RSS
на русском en in english
28.03.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

ეუთო აანალიზებს რუსეთის ინიციატივას - საქართველო დაუფიქრებლად უარყოფს

04.12.2009  |  11:17

4768.jpegათენში მუშაობას ასრულებს ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს მეჩვიდმეტე სხდომა. გუშინ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ევრო-უსაფრთხოების შეთანხმების პროექტი წარმოდგინა. ახალ ინიციატივაზე სხვადასხვა ქვეყნების პოზიცია, არაერთგვაროვანია. საქართველო კი, ჯერ კიდევ ათენის შეხვედრამდე, გაცხარებით აკრიტიკებდა ახალ კონცეფციას. კრემლის ამ ინიციატივის შესახებ გაესაუბრა ქართველ და რუს ეასპერტებს GeorgiaTimes-ის კორესპონდენტი.

„დროა ევროპა შეიცვალოს. დადგა გადამწყვეტი ზომების მიღების დრო, რათა გადავლახოთ ევროტლანტიკურ რეგიონში არსებული უთანხმოება და აზრთა სხვადსხვაობა",- თავის გამოსვლაში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, ამ სიტყვებით წარადგინა ევროუსაფრთხოების შეთანხმების ახალი პროექტი.

როგორც, ცნობილია 2008 წელს დიმიტრი მედვედევი გამოვიდა - ევროპული უსაფრთხოების შეთანხმების პროექტის შემუშავების წინადადებით. პირველი დისკუსიები ამ პროექტის გარშემო 2008 წელს, ბერძნულ კუნძულ კორფუზე გაიმართა და ამიტომაც დაერქვა „კორფუს პროცესი". შემოთავაზებული რუსული პროექტი უსაფრთხოებისა და ევროტალანტკურ სივრცეში სახელმწიფოთა შორის ურთიერთობების საბაზო პრინციპების დადასტურებას შეიცავს.

როგორც იტყობინება GZT.ru, კრემლის პრეს-ცენტრში განაცხადეს, რომ შეთანხმების არსია -„ ევროატლანტიკის სამხდრო-პოლიტიკური უსაფრთხოების დარგში ერთიანი, განუყოფელი სივრცის შექმნა. რომლის საშუალებითაც შესაძლებელი გახდება ცივი ომის მემკვიდრეობისგან სამუდამოდ გათავისუფლება. საუბრაია იურიდიულ ვალდებულებებზე, რომლის თანახმადაც ევროატლანტიკაში ვერც ერთი სახელმწიფო და ვერცერთი ორგანიზაცია ვერ გაამყარებს საკუთარ უსაფრთხოებას, სხვა ქვეყნებისა და ორგანიზაციების ხარჯზე". ევროუსაფრთხოების შეთანხმების პროექტი 29 ნომებრს გამოქვეყნდა, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე.

ჯერ კიდევ ათენში პროექტის პრეზენტაციამდე, საქართველოში უკვე აღშფოთებას გამოხატავდნენ. თბილისი ხშირად ცდილობს ორთქმავლის წინ ირბინოს და არ ეშინია გასრესილი აღმოჩნდეს და რაც მთავარია ხელიდან არუშვებს შესაძლებლობას, მიზეზით თუ უმიზეზოდ გაკრიტიკოს რუსეთი. ასე რომ, ათენის სხდომის წინ, საქართველო ენაკვიმატობაში ვარჯიშობდა, ჩრდილოეთ სახლმწიფოს მისმართით.

თანაც კრიტიკა გაისომდა იფიციალურ და აროფიციალურ დონეზეც. მაგალითად, საგარეო სამქეთა მინიტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მედვედვის ინიციატივა - საკუთარი თამაშის წესების თავსმოხვევის მცდელობაა.

ქართველი ექსპერტი ვასილი ჭყოიძე, რუსეთის პრეზიდენტის ევროპული უსაფღთხოების შეთანხმების ახალ ინიციატივას აბსურდულს უწოდებს, როგორც ის აღნიშნავს, ჟურნალისტებთან საუბრისას, მოცემულ დოკუმენტში თითაოს და იგნორირებულია ამჟამდ მმოქმედი ისეთი უსაფრთხოების მექანიზმები, როგორებიცაა: ნატო და ეუთო, მთელი სიმძიმე კი გადატანილია გაეროს უსაფრთხოების საბჭოზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე, სრგეი ლავროვის გამოსვლამდე სულ ცოტახნით ადრე, შეეცადა გაზეთ „კომერსანტისთვის" მიცემულ ინტერვიუში, გაექილიკებინა ეს თემა: "ვფიქრობ, ვანკუვერიდან ვლადივასტოკამდე ახალი შეთანხმებების ხელმოწერის მაგივრად, უმჯობესი იქნებოდა მოსკოვს საკუთარ თავზე აქმდე უკვე, აღებული მოვალეობები შეესრულებინა".

