RSS
на русском en in english
16.12.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

პატარა გადასახადები დიდი პრეტენზიებით

13.11.2009  |  10:22

4552.jpegკრიზისმა  აიძულა საქართველოს ხელისუფლებას დაფიქრებულიყო გადასახადებისადმი  მიდგომაზე. საქართველოს  ინვესტიციისთვის მიმზიდველ  ადგილად ქცევის მისწრაფება შეიცვალა ბიზნესისგან ფულის  "გამოწველის" ტენდენციით. ასეთი პოლიტიკის უკანასკნელი მსხვერპლი გახდა ლუდის ქარხანა "ყაზბეგი". ამასთანავე საქმე სიტყვას გაეყარა, როგორც ეს ხშირად ხდება მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში. ახლახან ის კვლავ ალაპარაკდა, რომ სურს გააუმჯობესოს საგადასახადო სისტემა.

საქართველოში ბიზნესის წამოწყება ადვილია. ამას თქვენ ნებისმიერი მეწარმე გეტყვით, მაგრამ მისი შენარჩუნება უკვე სირთულეს წარმოადგენს. გადასახადების ერთ მესამედზე მეტს იღებს ხელისუფლება, როგორც აღნიშნავს ჟურნალი "ბიზნესი და ფინანსები".

ამ წლის დასაწყისის შემდეგ საქართველოს საგადასახადო კოდექსი გამარტივდა 200 შესწორების მეშვეობით. ძირითადად შემცირდა საშემოსავლო გადასახადი 25-დან 20 პროცენტამდე. ხელისუფლების გეგმის მიხედვით, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში გადასახადი 15 პროცენტამდე შემცირდება. 15 პროცენტი არის შემოსავლის გადასახადი, 1 პროცენტია ქონების და 18 პროცენტი დღგ.

მაგრამ  დასავლელი ექსპერტები საქართველოს  ლიბერალიზაციის გაგრძელებას  ურჩევდნენ და მართალია ქვეყნის  რეგიონების ბიუეჯეტები ზაფხულში კრიზისის გამო სიძნელეებს წააწყდნენ, ხელისუფლებამ კვლავ  წამოაყენა გადასახების შემცირების წინადადება. მიხეილ სააკაშვილმა ისიც კი შესთავაზა ხალხს, რომ ეს საკითხი რეფერენდუმის სახით გადაწყვეტილიყო.

საღად მოაზროვნე ექსპერტებმა  გააკრიტიკეს ეს ინიციატივა. თუმცა ორ ნოემბერს პარლამენტი ულვე შეუდგა ამ არაადეკვატური  შესწორებების განხილვას.

11 ნოემბრამდე  რამდენიმე დღით ადრე  კი სააკაშვილმა მთავრობას  მოუწოდა სგადასახადო სისტემის  გაუმჯობესებისკენ. მისი  თქმით, უნდა გაფართოვდეს  საგადასახადო დავების  საბჭოს შემადგენლობა და  მასში მეწარმეებიც უნდა  შედიოდნენ. 

სააკაშვილმა სთხოვა , რომ არ აჩქარებულიყვნენ დაჯარიმებული კომპანიების დალიქვისას, მოეცადათ 48 საათი მაინც და მოქცეულიყვნენ ფინანსთა მინისტრის ბრააძანებისამებრ. პრეზიდენტმა ასევე პირობა დადო, რომ გაზრდიდა მეწარმეების მიერ გადახდილი დღგ-დან დაბრუნებული თანხის რაოდენობას.

თუმცა ამ განცხადებების ფონზე ხელისუფლების რეალური ქმედებები სერიოზულ შედეგებს გამოიღებს, მათ შორის საწარმოების დახურვასაც. ორი დღის წინ გაჩნდა ინფორმაცია, რომ შეიძლება დაიხუროს ლუდის ქარხანა  
"ყაზბეგი". ამის შესახებ განაცხადა კომპანიის პრეზიდენტმა გოგი თოფაძემ.

