RSS
на русском en in english
18.01.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

პუტინის პორტრეტი აფხაზური სკოლისთვის

16.10.2009  |  10:21

4281.jpegაფხაზეთის ალტერნატიულმა მთავრობამ განგაში ატეხა: აფხაზეთის გალის რაიონის ერთერთ სკოლაში, შეეცადნენ ვლადიმერ პუტინის პორტრეტის დაკიდებას... და საერთოდაც, ვითომც და იქ ქართული სახელმძღვანელოები არ ყოფნით, პედაგოგებს კი აიძულებენ აფხაზეთის მოქალაქეობა მიიღონ! რა სირცხვილია დამოუკიდებელი სახელმწიფოსთვის! „დევნილობაში მყოფი გზააბნეული" ჩინოვნიკების პანიკას, გალის რაიონის ადმინისტრაციის უფროსმა ბესლან არშბამ გაუკეთა კომენტარი GeorgiaTimes-ისთვის.

დალი ხომერიკი, ეგრეთწოდებული „აფხაზეთის ალეტრნატიული განათელბის მონისტრი", სასაწრაფო შეტყობინებით გამოვიდა საქართველოს ადამიანის უფლლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი არსენიშვილთან შეხვედრისას. „რუსმა ოკუპანტებმა მოითხოვეს, გალის რაიონში სოფელ ოტობაიას მეთექვსმეტე საჯარო სკოლის შენობაზე, რუსეთის პრემიერ მინისტრის ვლადიმერ პუტინის სურათის დაკიდება მოითხოვეს",- შეშფოთებით განაცხადა მან.

სხვა პრობლემებს შორის, რომლებიც მას აღელევებს, ქართული სახელმძღვანელობეის შეტანაზე აკრძალვაც აღმოჩნდა, „რითაც საფრთხე ექმნება სასაწავლო პროცესის ქართულ ენაზე ჩატარებას" და პედაგოგების იძულება უარი თქვან საქართველოს მოქალაქეობაზე. საწინააღმდეგო შემთხვევაში მათ ანტიკონსტიტუციურ მოქმედებებში დაადანაშაულებენ.

GeorgiaTimes-ი გალის რაიონის მთავარ ადმინისტრატორ ბესლან არშბასთან დაინტერესდა, ეს ინფორმაცია შეესაბამება სინამდვილეს თუ არა და კიდევ რა პორტრეტები კიდია აფხაზურ სკოლებში.

„ოტობაიაში პუტინის პორტრეტის შესახებ ჩემთვის არაფერი არ არის ცნობილი",- განაცხადა მან. მაგრამ დაამატა, რომ თუ კი, რუსეთის პრემიერ-მინისტრის ფოტო მართალაც გამოჩნდა, ამაში არაფერი არ არის გასაოცარი. „სწორედ მისი ხელმძღვანელობითაა ჩვენი სკოლები აღჭურვილი ინვენტარით, მერხებით, სკამებით, საკლასო დაფებით და კიდევ სხვა მრავალი რამით, ასე რომ, ამაში ვერაფერ ცუდს ვერ ვხედავ".- განაგრძო მან,- მაგრამ პიროვნებების კულტირების დრო უკვე წავიდა და ჩვენ არავის არ ვაძალებთ ამგვარი გამოსახულებების დაკიდებას. თუ კი ვინმე აკეთებს ამგვარ რამეს საკუთარი ინიციატივით, ამის საწინააღმდეგოვ არაფერი გვაქვს".

რაც შეეხება სახელმძღვანელოებს, ამ შემთხვევაში დამოუკიდებელი აფხაზეთის კანონიერი ხელისუფლება პრინციპულად არ მიდის დათმობაზე ქართველ კოლეგებთან, რომელბიც ეტაპობრივად კრძალავენ რუსულ, სომხურ და ზერბაიჯანულ სახელმძღვანელოებს.

მართლაც, სოხუმმა არშბას მონაცემებით, მართლაც უარი თქვა ქართულ სასაწავლო ლიტერატურაზე და გადაიყვანა განათლება, მათ შორის ქართულ სკოლებშიც, აფხაზეთის განათლების სამინისტროს სტანდარტებზე. შესაბამისად, გალის რაიონის საგანმანათლებლო დაწესებულებები მიიღებენ რესპუბლიკის დედაქალაქში გამოშვებულ სახელმძღვანელოებს.

