RSS
на русском en in english
19.03.2010
არხივი ინთერვიუ
  • გაროსმეისტერი სააკაშვილის სასარგებლოდ ითამაშებს? 17.03.2010 23:54 საქართველოს ოპოზიცია. მოსკოვთან დიალოგს აწყობს. ამავ დროულად. თბილისში კრემლის რუსმა კრიტიკოსებმა გაახშირეს ვიზიტები. თანაც, მარგინალური ოპოზიცია პირველი გაიქცა საქართველოხ ხდლისუფლებასთან „ სამეგობროდ“. სამხრეთ ოსეთის ომის დაწყებიდან მოყოლებული, მიხეილ სააკაშვილს მხარს უჭერს რუსეთის პრეიზდენტის ყოფილი მრჩეველი, ამჟამად კი მისი გაცხარებული მოწინააღმდეგე ანდრეი ილარიონოვი. შემდგომ, მას უკვე შემოუერთდნენ ოლეგ პანფილოვი, იულია ლატინინა, ვლადიმერ ბუკოვსკი, ვალერია ნოვოდვორსკაია. გუშინ კი, საქართველოს ეწვია „გაერთიანებული სამოქალაქო ფრონტის“ ლიდერი გარი კასპაროვი. საკითხავია რისათვის?
  • “შავ“ პოლიტტექნოლოგებს შეცდომა მოუვიდათ? 16.03.2010 09:27 ქართველი და რუსი პოლიტოლოგები აფასებენ „იმედზე“ გასულ სიუჟეტს. თუკი მოსკოვში მას პროვოკაციად აღიქვამენ, თბილისში მსგავსი სცენარის განვითარება საკმაოდ სარწმუნოდ მიაჩნიათ. ერთ რამეში კი ეთანხმებიან ერთმანეთს ქართველებიც და რუსებიც - პოლიტტექნოლოგებმა ყველა დასახულ მიზანს ვერ მიაღწიეს.
  • პიარ-ტესტი ნარკოტიკებზე 15.03.2010 10:27 საქართველოს ხელისუფლება ოპოზიციის მითითებით გაივლის ნარკოტიკებზე ტესტს. მიხეილ სააკაშვილმა დადო პირობა, რომ პირველი ჩააბარებდა თმას ექსპერტისზისთვის, როგორც ეს იუსტიციის მინისტრობის დროს გააკეთა.
  • ფერმკრთალი იმედები 15.03.2010 10:20 ამ დღეებში, საქართველო პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა მოინახულა. მან რესპუბლიკის მთავრობასთან ორი ქვეყნის თანამშრომლობა განიხილა: ეკონომიკის, ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და ტურიზმის დარგში.თბილისისა და ვარშავის ინტერესების თანხვედრაზე და ასევე პოლონეთისა და საქართველოს დიალოგის პერსპექტივებზე GeorgiaTimes-ის კორესპონენტი რუს და ქართველ პოლიტოლოგებს გაესაუბრა.
  • უკვე აღარ არიან მოძმეები ბრძოლაში? 11.03.2010 10:09 როგორც ჩანს, თბილისისა და კიევის მჭიდრო მეგობრობის ეპოქა დასასრულს უახლოვდება ახალი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩისგან ელიან ანტირუსული კურსის შეცვლას. ყველაზე დიდ დარტყმას ამის გამო მიიღებს საქართველოს თავდაცვის სისტემა. მასმედიაში უკვე გაჟონა ინფორმაციამ, რომლის თანახმადაც ”უკრსპეცექსტპორტის” დირექტორის თანამდებობაზე დასანიშნად განიხილავენ რეგიონების პარტიის წევრის ვალერი კონოვალიუკის კანდიდატირას, რომელიც სააკაშვილის რეჟიმისთვის სამხედრო დახმარების გაწევის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კრიტიკოსი იყო.
  • სააკაშვილი მოსკოვის გულისკენ ეძებს გზას 11.03.2010 10:01 როგორც საქართვერლოს ოპოზიცია ირწმუნება, მიხეილ სააკაშვილი კვლავაც ცდილობს კერმლთან კონატაქტის დამაყრებას. მოსკოვში, პრეზიდენტის ბიძის თემურ ალასამნიას წარუმატებელი ვიზიტების შემდეგ, შუამავლის მისია სომხეთის პრეზიდენტს სერჟ სარგსიანს დაეკისრა. სომხური დიპლომატისს პერსპექტივებზე ისაუბრეს GeorgiaTimes-ის რესპოდენტებმა.
