RSS
на русском en in english
16.01.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

საარჩევნო „კომპრომისმა“ დისკრიმინაცია დააკანონა

01.12.2009  |  21:37

4735.jpegსაქართველოს რადიკალური ოპოზიცია, არ იზიარებს ხელისუფლების წარმომადგენლების საზეიმო განწყობილებას, გუშინ წარმოდგნილი საარჩევნო კოდექსის შესწორებების პროექტთან დაკავშირებით. ის რასაც მმართველი უმრავლესობა „კომპრომისს" უწოდებს, სინამდვილეში კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს, ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების არჩევნებში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური ოპონენტების დისკრიმინაციას. ამის შესახებ ესაუბრა GeorgiaTimes-ს კონსერვატიული პარტიის ლიდერი კახა კუკავა.

საქართველოს ხელსიუფლება აღფრთოვანებულია ქვეყანაში „პოლიტიკური კულტურის ამაღლებით". ამგვარი კომენტარი გაუკეთა პარლამენტის სპიკერმა დავით ბაქრაძემ საარჩევნო კოდექსის შესწორებების შესახებ შეთანხმებას, რომელსაც ხელი 8 პოლიტიკურმა პარტიამ მოაწერა. კონკრეტულად რომელმა პარტიებმა, მან არ დააზუსტა.

სპიკერი მნიშვნელოვნად მიიჩნევს კანონმდებლობაში თბილისი მერის პირდაპირი არჩევნების შესახებ პუნქტის შეცვლას, ვინაიდან ეს საკითხი დიდი ხნის განმავლობაში იწვევდა განხეთქილებას პოლიტიკურ ძალებს შორის. მაგრამ, ჯერ კიდევ გაზაფხულზე გადაწყვიტა ხელისუფლებამ, პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნების საფრთხის ქვეშ, ქალაქის მერის პოსტით დაეძვრინა თავი ოპოზიციისგან. თუმცა კი ქალაქის თავკაცობისთვის, ოპოზიცია კიდევ მოუწევს ბრძოლა არჩევნებზე, მომავალი წლის გაზაფხულს.

ბაქრაძემ გაიხსენა, რომ მმართველი ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლებისგან შემდგარი სამუშაო კომისიის მისამართით, ამ 10 თვის განმავლობაში, არაერთი შეურაცმყოფელი განცხადება კეთდებოდა. რადიკალები თავიდან კატეგორიულ უარს აცხადებდნენ თანამშრომლობაზე. შემდეგ დათანხმდენენ ტრადიციონალისტები და იარაკლი ალსანია მისი ახლად პარტიით „ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები". სექტემბერში მათ წინადადებას რესპუბლიკელები, კონსერვატორები, „სახალხო პარტია", პარტია „თავისუფალი საქართველო" და „ახალი მემარჯვენეებიც" შეუერთდნენ.

ხელსიუფლებამ ისეთი სახე მიიღო, რომ თითქოს და კომპრომისს ეძებდა. შედეგად კი გუშინ პარლამენტს წარუდგინეს ისეთი დოკუმენტი, რომლის ქვეშაც ხელმოწერა ირაკლი ალსანიამაც კი არ ისურვა. ოპოზიცია გატეხილ ვარცლთან დარჩა.

რა არსისაა შესწორებები? მთავარი, რათქმაუნდა, დედაქალაქის მერის პირდაპირი არჩევნებია. ადრე თბილისის თავკაცს გუბერნატორი წამოაყენებდა და ქალაქის საკრებულო ამტკიცებდა.

ასევე იცვლება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დანიშვნის პრონციპიც. ამიერიდან მას ცსკ-ოში შემავალი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აირჩევენ, პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი სამი კანდიდატურიდან. თუ კი ადგილობრივ კენჭისყრაზე ვერცერთი კანიდატი ვერ მიიღებს უპირატესობას, ცესკოს თავკაცს ქვეყნის პარლამენტი აირჩევს.

