RSS
на русском en in english
26.05.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

მედვედევმა ქართველები დააიმედა

10.12.2009  |  10:14

4820.jpegრუსეთისა და საქართველოს ურთიერთობები, აგვისტოს მოვლენების შემდეგ, მსოფლიო საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. დღეს, მოსკოვში მე-4 ევროაზიურ მედიაფორუმზე, რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის გამოსვლაში, საქართველო-რუსეთის ურთიერთობებს დიდი ყრადღება დაეთმო. მან მეზობელ ქვეყანასთან ურთიერთობების მონახაზი გააცნო საზოგადოებას და დიასპორის წარმომადგენლები დააიმედა, რომ აღდგენილი იქნება პირდაპირი ავიაკავშირი. თუმცა, თბილისი ამ განცხადებას, სულაც არ შეხვდა კეთილგანწყობით.

ვინ წარმოიდგენდა, რომ დღეს ევროპისა და აზიის მედია ფორუმზე, ამდენს ისაუბრებდნენ საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე. თანაც, პოლიტიკოსებმა და ექსპერტებმა კი არ წამოაყენეს საკუთარი წინადადებები, არამედ თავად რუსეთის პრეზიდენტმა წარმოადგინა, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების პერსპექტივის მონახაზი.

ფორუმის ციტატები, უმალ გამოქვეყნეს საინფორმაციო სააგენტოებმა, როგორც მთავარი სიახლეები, ისინი კი ვინც ტელევიზორებთან აღმოჩნდნენ, ზეიმობდნენ.

„მედვედევმა პირობა დადო, რომ აღადგენს პირდაპირ მიმოსვლას მოსკოვსა და თბილისს შორის და ვიზებიც კი შეიძლება გაუქმდეს"- შემატყობინა ნაცნობმა ქართველმა ქალბატონმა, რომელიც ტყვიასავით შემოვარდა ოფისში და თან ძლივს სუნთქავდა ან გაოცებისგან, ან ამ იმედებით გამოწვეული აღელვებისგან.

არც ისაა დასამალი, რომ დამსწრეთა უმეტესმა ნაწილმა, გახარებულ სტუმარს არც კი დაუჯერეა. საინფრორმაციო ომის ფონზე, ორივე ქვეყნის ხელმძღვანელების ერთმანეთის მისამართით უხეში და მკაცრი განცხადებების შემდეგ, დაუჯერებლად გამოიყურება ასეთი დათბობა - პიდაპირი ავიამიმოსვლა, ვიზების გაუქმება, ქართული ღვინოების და „ბორჯომის" დაბრუნება?

თუმცა, სჯობს თანამიმდევრულად მოვყვეთ. რაც შეეხება ვიზებს, როგორც საინფორმაციო სააგენტოები იტყობინებიან, დიმიტრი მედვედევმა მართლაც, მათი გაუქმების იმედი გამოთქვა. „ჩვენ ახლა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მიმართულებით ვმოძრაობთ. ვიმედოვნებ, რომ ეს უახლოეს მომავალში მოხდება. ასევე ვიმედოვნებ, რომ ასეთი დრო დადგება საქართველოსა და რუსეთისთვისაც".- განაცხადა მედვედევმა, რია-ნოვოსტის მიერ ორგანიზებულ მედიაფორუმზე გამოსვლისას.

ამ იმედით ცხოვრობს უამრავი ქართველი, რომელთა ნათესავებიც რუსეთში ცხოვრობენ და ისინი წლობით ვერ ნახულობენ ერთმანეთს.

დამაიმედებელი, მართლაც ბევრი რამ თქვა რუსეთის პრეზიდენტმა. სხვა თუ არაფერი, ქართული პროდუქციის მწარმოებლებისთვის მაინც, რომლებიც რუსეთი ემბარგოს გამო მიღებული ზარალის შემდეგ, ვეღარაფრით გასწორდნენ წელში.

ქართველი ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ როდის იქნება შესაძლებელი ქართული პროდუქციის რუსეთის ბაზარზე დაბრუნება - მედვედევმა უპასუხა, რომ:"ამასთან დაკავშირებით არანაირი პრბლემები არ უნდა იყოს, თუ კი პროდუქცია „ლეგალურად" იქნება შემოტანილი.

