RSS
на русском en in english
24.07.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

საქართველო და დსთ: დაუსრულებელი რომანი?

29.11.2009  |  23:13

4712.jpegუკანასკნელი წლებში, საქართველოს საგარეო პოლიტიკის საფუძველი - პარადოქსებია, მათთვის განმარტების პოვნა, ძალიან რთულია. თვალის დახამხამებაში როგორ მოახერხეს მრავალსაუკუნოვანი კეთილმეზობლური ურთიერთობების დანგრევა და რატომაა დაკარგული ურთიერთ ნდობის დაბრუნების პერსპექტივები - ასე ბუნდოვანი? სულელური გამოდგა საქართველოს დსთ-დან გამოსვლის სიტუაციაც. ამის შესახებ ოფიციალური განცხადება, სააკაშვილმა ჯერ კიდევ გასული წლის აგვისტოში გააკეთა. თანამეგობრობასთან გაყრა კი, ერთი წლის შემდეგ გაფორმდა, მაგრამ, საქართველო ამ დრომდე რჩება დსთ-ს პარლამენტთაშორის ასამბლეის წევრი. საქართველოსა და დსთ-ს ურთიერთობების პერიპეტიებში გარკვევა სცადა GeorgiaTimes-ის კორესპონდენტმა.

გუშინ გახმაურდა ინფორმაცი, რომ საქართველო ჯერ არ გამოსულა დსთ-ს პარლამენტთაშორის ასამბლეიდან. ის სრულუფლებიან წევრად რჩება და ამ ორგანიზაციიდან მისი გამოსვლის საკითხი, უახლოეს სხდომაზე იქნება განხილული. როგორც იტყობინება სახელმწიფოთაშორისი ტელეკომპანია „მირ"-ი, ასეთია თავად რესპუბლიკის სურვილი. ექსპერტები ამგვარ შეფერხებას, იმით ხსნიან, რომ საქართველოს დიდად არ სურს დსთ-სთან ურთიერთობების გაწყვეტა. თუ კი, ქვეყანა თავად არ გაიწვევს განაცხადს, მაშინ ის პარლამენტაშორის ასამბლეას იანვარში დატოვებს. თუმცა, ორგანიზაციაში თვლიან, რომ არც ისე დიდ ხნით.

როგორც იტყობინება დსთ-ს პარლამენტთაშორის ასამბლეის გენერალური მდივანი მიხეილ კოროტოვი, „საქართველო აპირებს დარჩეს 75 მოლაპარაკებასა და შეთანხმებაში, მათ შორის ისეთ მნიშვნელოვანშიც, როგორიცაა თავისუფალი ვაჭრობის ზონა".

თუმცა, გუში ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა, კონსტიტუციაში დამატებების შეტანის ინიციატივით გამოვიდა, რომელიც გულისხმობს იმ პოლიტიკურ, სამხედრო და ეკონომიკურ გაერთიანებებში მონაწილეობაზე საქართველოს უარს, რომლებიც არ სცნობენ მის ტერიტორიულ ერთიანობას 1991 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით. ამის შესახებ განცხადება, ბრიფინგზე ქრისტიან-დემოკრატების ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ლალიაშვილმა გააკეთა.

„რუსეთის პოლიტიკურ წრეებში გახშირდა განცხადებები იმის შესახებ, რომ თითქოს და სააკაშვილის რეჟიმის წასვლის შემდეგ, საქართველო დაბრუნდება ისეთ ორგანიზაციებში, რომლებიც დსთ-ს ანალოგიურია. იმისათვის რომ, ეს არ მოხდეს აუცილებელია ქვეყნის კონსტიტუციაში შესწორებების შეტანა, რომელთა საშუალებითაც დაფიქსირებული იქნება საქართველოს ურყევი ნება და ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, საქართველოს ვექტორი აღარ შეიცვლება ჩრდილოეთისკენ".- განაცხადა ოპოზიციონერმა პარლამენტარმა.

