- სამხრეთ ოსეთს რევოლუცია ელის? 22.03.2010 10:28 ცხინვალის მერიამ, საკუთარ მოქალაქეებს მიტინგის ჩატარების უფლება არ მისცა, რომლებიც უკმაყოფილონი არიან საცხოვრებელი სახლების აღდგენითი სამუშაოების უკიდურესად ნელი ტემპებით. თუმცა, აქციის ორგანიზატორები მაინც აპირებენ ხალხის ქუჩაში გამოყვანას და მოსალოდნელია, რომ ედუარდ კოკოითის გადადგომასაც მოითხოვენ. ხელისუფლებამ უკვე აგრძნობინა მათ, რომ არ დაუშვებს არეულობას და ოპოზიციას ქართულ სპეცსამსახურებთან კავშირში დასდეს ბრალი. ორივე მხარე კატეგორიულადაა განწყობილი, ასე რომ 21 მარტს ყველაფერია მოსალოდნელი. დაპირისპირების მიზეზების გარკვევა GeorgiaTimes-მა საცადა.
- გაროსმეისტერი სააკაშვილის სასარგებლოდ ითამაშებს? 17.03.2010 23:54 საქართველოს ოპოზიცია. მოსკოვთან დიალოგს აწყობს. ამავ დროულად. თბილისში კრემლის რუსმა კრიტიკოსებმა გაახშირეს ვიზიტები. თანაც, მარგინალური ოპოზიცია პირველი გაიქცა საქართველოხ ხდლისუფლებასთან „ სამეგობროდ“. სამხრეთ ოსეთის ომის დაწყებიდან მოყოლებული, მიხეილ სააკაშვილს მხარს უჭერს რუსეთის პრეიზდენტის ყოფილი მრჩეველი, ამჟამად კი მისი გაცხარებული მოწინააღმდეგე ანდრეი ილარიონოვი. შემდგომ, მას უკვე შემოუერთდნენ ოლეგ პანფილოვი, იულია ლატინინა, ვლადიმერ ბუკოვსკი, ვალერია ნოვოდვორსკაია. გუშინ კი, საქართველოს ეწვია „გაერთიანებული სამოქალაქო ფრონტის“ ლიდერი გარი კასპაროვი. საკითხავია რისათვის?
- “შავ“ პოლიტტექნოლოგებს შეცდომა მოუვიდათ? 16.03.2010 09:27 ქართველი და რუსი პოლიტოლოგები აფასებენ „იმედზე“ გასულ სიუჟეტს. თუკი მოსკოვში მას პროვოკაციად აღიქვამენ, თბილისში მსგავსი სცენარის განვითარება საკმაოდ სარწმუნოდ მიაჩნიათ. ერთ რამეში კი ეთანხმებიან ერთმანეთს ქართველებიც და რუსებიც - პოლიტტექნოლოგებმა ყველა დასახულ მიზანს ვერ მიაღწიეს.
- პიარ-ტესტი ნარკოტიკებზე 15.03.2010 10:27 საქართველოს ხელისუფლება ოპოზიციის მითითებით გაივლის ნარკოტიკებზე ტესტს. მიხეილ სააკაშვილმა დადო პირობა, რომ პირველი ჩააბარებდა თმას ექსპერტისზისთვის, როგორც ეს იუსტიციის მინისტრობის დროს გააკეთა.
- ფერმკრთალი იმედები 15.03.2010 10:20 ამ დღეებში, საქართველო პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა მოინახულა. მან რესპუბლიკის მთავრობასთან ორი ქვეყნის თანამშრომლობა განიხილა: ეკონომიკის, ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და ტურიზმის დარგში.თბილისისა და ვარშავის ინტერესების თანხვედრაზე და ასევე პოლონეთისა და საქართველოს დიალოგის პერსპექტივებზე GeorgiaTimes-ის კორესპონენტი რუს და ქართველ პოლიტოლოგებს გაესაუბრა.
- უკვე აღარ არიან მოძმეები ბრძოლაში? 11.03.2010 10:09 როგორც ჩანს, თბილისისა და კიევის მჭიდრო მეგობრობის ეპოქა დასასრულს უახლოვდება ახალი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩისგან ელიან ანტირუსული კურსის შეცვლას. ყველაზე დიდ დარტყმას ამის გამო მიიღებს საქართველოს თავდაცვის სისტემა. მასმედიაში უკვე გაჟონა ინფორმაციამ, რომლის თანახმადაც ”უკრსპეცექსტპორტის” დირექტორის თანამდებობაზე დასანიშნად განიხილავენ რეგიონების პარტიის წევრის ვალერი კონოვალიუკის კანდიდატირას, რომელიც სააკაშვილის რეჟიმისთვის სამხედრო დახმარების გაწევის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კრიტიკოსი იყო.
