RSS
на русском en in english
17.12.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

ოლიმპიური სიმშვიდე

23.10.2009  |  15:28

4358.jpegგაეროს გენერალურმა ასამბლეამ მოუწოდა მთელ მსოფლიოს, რომ შეეწყვიტათ ყველანაირი სამხედრო ქმედებები 2010 წლის ვანკუვერის ოლიმპიადის დროს. "ოლიმპიური შერიგება" ანტიკური ტრადიციაა, რომელიც ჯერ კიდევ ჩვენს წელთ აღრიცხვამდე მე-8 საუკუნეშუ იღებს სათავეს. ეს ტრადიცია საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა გასულ საუკუნეში აღადგინა. ამასთანავე, ხვალ ქართული პარლამენტი კვლავ განიხილავს სოჭის ოლიმპიადისთვის შესაძლეო ბოიკოტის საკითხს. ღირს კი საერთაშორისო ტრადიციებისა და ნორმების დარღვევა, თანაც იმის გათვალისწინებით, რომ სწორედ საქართველოში ეპყრობიან ყოველთვის დიდი გულისყურით ტრადიციების შენარჩუნებას?

ქართველი პარლამენტარები კვლავ განიხილავენ სოჭის ოლიმპიადისთვის ბოიკოტირების საკითხს. როგორც ქართული მასმედია იუწყება, დეპუტატები აპირებენ მსოფლიო საზოგადოების დარწმუნებას, რომ სოჭის 2014 წლის ოლიმპიადასა და 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიადას შორის არის პირდაპირი ანალოგიები.

შესაბამისად, უნდა გამოუცხადდეს ბოიკოტი 2014 წლის ოლიმპიადას, როგორც ეს 34 წლის წინ გააკეთეს დასავლეთის ქვეყნებმა მოსკოვის ოლიმპიური თამაშების დროს. ავღანეთში საბჭოთა ჯარის შეყვანაზე პროტესტის ნშნად იმ წელს ოლიმპიადაზე არ გამოვიდნენ დასავლეთ ევროპისა და ამერიკის სპორტსმენები.

პარლამენტში იმ აზრს ემხრობიან, რომ რუსეთი ისევე შეიჭრა საქართველოში გასულ წელს, როგორც საბჭოთა კავშირი ავღანეთში 1979 წელს. საპარლამენტო კომიტეტებში აღნიშნავენ, რომ საქართველოს მიზანი არ არის ოლიმპიადის ჩაშლა.

გუშინდელ სხდომაზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენი დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ შოთა მალაშხიამ განაცხადა, რომ სოჭის ოლიმპიადისთვის ბოიკოტის გამოცხადების შემთხვევაში, კარგი იქნებოდა ალტერნატიული სპორტული ღონისძიების ჩატარება სახელით "კეთილი ნების თამაშები".

უნდა აღინიშნის, რომ ოლიმპიადის ჩაშლის საკითხს საქართველოში პირველად არ განიხილავენ. ჯერ კიდევ 2008 წლის ნოემბერში საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ მოუწოდა მსოფლოს წამყვან ქვეყნებს სოჭის ოლიმპიადის ბოიკოტირებისკენ.

გასული წლის ბოლოს საქართველომ მიმართა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს ოლიმპიადის სოჭიდან გადატანის თხოვნით უსაფრთხოების თვალსაზრისით. საქართველომ უარყოფითი პასუხი მიიღო.

შემდეგ საქართველოს საპარლამენტო კომისიამ სპორტისა და ახალგაზრდობის საკითხებში მიმართა ლატვიის სეიმას სპორტის კომისიას სოჭის ოლიმპიადის ჩატარების ადგილის შეცვლის წინადადებით, თუმცა ლატვიამ მხარი არ დაუჭირა ამას.

გასულ თვეში პარლამენტამრებმა უკვე დაასამარეს თავიანთი სამუშაო დრო უმიზნო მსჯელობებზე, თუ როგორ გამოეცხადებინათ ბოიკოტი ოლიმპიადისთვის: "ოლიმპიური თამაშები მშვიდობის სიმბოლოა. ასეთი ღონისძიების ჩატარება კი სრულიად ეწინააღმდეგება ისეთ ქვეყანას, რომელმაც 21-ე საუკუნეში შეცვალა სახელმწიფო საზღვრები ძალისა და ეთნიკური წმენდის გამოყენებით", - აცხადებდა მინაშვილი.

