RSS
на русском en in english
25.05.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ფოლადის მარწუხები

23.11.2009  |  09:07

4638.jpegუცხოელმა ინვესტორმა უსაყვედურა საქართველოს მთავრობას, იმის გამო რომ, მათ არ შეუძლიათ კერძო ქონების დაცვის უზრუნველყოფა. ჩინოვნიკების გაუთავებელი განცხადებების ფონზე, რომ საქართველოს ეკონომიკას ინვესტიციები სჭირდება, გაუგებარია რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მიმართ მათი გულგრილობა. ბრიტანული კომპანია „ტეიმზ სტილს"-ის დირექტორი, ვისაც ადრე ქარხნის აქციები ეკუთვნოდა, განცხადებას აკეთებს კანონიერი მფლობელების უფლებების დარღვევის და საქართველოს სასამართლოების მხრიდან კრიმინალური დაჯგუფებების ხელშეწყობის შესახებ.

საქართველო მთავრობა დაეხმარა დამნაშავეებს, რუსთავის მეტალურგიული ქარხნის კანონიერი მფლობელებისათვის აქციების წართმევაში. ამის შესახებ გუშინ თბილისში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა ბრიტანული კომპანიის „ტეიმზ სტილს" (Thames Steel UK Limited) დირექტორმა ტომას ბლეიკმა.

მან შეტყობინება გააკეთა, რომ სააქციო საზოგადოება „ქართული ფოლადი" და „თუჯიXXI" გადაეცა კერდიტორ კომპანიას „კოლხი ბიზნეს კორპორაცია".

ვალების გამო მათი აუქციონზე გაყიდვა ვერ მოხერხდა, ვინაიდან ვერავინ ვერ გარისკა სადავო აქტივების ყიდვა. იუსტიციის სამინიტროს აღმასრულებელი ბიუროს მიერ 4 ნოემბერს ჩატარებული ვაჭრობის შემდეგ, საწარმოები უმალ კრედიტორებს გადასცეს.

ბლეიკი ამტკიცებს, რომ კომპანიების აქციები უკანონოდ იქნა წართმეული. „საქართველოს სასამართლო საკუთარი გადაწყვეტილებით დაეხმარა კრიმინალურ დაჯგუფებას, რის გამოც „ტეიმზ სტილს"-მა ვერ შეძლო იურიდიული და სამართავი კონტროლის გაწევა საქართველოში საკუთარ აქტივებზე. ამასთან ერთად, სასამართლომ უსამათლოდ და უსაფუძვლოდ დაუჭირა მხარი იძულებითი აღსრულების პროცესს,"- აღნიშნა ტომას ბლეიკმა.

ბრიტანულმა კომპანიამ მიხეილ სააკაშვილსაც და პრემიერ-მინისტრს ნიკა გილაურსაც მიმართა დახმარებისთვის, მაგრამ ეს მოწოდებები უპასუხოდ დარჩა. „სამწუხაროა, რომ ხელისუფლების ყურადღება, მხოლოდ ინვესტიციების მოზიდვაზეა ფოკუსირებული, მაგრამ ამავდროულად არ ზრუნავს მათ დაცვაზე",- აღნიშნა საქართველოში ბრიტანული კომპანიის წარმომადგენელმა.

მისი თქმით, ამჟამად რუსთავის მეტალურგიულ კომპლექსში ნადგურდება ქონება, დაზგები ჯართში ბარდება, სათადარიგო ნაწილები და მასალა იყიდება.

ქარხნის მმართველ გუნდთან პრობლემები, როგორც ბლეიკი აღნიშნავს, მას შემდეგ დაიწყო, რაც ბრიტანული კომპანიის ხელმძღვანელობამ მოითხოვა სამეთვალყურეო საბჭოს წევრის ჯოზეფ ქეის გადადგომა. პორტალ „ბიზნეს საქართველოს" მონაცემებით, „ტეიმზ სტილს"-ი არის შეზღუდული პასუხისმგებლის საზოგადოება „ენერგია და ინდუსტრია"-ს მფლობელი, რომელიც თავის მხრივ ფლობს სააქციო საზოგადოება „ქართულ ფოლადს" და „თუჯიXXI".