- სააკაშვილი მოსკოვის გულისკენ ეძებს გზას 11.03.2010 10:01 როგორც საქართვერლოს ოპოზიცია ირწმუნება, მიხეილ სააკაშვილი კვლავაც ცდილობს კერმლთან კონატაქტის დამაყრებას. მოსკოვში, პრეზიდენტის ბიძის თემურ ალასამნიას წარუმატებელი ვიზიტების შემდეგ, შუამავლის მისია სომხეთის პრეზიდენტს სერჟ სარგსიანს დაეკისრა. სომხური დიპლომატისს პერსპექტივებზე ისაუბრეს GeorgiaTimes-ის რესპოდენტებმა.
- არძინბას - ეპიტაფიის ნაცვლად 08.03.2010 23:36 მოსკოვის საავადმყოფოში აფხაზეთის პირველი პრეზიდენტი ვლადისლავ აძინბა გარდაიცვალა. ის 64 წლის იყო. მისი ცხოვრების გზა პედაგოგების ოჯახში დაიწყო, ბოლოს კი საქართველოსთვის დიდი გაკვეთილით დასრულდა. ისტორიიის პროფესორი, მისი ხალხისთვის მძიმე პერიოდში ჩაუდგა სათავეში ქვეყანას, ცხოვრების ბოლოს კი, მისი ოცნების ასრულებასაც მოესწრო: აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღირძინებას. უახლეს ისტორიაში ამ ადამიანის როლი შეაფასეს GeorgiaTimes-ის თანამოსაუბრეებმა.
- პუტინთან შეხვედრები, როგორც კეთილგანწყობის მანიშნებელი ჟესტი 08.03.2010 23:29 მეორე ქართველი პოლიტიკოსს დასდეს მოსკოვში მიღების პატივი. ყოფილი „ვარდების რევოლუციონერი“ ნინო ბურჯანაძე „ედინაია როსიას“ ლიდერს, პრემიერ ვლადიმერ პუტინს შეხვდა. მოლაპარაკებები პირისპირ ჩატარდა, რამაც რუსეთ-საქართველოს კონფრონტაციის გაგრძელების იმედი ჩაუსახა სტუმარს. კრემლისა და საქართველოს ოპოზიციის თანამშრომლობის არსის შესახებ, გაესაუბრა GeorgiaTimes-ის კორესპონდენტი თბილისელ და მოსკოველ რესპოდენტებს.
- იანუკოვიჩმა აღიარებაზე უარი თქვა? 04.03.2010 09:26 უკრაინის ახალად არჩეულმა პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა განაცხადა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხი, ჯერჯერობით არ დგას დღის წესრიგში. საკუთარი პოზიციის მოტივირება, მან ორმაგი სტანდარტების მიუღებლობით მოახდინა, რაც ძალიან ნეგატიურად აისახება იმ ტერიტორიებზე, სადაც გაყინული კონფლიქტები არსებობს. რას ნიშნავს იანუკოვიჩის ეს განცხადება, უკრაინის მომავალი კურისის თვალსაზრისით და რა პერსპექტივები აქვს კიევისა და მოსკოვის თანამშრომლობას? ამ თემაზე GeorgiaTimes-ის კორესპონდენტი რუს პოლიტოლოგებს გაესაუბრა.
- ახალი კრედიტები – ახალი იმედები 22.03.2010 10:33 საქართველო კვლავ აგრძლებს ვალების ჭაობში ჩაფლობას. ამჯერად რესპუბლიკამ 180 მილიონი ევრო მიიღო რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანკისგან. ფული მაღალი ძაბვის ელექტრო გადამცემი ხაზების მშენებლობასა და თბილისის რკინიგზისა სადგურის ქალაქის ცენტრიდან, გარეუბანში გადატანას მოხმარდება. მართალია მიხეილ სააკაშვილი თვლის, რომ ეს ისტორიული პროექტებია. მაგრამ, საქართველოს საგარეო ვალი უკვე ოთხ მილირად დოლარს მიუახლოვდა.
