RSS
на русском en in english
22.03.2010
არხივი ინთერვიუ
  • გაროსმეისტერი სააკაშვილის სასარგებლოდ ითამაშებს? 17.03.2010 23:54 საქართველოს ოპოზიცია. მოსკოვთან დიალოგს აწყობს. ამავ დროულად. თბილისში კრემლის რუსმა კრიტიკოსებმა გაახშირეს ვიზიტები. თანაც, მარგინალური ოპოზიცია პირველი გაიქცა საქართველოხ ხდლისუფლებასთან „ სამეგობროდ“. სამხრეთ ოსეთის ომის დაწყებიდან მოყოლებული, მიხეილ სააკაშვილს მხარს უჭერს რუსეთის პრეიზდენტის ყოფილი მრჩეველი, ამჟამად კი მისი გაცხარებული მოწინააღმდეგე ანდრეი ილარიონოვი. შემდგომ, მას უკვე შემოუერთდნენ ოლეგ პანფილოვი, იულია ლატინინა, ვლადიმერ ბუკოვსკი, ვალერია ნოვოდვორსკაია. გუშინ კი, საქართველოს ეწვია „გაერთიანებული სამოქალაქო ფრონტის“ ლიდერი გარი კასპაროვი. საკითხავია რისათვის?
  • “შავ“ პოლიტტექნოლოგებს შეცდომა მოუვიდათ? 16.03.2010 09:27 ქართველი და რუსი პოლიტოლოგები აფასებენ „იმედზე“ გასულ სიუჟეტს. თუკი მოსკოვში მას პროვოკაციად აღიქვამენ, თბილისში მსგავსი სცენარის განვითარება საკმაოდ სარწმუნოდ მიაჩნიათ. ერთ რამეში კი ეთანხმებიან ერთმანეთს ქართველებიც და რუსებიც - პოლიტტექნოლოგებმა ყველა დასახულ მიზანს ვერ მიაღწიეს.
  • პიარ-ტესტი ნარკოტიკებზე 15.03.2010 10:27 საქართველოს ხელისუფლება ოპოზიციის მითითებით გაივლის ნარკოტიკებზე ტესტს. მიხეილ სააკაშვილმა დადო პირობა, რომ პირველი ჩააბარებდა თმას ექსპერტისზისთვის, როგორც ეს იუსტიციის მინისტრობის დროს გააკეთა.
  • ფერმკრთალი იმედები 15.03.2010 10:20 ამ დღეებში, საქართველო პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა მოინახულა. მან რესპუბლიკის მთავრობასთან ორი ქვეყნის თანამშრომლობა განიხილა: ეკონომიკის, ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და ტურიზმის დარგში.თბილისისა და ვარშავის ინტერესების თანხვედრაზე და ასევე პოლონეთისა და საქართველოს დიალოგის პერსპექტივებზე GeorgiaTimes-ის კორესპონენტი რუს და ქართველ პოლიტოლოგებს გაესაუბრა.
  • უკვე აღარ არიან მოძმეები ბრძოლაში? 11.03.2010 10:09 როგორც ჩანს, თბილისისა და კიევის მჭიდრო მეგობრობის ეპოქა დასასრულს უახლოვდება ახალი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩისგან ელიან ანტირუსული კურსის შეცვლას. ყველაზე დიდ დარტყმას ამის გამო მიიღებს საქართველოს თავდაცვის სისტემა. მასმედიაში უკვე გაჟონა ინფორმაციამ, რომლის თანახმადაც ”უკრსპეცექსტპორტის” დირექტორის თანამდებობაზე დასანიშნად განიხილავენ რეგიონების პარტიის წევრის ვალერი კონოვალიუკის კანდიდატირას, რომელიც სააკაშვილის რეჟიმისთვის სამხედრო დახმარების გაწევის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კრიტიკოსი იყო.
  • სააკაშვილი მოსკოვის გულისკენ ეძებს გზას 11.03.2010 10:01 როგორც საქართვერლოს ოპოზიცია ირწმუნება, მიხეილ სააკაშვილი კვლავაც ცდილობს კერმლთან კონატაქტის დამაყრებას. მოსკოვში, პრეზიდენტის ბიძის თემურ ალასამნიას წარუმატებელი ვიზიტების შემდეგ, შუამავლის მისია სომხეთის პრეზიდენტს სერჟ სარგსიანს დაეკისრა. სომხური დიპლომატისს პერსპექტივებზე ისაუბრეს GeorgiaTimes-ის რესპოდენტებმა.