ანუ უნდა ველოდეთ თუ არა გზააბნეული საქართველოს დაბრუნებას ყოფილი ძმური რესპუბლიკების მოლაპარაკებების მაგიდასთან? თანაც, თანამეგობრობაში ღიად დატოვა რა კარი ( 70 მეტი შეთანხმება), რაღატომ გამოდის საპარლამენტო ოპოზიცია ამგვარი რადიკალური ინიციატივით და ცდილობს როდესღაც მტკიცე მეგობრობის ხიდებიდან დარჩენილი, მორებიც კი დაწვას?

დსთს ქვეყნების ინსტიტუტის, კავკასიის კათედრის გამგე ფელიქს სტანევსკი, რომელიც ადრე რუსეთის ელჩი იყო საქართველოში GeorgiaTimes-ის კორესპონდენტთან საუბრისას აღნიშნავს:

- მე ვფიქრობ, რომ საქართველო დსთ-ს შემადგენლობიდან საბოლოოდ ამ წლის აგვისტოში გამოვიდა. დაე დარჩეს ზოგიერთ შეთანხმებებში თუ კი მას ასე სურს. პრონციპში, ჩემი შეხედულებით, თანამეგობრობისათვის საქართველო დიდ დანაკარგს არ წარმოადგენს. ის ორგანიზაციის ჩარჩოებში იყო და მის დაშლაზე მუშაობდა, ოფიციალურად ატარებდა ისეთ პოლიტიკას, რომელიც ართულებდა პოლიტიკურ კავშირებს და მაშასადამე ეკონომიკურსაც. როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, საქართველომ მართლაც რომ გადაწყვიტოს დსთ-ში დაბრუნება, მე მათ წინასწარ ერთ პირობას დაუთქვამდი. ასეთი დაბრუნება, უნდა ნიშნავდეს თანამშრომლობის ნორმალურ პრინციპებთან დაბრუნებას და განხეთქილების შემომტან საქმიანობაზე უარის თქმას. მე ამის მოხარული ვიქნებოდი. მაგრამ, მე ვერ ვხედავ მათი ამგვარი შემობრუნების ტენდენციას და ქრისტიან-დემოკრატების განცხადება ამის კიდევ ერთი დასტურია.

დასასრულს ფელიქს სტანევსკიმ ისიც აღნიშნა, რომ საქართველოში უკვე მრავალი ადამიანი ხვდება, რომ რუსეთთან ნორმალური და ცივილიზებული ურთიერთობების გარეშე, შეუძლებელი იქნება ყოველგვარი დიალოგის დაწყება აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან.

ქართველმა პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ GeorgiaTimes-ის კორესპონდენტთან სატელეფონო საუბრისას, განაცხადა:

- უნდა აღინიშნოს, რომ დსთ-დან გამოსვლა ლამის ერთადერთი საკითხია, რომელთან დაკავშირებითაც ერთსულოვნებას იჩენენ ხელისუფლება და ოპოზიცია. ამ ეტაპზე, საქართველოს თანამეგობრობაში დაბრუნება, არარეალურია.

პოლიტოლოგის თქმით, თანამეგობრობის ქვეყნების პოზიციას სიტუაციის შეცვლა შეუძლია. თუ კი ისინი იმის ანალიზს გააკეთებენ, თუ რატომ გავიდა საქართველო დსთ-ს შემდაგენლობიდან, რა შეცდომები დაუშვა არა მარტო საქართველომ, არამედ რუსეთმაც. „თუ კი ასეთი ანალიზი ჩატარდებოდა, მაშინ ალბათ, თანამეგობრობის უფრო ნაყოფიერ სტრუქტურად გადაქცევაც შესაძლებელი იქნებოდა".- აღნიშნავს საყვარელიძე.

რაც შეეხება ქრისტიან-დემოკრატების ინიციატივას, რომლებიც ამჟამად ცდილობენ რომის პაპზე უფრო მეტად უცოდველები იყვნენ და კონსტიტუციურ შესწორებებს მოითხოვენ, რათა დსთ-ში დაბრუნება შეუძლებელი გახდეს. საყვარელიძე ამბობს:

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100