RSS
на русском en in english
20.10.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

”დემოკრატიული” დიქტატურა, ან ყველაფერი სააკაშვილის ხელშია

07.12.2009  |  10:06

4779.jpegსაქართველო ევროსტრუქტურებისკენ მიისწრაფვის. ამაში ერთსულოვანია ხელისუფლებაც და ოპოზიციას. ამის გამო მით უფრო პარადოქსულია გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ არ შეუშვან ქვეყანაში რუსი ექსპერტები ან გაასამართლონ პოლიტოლოგი ჯაშუშობისთვის. შეესაბამება თუ არა "დემოკრატიულ პრინციპებს", რომელსაც თბილისი დიდი ხანია ეფარება, სააკაშვილის ერთპიროვნული გადაწყვეტილებები: ვინ შეუშვას და ვინ არა; ვინ გაასამართლოს და ვინ არა? აი ასე გამწვავდა ჯაშუშომანიის სინდრომი.

ახლახან სააკაშვილმა გაახმოვანა ხელისუფლების მორიგი არაასეკვატური გადაწყვეტილება რუსი ექსპერტების ქვეყანაში შესვლის აკრძალვის შესახებ. თუმცა ამის შესახებ საზოგადოებას არა პრეზიდენტმა, არამედ მისმა პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგაკაძემ ამცნო.

სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ რუსი ექსპერტები აქტიურად თანამშრომლობენ რუსულ სპეცსამსახურებთან და მხარეს უჭერენ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას.

მანჯგალაძის თქმით, ჯაშუშობაში მხულებულები არიან რუსეთის არქივი დირექტორი სერგეი მირონენკო და კავკასიური კვლევითი ცენტრის უფროსი სამეცნიერო თანამშრიმელი ნიკოლაო სილაევი, სწორედ ისინი არ დაუშვეს თბილისში კონფერენციაზე.

სპეცსამსახურებთან ამ ადამიანების თანამშრომლობის არანაირი დამადასტურებელი საბუთი არ არსებობს. შეიძლება, მიხეილ სააკაშვილის სპეცსამსახურებზე მომუშავე ხალხის საკუთარი მონაცემთა ბაზა გააჩნია. მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ყველაფერი საკმაოდ უცნაურად გამოიყურება, რადგანაც გამოდის, რომ ქვეყანაში შესვლა ლიმიტირებულია არა კანონმდებლობის, არამედ ვინმეს პირადი გადაწყვეტლების მიხედვით.

ახლა რუსეთის მოქალაქეებისთვის ბევრად უფრო ადვილია საქართველოში მოხვედრა, ვიდრე საქართველოს მოქალაქეებისთვის - რუსეთში. ქართული მხარე გამუდმებით უსვამს ხაზს, რომ საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა და მისი საზღვრები ყოველთვის ღიაა უცხოელებისთვის, მათ შორის რუსებისთვისაც. ამბობენ, რომ ვიზის მიღება შეიძლება პირდაპირ აეროპორტშივე ყოველგვარი ბიუროკრატიული მავთულხლართებისა და გრძელი რიგების გარეშე.

თუმცა ეს სიმართლეს სულაც არ შეესაბამება, რადგანაც ირკვევა, რომ პრეზიდენტმა საკუთარ თავზე აიღო მთავარი დამკვირვებლის ფუნქცია. ამასთანავე, როგორც თბილისში თვლიან, ყველაფერი შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.

სააკაშვილის პრეს-სპიკერმა აღნშნა, რომ პრეზიდენტი არ მიესალმება საქართველოში მხოლოდ ორი კატეგორიის ხალხის ყოფბას: "ოკუპაციური ჯარების სამხედროებისა და რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის ჯაშუშების". თუმცა მიხეილ სააკაშვილის თქმით, მისთვის გასახარია საქართველოში რუსი ტურისტების, ბიზნესმენების, ხელოვანების, სპორტსმენების და რიგითი მოქალაქეების ჩამოსვლა.

