RSS
на русском en in english
21.01.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

ერთობის ტრაქტატით....

21.10.2009  |  10:08

4324.jpegსრულიად საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ, 1790 წლის ივერიელების ერთობის ტრაქტატი გააცოცხლა. მთელს მსოფიოში საქართველს შვილებს (ძველად ივერიის ან იბერიის) მიეცემათ შესაძლებლობა, ღმერთის წინაშე წრილობით შეჰფიცონ სამშობლოს ერთგულება. ამგვარი აღმთქმის დადება, უკანასკნელად სავალდებულო იყო ერეკლე მეორის მმართველობის დროს, როდესაც თურქეთთან მეგობრობის ხელშეკრულების გამო, რუსეთმა პროტესტის ნიშნად, საქართველოდან გაიყვანა საკუთარი ჯარები.

საქართველოს მძიმე დრო დაუდგა... მიხეილ სააკაშვილის მხნე და ბედნიერი სახე მკვეთრ კონტრასტს ქმნის, ქართველების სულიერი მამის შეშფოთებული მოძღვერებების ფონზე.

სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე (ცხოველმყოფელი სვეტის დღესასწაული, რუსეთში - წმინდა ღვთისმშობლის მაცოცხლებელი საფარველის) ილია მეორმ წმინდა სამების ტაძარში მიმართა მრევლს მოწოდებით: ხელი მოაწერონ ივერიელების ერთობის ტრაქტატს.

"დღეს როდესაც ჩვენ ვგრძნობთ მტარვალი მტრის ხელს, რომელიც ცდილობს საქართველოს დაქუცმაცებას, ყველამ: ქართველებმა, აფხაზებმა, ოსებმა და ყველა საქართველოს მცხოვრებელებმა, უნდა განვაცხადოთ, რომ არ დავუშვებთ საქართველოს დაშლას და ყველაფერს ვიღონებთ იმისათვის, რომ საქართველო ერთიანი იყოს".- განაცხადა მან.

გასულ კვირას, მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძრიდან ტრაქტატი, გადმოტანილი იქნა თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძარში. საქართველოს პატრიარქმა, პირველმა მოაწერა ამ დოკუმენტს ხელი.

ჯერ კიდევ, სვეტიცხოვლობის დღეს, ილია მეორის იდეა, მოიწონა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ. ოპოზიციის წარმომადგენლებმა მის კვალდაკავალ, სასწრაფოდ გამოხატეს თავიანთი მოწიწება "მისი უწმინდესობის სიბრძნით შექმნილი" დოკუმენტისადმი, როგორც განაცხადა ლეიბორისტების ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა. იმავე დღეს, ტრაქტატს ხელი მოაწერეს "ახლმა მემარჯვენეებმა" ფიქრია ჩიხლაძის წარმომადგენლობით.

ავტოგრაფებით შევსებულ დოკუმენტს, ზუსტად ერთი წლის თავზე, წმინდა სვეტიცხოვლობის დღეს - აკურთხებს პატრიარქი. ტრაქტატზე ხელის მოწერა შეუძლია საქართველოში და სხვა ნებისმიერ ქვეყანაში მცხოვრებ ქართველს. მისი ასლები გაიგზავნება, არა მარტო ქვეყნის მართლმადიდებლურ ეკლესიებში, არამედ მთელს მსოფიოში. უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მოუწოდებს: აფხაზებსა და ოსებს შეუერთდნენ მის ინიციატივას.

როგორც GeorgiaTimes განუცხადა ინტერვიუში აფხაზეთის სამთავრობო ინფორმაციის სამმართველოს ხელმძღვანელმა ალხაზ ჭოლოკუამ: სოხუმში ამასთან დაკავშირებით ჯერ არც არაფერი ისმის და არც სურთ რაიმეს გაგონება. "საქართველო ჩვენთვის - უცხოური სხელმწიფოა, მათი ინიციატივები ჩვენ არ გვეხება".- ხაზგასმით აღნიშნა მან.