- საკადრო ბანქო აირევა 19.03.2010 11:33 საქართველოში ვერ მოასწრო ერთმა სკანდალმა დამშვიდება რომ ახალია მოსალოდნელი. ერროვნული პოლიტიკის თავისებურება ის არის, რომ ერთ დღესაც ვერ ძლებს სკანდალის გარეშე. ახლანდელი აურზაურის ცენტრში კვლავ ქართული მასმედიაა, რომელსაც ძალიან კარგი უნარი შესწევს თავის თავზე აიღოს ”სხივი” საქმე, ანუ პრაქტიკულად პოლიტიკით არის დაკავებული. ყოველ შემთხვევაში, უკვე დიდი ხანია აღნიშნეს, რომ მასმედიაში გავრცელებული ჭორები თავისუფლად შეიძლება დადასტურდეს.
ქართული დემოკრატიის სასაზღვრე ბარიერები
17.11.2009 | 10:45
ქართული ხელისუფლება იმის დემონსტრაციას ახდენს, რომ "სურს" დაალაგოს რუსეთთა ურთიერთობები სახალხო დიპლომატიის გზით. ქვეყანაში შესვლა აუკრძალეს მარინა გუსევას და ალექსანდრე ველიგონენკოს, ისტორიულ-ლიტერატურული პრემიის ორგანიზატორებს. მათ მიჰქონდათ წიგნი მთავარსარდალი ბაგრატიონის შესახებ და აპირებდნენ მონაწილეობის მიღებას საქართველოს ხალხის მსოფლიოს კონგრესის ფილიალის პრეზენტაციაშია. ჩვენი კორესპონდენტი გაესაუბრა მარინა გუსევას (ფოტოზე).
თბილისის აეროპორტში 13 ნოემბრის დილას ყველაფერი უცბად და მოულოდნელად მოხდა. მარინა გუსევა და ალექსანდრე ველიგონენკო ჩამოვიდნენ "სომხური ავიახაზების" თვითმფრინავიდან და დაიწყეს ანკეტების შევსება, რათა მიეღოთ ვიზები, მაგრამ მათთან მივიდა საბაჟოს თანამშრომელი, გამოართვა დოკუმენტები და წავიდა.
"ორმოცი წუთის შემდეგ ჩვენ უკვე უკან მივფრინავდით ერევანში",- ამბობს მარინა გუსევა. სომხეთის აერპორტამდე რუსები ქართველმა პოლიციელმა გააცილა. მათი პასპორტების მას ხელში ეჭირა და მხოლოდ ერევანში ჩასვლის შემდეგ გადასცა, სწორედ იქ დატოვა მეთვალყურემ გამოგდებული რუსები და ისინი საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.
გაირკვა, რომ მათ მხოლოდ მეორე დღის ბილეთები ჰქონდათ მოსკოვში გასაფრენად. ბარგი კინაღამ დაკარგეს, რადგანაც საქართველოდან წამოღება ვერ მოასწრეს. "ჩვენ დიდ მადლობას ვუხდით "სომხურ ავიახაზებს" დახმარებისთვის",- აცხადებს ჩვენი თანამოსაუბრე.
ყველაზე საინტერესო ის არის, რომ "ერევანში დეპორტაციის აქტში" არ იყო მითითებული რუსების გამოგდების მიზეზი. ვერც იმას ვიტყვით, რომ გუსევამ ოდესმე გააკეთა საქართველოს საწინააღმდეგი პოლიტიკური განცხადება. არც აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში იყვნენ ნამყოფი, ამიტომაც ამ რესპუბლიკის მონახულებისთვის ვერ დასჯიდნენ.
საქართველოში, ქობულეთში, მარინა გუსევა ჯერ კიდევ საბჭოთა წლებში იყო.
"მე საერთოდ ძალიან მიყვარს საქართველო. იქ ჩასვლამდე ძალიან ბევრს ვკითხულობდი მის შესახებ. მე ხომ ალექსნადრე ნევსკის ისტორიულ-ლიტერატურული ორგანიზაციული კომიტეტის ხელმძღვანელი ვარ. როდესაც გავიგეთ, რომ თავის სამშობლოში ებრალიძე აარსებს დავით აღმაშენებლის პრემიას, მისი დახმარება მოვისურვეთ",- განმარტა მან.
სწორედ ამიტომ მიჰქონდათ მათ წიგნ ბაგრატიონის შესახებ. ისინი ამ რუსული წიგნის ქართულ ენაზე გადათარგმნას აპირებდნენ. წიგნი ახლახან გამოიცა ალექსანდრე ებრალიძის ინიციატივით.
"მე მას პირადად ვიცნობ. ის არის ისტორიკოსი და ადამიანი, რომელსაც ძალიან ძლიერად სურს საქართველოსა და რუსეთის კულტურული დაახლოვება",- თქვა გუსაევამ.