არავინ იცის, კვლავ აპირებენ თუ არა სააკაშვილი და მისი მოკავშირეები ჩვეულებრივ ხალხზე ჯაშუშების იარლიყების მიკერებას. ყოველ შემთხვევაში, როგორც უკანასკნელი ინციდენტი მოწმობს, არაფერია გარანტირებული.

ქართველი ექსპერტი გოგი ხუციშვილი, რომელიც დაგეგმილ პრესკონფერენციაზე უნდა შეხვედროდა რუს კოლეგებს, გაოცებულია. "მე ვიყავი მიწვეული იმ შეხვედრების დაგეგმვაზე, რომლებშიც მონაწილეობა უნდა მიეღოთ რუს ექსპერტებს",- აცხადებს ხუციშვილი.

სამაგიეროდ, ისევე როგორც ყველა ტოტალიტარული რეჟიმის საუკეთესო ტრადიციებში ფესვგადგმულია შესაშური ერთსულოვნება. როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენი დროებითი საპარლამენტო კომისიის თავჯდომარე შოთა მალაშხია ამბობს, "საზოგადოება საკადრის პასუხს გასცემს ყველას, ვინც მოიწვევს მსგავს ექსპერტებს". ხოლო საერთაშორისო საქმეებში საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელის მოადგილემ ირაკლი ქავთარაძემ კი დეპორტირებულ რუსებს უწოდა "პუტინის კარის ემისარები".

რუსი ექსპერტები მომხდარს ირონიით უკეთებენ კომენტარებს. რუსეთის აკადემიის მოწინავე მეცნიერი ალექსეი მილერი, რომელის თბილისში კრემლის აგენტად გამოაცხადეს, თვლის, რომ უბრალოდ საქართველოში ვიღაცას ძალიან მოსწყინდა სკანდალების გარეშე.

"ჯგუფს რომ შევხედოთ, მაშინ უფრო უწყინარი პოლიტიკური თვალასაზრისით შეიძლებოდა ყოფილიყო პინგ-პონგის გუნდი. ეს აკრძალვა კი იმაზე მეტყველებს, რომ ვიღაცას არ სურდა რუს მეცნიერებს გაზიარებინათ ქართველი კოლეგებისთვის აზრი",- თქვა მან და ხაზი გაუსვა, რომ არანაირი სურვილი არ აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით სკანდალი ააგოროს.

იმ დღეებში, როდესაც სათავეს იღებდა რუს ექსპერტებთან დაკავშირებული სკნადალი, თვილისის საქალაქო სასამართლოში დაიწყო პოლიტოლოგი ვახტანგ მაისასია პროცესი. მას ბრალის ედება რუსეთის სასარგებლოს ჯაშუშობაში.

მაისაია დააკავეს ამ წლის მაისში, იმ დღეს, როდესაც მუხროვანის სამხედრო ბაზაზე აჯანყება ჩაახშეს. თბილისთვი იმ დროს ოპოზიციის მასობრივი საპროტესტო აქციები ტარდებოდა სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით.

ექსპერტს ჯაშუშობაში ბრალი პირადად სააკაშვილმა დასდო. ის ამტკიცებდა, რომ რამდენიმე წლის წინ ის რუსეთის სპეცსამსახურებმა დაიქირავეს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს კი, როგორც სააკაშვილი ამტკიცებს, მაისაია ნახევარ საათსი ერთხელ აძლევდა მტერს საქართველოს ჯარის დისლოკაციის შესახებ ინფორმაციას და მტერივ იმ ადგილებში ახორციელებდა დარტყმებს.

დაკავებიდან ცოტა ხნის შემდეგ მაისაიამ აღიარა ბრალდება. თუმცა მოგვიანებით მან განაცხადა, რომ ეს "აღიარება" ზეწოლის ქვეშ გააკეთა. ამას გარდა, პოლიტოლოგმა აღნიშნა, რომ ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები მისგან მოითხოვდნენ ისეთ ჩვენებებს, რომლებიც მოახდენდა მრალჩინოსნებისა და ზოგიერთი უცხოელი დიპლომატის მხილებას.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100