პარლამენტარი იმაზეც ამახვილებდა ყურადღებას, რომ: თამაშების ჩატარებამ ჩეჩნეთისა და ინგუშეთის საზღვრებთან შეიძლება გამოიწვიოს რეგიონში ტერორისტული აქტივობა. როგორც ყოველთვის, მან პარალელები გაავლო მოსკოვის 1980 წლის ოლიმპიადასთან.

საქართველოს მოწოდებას არავინ დაუგდო ყური. როგორც რუსეთის ვიცე-პრემიერმა დიმიტრი კოზაკმა განაცხადა, საქართველოს მოწოდებები სოჭის ოლიმპიადის ბოიკოტირების შესახებ დარჩება "ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა".

დიმიტრი კოზაკი მონაწილეობას იღებდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის 121-ე სესიაში, სადაც მოისმინეს რუსეთის მოხსენება ოლიმპიადის მზადებასთან დაკავშირებით. "ამ კითხვაზე ჩვენც და საერთაშორისო ოიმპიურმა კომიტეტმაც უკვე დიდი ხანია გავეცით პასუხი. ჩვენ არ ვაპირებთ ოლიმპიური თამაშების პოლიტიზირებას",- ხაზი გაუსვა მან.

სხვათა შორის გასული წლის აგვისტოს ომიც სწორედ ოლიმპიური თამაშების დროს დაიწყო, ცხინვალს ოლიმპიადის გახსნის დღეს ესროლეს პირველად. გვახსენდება, რომ სააკაშვილმა ტელევიზორის ეკრანიდან ოლიმპიადის დროს მშვიდობის შენარჩუნების პირობა დადო, მაგრამ...

უნდა აღინიშნოს, რომ ერთხელ ამერიკაც ეცადა სოჭის ოლიმპიადის ჩაშლას. საქართველოს სამხრეთ ოსეთზე თავდასხმისა და რუსეთისგან საპასუხო ოპერაციის დროს, ამერიკელმა კონგრესმენებმა წამოაყენეს მოსკოვისთვის ოლიმპიადის ჩატარების უფლების ჩამორთმევის იდეა.

თუმცა ამს შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. თანაც საქმე მხოლოდ მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის მომხდარ გადატვირთვაში არ არის. ტალიავინის მოხსენებამ ხომ საბოლოოდ დაარწმუნა მსოფლიო, რომ ომი აგვისტოში სწორედ თბილისმა დაიწყო.

უღირთ კი ახლა დეპუტატებს დროისა და ხალხის ფულის ხარჯვა სოჭის ოლიმპიადის ბოიკოტირების მექანიზმებზე? განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ტალიავინის მოხსენების შემდეგ ვეღარავის დაარწმუნებენ, რომ აგრესორი მოსკოვი იყო, შესაბამისად, ვერარც 1980 წლის ოლიმპიადასთან გაავლებენ პარალელებს.

ქართველმა პოლიტოლოგმა გელა ნიკოლეიშვილმა ჩვენს კორესპონდენტთან საუბარში აღნიშნა:

-ჩვენთან სამწუხაროდ ყველაფერი პიარს ემორჩილება. პარლამენტარები დაკავებულები არიან შიდა პროპაგანდით და პროვოცირებას უწევენ საზოგადოებრივ აზრს. სინამდვილეში კი სოჭის ოლიმპიადის ბოიკოტირებს მხოლოდ საქართველოს შეუძლია. მის მოწოდებას, განსაკუთრებით ტალიავინის დასკვნის შემდეგ, არავინ შეუერთდება. საერთაშორისო საზოგადოებისთვის 80-ან წლებში ავღანეთში შეჭრა და გასული წლის აგვისტოს მოვლენები ერთ დონეზე არ დგას. დიახ, ეს საქართველოსთვის მტკივნეულია, მაგრამ მსოფლიო საზოაგდოება არ აპირებს გაუტოლოს ერთმანეთს ეს ორი მოვლენა.

თუმცა, ჩვენი თანამოსაუბრე არ გამორიცხავს, რომ სიტუაცია კავკასიაში 2014 წლამდე შეიძლება გამწვავდეს. ეს ეხება ჩრდილოეთ კავკასიასაც და ქართულ-რუსულ ურთიერთობებსაც. ასე რომ ოლიმპიადის უსაფრთხოების საკითხი, ნიკოლეიშვილის აზრით, ნებისმიერ შემთხვევაში, მწვავედ დადგება.

 

ირინა პტაშკოვსკაია

კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100