თოფაძის თქმით, საგადასახადო სამსახური მოითხოვს გადასახადი დაეკისროს თანამორმლების კვებაზე, ასევე იმ მაცივრებსა და ტექნიკაზე, რომლებსაც კომპანია უფასოდ აძლევს სუპერმარკეტებსა და რესტორნებს პროდუქტის ხარისხის შენარჩუნების მიზნით.

კომპანიის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ  ეს არის მიზანმიმართული ბრძოლა "ყაზბეგის" წინააღმდეგ. ის პრინციპული შეხედულებების გამო არ აპირებს გადაიხადოს მოცემული გადასახადი, რადგანაც მას უკანონოდ თვლის. მისი თქმით, რუსთავის ქარხნის 350 თანამშრომელი შეიძლება სამსახურის გარეშე დარჩეს. საგადასახო სამსახურმა კი თოფაძეს ურჩია სასამართლოსთვის მიემართა.

მოკლედ, ყველამ კარგად იცის,თუ როგორ  წყდება საქართველოს სასამართლოში საქმეები.

გადასახადების მოსალოდნელი გაზრდის კიდევ  ერთი მსხვერპლია ადგილობრივი  თამბაქოს საწარმო.

უკრაინამ  მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციის მეშვეობით მოითხოვა საქართველოსგან გაეტოლებინა ადგილობრივი  და იმპორტული სიგარეტების  აქციზების გათანაბრება. საქართველომ კი, იმის გამო რომ არ გაეფუჭებინა იმიჯი დასავლეთში. არ დაიცვა თავისი ინტერესები. ხელისუფლებამ გადაწყვიტა გაამკაცროს თამბაქოს მწარმოებლების გადასახები კომპანია "აჭარის თამბაქოს" გარდა, ბუნებრივია, მთავრობა ამას გააკეთებს არა უცხოურ პროდუქციაზე აქციზის შემცირებით, არამედ საკუთარის გაზრდით.

ამის  წინააღმდეგ გამოვიდნენ კონსერვატორები და რესპუბლიკური პარტია. მათი ლიდერები კახა კუკავა და ირაკლი ბათიაშვილი თვლიან, რომ ეს ნაბიჯი ადგილობრივი წარმოების  დახურვამდე მიგვიყვანს, გაიზრდება  იმპორტი და შესაბამისად  დაიკარგება რამდენიმე ათასი სამუშაო ადგილი. ეკონომიკის ექსპერტი ლევან კალანდაძე კი აცხადებს, რომ საქართველომ უნდა გადახედოს თავისი მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციაში წევრობის პირობებს, ან სულაც გამოეყოს მას.

საგადასახადო  კლიმატის გაუარესება მობილურმა  ოპერატორებმაც იგრძნეს, რომლებიც ამხილეს გადასახადების დამალვაში. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ გამოუწერა ჯარიმა "ჯეოსელს" იმიტომ, რომ კომპანია არ გასცემდა ჩეკებს იმ მომსახურებისთვის, რომელიც არ იყო ჯერ გაწეული, იმ მიზნით, რომ გვერდი აევლო დღგ-სთვის.

საგადასახადო  პრეტენზიების ზრდის კიდევ ერთი მაგალითი არის წვრილი მეწარმეების წინააღმდეგ "რესპრესიების" დაწყება და ჯიხურებსა და ყველა სავაჭრო ობიექტებში სალარო აპარატის დაყენების მოთხოვნა. ოქტომბრის ბოლოს აპარატების არ ქონის გამო ბევრი ადამიანი დააჯარიმეს.

21 ოქტომბერს  ისინი თბილისის ქუჩებში გამოვიდნენ საპროტესტო აქციაზე. მეწარმეებს მხარდაჭერა გამოუცხადა კონსერვატიულმა პარტიამ.

მოგვიანებით მათ დასაცავად გამოვიდა "სახალხო პარტიის" ლიდერი კობა დავითაშვილიც. ის თვლის, რომ სალარო აპარატების ნაცვლად  უნდა დაწესდეს ფიქსირებული  გადასახადი.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100