RSS
на русском en in english
24.07.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

ქართულ ”იმედს” შეიძლება ბერეზოვსკი დაეპატრონოს

20.11.2009  |  10:43

4624.jpegმრავალტანჯული ტელეარხი "იმედი" კვლავ მოვლენების ცენტრშია. ახლახან ლონდონის სასამართლომ გამოაგზავნა ექსპერტიზის პასუხები, რომელიც ამტკიცბს, რომ ბადი პატარკაციშვილის ანდერძი მისი სიკვდილის შემდეგ იყო შედგენილი. როგორც ჩვენმა კორესპონდენტმა გაარკვია, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მედია აქტვები ახლა გარდაცვლილის ოჯახს გადაეცემა, არხი კი კვლავ ოპოზიციური იქნება. ქართული "იმედის" ახალი მფლობელი შეიძლება ბორის ბერეზოვსკი გახდეს.

პატარკაციშვილის ოჯახის ადვოკატმა ლაშა ბირკაიამ ჩაატარა თბილისში პრეს-კონფერენცია, სადაც განაცხადა: "ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ ყველა დოკუმენტი ბადრი პატარკაციშვილის სიკვდილის შემდეგ არის შედგენილი".

აქედან გამომდინარე, თითქოს გამოდის, რომ ტელეკომპანია იმედი ამდენი დავის შემდეგ გადაეცამა პატარკაციშვილის მეუღლეს ინა გუდავაძეს. ამის მომხრეა ქართული ოპოზიციაც, რომელმაც ამ საკითხთან დაკავშირებით არა ერთი მიტინგი ჩაატარა.

თუმცა გაირკვა, რომ ქართული ოპოზიციის სიხარული ნაადრევია. ეჭვგარეშეა, რომ პატარკაციშვილის ქონების გაყოფა პოლიტიკური საქმეა, სადაც საკმაოდ ბევრი გავლენიანი ადამიანის ინტერესები იკვეთება. სწორედ ჩნდება ბევრი "მაგრამ" და არც ისე ადვილია ყველაფრის თავის ადგილზე დაყენება.

თავად განსაჯეთ. ახლა ტელეარხი უკვე ეკუთვნის ჯოზეფ ქეის, რომელმაც მოახერხა პატარკაციშვილის ქონებაზე დაპატრონება. ის ცხოვრობდა ამერიკაში, ერქსა იოსებ კაკალაშვილი და იყო ოლიგარქის ნახევარძმა. ის ყველასთვის მოულოდნელად გამოჩნდა პატარკაციშვილის სიკვდილის შემდეგ და წარმოადგინა სადავო ანდერძი. დაიწყო გაუთავებელი სასამართლო გარჩევები.

შედეგად ქეი არ გამხდარა მფლობელი, მაგრამ მიიღო იმის უფლება, რომ განეკარგა განსვენებული ოლიგაქრის აქტივები. იურისტებიც კი ამბობენ, რომ ეს რაღაც რთული შემთხვევაა, სადაც ისინიც ძლივს ერკვევიან. პატარკაციშვილის ოჯახი დღემდე უშედეგოდ ედავება სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას.

თუმცა თებერვალში ტელეკომპანია და რადიო "იმედი", ასევე კომპანია "ტქნომედია", გადავიდნენ არაბული ჰოლდინგის RAK Investment Authorit-ს (RAKIA) მფლობელობაში. ქეიმ გაყიდა აქციების 90%. როგორც ოპოზიცია ამტკიცებს RAKIA-ს მიღმა დგანან საქართველოს ხელისუფლების პირველი პირები.

რა გამოდის? იმის დადგენის შემდეგ, რომ ანდერძი ყალბი იყო, პატარკაციშვილის ქვრივს ახლა არაბ ტელემაგნატებთან მოუწევს დავა? ჩვენმა კორესპონდენტმა მოახერხა პატარკაციშვილის ოჯახს ადვოკატთან ლაშა ბიკრაიასთან დარეკვა. აი რა თქვა მან:

-ლონდონიდან მიღებული დასკვნა უკვე გადაეცა საქართველოს უზენაეს სასამრთლოს, ვთვლით, რომ ამის დახმარებით, დამტკიცდება ქეის გაყალბება. მომავალი შეიძლება ოჯახმა შეიტანოს სარჩელი არაბული კომპანიის წინააღმდეგაც, რადგანაც ეს გარიგება თავიდანვე დაკავშირებული იყო სადავო ქონებასთან.