ალექსნადრე ნევსკის პრემიის მეორე დამაარსებელ არის რუსეთის მწერალთა კავშირის, რომელსაც სათავეში უდგას ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი ვალერი განიჩოვი. ორგანიზატორები ატარებენ ისტორიული ნაწარმოებებისა და სამუზეუმო მემორიალური პროექტების კონკურსს.
ალექსნადრე ნევსკის პრემიაზე პრეტენდენტობის გამოცხადება შეუძლიათ 1945 წლის შემდეგ დაწერილი ისტორიულ-ლიტერატურული ნაშრომების ავტორებს. ასე რომ ორგანიზატორები ცდილობენ არ შეეხონ პოლიტიკას. მოკლედ, საქართველოს ახლანდელი ხელისუფლება სამასწლიანი სიძველის მოვლენების პოლიტიზირებასაც ახერხებს, როდესაც ამტკიცებს, რომ რუსეთის იმპერიამ საქართველოს ხელისუფლება ჯერ კიდევ გეორგიევსკის ტრაქტატის ხელმოწერის შემდეგ დაიწყო.
თავად მარინა გუსაევა უფრო სარწმუნოდ თვლის ვარაუდს, რომ ის და მისი კოლეგა საქართველოში ებრალიძს გამო არ შეუშვეს, მით უმეტეს, რომ კონგრესის ოფისის პრეზენტაციაზე არ დაუშვეს არც კონგრესის რუსული ფილიალის დირექტორი ალექსნადრე კინტერაია.
თბილისში ის ავსტრიიდან ჩაფრინდა, მაგრამ 12 ნოემბრის ღამით ის უკან დააბრუნეს.
"როგორც ყოველთვის არავინ დაასახელა ამის მიზეზი. სინამდვილეში კი ყველაფერი მარტივია: კინტერაიას ვიზიტი თბილისში არის საქართველოში ალექსანდრე ებრალიძის ვიზიტის მზადების ბოლო ეტაპი",- განაცხადა კონგრესის პრეს-სამსახურმა.
ჩვებ უკვე დავწერეთ იმის შესახებ, რომ ებრალიძე ცდილობს მიიღოს საქართველოს მოქალაქეობა და ოცნებობს ქვეყნის პრეზიდენტის სტატუსით დაიბრუნოს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი.
როგორც ჩანს, საქართველოში მისი ამბიციური გეგმების ეშინიათ.
როგორც განუცხადეს რუსულ გაზეთ "კომერსანტს" საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში, "კინტერაიას, გუსევას და ველიგონენკოს იმიტომ არ მისცეს ვიზები, რომ მათ მიერ მითითებული მიზანი არ შეესაბამებოდა იმ ღონისძიების არსს, სადაც ისინი მონაწილეობის მიღებას აპირებდნენ".
მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ხერხეულიძემ კი ივარაუდა, რომ "ეს სუბიექტები ცდილობდნენ საქართველოში შემოღწევას, რათა განეხორციელებინათ ებრალიძის ანტიქართული გეგმები".
როგორი სუსტი უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფო სისტემა, თუკი მას ლიტერატორები და ისტორიკოსები საფრთხეს უქმნიან? სხვათა შორის, ხელისუფლებას მარტო მათი შეშვების როდი ეშინია. ახლახან ქვეყანაში შესვლა აუკრძალეს რუს ჟურნალისტებს - ვლადიმერ მამონტოვს და მაქსიმ შევჩენკოს.
ასეთია საქართველოში ნაქები "სიტყვის თავისუფლება" და ასეთია ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი სამოქალაქო საზოგადოება, სადაც ყვავის ამერიკელი სპეკულანტის ჯორჯ სოროსის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები, მაგრამ პირველივე ნაბიჯებში პრობლემები ექმნება რუსი ბიზნესმენის მიერ გახსნილ ორგანიზაციას.
მოკლედ, საქართველოში მაინც გაკეთდა კონგრესის განყოფილება ნანა ჯაფარიძის ხელმძღვანელობით და მართალია ჯერჯერობით ებრალიძეს ვერ გადაუწყვეტია საქართველოში ჩამოსვლა, ის მაინც მიესალმა პრეზენტაციის მონაწილეებს ვიდეოჩართვით და მათ უახლოეს მომავალში თბილისის მონახულებას დაპირდა.
სალომე ბატიანი
| მთავარი | ანალიტიკა | ინტერვიუ | სტატიები | ვიდეო | არქივი |
info@georgiatimes.info