ალბათ, ტრაქტატის ტექსტი აფხზეთის ეკლესიებში არც გამოჩნდება. ვინ შეუშვებს მაცნეებს ამ დოკუმენტით, თუ კი ილია მეორე - ასე მკაცრადაა წინააღმდეგი -აფხაზეთის სახელმწიფოებრიობის? თანაც, აფხაზეთის ეკლესიამ ახლახანს თავი ავტოკეფალიად გამოიცხადა და საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის კონტროლის ქვეშ აღარ არის.

სახრეთ ოსეთსაც, რომლის ტერიტორიაც ჩვენის ერის დასაწყისში შედიოდა იბერიის შემადგენლობაში, ახლა საერთოდ არაფერში არ სჭირდება საქართველოს მიწის დაცვა.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ აფხაზები და ოსები ივერიის ტრაქტატში ჩამოთვლილი კუთხეების:"აფხაზეთის, აჭარის, გურიის, თუშეთის, იმერეთის, კახეთის, ლაზეთის, მესხეთის, მთიულეთის, ოდიშის, რაჭა-ლეჩხუმის, სვანეთის, ფშავ-ხევსურეთის, ქართლის, ხევის და ჰერეთის" მცხოვრებლების გარკვეული ნაწილის შთამოამავლები არიან, ახლა რაღაში სჭირდებათ მათ საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლა? ეს იგივეა, რომ რომელიმე საბჭოთა ათწლეულების მოღვაწემ, ასი წლის შემდეგ. უეცრად მოუწოდოს სსრკ-ს ყოფილი რესპუბლიკების მოქალაქეებს: ხელის მოაწერონ მოსკოვისადმი ერთგულების ფიცს!

ტრაქტატის ტექსტი, კი სწორედ საქართველოს ერთგულების ფიცია. აი, სიტყვასიტყვით ის ციტატა, რომელშიც ყოველი მეორე სიტყვის მერე აფხაზებისა და ოსებისათვის სადავო მტკიცებულებებია.

"ჩვენ ერთი წინაპრის შთამომავლები ვართ, საუკუნეების წინ ჩამოვყალიბდით ერთიან ერად, კურთხეულნი ვართ მრავალფეროვნებით, გაერთიანებულნი ენითა და კულტურით; კვლავ განავამტკიცებთ ჩვენ მერავალსაუკუნოვან ერთობას და ყოვლისშემძლე უფლის სახელით - საქართველოს შევფიცებთ ერთგულებას, ერთამნეთის სიყვარულსა და მხარდაჭერას, ჩვენს აზრებში და ქმედებებში განმტკიცებულს, რამე თუ ყოველმა ჩვენგანმა, წინაპრების გმირული მაგალითის მსგავსად, დაიცვას ჩვენი მიწა, ჩვენი ტრადიციები, თავისუფლება და ღირსება".- ნათქვამია დოკუმენტში.

რომელი აფხაზი ან ოსი შეჰფიცებს ერთგულებას, გუშინდელ მტერს? რომელი მათგანი თვლის ქართველებთან ერთიან ერად თავს, როდესაც თავად ისინი მიკერძოებულად ეპყრობოდნენ მეზობელ ეთნოსებს?

ახლა კი გავიხენოთ , რა შედეგი ჰქონდა პირველ ტრაქტატს, "ივერიელი მეფეებისა და თავადების ტრაქტატი". მას საქართველოს მოქალაქეებმა ხელი 1790 წელს მოაწერეს, მეფე ერეკლე მეორის ინიციატივით.

იმ დროს, საქართველო სპარსეთის მხრიდან დაპყრობის საფრთხის წინაშ იმყოფბოდა, ვინაიდან, რუსეთმა შეჩერა გეორგიევსკი ტრაქტატის მოქმედება, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო, 1786 წელს ხელი მოეწერათ თურქეთთან თვადაუსხმელობის ხელშეკრულებაზე. რუსეთი იმ დროს თურქებთან იბრძოდა და ამავ დროულად 1790 წელს დაიპყრო ბალკანეთში ციხესიმაგრე ისმაილი.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100