  • არძინბას - ეპიტაფიის ნაცვლად 08.03.2010 23:36 მოსკოვის საავადმყოფოში აფხაზეთის პირველი პრეზიდენტი ვლადისლავ აძინბა გარდაიცვალა. ის 64 წლის იყო. მისი ცხოვრების გზა პედაგოგების ოჯახში დაიწყო, ბოლოს კი საქართველოსთვის დიდი გაკვეთილით დასრულდა. ისტორიიის პროფესორი, მისი ხალხისთვის მძიმე პერიოდში ჩაუდგა სათავეში ქვეყანას, ცხოვრების ბოლოს კი, მისი ოცნების ასრულებასაც მოესწრო: აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღირძინებას. უახლეს ისტორიაში ამ ადამიანის როლი შეაფასეს GeorgiaTimes-ის თანამოსაუბრეებმა.
  • პუტინთან შეხვედრები, როგორც კეთილგანწყობის მანიშნებელი ჟესტი 08.03.2010 23:29 მეორე ქართველი პოლიტიკოსს დასდეს მოსკოვში მიღების პატივი. ყოფილი „ვარდების რევოლუციონერი“ ნინო ბურჯანაძე „ედინაია როსიას“ ლიდერს, პრემიერ ვლადიმერ პუტინს შეხვდა. მოლაპარაკებები პირისპირ ჩატარდა, რამაც რუსეთ-საქართველოს კონფრონტაციის გაგრძელების იმედი ჩაუსახა სტუმარს. კრემლისა და საქართველოს ოპოზიციის თანამშრომლობის არსის შესახებ, გაესაუბრა GeorgiaTimes-ის კორესპონდენტი თბილისელ და მოსკოველ რესპოდენტებს.
  • იანუკოვიჩმა აღიარებაზე უარი თქვა? 04.03.2010 09:26 უკრაინის ახალად არჩეულმა პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა განაცხადა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხი, ჯერჯერობით არ დგას დღის წესრიგში. საკუთარი პოზიციის მოტივირება, მან ორმაგი სტანდარტების მიუღებლობით მოახდინა, რაც ძალიან ნეგატიურად აისახება იმ ტერიტორიებზე, სადაც გაყინული კონფლიქტები არსებობს. რას ნიშნავს იანუკოვიჩის ეს განცხადება, უკრაინის მომავალი კურისის თვალსაზრისით და რა პერსპექტივები აქვს კიევისა და მოსკოვის თანამშრომლობას? ამ თემაზე GeorgiaTimes-ის კორესპონდენტი რუს პოლიტოლოგებს გაესაუბრა.
  • საქართველოს პროფკავშირებმა ხმა ამოიღეს 03.03.2010 09:25 პროფკავშირების აქციამ თბილისში რეზონანსის გარეშე ჩაიარა. მომუშავეთა ეკონომიკური მოთხოვნები ბევრად უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე ოპოზიციის წინასაარჩევნო კონფიგურაციის შეცვლა. თუ რა როლს ასრულებს ქვეყნის შიდა პოლიტიკაში პროფკავშირები მოსალოდნელი ადგილობრივი არჩევნების ფონზე არის ის საკითხი, რის გარკვევასაც ჩვენი კორესპონდენტი შეეცადა.
არხივი სტატიები
  • ჟენევის მოლოდინი 19.03.2010 13:37 საერთასორისო ორგანიზაციის სპეცწარმომადგენლები ამ დღეებში ატარებენ შეხვედრებს საქართველოსა და აფხაზეთის ხელისუფლებასთან ჟენევის დისკუსიების ახალი რაუნდის თაობაზე. თბილისს იმედი აქვს, რომ განიხილავენ ევროკავშირის მიერ სემუსავებულ დოკუმენტს უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შესახებ. ახალგაზრდა რეგიონში კი გარკვეული წინსვლის იმედებს ამყარებენ გაეროს ახალ ელჩზე ანტი ტურუნენზე, რომელიც გუშინ ჩავიდა სოხუმში.
არხივი ანალითიკა
  • საკადრო ბანქო აირევა 19.03.2010 11:33 საქართველოში ვერ მოასწრო ერთმა სკანდალმა დამშვიდება რომ ახალია მოსალოდნელი. ერროვნული პოლიტიკის თავისებურება ის არის, რომ ერთ დღესაც ვერ ძლებს სკანდალის გარეშე. ახლანდელი აურზაურის ცენტრში კვლავ ქართული მასმედიაა, რომელსაც ძალიან კარგი უნარი შესწევს თავის თავზე აიღოს ”სხივი” საქმე, ანუ პრაქტიკულად პოლიტიკით არის დაკავებული. ყოველ შემთხვევაში, უკვე დიდი ხანია აღნიშნეს, რომ მასმედიაში გავრცელებული ჭორები თავისუფლად შეიძლება დადასტურდეს.
აზრები