ქარხანაში შექმნილი სიტუაციის კომენტირება GeorgiaTimes-მა „ჯორჯიან ინვესტმენტ გრუპ"-ის ეკონომიკურ ექსპერტ დიტრიხ მიულერს სთხოვა.

მისი განმარტებით, რუსთავი ქარხნის ისტორია - ეს მორიგი მაგალითია აწ უკვე გარდაცვლილი ქართველი ოლიგარქის, ბადრი პატარკაციშვილის აქტივების უკანონო მითვისებისა.

გარკვეული დროის განმავლობაში ეს საწარმო, რომელიც საქართველოს სბჭოეთის დროიდან ერგო, გაჩერებული იყო. შემდგომ, რამოდენიმე მმართველო კომპანია შეიცვალა, მათ დროსაც სააქმეები ძალიან ცუდად მიდიოდა.

და ბოლოს, უკვე რამდენიმე წვრილ საწარმოდ დაყოფილი ქარხანა, იყიდა რუსეთის მოქალაქეობის მქონე ოლიგარქის ბადრი პატარკაციშვილის ერთერთმა კომპანიამ. „მან მის აღდგენაში ძალიან დიდი თანხა ჩადო - 200-300 მილიონი დოლარი. განახლდა პროდუქციის ექსპორტი, მუშებს გადაუხადეს დავალიანება ( თუმცა სრულად არა)",- მოგვითხრო დიტრიხ მიულერმა.

მაგრამ შემდეგ, როგორც ცნობილია, პატარკაციშვილი ოპოზიციაში ჩაუდგა მთავრობას და 2007 წლის შემოდგომაზე, როდესაც ის დაადანაშაულეს სახელწიფო გადატრიალებაში, იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა. „როდესაც ის ლონდონში წავიდა, პატარკაციშვილის ბიძაშვილმა ჯოზეფ ქეიმ საკუთარ თავზე გადაიფორმა ქონება და ქარხნის სრული მფლობელი გახდა",- განმარტა მიულერმა.

აღსანიშნავია, რომ ეს დაემთხვა ბრიტანელი ინვესტორის Thames Steel UK Limited მიერ კომპანიის „ენერგია და ინდუსტრიი"-ს შესყიდვა. ინგლისელებმა 2007 წლის დეკემბერში მასში 70 მილიონი დოლარი გადაიხადეს. „ინტერპრესნიუსი"-სათვის მიცემულ ინტერვიუში ტომას ბლეიკმა არ დააზუსტა, თუ კერძოდ ვისგან იყიდეს აქტივები, მხოლოდ ის აღნიშნა, რომ ეს „ბადრი პატარკაციშვილთან დაკავშირებული კომპანია იყი".

რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მმართველობის პერიოდში ჯოზეფ ქეის გუნდს სახელფასო დავალიანება დაუგროვდა. საბოლოო ჯამში, ოქტომბერში ამ საწარმოს თანამშრომლებმა, საპროტესტო აქცია მოაწყვეს და ოფიციალური ცნობების გაცემა მოითხოვეს, რომლებიც სახელფასო დავალიანებას დაადასტურებდა.

იმის აღნიშვნაც ღირს, რომ მეტალურგიული კომპლექსის ტერიტორიაზე ყველა საწარმოომ არ განიცადა ვარდნა. მაგალითად ნოემბერში ინდურმა კომპანია JSW Steel-მა გახსნა არმატურის გამომშვები საამქრო რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ბაზაზე. ამგვარი მოვლენის გამო, რუსთავი მიხეილ სააკაშვილმაც კი მოინახულა.

„როდესაც მე გავხდი პრეზიდენტი, რუსთაველებს დავპირდი, რომ მანმდე არ დავწყნარდებოდი, სანამ რუსთავის მეტალურგიულ ქარხანას არ ავამუშავებდი. და აი დღეს აქ საწარმო გაიხსნა",- იტრაბახა მან.

ინდურმა კომპანიამ არმატურის საამქროს შესაქმნელად 60 მილიონი დოლარი ჩადო. საწარმოოში დაახლოებით 450 ადგილობრივი მაცხოვრებელია დასაქმებული.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100