RSS
на русском en in english
18.01.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

Washington Times - ტრიბუნა ბაღაფშისთვის

19.10.2009  |  09:39

4293.jpegახალგამომცხვარი სახელმწიფოს პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა აფხაზეთის ამბიციების შესახებ უამბო ამერიკულ გამოცემას The Washington Times. აქვს თუ არა საფუძვლი მის დარწმუნებას იმაში, რომ ქვეყანას ბოლოსდაბოლოს მსოფლიო აღიარებს? ალბათ უფრო კი, ვიდრე არა. მით უმეტეს, რომ საქართველოში ახლა აღიარებენ: სოხუმსა და რესპუბლიკის მოსახლეობაზე გავლენის მოხდენა არ გამოდის.

„აფხაზეთი წარმატებას მიაღწევს",- ასეთი სათაურით გამოაქვეყნა გამოცემამ სერგეი ბაღაფშის საუბარი. მისი თქმით, ადრე თუ გვიან აფხაზეთს აღიარებს მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობა.

ბაღაფში ამერიკელ მკითხველს უხსნის, რომ საქართველოს პრეზიდენტის ამბიციები მეზობელი რესპუბლიკის ტერიტორიებზე დაფუძნებულია ულტრანაციონალიზმის იდეებსა და სტალინის გადაწყვეტილებაზე, რომელმაც 1931 წელს აფხაზებს საქართველოსთან კავშირი მოახვია თავს.

„ისტორია გვასწავლის, რომ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა არასოდეს ჩანს კანონიერი მოწინააღმდეგე მხარის თვალში",- ხსნის თბილისის პოზიციას ავტორი. მისი უცხოელი „დამცველები" კი, ბაღაფშის აზრით, ხელმძღვანელობენ პრინციპით: „რაც უარესია რსეთისთვის, მით უკეთესი მათთვის", რაც არსებობდა ცივი ომის დრო.

მაგრამ არ აღიარების პოზიცია აიძულებს სოხუმს კიდევ უფრო მეტად დაეყრდნოს მოსკოვის დახმარებას. ანუ, პრეზიდენტის თქმით, ამერიკა და ევროკავშირი „აფხაზეთს რუსეთთან დაახლოვებას აიძულებენ". თავად ბაღაფში შეგვახსენებს, რომ როგორც ჭეშარიტად დამოუკიდებელი სახელმწიფო რესპუბლიკა არ აპირებს მუდმივად „იარსებოს ვინმეს ზრუნვით" და დასავლეთს მოუწოდებს „წინსვლის ერთობლივი გზის პოვნისკენ".

რაზეა დამყარებული პრეზიდენტის ასეთი მტკიცე პოზიცია? პირველ რიგში იმაზე, რომ აფხაზეთს ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა და საკმაოდ მდიდარი ბუნებრივი რესურსები აქვს. მას აქვს საქართველოდან გამოყოფის ისტორიული საფუძვლები, როგორც შუა საუკუნეებისკენ, ისე საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ 90-ან წლებში მომხდარი მოვლენების გამო.

უკვე რამდენი წელია აფხაზეთი დმაოუკიდებლად ირჩევს ხელისუფლებას. უახლოესი საპრეზიდენტო არჩევნები ამ წლის 12 დეკემბერს არის დანიშნული.

თავიანთ კანდიდატურებს ხალხს სთავაზობენ მოქმედი პრეზიდენტიც და ოთხი წლის წინ მისი წაგებული მოწინააღმდეგე რაულ ხაჯიმბაც. მათ ოპონენტებს შორის არიან ოპოზიციონერი ბიზნესმენი ბესლან ბუტბა და პროფესორ-სოციოლოგი ვიტალი ბგანბა.

ვისი ხივა სურს ხალხს აფხაზეთის ლიდერად? ალბათ, ბაღაფშის, რომელმაც დამოუკიდებლობა მოიტანა. მაგრამ ფაქტია, რომ ნებისმიერი კანდიდატი თბილისისთვის ხელსაყრელი ვერანაირად ვერ იქნება. საქართველოშიც ძალიან კარგად ესმით ეს.