სასამართლოსთვის გადაცემა ქართული სპეცსამსახურების შესახებ ატეხილი სკანდალის გამო

18.11.2009  |  09:27

4595.jpegპოლონეთში მზადდები პროცესი ქართული სპეცსამსახურების წარუმატებელი პროვოკაციის შესახებ ინფორმაციის გაჟონვაში ეჭვმიტანილი პირისა. საუბარია ლეხ კაჩინსკისა და მიხეილ სააკაშვილის მისამართით ცეცხლის გახსნის ინსცენირებაზე,რომელიც გასული წლის ნოემბერში უნდა მომხდარიყო სამხრეთ ოსეთის საზღვართან ახლოს. პროკურატურა თვლის, რომ მასმედიას საიდუმლო ინფორმაცია გადასცა პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა პეტრე კოვნაცკიმ (ფოტოზე).

კოვნაცკი გაათავისუფლეს სამსახურიდან ივლისში მას შემდეგ, რაც თავს უფლება მისცა გაეკრიტიკებინა პრეზიდენტის სახელმწიფოს ქაოტურად მართვის გამო.

გადადგომამდე ცოტა ხნით ადრე მან გაზეთ Dziennik-ს განუცხადა, რომ მას შეფის მიმართ ბევრი პრეტენზია აქვს. "მე ფუნდამენტურად არ ვეთანხმები ლეხ კაჩინსკის პრაქტიკას, რაც გულისხმობს ყოველგვარი გეგმის გარეშე მოქმედებას",- თქვა მან. პრესამ ასეთი თავნებობა საკმარის მიზეზად ჩათვალა გათავისუფლებისთვის. თავიდან პრეზიდენტის ადმინისტრაცია შეეცადა კოვნაცკის სიტყვები ხუმრობად წარმოეჩინა, მაგრამ ბოლოს მაინც მისი პოსტიდან ჩამოშორება გადაწყვიტეს.

26 ნოემბერს კი მას, ეჭვმიტანილის სტატუსით, იძახებენ პროკურატურაში დაკითხვაზე. კოვნაცკის სურთ გამოიყვანონ "განტევების ვაცი" იმ სულელურ სიტუაციაში, რომელშიც გასულ წელს აღმოჩნდა ლეხ კაჩინსკი თავის მეგობარ მიხეილ სააკაშვილთან ერთად. პრეზიდენტები გამეგზავრნენ ვოიაჟში სამხრეთ ოსეთის საზღვრებთან, სადაც მოყვნენ სროლაში, რომელსაც კაჩინსკიზე "თავდასხმა" დაარქვეს.

პოლონეთის ლიდერმა განაცხადა, რომ გაიგო ავტომატის ხმა თავისგან 30 მეტრში. მან გამოთქვა აღშფოთება და მოუწოდა ევროკავშირს "იმპერიალიზმის შეჩერებისკენ".

მაგრამ ოსებსა და მესაზღვრე რუსების დისკრედიტაციის აქცია ჩაშალა პოლონეთის სპეცსამსახურების რაპორტმა. მათ ამხილეს თავიანთი ქართველი კოლეგები პროვოკაციაში.

ამონარიდები შინაგანი უსაფრთხოების სააგენტოს დოკუმენტიდან მეორე დღესვე გავრცელდა პრესაში.

დასკვნები იმაზე მეტყველებს, რომ სროლის ორგანიზება ქართულმა მხარემ მოახდონა. პირველ რიგში, სროლების პირველ სერიაზე ქართულ დაცვას საერთოდ არ მოუხდენია რეაგირება. პერსონა, რომლის წინააღმდეგაც ვითომ მზადდებოდა თავდასხმა, არც კი დააწვინეს მიწაზე უმაღლესი დაცვის წესების საწინააღმდეგოდ.

პოლონეთის პრეზიდენტის დაცვა ადრევე დააყენეს კორტეჟის ბოლოს, ასე რომ ისინი საერთოდაც ვერ ხედავდნენ კაჩინსკის. პოლონელებმა, რაპორტის მიხედვით, არც იცოდნენ, რომ უნდა ჩასულიყვნენ ახალგორშიც, რადგანაც ეს პუნქტი პროგრამაში მოგვიანებით ჩაიწერა.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ჟურნალისტებმა სურათები გადაუღეს სროლისას, იყო "მოდუნებული და იღიმოდა".

რაპორტში აღნიშნულია ის ფაქტიც, რომ უშუალოდ ინციდენტამდე, ქართული მხარს ბლოკ-პოსტის მხრიდან გაატარეს ჟურნალისტებით სავსე ავტობუსი, რათა მათ გადაეღოთ "თავდასხმა".