რუსეთმა, ჯერ კიდევ 2006 წელს შეზღუდა ქართული ღვინისა და მინერალური წყლების შემოტანა, რისთვისაც სანიტარული ნორმების დარღვევა მოიმიზეზა. თბილისში ამას შურისძიება დაარქვეს, პოლიტიკური უთანხმოებისა და ქვეყნის პროდასავლური კურსის გამო.

ამჯერად, მედვედევი მშვიდობისმყოფელივით გამოვიდა. მიუხედავად ყველა უთანხმოებისა და აზრთა სხვადასხვაობისა, არ შეიძლება იმის დავიწყება, რომ რუსეთისა და საქართველოს ხალხებს საუკუნოვანი ისტორია აკავშირებთ, აღნიშნა მედვედევმა. „ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ყველაფერი პოზიტიური, რაც კი იყო გაკეთებული, ეს უმთავრესია. ჩვენ უბრალო ყოფით საკითხებზე მაღლა უნდა დავდგეთ".- აღნიშნა მან.

პრეზიდენტმა გამოხატა დარწმუნება, რომ პირდაპირი ავიარეისების განსახორციელებლად და სასაზღვრო პუნქტ „ზემო ლარსის" გახსნისათვის, არ არსებობს „განსაკუთრებული სირთულეები", ვინაიდან ეს „უბრალო ადამიანების ინტერესებს ეხება".

მედვედევის თქმით, რუსეთისა და საქართველოს პოლიტიკური ურთიერთობები გაფუჭდა და არა რუსეთის ფედერაციის გამოისობით.

„მე არაერთხელ ვთქვი, რომ არ ვაპირებ კონტაქტს, მმოქმედ პრეზიდენტთან და ზოგიერთ სხვა ხელმძღვანელთან. ჩვენი გზები გაიყარა და ჩვენი მოვლენათა შეფასებებიც, ძალზე განსახვავებულია. მე ვთვლი, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს პირდაპირი იურიდიული პასუხისმგებლობა ეკისრება ჩადენილი ბოროტმოქმედებების გამო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ სამომავლოდ უნდა გადავდოთ ყველა სხვა ურთიერთობები. ჩვენს ხალხებს შორის - საუკუნოვანი მეგობრობა არსებობს და განსაკუთრებული ისტორია",- თქვა რუსეთის ლიდერმა.

როგორო პარადოქსულიც არ უნდა იყოს, თბილისში, რუსეთის ლიდერის ამ დამაიმედებელ განცხადებას ქართულ-რუსული ურთიერთობების პერსპექტივებზე, მტრულად შეხვდნენ. იქ კვლავ ულტიმატუმების გზა აირჩიეს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი გაბაშვილმა, რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის გამოსვლას, ნაჩქარევად გაუკეთა კომენტარი და ფრიად მკაცრი ფორმულირებებით, რამაც საერთო ჯამში, ესესაა გაჩენილი იმედები, კვლავ ჩაკლა უბრალო ხალხში.

„საქართველოსა და რუსეთის რეალური დაახლოება და ურთიერთობების აღდგენა, ჩვენს ინტერესებშიც შედის, მაგრამ ეს მხოლოდ საქართველოს დეოკუპაციის გზით მოხდება. იმ დროს როდესაც, საქართველოს ოკუპაცია კვლავ გრძელდება, ახალ ურთიერთობებზე საუბარი შეუძლებელია",- განაცხადა გაბაშვილმა და აღნიშნა, რომ თუ კი რუსეთის მიდგომა საქართველოს მიმართ, რუსეთის ამჟამინდელი ხელისუფლების მხრიდან შეიცვლება, საუბარი შესაძლოა დაიწყოს, ქვეყნებს შორის რელურად ურთიერთობების აღდგენაზე.

საეჭვოა, ამგვარმა განცხადებებმა ხელი შეუწყოს, არა თუ სახელმწიფოთა შორისი პრობლემების მოგვარებას, არამედ რაიმე სახის კონსტრუქციული დიალოგის წამოწყებასაც კი.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100