RSS
на русском en in english
20.01.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

„მაესტროს“ მასმედიის თავისუფლება არ ეხება

08.12.2009  |  23:02

4805.jpegცვლილებები საკაბელო ტელევიზია „მაესტროში", ოკეანის გაღმაც კი, შენიშნეს. ამერკიული მასმედია სეროზულად შეფიქრიანებულია შეკითხვით, ძალუძს კი ახალ მმართველ ეროსი კიწმარიშვილს (ფოტოზე), რომელმაც თავის დროზე „რუსეთავი-2"-ის საშუალებით დაუჭირა მხარი „ვარდების რევოლუციას", იგივეს განმეორება შეძლოს ახალი ტელეკომაპანიით. და წინასწარვე იძლევიან გაფრთხილებას: რომ აშშ არ დაეხმარება მათ.

ეროსი კიწმარიშვილი - ადამიანი, რომელმაც შეცვალა ქართულლი ტელევიზია და 2003 წელს ვარდების რევოლუციას დაეხმარა გამარჯვებამდე გახურებულიყო, რამაც მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში მოიყვანა. ის დღეს აცხადებს, რომ სააკაშვილის გადმოგდებაც ძალუძს თბილისური პაწაწინა ტელეკომპანიის მეშვეობით, წერს ამერიკული პორტალი EurasiaNet.

პუბლიკაციის ავტორის აზრით, კიწმარიშვილის დაბრუნება, საქართველოში წინააღმდეგობის ახალი ტალღის აგორების მანიშნებელია.

„მოვაწყობ თუ არა მე რევოლუციას? ვისაც სურს, დაე მოაწყოს რევოლუცია. ეს მისი უფლებაა,- განაცხადა კიწმარიშვილმა EurasiaNet.org ახლახანს მიცემულ ინტერვიუში - მე კი ისეთი ტელეარხის ორგანიზებას ვაპირებ, რომელიც მოყვება იმ ყველაფერზე, რაც ხდება საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. თუ კი ეს ღია ინფორმაცია პროტესტისკენ უბიძგებს ადამიანებს, რომლებიც გარშემო გამაფებულ უსამართლობას დაინახავენ, ეს მათი კონსტიტუიციური უფლებაა".

როგორც ადრე წერდა GeorgiaTimes-ი, ნოემბერში ტელერხის დამფუძნებელმა მამუკა ღლონტმა შეატყობინა ჟურნალისტებს, რომ ხელისუფლება ზეწოლას ახდენს საკაბელო ქსელებზე, რათა მათ არ მოახდინონ „მასტროს" გადაცემების ტრასნლირება. კაბელურ ქსელებთან კონტრაქტის გაუქმების შაემთხვევაში, ტელეარხი მხოლოდ ინტერნეტით შეძლებს მაუწყებლობას.

თანამგზავრულ მაუწყებლობაზე ლიცენზია „მაესტრომ" ჯერ კიდევ ზაფხულში მიიღო. ამ ფაქტით, გაეროს ტრიბუნიდანაც კი მოიწონა თავი მიხეილ სააკაშვილმა. მაგრამ, კოსმოსური მაუწყებლობის უფლებით სარგებლობა, ტელერხმა დიდ ხნის განმავლობაში ვერ შეძლო.

როგორც მამუკა ღლონტმა განაცხადა, თანამგზავრზე გასასვლელად, ყოველთვიურად 18 ათასი დოლარის გადახდაა საჭირო და დამფუძნებლებს ასეთი თანხები არ გააჩნდათ. ამაში ნაწილობრივ, მთავრობის ხელიც შეიმჩნევა, რომელიც მეწარმეებს აკონტროლებს და უკრძალავს მათ რეკლამის განთავსებას ოპოზიციურ ტელეარხებზე.

კიწმარიშვილი მოსვლით სიტუაცია „მაესტროში" შესაძლოა კარდინალურად შეიცვალოს.

ახალა იქ მცირე ხელფასის საფასურად, სულ 20 ადამიანი მუშაობს. საქართველოს ექს-ელჩი რუსეთში პირობას დებს, რო მასეტროში მოიწვევს სამუშაოდ იმ ჟურნალისტებს, რომლებიც რიგი მიზეზების გამო უსაქმოდ დარჩნენ, მათ შორის „რუსთავი-2"-ის ყოფილ თანამშრომლებსაც.