სამხრეთ ოსეთმა მაშინ დაადასტურა, რომ მისი სამხედროები ცდილობდნენ კორტეჟის შეჩერებას, მაგრამ მხოლოდ ჰაერში გასროლის მეშვეობით. "სააკაშვილმაც მშვენივრად იცის ეს და იმიტომაც არის მშვიდად",- აღნიშნა რესპუბლიკის პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითიმ. მან დაამატა, რომ სააკაშვილს რომ შეშინებოდა, "მაშინვე გაიქცეოდა, როგორც ეს ერთხელ უკვე გააკეთა აგვისტოში ჟურნალისტების თანდასწრებით".

ამ გამოქვეყნებულმა პუბლიკაციამ ფარდა ახადა ქართული სპეცსამსახურების "მუშაობას". ამის შემდეგ შეიძლება არც შეგვეპაროს ეჭვი იმაში, რომ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საზღვრებთან მომხდარი აფეთქებების ნახევარი მაინც საქართველოს სპეცსამსახურების მიერ არის დაგეგმილი.

თუმცა პოლონეთში ზემოთ ხსენებულმა რაპორტმა ხელისუფლების რისხვა გამოიწვია. პრეზიდენტის ძმამ იაროსლავ კაჩინსკიმ, რომელიც სათავეში უდგას პარტიას "სამართალი და სამართლიანობა", მას "პოლიტიკური" უწოდა. მან განაცხადა, რომ ერთ დღე-ღამეში ასეთი მოხსენება "არსაიდან" ვერ გაჩნდებოდა. ამას გარდა, მან მოითხოვა, რომ ბრონისლავ კომოროვსკი ჩამოეშორებინათ სეიმას სპიკერის პოსტიდან, რადგანაც მან კომენტარი გააკეთა ინციდენტის თაობაზე.

"თავდასხმის მეთოდი შეესაბამება ვიზიტის მიზანს. ბრმა უნდა იყო, რომ 30 მეტრიდან ააცილო",- მხოლოდ ეს თქვა დეპუტატმა.

კომოროვსკიმ შეინარჩუნა თავისი ადგილი. რაპორტის თაობაზე კი პროკურატურამ საქმე წამოიწყო, რომელიც ახლა დასასრულს უახლოვდება. ალბათ, კოვნაცკის თავიდან მოშორება ჯერ კიდევ რამდნეიმე თვის წინ გადაწყვიტეს, მისი ხუმრობით ნათქვამი სიტყვები "ქაოსის შესახებ", რომელსაც ლეხ კაჩინსკი ქმნის, კი უბრალოდ ხელსაყრელი მიზეზი აღმოჩნდა.

საინფორმაციო სააგენტოები ვერ ამბობენ, თუ რა მუხლებით ედება ბრალი კოვნაცკის. მას რომც გადაეცა ინფორმაცია გაზეთისთვის, ეს არ არის სამშობლოს ინტერესების გაცემა. სტატიაში ამხილეს საქართველოს და არა პოლონეთის ხელისუფლების ბინძური მეთოდები.

მოკლედ, ლეხ კაჩინსკი უკვე დიდი ხანია მიიჩნევს საქართველოს ინტერესებს თავისად. შემთხვევით არ მომხდარა, რომ აგვისტოს ომის დროს მიდ მიერ კონტროლირებადი მასმედია ერიდებოდა ცხინვალის ტრაგედიის მასშტაბები ჩვენებას და სხვა ევროპულ და ამერიკულ მასმედიასთან ერთად მხოლო "რუსულ აგრესიაზე" საუბრობდა.

ქართულ ომში კაჩინკსის როლზე კი გაზეთმა Dziennik მთელი გამოძიება გამოაქვეყნა. მასში მოთხრობილია, რომ კაჩინსკი არწმუნებდა ჩეხეთს გამოსულიყო საქართველოს სუვერენიტეტის დაცვის წინადადებით. ასევე ნახსენები იყო, თუ როგორ არწმუნებდა ის სააკაშვილს არ მოეწერა ხელი მედვედევი-სარკოზის გეგმაზე ტერიტორიული მთლიანობის პუნქტის გარეშე.

მაგრამ ქართველმა ლიდერმა არ ისურვა მისი მოსმენა, მიხეილ სააკაშვილს რუსუილ ტანკების თბილისზე წამოსვლის და საკუთარი პოსტიდან გადაგდების შიში ჰქონდა. როგორც ჩანს, კაჩინსკის უფრო ადარდებდა ქართველთა ბედი, ვიდრე სააკაშვილს. ასე რომ კოვნაცკის მოუწევს პასუხის გაცემა "ქართული ინტერესების" ღალატისთვის.

 

Print version

სალომე ბატიანი

საკუთარ ბლოგზე განთავსება
ასლის გადაღება -კოდი ბლოგში ჩასასმელად
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100