RSS
на русском en in english
21.07.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

ნაბუკომ მოხიბლა საფრანგეთი

20.10.2009  |  17:51

4317.jpegნაბუკოს გაზსადენი, რომელმაც უნდა შეამციროს დასავლეთ ევროპის ენერგოდამოკიდებულება რუსეთზე, კვლავ მსოფლიო მასმედიის ყურადღების ცენტრშია. ფრანგულმა კომპანიამ GDF Suez განაცხადა, რომ მზად არის მიიღოს მონაწილეობა ამ პროექტში, რომელსაც "ანტირუსულად" მიიჩნევენ. საქართველოც ამაზე აკეთებ აქცენტს. ჩვენი კორესპონდენტი ქართველ და რუს ექსპერტებთან განიხილავს ფრანგული ენერგეტიკული პოლიტიკის თავისებურებებს.

საფრანგეთი, რომელიც აპირებს გახდეს რუსეთის პარტნიორი მის მთავარ ენერგოპოლიტიკურ პროექტებში - გაზსადენებში ჩრდილოეთის ნაკადი და სამხრეთის ნაკადი,- მხარს დაუჭერს მათ კონკურენტსაც. კომპანიამ, რომელიც აწარმოებს მოლაპარაკებებს ჩრდილოეთის ნაკადში მონაწილეობაზე, განაცხადა, რომ აპირებს ასევე ნაბუკოს გაზსადენის მშენებლობის პროექტში გაწევრიანებას.

შემდეგ კი საქმიან მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციის სარწმუნობაში გარკვევა ვეღარ მოხერხდა.

ზოგმა საიტმა ნაჩქარევად დაწერა, რომ ფრანგულმა კომპანიამ ნაბუკოში მონაწილეობის მიღებით "სილა გააწნა გაზპრომს". აღნიშნული იყო, რომ GDF Suez საბოლოოდ ამბობს უარს სამხრეთის ნაკადის პროექტში მონაწილეობის მიღების იდეაზე. თანაც კომპანიის მონაწილეობა ჩრდილოეთის ნაკადში ფაქტიურად გაყინულია.

ნუთუ საფრანგეთმა ნაბუკო ამჯობინა "გაზპრომის" ორ გრანდიოზულ პროექტს? თანაც ნაბუკო ყოველთვის ითვლებოდა არა მხოლოდ ენერგეტიკულ, არამედ პოლიტიკურ პროექტადაც. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ პარიზმა, რომელიც პერიოდულად კი აკრიტიკებდა მოსკოვს, მაგრამ ამ ბოლო დროს საკმაოდ აქტიურად უჭერდა მხარს მის პოზიციებს საერთაშორისო დონეებზე, მაინც თბილისი ამჯობინა?

ჩვენს კორესპონდენტს უკვე დაწყებული ჰქონდა ექსპერტებთან რეკვა, რათა გაეგო პასუხები ამ კითხვებზე, როდესაც გამოჩნდა ინფორმაცია, რომ საფრანგეთს სულაც არ უთქვამს უარი რუსულ პროექტებში მონაწილეობაზე.

რადიოსადგურმა Business FM გადმოსცა: Electricite de France-ის სამხრეთ ნაკადში შესვლის შეთანხმება უახლოეს მომავალში იქნება ხელმოწერილი. ასეთი შესაძლებლობა კომპანიის გენერალურ დირექტორთან განიზილა ალექსეი მილერმა. შხვედრის შედეგად "მიღწეულია შეთანხმებები შესაბამისი დოკუმენტის მომზადებაზე, რომელიც უახლოეს მომავალში იქნება ხელმოწერილი".

შეძლებს თუ არა საფრანგეთი ერთდროულად ორი კურდღლის დაჭერას? ან იქნებ საფრანგეთი კვლავ მოსკოვსა და თბილისს შორის სამშვიდობოს როლის შესრულების პრედენტენტია? როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, ამჯერად რუსი და ქართველი ექსპერტების აზრი ერთმანეთს დაემთხვა. მათ გასაოცარი ერთსულოვნება გაოამჟღავნეს იმაში, რომ ფორმულირება "ანტირუსული" ან პოზიცია - თუკი ჩვენთან არ ხარ, ესეიგი ჩვენ წინააღმდეგ ხარ - უკვე დიდი ხანია მოძველებული მიდგომაა.