  • არძინბას - ეპიტაფიის ნაცვლად 08.03.2010 23:36 მოსკოვის საავადმყოფოში აფხაზეთის პირველი პრეზიდენტი ვლადისლავ აძინბა გარდაიცვალა. ის 64 წლის იყო. მისი ცხოვრების გზა პედაგოგების ოჯახში დაიწყო, ბოლოს კი საქართველოსთვის დიდი გაკვეთილით დასრულდა. ისტორიიის პროფესორი, მისი ხალხისთვის მძიმე პერიოდში ჩაუდგა სათავეში ქვეყანას, ცხოვრების ბოლოს კი, მისი ოცნების ასრულებასაც მოესწრო: აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღირძინებას. უახლეს ისტორიაში ამ ადამიანის როლი შეაფასეს GeorgiaTimes-ის თანამოსაუბრეებმა.
  • პუტინთან შეხვედრები, როგორც კეთილგანწყობის მანიშნებელი ჟესტი 08.03.2010 23:29 მეორე ქართველი პოლიტიკოსს დასდეს მოსკოვში მიღების პატივი. ყოფილი „ვარდების რევოლუციონერი“ ნინო ბურჯანაძე „ედინაია როსიას“ ლიდერს, პრემიერ ვლადიმერ პუტინს შეხვდა. მოლაპარაკებები პირისპირ ჩატარდა, რამაც რუსეთ-საქართველოს კონფრონტაციის გაგრძელების იმედი ჩაუსახა სტუმარს. კრემლისა და საქართველოს ოპოზიციის თანამშრომლობის არსის შესახებ, გაესაუბრა GeorgiaTimes-ის კორესპონდენტი თბილისელ და მოსკოველ რესპოდენტებს.
  • იანუკოვიჩმა აღიარებაზე უარი თქვა? 04.03.2010 09:26 უკრაინის ახალად არჩეულმა პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა განაცხადა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხი, ჯერჯერობით არ დგას დღის წესრიგში. საკუთარი პოზიციის მოტივირება, მან ორმაგი სტანდარტების მიუღებლობით მოახდინა, რაც ძალიან ნეგატიურად აისახება იმ ტერიტორიებზე, სადაც გაყინული კონფლიქტები არსებობს. რას ნიშნავს იანუკოვიჩის ეს განცხადება, უკრაინის მომავალი კურისის თვალსაზრისით და რა პერსპექტივები აქვს კიევისა და მოსკოვის თანამშრომლობას? ამ თემაზე GeorgiaTimes-ის კორესპონდენტი რუს პოლიტოლოგებს გაესაუბრა.
  • საქართველოს პროფკავშირებმა ხმა ამოიღეს 03.03.2010 09:25 პროფკავშირების აქციამ თბილისში რეზონანსის გარეშე ჩაიარა. მომუშავეთა ეკონომიკური მოთხოვნები ბევრად უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე ოპოზიციის წინასაარჩევნო კონფიგურაციის შეცვლა. თუ რა როლს ასრულებს ქვეყნის შიდა პოლიტიკაში პროფკავშირები მოსალოდნელი ადგილობრივი არჩევნების ფონზე არის ის საკითხი, რის გარკვევასაც ჩვენი კორესპონდენტი შეეცადა.
არხივი სტატიები
  • ევროპა საქართველოს: ნუ ახდენთ ომის პროვოცირებას 19.03.2010 23:49 ევროპის კავშირი საკუთარი რისკის ფასად განაგრძობს საქართველოსთან დაახლოვებას. უკვე მიღწეულია სავიზო რეჟიმის გამარტივება და მზადების პროცესშია ასოცირების შესახებ შეთანხმების მოლაპარაკებები. და ამ ფონზე სრულიად უადგილო და ზედმეტი გახლდათ ევროპული პარტნიორობის იმიჯისათვის, ისეთი თვითმყოფადი გამოხტომები, როგორიც გახლდათ „იმედის“ სიუჟეტი, რუსეთის გამოგონილი თავდასხმის შესახებ. ევროკომისიის ხელმძღვანელმა ჟოზე მანუელ ბაროუზომ, პრემიერ ნიკა გილაურს მოუწოდა ქვეყანაში მდგომარეობის გამამწვავებელი ქმედებებისაგან შეიკავონ თავი.
არხივი ანალითიკა
  • საკადრო ბანქო აირევა 19.03.2010 11:33 საქართველოში ვერ მოასწრო ერთმა სკანდალმა დამშვიდება რომ ახალია მოსალოდნელი. ერროვნული პოლიტიკის თავისებურება ის არის, რომ ერთ დღესაც ვერ ძლებს სკანდალის გარეშე. ახლანდელი აურზაურის ცენტრში კვლავ ქართული მასმედიაა, რომელსაც ძალიან კარგი უნარი შესწევს თავის თავზე აიღოს ”სხივი” საქმე, ანუ პრაქტიკულად პოლიტიკით არის დაკავებული. ყოველ შემთხვევაში, უკვე დიდი ხანია აღნიშნეს, რომ მასმედიაში გავრცელებული ჭორები თავისუფლად შეიძლება დადასტურდეს.
აზრები