„ჩვენ არ უნდა გვქონდეს ილუზიები - აფხაზეთში სერიოზულად და დიდხანს მოვიდნენ რუსები. აფხაზეთის სათავეში შეუძლებელია აღმოჩნდეს ადამიანი, რომელიც არ იქნება ორიენტირებული რუსეთზე. ვიღაცას ეგონა, რომ სერგეი ბაღაფში „პროაფხაზურია", მაგრამ ეს პრიმიტიული მიდგომაა",- განაცხადა საქართველოს კონფლიქტების დარეგულირების ყოფილმა მინისტრმა გიორგი ხაინდრავამ.

ხუთი წლის წინ, აღნიშნავს გამოცემა, საქართველოში „კარგ" ბაღაფშს არჩევნებზე დაუპირისპირეს „ცუდი" რაულ ხაჯიმბა, რომელიც რუსეთის მოციქულად შერაცხეს. გალის რაიონის მაცხოვრებლებს, რომელთა უმეტესობასაც ქართველები შეადგენენ, ურჩევდნენ, რომ ხმა ბაღაფშისთვის მიეცათ.

შეიძლება ეს ადამიანი ახლაც ბევრისთვის ისევ საუკეთესო კანდიდატი აღმოჩნდეს. შემთხვევით არ მოითხოვდა აფხაზური ოპოზიცია დაჟინებით, რომ გალის რაიონის მცხოვრებებისთვის შეეწყვიტათ დოკუემნტეის მიცემა, უკიდურეს შემთხვევაში მოქალაქეობის შესახებ მიღებულ კანონზე ზედმიწევნითი ექსპერტიზის ჩატარებამდე მაინც.

ოქტომბრის დასაწყისისთვის გალის რაიონში 3522 პასპორტი გაიცა. ახლა ეს პროცესი შეჩერებულია.

მოკლედ, თბილისს უკვე აღარ შეუძლია იმ კანდიდატის მხარდაჭერა, როლის დროსაც აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარეს რუსეთმა, ნიკარაგუამ და ვენესუელამ.

„ახლა ქართულ ხელისუფლებას მანევრებისთვის ადგილი აღარ აქვს", აცხადებდა საქართველოს სტრატეგიული კვლევების ცენტრის უფროსი მამუკა არეშიძე. მისი თქმით, თბილისს აქვს „ვითარებაზე გავლენის მოხდენის სურვილი, მაგრამ არ შეიძლება სიტუაციის გაფუჭება ჩარევით".

ოქროს სიტყვებია! 17 წლის განმავლობაში ავტონომიის საქმეებში უხეშად ჩარევამ უკუ-ეფექტი გამოიწვია.

ახლა კი არავისთვის აღარ არის დასამტკიცებელი, რომ საქართველო აგრესორი ქვეყანაა, რომლისგანაც თავის შორს დაჭერაა საჭირო.

მოდაშია არგუმენტების იმის შესახებ, რომ არც რუსეთს ჰქონია ჩეჩნეთის დაბომბვის უფლება, როდესაც მას გამოყოფა სურდა, ჩინეთს კი არ უნდა ჩეხში ტიბეტში სეპარატისტების პროტესტები. მაგრამ ასეთია თანამედროვე მსოფლიოს სიმართლე - ძლიერ სახელმწიფოს შეუძლია თავის გარშემო შეინარჩუნოს ტერიტორიებიც, ხალხიც და 1000-ობით კილომეტრის მოშორებითაც კი შეძლია საკუთარი წესრიგის დამყარება, როგორც ამას ამერიკა აკეთებს კოსოვოსა და ერაყში.

სუსტმა სახელმწიფომ ადეკვატურად უნდა შეაფასოს თავისი ძალები ან მოძებნოს დახმარება იმ სახელმწიფოებთან, რომლებიც გულწრფელად არიან დაინტერესებულები მის აყვავებაში და მზად არიან მას საკუთარი სამხედრო ძალაუფლეის ნაწილი უწილადონ. საქართველო შეცდა ამერიკის იმედად დარჩენისას და ზურგი აქცია რუსეთს.

ცხინვალის ავანტიურის შემდეგ რუსეთს სხვა გზა აღარ დარჩა, მან ორი რესპუბლიკის დამოუკიდებლობა აღიარა. ევროპამ ეს ნბაიჯი არ გაამართლა. მაგრამ ტალიავინის კომისიის დასკვნის შემდეგ თავად დადგა არჩევანის წინაშე: გაამართლოს ძალადობა და მხარი დაუჭიროს სააკაშვილს, ან ბოლოსდაბოლოს მოუსმინოს სოხუმსა და ცხინვალს.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100