პოსტსაბჭოთა კვლევის ცენტრის ხელმძღვანელმა არტიომ მალგინმა ჩვენს კორესპონდენტთან საუბარში აღნიშნა: "მე არც ერთ ენერგეტიკულ პროექტს არ ვუწოდებდი ანტირუსულს ან პრორუსულს. ეს მოძველებული მიდგომაა. იმ შემთხვევაშიც კი თუ რუსეთუ არ მონაწილოებს რაიმე კონკრეტულ პროექტებში, მაინც არის რუსული კაპიტალის წილი იმ კომპანიებში, რომლებიც მონაწილეობენ. საფრანგეთს, პოლიტიკური რისკების გათვალისწინებით, სურს ენრეგეტიკის დივერსიფიცირება და ეს სავსებით გამართლებულია. ამასთანავე ის უარს არ იტყვის რუსულ პროექტებში მონაწილეობაზე. ასე რომ პოლიტიკოსებს მოუწევთ საბაზრო ეკონომიკის რეალიებთან შეგუება".

ექსპერტმა აღნიშნა, რომ ჩრდილოეთის ნაკადის პროექტი უფრო რეალურია. რაც შეეხევა ნაბუკოს, მალგინი აღნიშნავს, რომ რუსეთი აქ მთავარი მოთამაშეა. პროექტის ბედს განსაზღვრავს პოლიტიკური სიტუაცია ირანში. "ირანის გარეშე პროექტის ბედი სამწუხარო იქნება,- ხაზი გაუსვა მალგინმა.- ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მოუქცევა ახმადინეჯადის ხელისუფლება".

შეგახსენებთ, რომ სექტემბრის ბოლოს გერმანიის ყოფილმა კანცლერმა წამოაყენა ირანის ნაბუკოს პროექტში ჩართვის წინადადება. მოგვიანებით თეგერანმა განაცხადამ რომ მზად არის მონაწილეობის მიღებაზე, თუკი მხარეები ფასებზე მოილაპარაკებდნენ. ამერიკა დუყოვნებლივ შეეწინააღმდეგა ამას. "ირანი არ შეიძლება განვიხილოთ როგორც ნაბიკოს პროექტისტვის შესაძლო გაზმომმარაგებელი",- ასეთი განცხადება გააკეთა ამერიკის ენერგეტიკის მდივნის მოადგილემ დანიელ პონემანმა.

ამერიკაში ირანის წინააღმდეგ სანქციების შემოტანას ითხოვენ. იქ ასევე მუშაობენ თეგერანის წინააღმდეგ კანონპროექტზე, რომელიც ამერიკას აძლევს უფლებას შეწყვიტოს ინვესტიციები საერთაშორისო კორპორაციებში, რომელთა ბიზნესიც დაკავშირებულია ირანის ენერგეტიკულ სექტორთან.

პრობლემის არსი ირანის ბირთვული ამბიციებია. ამერიკას ეჭვი აქვს, რომ ირანის ხელისუფლება აწარმოებს სამუშაოებს ბირთვული იარაღის შესაქმნელად. თეგერანი უარყოფს ამ ბრალდებებს და ამბობს, რომ მისი ბირთვული პროგრამა მშვიდობიანი ხასიათის მატარებელია. თუმცა ეს არ აკმაყოფილებს ამერიკის ხელისუფლებას, რომელიც სხვა ქვეყნებს არწმუნებს, რომ ვაშინგტონის მხარეს დადგნენ.

ეს საკითხები განიხილებოდა მოსკოვში ამერიკის სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის ვიზიტის დროსაც. რუსეთი მხარს არ უჭერს სანქციებს ირანის წინააღმდეგ. ხელისუფლების აზრით, ამ ზეწლის ინსტრუმენტის გამოყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება საჭირო, როსედაც ამოიწურება სიტუაციის დარეგულირების ყველა დიპლომატიური ვარიანტი.

რაც შეეხება ნაბუკოს, თავიდან ყურადღება გამახვლებული იუო მის "ანტირუსულ" მარშრუტზე. გაზსადენის სიგრძე არის 3,3 ათასი კილომეტრი, მისი სავარუდო სიმძლავრე არის 31 მილიარდი კუბომეტრი გაზი წელიწადში. ეს პროექტი იქნება უკვე აშენებული გაზსადენის ბაქო-თბილის-ერზურუმის გაგრძელება. გაზსადენის ორი მესამედი გაივლის თურქეთის ტერიტორიაზე. 7,9 მილიარდ დოლარად ღირებული გაზსადენის აშენება 2011 წელს იგეგმება.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100