RSS
на русском en in english
20.01.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

საქართველოს არ სურს იყოს ”ქვეყანა ყუთში”

01.12.2009  |  09:35

4725.jpegქართული ოპზოციიური გამოცემა "კვირის პალიტრა" ამტკიცებს, რომ საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი წინააღმდეგია რუსეთთან საკონტროლო გამშვები პუნქტს გახსნისა. მომხრე მხოლოდ 16% აღმონდა. ზემო ლარსის გარშემო შექმნილ პრობლემას კომენტარს უკეთებს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, "ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია.

ზემო ლარსის გასნის შესახებ უკვე დიდი ხანია ძალიან ბევრი ადამიანი საუბრობს. გამშვები პუნქტი ჯერ კიდევ 2006 წელს დახურა რუსეთამ, ზუსტად იმ პერიოდშუ, როდესაც მოსკოვიდან მოახდინეს ქართველი ემიგრანტების დეპორტაცია და საქართველოდან პროდუქციის შეტანაც აკრძალეს.

წელს მოსკოვმა დაასრულა სკონტროლო-გამშვები პუნქტის მოდერნიზაცია და მისი გახსნის წინადადება წამოაყენა. ალბათ, ეს მოვლენა თურქულ-სომხური საზღვრის გახსნამაც დააჩქარა. მოსკოვი ცდილობს რაც შეიძლება მალე გაამყაროს თავისი კავშირები სტრატეგიულ პარტნიორთან, რომელმაც სულ ცოტა ხანში შეიძლება ყურადღება სამხრეთისკენ გადაიტანოს.

მოკლედ, თურქულ-სომხური ურთიერთობები ძალიან არის დმაოკიდებული მთიან ყარაბახთან. ასე რომ ჯერჯერობით სომხეთს მართლაც ძალიან სჭირდება ეს დერეფანი საქართველოს გავლით.

აი ქართველებს კი ეჭვი ეპარებათ, რომ ამ პუნქტის გაღება მათ რაიმე სარგებელს მოუტანთ. ხელისუფლებამ კი უკვე გასცა თანხმობა.

როგორც უკვე მოგახსენეთ, "კვირის პალიტრის" მიერ გამოკითხულ რესპოდენტთა 45% წინააღმდეგია მისი გახსნის და მხოლოდ 16% არის მომხრე, 39%-ს კი პასუხის გაცემა გაუჭირდა.

ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი ზემო ლარსის გახსნის წინააღმდეგია?

ჯონდი ბაღათურია გამოკითხვას წინასწარ შეგონებულად მიიჩნევს:

-ზოგიერთი გაზეთი საქართველოში მიეჩვია სხვების სახელით საუბარს,- თქვა მან ჩვენს კორეპსონდენთან საუბრისას.- საქართველოში არ არის არანაირი ეროვნული წინააღმდეგობა ამ საკითხში. არის ხალხის ძალიან მცირერიცხოვანი ჯგუფი, რომელიც სვამს უსაფრტხოებასთან დაკავშირებულ გაუგებარ კითხვებს. უმრავლესობას კი სურს, რომ პუნქტი გაიხსნას.

ჯონდი ბაღათურიამ გამოთქვა თავისი ვერსია იმისა, თუ რატომ გადაწყვიტა რუსეთმა ადრე პუნქტის დაკეტვა:

-ის ცდილობდა ეკონომიკური სტიმულირება გაეწია ცხინვალის რეგიონისთვის, რათა მანქანების ტრანზიტი მსიის გავლით განხორციელებულიყო. რუსეთს ამგვარად კოკოითის მხარდაჭერა სურდა, მაგრამ ეს ხომ არ უნდა გაეკეთებინა სხვა პუნქტების დაკეტვით!

დეპუტატმა აღნიშნა, რომ ზემო ლარსის გახსნის გადაწყვეტილება მიიღეს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე პრეზიდენტისა და ოპოზიციის შეხვედრისას.

ქრისტიან-დემოკრატების სეპუტატი ნიკოლოზ ლალიაშვილი აცხადებდა, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში საკმაოდ სახიფათი პროცესები მინდინარეობს და გამშვები პუნქტის გახსნამ შეიძლება გამოიწვიოს საქართველოში შეიარაღებული ჯგუფების შემოსვლა.

მაგრამ, როგორც ჯონდი ბარათურიამ თქვა, სხდომაზე ყველა ეჭვი გაიფანტა.

-ჩვენ ვერ ვხედავტ საფრთხეს პუნქტის გახსნის თვალსაზრისით. უბრალოდ ქართველ მებაჟეებს კარგად მოუწევთ მუშაობას, რომ საზღვრის გავლით ქვეყანაში ასაფეთქებელი მოწყობილობები არ შემოვიდეს. თუკი ისინი ცუდად იმუშავებენ, ბოროტმოქმედები იმავეს გაკეთებას აეროპორტშიც ან სულაც სხვა ქვეყნებთან საზღვარზეც მოახერხებენ. მოწინააღმდეგეებს სერიოზულო არგუმენტები არ ჰქონიათ. ეს იყო უბრალოდ ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც აუცილებლად მიაჩნიათ რაიმეს გაკრიტიკება.

ჩვენ დავინტერესდით დეპუტატების ვიზიტით ყაზბეგის რაიონში, სადაც ადგილობრივი მაცხოვრებლების გამოთქვამდნენ შიშს საზღვრის გახსნის გამო.

-იქ იყო 15-20 ადამიანი, რომლებიც ჩვენ საკმაოდ სწორ კითხვებს გვისვამდნენ. ჩვენ მათ ყველაფერი ავუხსენით და დავპირდით, რომ გვექნებოდა მათთან კავშირი, თუკი რაიმე პრობლემები შეიქმნებოდა,- თქვა დეპუტატმა.

-ბუნებრივია, როდესაც იხსნება კიდევ ერთი გამშვები პუნქტი საზღვარზე, იზრდება იმიდ ალბათობა, რომ ვინმე შემოაღწევს ან შემოიტანს რაიმე უკანონოს საქართველოს ტერიტორიაზე. თუმცა ჩვენ ახლა რუსეთთან ასეთი დაძაბული ურთიერთობისას არ შეგვიძლია გავხდეთ ადამიანი ჩარჩოში, როგორც ჩეხოვს აქვს აღწერილი. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ მეზობლებთან ურთიერთობები.

"ქართული დასის" ლიდერმა დაასახელა სამი არგუმენტი რის გამოც საქართველოს უღირს ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტის გახსნა:

-პირველ რიგში, საქართველომ უნდა შეინარჩუნოს სანდო სატრანზიტო ქვეყნის სტატუსი. მეორე რიგში, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ჩვენი მეზობლების ეკონომიკური ინტერესები. ბოლოს კი, ეს დადებითად აისახება საქართველ იმ რაინებზე, რომელთა გავლითაც მოხდება მანქანების ნაკადის გადაადგილება. ეს მათ განვითარების ეკონომიკურ სტიმულს მისცემს.

ინტერვიუს დასრულებისას ბაღატურიამ აღნიშნა, რომ ქართულმა მხარემ ზემო ლარსის გავლით გადაადგილებაზე თანხმობა გასცა. ახლა საქმე რუსეთზეა.

 

სვეტლანა ბოლოტნიკოვა

კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100