საქართველოს ხელისუფლების მისამართით: აზერბაიჯანელების საკადრო დისკრიმინაცია, საქართველოში მათთვის კარიერაში ზრდის პერსპექტივების არ არსებობა, დისკრიმინაცია მიწის ნაკვეთების გამოყოფისას, აზერბაიჯანული სკოლების დახურვა, მესაზღვრეებისა და სამხედროების მიერ მდგომარეობის ბოროტად გამოყენება.

ყველა ამ საკითხის გადაწყვეტა იგეგმება სახემწიფოთაშორის დონეზე. ცოტა ხნის წინ ნაციონალურ სკოლა დამთავრებულებს, საქართველოში მისცეს უფლება უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები გამოცდები მშობლიურ ენაზე ჩააბარონ. მაგრამ გამოასწორებს კი ეს შექმნილ სიტუაციას?

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100