მედვედევის მშვიდობიანმა ინიციატივამ, რატომ გამოიწვია ასეთი მძაფრი რეაქცია? სავარაუდოდ, ალბათ იმიტომ რომ, თბილისში მზად არინ, მოსკოვის ნებისმიერ პროექტს შეეწინააღმდეგონ. ამ შემთხვევაში კი გადაწყვიტეს პრევენციული ზომები მიიღონ - ღმერთმა არ ქნას, რომ ოკეანის გაღმა მხარი დაუჭირონ რუსეთის ინიციატივას, აბა ვის წინააღმდეგ იმეგობროს მაშინ საქართველომ?

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მოსკოვის ინიციატივას ჯერჯერობით მხურვალე მხარდაჭერა არ მიუღია. მაგრამ, ასეთი სერიოზული საკითხები, ასე სწრაფად ხომ არ წყდება. უნდა ვივარაუდოთ, რომ ახალი რუსული ინიციატივა გააზრების სტადიაშია. როგორც „კომერსანტი" წერს, როდესაც სხდომა დაიწყო, ის ადამიანები ვინც რამოდენიმე წუთის წინ გაცხარებით აკრიტიკებდნენ რუსეთის ინიციატივას, დადუმდნენ. ევროკავშირის ქვეყნების საგარაო საქმეთა მინისტრების უმეტესი ნაწილი, რომლებიც სხდომაზე ერთი მეორის მიყოლებით გამოდიოდნენ, ეთანხმებოდნენ იმ აზრს, რომ ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურა სრულყოფას საჭიროებს. თუმცა კი არ მოიხსენიებდნენ მოსკოვის მიერ. რამდენიმე დღით ადრე ევროპის ყველა დედაქალაქში დაგზავნილ შეთანხმების პროექტს.

იყო კრიტიკაც. მაგალიად, საფრანგეთის საგარეო სამქეთა მინისტრმა ბერნარ კუშნერმა საკუთარი გამოსვლა შენიშვნით დაიწყო, რომ მიუხედავად საერთო უსაფრთხოების განმტკიცებაზე საუბრებისა, კონფლიქტი საქართველოშო დღემდე არ არის დარეგულირებული. უფრო მეტიც, მან შეხსენება გააკეთა, რომ წელს ამ რეგიონიდან გამოაგდეს ეუთოს დამკვირვებლები.

რიგი ევროპელი პოლიტიკოსების აზრით, რუსეთის მიერ შემოთავაზებული შეთანხმების იდეები მეტად ბუნდოვანია და ჯერჯერობით ნაადრევია ევროპის უსაფრთხოეების სისტემის გარდაქმნაზე საუბარი. ვაშინგტონი, მოსკოვთან „გადატვირთვის" ფონზე, ნეიტრალური განცხადებით შემოიფარგლა, რომ კრემლის ინიციატივას დაკვირვებით შეისწავლიან.

„პრეზიდენტმა ობამამ მიიღო პრეზიდენტ მედვედევის წერილი, რომელიც ევროპული უსაფთხოების შეთანხმების გეგმას შეიცავდა. ჩვენ ყურადღებით შევისწავლით ამ წინადადებას და მივესალმებით დიალოგის გაგრძელების საშუალებას, რომელიც ეუთოს ჩარჩოებში უნდა წარიმართოს".- გადმოსცემს რია ნოვოსტი, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის ჯეიმს სტეინბერკის მიერ გახმოვანებულ განცხადებას.

ამასთან ერთად, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ აღნიშნა, რომ ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის რეფორმირება, არ უნდა შეეხოს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის როლს.

კრემლის ინიციატივის შესახებ გაესაუბრა GeorgiaTimes-ს კორესპონდენტი ქართველ და რუს ექსპერტებს.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100