ადვოკატს ასევე იმის იმედი აქვს, რომ ლონდონის სასამართლოდ დასკვნა ითამაშებს თავის როლს გუდავაძისა და ხელისუფლების დაპირისპირებაში. მასთან საუბრისას გამჟღავნდა ერთი ნიუანსი, რომელიც, რაც არ უნდა უცნაური იყოს, ჟურნალისტებმა ვერ შემაჩნიეს. ლაშა ბიკრაიამ აღნიშნა, რომ ლონდონის სასამართლომ ანდერძის გაყალბება შეისწავლა იმ საქმის ფარგლებში, რომლის მოსარჩელე არის გაქცეული რუსი ოლიგარქი ბორის ბერეზოვსკი, მოპასუხეები კი არიან პატარკაციშვილის ოჯახი და ჯოზეფ ქეი.

კითხვაზე - თუ როგორ მიმდინარეობს ასეთ შემთხვევაში სასამართლო გარჩევები პატარკაციშვილის ქვრივსა და ბერეზოვსკის შორის - ადვოკატმა გვიპასუხა, რომ ის მხოლოდ საქართველოში მიმდინარე საქმეს უძღვება და ლონდონთან კავშირი არ აქვს. გამოდის, რომ არც ინა გუდავაძეს და არც ქართულ ოპოზიციას აქვთ სასიხარულოდ საქმე. "იმედი" შეიძლება კვლავ გამოეცალოთ ხელიდან და ამჯერად ბერეზოვსკის მფლობელობაში გადავიდეს.

საქმე ისაა, რომ ამ წლის თებერვალში ცნობილი გახდა, რომ ბერეზოვსკიმ ლონდონში ინა გუდავაძესთან დაიწყო შეხვედრები პატარკაციშვილის ქონების გაყოფის თაობაზე. ბერეზოვსკი ამტკიცებს, რომ მასთან ერთოვლიც ბიზნესს აწარმოებდა და ამიტომ აქვს უდლება იანდერძოს მათი საერთო აქტივების ნახევარი. თავის მხრივ ინა გუდავაძე ამტკიცებს, რომ მისმა ქმარმა ბიზნესი ბერეზოვსკისთან გაწყვიტა სიკვდილამდე.

ჩვენი კორესპონდენტი ბერეზოვსკისაც დაუკავშირდა და ჰკითხა, აპირებს თუ არა ის შეედავოს ინა გუდავაძეს "იმედის" თაობაზე, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ანდერძი გაყალბებული იყო?

პასუხი საკმაოდ ლაკონური იყო. "ამ საკითხებს არ ვუკეთებ კომენტარს. ყოველ შემთხვევაში, მანამდე მაინც, სანამ ლონდონის სასამართლო არ დაასრულებს გამოძიებას",- თქვა მან.

სიმართლე რომ ვთქვათ, სხვაგვარი პასუხის იმედი არც გვქონია. ახლა მას რომ დადებითად ეპასუხა გამოვიდოდა, რომ ის გახმაურებული სკანდალი იმის შესახებ, რომ ბერეზოვსკი თბილისში იყო და სააკაშვილთან მოლაპარაკებები აწარმოა "იმედის" თაობაზე, სულაც არ იყო ჭორი.

20 სექტემბერს ლეობორისტულმა პარტიამ გაავრცელა ბერეზოვსკისა და სააკაშვილის შეხვედრის ამბავი. საქართველოს შსს-მ უკვე უარყო ეს ინფორმაცია. ლეიბორისტების წარმომადგენელმა კახა ძაგანიამ ჩვენს კორესპონდენტს უთხრა, რომ მისი ვარაუდით საუბარი "იმედზე" იყო. მისი აზრით, ბერეზოვსკიმ და ხელისუფლებამ თვალი პატარკაციშვილის სხვა ქონებასაც დაადეს.

თავად ბერეზოვსკიმ განაცხადა, რომ ვერ ხედავს საკუთარი თავისთვის საქარტველოში პერსპექტივებს. რაც შეეხება პრეტენზიებს პატარკაციშვილის ოჯახის მიმართ, ბერეზოვსკიმ თავად თქვა: "მე მაქვს პრეტენზიები იმის თაობზე, რაც მე მეკუთვნის. ბადრის ოჯახთან პრეტენზიები არასოდეს მქონია".

თუმცა, როგორც ახლა ვხედავთ, ის სულაც არ ამბობს უარს ტელეკომპანია "იმედზე". საეჭვოა ახლა კომენტარზე უარის თქმის საფუძველზე ვივარაუდოთ, რომ ეს იმას ნიშნავდა, რომ ბერეზოვსკი დათანხმდა ინა გუდავაძისთვის მედია-აქტივის გადაცემას.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100