კიწმარიშვილმა არ დააზუსტა ტელეკომპანიის დაფინანსების წყარო, თუმცა კი განაცხადა, რომ ყველაფერი კანონის ფარგელბში მოხდება. მოგვიანებით გავრცელდა ჭორები, რომ „მასეტროს" ახალი მმართველი, ევროპაში თავისი უკანასკნელი ვიზიტისას, საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს შეხვდა და სახსრების გამოყოფის დაპირებაც მისგან მიიღო.

ასევე, გაზეთ „ალიას" ერთერთი წყაროს ინფორმაციით, მოლაპარაკლებები მიმდინარეობს აშშ-ში მცხოვრებ ქართველ ბიზნესმენთან, ვინმე ზანდუკელთან, რომელიც ამერიკის კოსმოსური სააგენტო NASA-ს აღმოსავლეთ ევროპული განყოფილების ხელმძღვანელია. ის ქართულ პოლიტიკაში გეგმავს ფულის ჩადებას და ამისათვის, პირველ ეტაპზე დაფიანანსებას გამოუყოფს „მაესტროს".

ამერიკული გამოცემა ვარაუდობს, რომ ეს დახმარების ძიება, პოლიტიკურად ანგაჟირებულ ძალებთან „შესაძლოა ნეგატიურად აისახოს" გრანტების მიღებაზე, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსგან.

თანაც ევროპელებმაც წამოიწყეს განაცხადების შეგროვება, საქართველოში მედია პროექტების დაფინანსებაზე, პროგრამის „მასემედიის როლის, როგორც მაკონტროლებელი ინსტიტუტის გაძლიერება საქართველოში" ფარგლებში.

ქვეყანას მართლაც, ჰაერივით სჭირდება სამთავრობო იდეოლოგიისგან თავისუფალი ტელერხების მხარდაჭერა. ის ტელევიზები, რომლებიც მაუწყებლობენ ამჟამად საქართველოს ყველა რეგიონზე, ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის დასკვნის მიხედვით, „რუსთავი-2", „მზე", და „იმედი ტვ", პრაქტიკულად არ აკრიტიკებენ სააკაშვილის მთავრობას. ხოლო, კაბელურ „კავკასიას" და „მაესტროს" მხოლოდ დედაქალაქში მაუწყებლობის გამო, არ აქვთ ფართო აუდიტორიასთან შეხება.

თუმცა, მათ ამის მიუხედავადაც არ ჰქონდათ ამერიკული ან ევროპული გრანტების იმედი, საქმე იმაშია, რომ საქართველოს მთავრობა ძალზე მიკერძოებულად ანაწილებს ამგვარ დახმარებებს.

მაგალითად, შარშან აშშ-მ გამოუყო საქართველოს ფული, რომელიც უნდა მოხმარებოდა ქვეყანაში თავისუფალი მასმედიის და სამოქალაქო საზოგადოებების განვითარებას. თუმცა, საერთაშორისო ორგანიზაციებმა, რომლებმაც ამ სახსრების გახარჯვა შეისწავლეს, დაასკვნეს, რომ ამ თანხიდან 20 მილიონი „უკვალოდ" აორთქლდა. არა, მთავრობას ის არ მიუთვისებია. ყველაფერი გაცილებით უფრო ნატიფად გაკეთდა.

როგორც გამოითვალა ქართულმა გაზეთმა „ვერსიამ", რომლის ციტირებასაც ახდენს სს „რეგნუმი", ეს 20 მილიონი დოლარი მართლაც აღნიშნულია კერძო ტელეკომპანიების შემოსავლებში. სახსრების საერთო მოცულობიდან გამომდინარე, ეს თანხა არ შეიძლებოდა მიღებული ყოფილიყო საეთერო დროის, რეკლამისათვის გაყიდვის ხარჯზე. როგორც ჩანს სწორედ ეს არის, ხსენებული ამერიკული დახმარება, მაგრამ არაგამჭვირვალე გზით შემოსული, რისი გამოკვლევაც ექსპერტებმა ვერ შეძლეს.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100