სამოქალაქო დაუმორჩილებლობა, როგორც გარდაუვალი რამ

12.11.2009  |  11:01

4539.jpegსაქართველოს საშემოდგომო სიჩუმე არ იქნება გრძელვადიანი.ოპოზიციონერები ახალ საპროტეტსო ტალღას წინასწარმეტყველებენ. არასამთავრობო ორგანიზაციებმა წამოუყენეს ულტიმატუმი საქართველოს პრეზიდენტს. ექსპერტები ამბობენ, რომ ძნელია სიტუაციის პროგნოზირება. შესაძლებელია მოვლენათა განვითარების ორი სცენარი: ოპოზიცია ან საბოლოოდ გამოფენს თეთრ დროშას, ან მოსალოდნელია დაპირისპირების ახალი ტალღა.

გასულ შაბათ-კვირას ქართულმა ოპოზიციამ  აღნიშნა მიტინგის დარბევს წლისთავი. ორი წლის წინ 7 ნოემბერს სპეცრაზმმა ხელკეტებისა და ცრემლსადენი გაზის მეშვეობით დაარბია მიტინგი. სხვა და სხვა მონაცემებით, 7 ნოემბრისადი მიძღვნილ აქციებზე გამოვიდა 4-დან 8 ათასამდე ადამიანი.

მომიტინგეები  შეიკრიბნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან. შემდეგ ისინი პარლამენტის შემობისკენ დაიძრნენ. იქ მათ გაახმოვანეს ხელისუფლებისადმი მოთხოვნების რეზოლუვია, რომელში პოლიტპატიმრების გათავისუფლებაც შედიოდა.

აქციი ორგანიზატორები იყვნენ „7 ნოემბრის მოძრაობა", „ქართული აკადემია", „დაიცავი საქართველო", „დაიცავი სიცოცხლე", „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანთა უფლებებისთვის", „ადვოკატთა პროფკავშირი" და „კოალიცია ჩვენი უფლებებისთვის", ასევე არასაპარლამენტო ოპოზიცია.

გარეშე  პირიც კი შემაჩნევდა, თუ რამდენად დაფანტულია ქართული ოპოზიცია. ხელისუფლებასთან 7 თვიანი აქტიური დაპირისპირების ფაზის შემდეგაც კი, მან ვერ შეძლო მერობის ერთიანი კანდიდატის წამოყენება. ბევრი პარტია კვირაობით ვერიღებდა გადაწყვეტილებას - შეერთებოდნენ თუ არა 7 ნოემბრის საპროტესტო აქციას.

როგორც  გაზეთი კომერსანტი წერს, სასტურო რედისონში „სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულების" ფილმზე ყველა ოპოიციონერი არ მისულა. იქ არ იყო „ალიანსი საქართველოსთვის", ღონისძიებას იგნორირება ლეიბორისტებმაც გაუწიეს.

პარტიის გენერალუმრა მდივანმა იოსებ  შატბერაშვილმა განმარტა, რომლეიბორისტებს ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საქმეები აქვთ. „ჩვენი პარტიის თავმჯდომარე ახლა ამერიკაშია, სადაც აპირებს ობამას ადმინისტრაცია დაარწმუნოს კოსოვოს აღიარების გადათქმის აუცილებლობაში,- განაცხადა მან.- თუკი ისინი დათანხმდებიან, ბატონი ნათელაშვილი პირდაპირ მოსკოვში გაემგზავრებიან, რათა დაარწმუნოს რუსეთის ხელისუფლება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების გადათქმის აუცილებლობაში.