და საერთოდაც, რა საჭიროა აფხაზეთის ქართული ნაციონალობის მქონე მოზარდმა მოქალაქეებმა წაიკითხონ თანამედროვე სახელმძღვანელოები, რომელებშიც აღწერილია საცოდავი და გასული საკუნის 20-იან წლებში ოკუპირებული დემოკრატიული საქართველო, ასევე მის უფლებებზე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე, ადრეულ შუასაუკუნეებზე დაყრდნობით, როდესაც ქართველი თავადები თავიანთ გარშემო რამოდენიმე სათავადოს იკავებდნენ.

თანაც, ქართული ლიტერატურის მთელი სასკოლო ფონდი აფხაზეთიდან, საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარებით თბილისში გადაიგზავნა, არასაჭიროების გამო. წოგნებთან ბრძოლა ყოველთვის ცუდად აღიქმება განათლებული საზოგადოების მიერ. მაგრამ ამ შემთხვევაში, ჩვენ უბრალოდ წარსულში დარჩენილ სახელმძრვანელოებს ვხედავთ.

ცნობილი აფხაზი ისტორიკოსი ზურაბ ანჩაბაძე თავის მონოგრაფიაში „აფხაზი ხალხის ეთნიკური ისტორიის ნარკვევი" წერდა, თუ როგორ გააუქმეს ომისშედგომ წლებში შოვინისტებმა (ლავრენტი ბერია და მისი ხელქვეითები - რედ.) აფხაზური სკოლები და დააწესეს ყველა საგნის სწავლება ქართულ ენაზე.

ადვილი მისახვედრია, თუ რა ბედი ეწიათ აფხაზურენოვან მასწავლებლებს და როგორ ითვისებდნენ მასალას ქართულის არ მცოდნე ბავშვები. ამან ღრმა შედეგები გამოიღო არა მარტო განათლების სისტემაში, არამედ მთლიანად აფხაზური კულტურისთვის.

„აფხაზური სკოლებში სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის ვითომც და გასაუმჯობესებლად ჩატარებულმა რეორგანიზაციამ, სინამდვილეში საწინააღმდეგო შედეგი გამოიღო - განათლების და ადგილობრივი ბავშვების აღზრდის ხარისხი დააქვეითა. ცვლილებებმა აფხაზური კულტურის ჩვეული განვითარება შეაფერხა და აფხაზი ხალხი ნაცინალური თვითმყოფადობის დაკარგვისათვის გაწირა".- ასკვნის ანჩაბაძე.

მას მერე ნელენელა დაიწყო აფხაზური განათლების სისტემის აღორძინება და 90-იანი წლებში რესპუბლიკაში უკვე 73 აფხაზური და შერეული სკოლა ფუნქციონირებდა, სადაც ხუთიათასზე მეტი მოსწავლე იღებდა განათლებას. მაგრამ ამას აფხაზებმა საკუთარი სისხლის ფასად მიაღწიეს.

და ახლა, თბილისის ხელისუფლებასთან დაიჩივლონ ქართველი პედაგოგების უფლებების შებღალვაზე, რბილად რომ ვთქვათ არაკორექტულია. „ეს ავტონომიური ხელისუფლება თუ როგორ უწოდებენ ისინი საკუთარ თავს, მჩევენება რომ, ცოტა არ იყოს გზაარეულია".- ამბობს არშბა. აფხაზეთის განათლების საკითხები, მათ შორის ქართულ ენაზეც, ახლა სოხუმში წყდება.

ხოლო, აფხაზეთის მოქალაქეობის მოთხოვნა სახელმწიფო მოსამსახურეებისათვის, როგორებიც გახლავთ პედაგოგები და რომლებიც ხელფასს აფხზეთისგან იღებენ და არა საქართველოსგან, სრულიად შეესაბამება აფხაზურ კანონმდებლობას.

თანაც, თვითონ გალის რაიონის მაცხოვრებლები ცდილობენ არაფერზე დაიჩივლონ. როგორც მათ განუმარტეს „კავკაზსკი უზელ"-ის კორესპონდენტს, ისინი ორ ცეცხლს შორის არიან.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100