პროექტის თანახმად, საკრებულო 50 დეპუტატისგან შედგება, რომელთა ნახევარიც მაჟორიტარული პრინციპით იქნება არჩეული, დანარჩენი 25 კი - პროპორციული სისტემით. (ანუ ამომრჩევლები ორი ბიულეტენით აირჩევენ: ერთში ცალკეული კანდიდატების გვარები იქნება, მეორეში კი, პარტიების, რომელთაგანც ასევე სიები იქნება წარმოდგენილი). მანდატებს ის კანდიდატები მიიღებენ, რომლებიც გადალახავენ 4 პროცენტიან ბარიერს. არჩევნების ჩატარების ვადა 40-იდან 60 დღემდე გაიზრდება.

ბაქრაძის აზრით, ახალი დოკუმენტი „უფრო დემოკრატიულია", ვიდრე ძველი კანონი. „ვფიქრობ ჩვენ დიდი ნაბიჯი გადავდგით წინ. დისკუსიებისა და დებატების შემდეგ, საბოლოო ჯამში ჩვენ მივედით შეთანხმებამდე. ეს იმას ამტკიცებს, რომ სურვილის შემთხვევაში განსხვავებული პოლიტიკური ჯგუფები, შეიძლება კომპრომისზე წავიდნენ. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ცსკ-ოს თავმჯდომარის არჩევნებში აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ ოპოზიციის წარმომადგენლები",- ხაზგასმით აღნიშნა მან.

თუმცა, სპიკერის აღტაცებას არ იზიარებს რადიკალური ოპოზიცია. მაგალითად, კონსერვატიული პარტიის ერთერთი ლიდერი კახა კუკავა GeorgiaTimes-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ხელი არ მოაწერა საარჩევნო შესწორებების შეთანხმებას.

- ჩვენ თავიდანვე ვაფრთხილებდით ოპოზიციურ პარტიებს, რომ ამ კომისიის მუშაობაში მონაწილეობა უშედეგო იქნებოდა და ჩვენი პროგნოზი გამართლდა. შემუშავებული შესწორებები ოპოზიციის, ხელისუფლების ორგანოებში მოხვედრის აღკვეთის მექანიზმია,- განაცხადა პოლიტიკოსმა.

- თქვენი შეხედულებით, კონკერტულად რომელი შესწორებები ამცირებენ ოპოზიციის შესაძლებლობებს?

- პირველ რიგში, ეს 30 პროცენტიანი ბარიერია ხმის მიცემისას. ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში მიღებული სიტემაა, როდესაც გამარჯვებულმა უნდა მიიღოს 50 პროცენტი და პლიუს ერთი ხმა. ჩვენთან კი შესაძლოა მერი გახდეს ის კანდიდატი, ვის წინააღმდეგაც ხმა ამომრჩევლების 70 პროცენტმა მისცა! ეს არადემოკრატიულია. მითუმეტეს, რომ ხელისუფლების პარტიას, მისი ადმინისტრაციული რესურსით, თბილისში ზუსტად ხმების 30 პროცენტი ექნება.

- მაგარამ ოპოზიციას ხომ ხმათა უმეტესობა აქვს?

- ოპოზიციას 70 პროცენტი აქვს, მაგრამ ეს სხვა დასხვა პარტიებზე გადანაწილდება. 50-პროცენტიანი ბარიერი, რომ ყოფილიყო მეორე ტურში, ერთ ოპოზიციურ კანდიდატს გამარჯვების რეალური შანსი ექნებოდა.

- აქვს კიდევ სხვა ნაკლოვანებები კანონპროექტს?

- თბილისში სიტუაციას გააუარესებს ისიც, რომ მარვალმანდატიანი ოლქების მაგივრად, ერთმანდატიანი ოლქების შექმნეს. ეს სისტემა გაცილებით უფრო კომფორტულ პირობებს უქმნის ხელისუფლების პარტიის კანდიდატებს. თუ კი არჩევანი ერთი გვარით შემოიფარგლება, ხალხი ხომ ფულისთვის აძლევს ხმას. ფული კი, სწორედ ხელისუფლების პარტიის წარმომადგენლებს აქვთ.

- ანუ თქვენ წინაღმდეგი ხართ საარჩევნო კოდექსის შესწორებების?

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100