ოპოზიციონერები  კი ამასობაში კვლავ საუბრობენ  მოსალოდნელ შემოდგომაზე. ოპოზიცია აპირებს ახალი საპროტესტო ტალღის წამოწყებას, რომელიც  არ უნდა დავარდეს მანამ, სანამ სააკაშვილი არ გადადგება. ამის შესახებ ლევან გაჩეჩილაძემ განაცხადა 2007 წლის 7 ნოემბრისადმი მიძღვნილი ღონისძიების დროს.

ნინო  ბურჯანაძემ განაცხადა, რომ  არ აპირებს დემოკრატიის  პრინციპების დათმობას ქვეყანაში  სტაბილურობის მიზნითაც კი.

ქართული ოპოზიცია ემზადება სააკაშვილის გადადგომის მესამე მშვიდობიანი რაუნდისთვის, განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

თავის მხრივ არასამთავრობო ორგანიზაციებმა საქართველოს პრეზიდენტს წაუყენეს 7 ნოემბრის აქციაზე  მიღებული რეზოლუციის  შესრულების ულტიმატუმი.

როგორც  პრეს-კონფერენციაზე განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაციის „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანთა უფლებებისთვის" ლიდერმა ნანა კაკაბაძემ თქვა, რეზოლუციის ორი პირობა უმოკლეს ვადებში უნდა შესრულდეს. საუბარია პოლიტპატიმრების გამოშვებასა და მასმედიის თავისუფლებაზე. თუკი ეს მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება 23 ნოემბრისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციები კვლავ გამართავენ მიტინგს.

შეგახსენებთ, რომ რეზოლუციაში შედის  სამი პუნქტი. მესამე პუნქტი ეხებოდა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის შესაბამისი პირობების შექმნას.

თუმცა ბევრი ექსპერტი თვლის, რომ  ოპოზიციამ სრულებიტ წააგო  ბრძოლის ეს რაუნდი და ახდენს საკუთარი სისუსტის დემონსტრირებას, ვითომდა საზოგადოებაში  არ არის საპროტესტო მუხტი. პოლიტოლომა დავით ავალიშვილმა  განაცხადა: საზოგადოება  დაიღაპა უაზრო აქციებისგან, რომლებიც მხოლოდ ამყარებენ მმართველ რეჟიმს ოპოზიციის სრული უიმედოის ფონზე. მათ არ ესმით, რომ არ შეიძლება გამოიყვანო ქუჩაში ასი ათასობით ადამიანი, დაპირდე „სწრაფი გამარჯვება" და გამუდმებით გაუცრუო იმედები. ხალხი დარწმუნდა, რომ ახლანდელ ოპოზიციას არ აქვს არც ალტენრატიული პროექტი, არც ძალა და არც საშუალება მთავარი მიზნის მისაღწევად.

თუმცა, არსებობს სხვა აზრიც. თავიდან  ხომ გასაგები იყო, რომ შიდაპოლიტიკური ბრძოლა რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობს. შიდაპოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლა შესაძლებელია მხოლოდ ხელისუფლების შეცვლის  შემდეგ. ქართველმა პოლიტოლოგმა ჩვენი კორესპონდენტის კითხვაზე - როგორ მდგომარეობაშია დღევანდელი ოპოზიცია და შეძლებს თუ არა ის მიზნის მიღწევას - უპასუხა:

-ბევრი  ვარაუდობდა, რომ საპროტესტო  ტალღა საქართველოში გაზაფხულისმიტინგების  შემდეგ აღარ ამაღლდებოდა.  თუმცა 7 ნოემბერს რამდენიმე ათასი ადამიანი გამოვიდა. ასე რომ მოვლენების შემდგომი განვითარების პროგნოზირება რთულია. თუკი ოპოზიცია შემოგვთავაზებ კონკრეტულ კონცეფციას, ის შეძლებს ხალხის გამოფხიზლებას.

საპროტესტო  მუხტი ძალიან დიდია, უბრალოდ  არ იციან როგორ უნდა მიაღწიონ სასურველ მიზანს. ძველ ფორმატში პროტესტის განახლება არარეალურია, რადგანაც ძალაში შევიდა ახალი კანონმდებლობა. ალბათ, ოპოზიცია ახალმეთოდებს შემოგვთავაზებს.

Print version

საკუთარ ბლოგზე განთავსება
ასლის გადაღება -კოდი ბლოგში ჩასასმელად
1
 2
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100