RSS
на русском en in english
25.07.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

გუდავაძე პრეზიდენტი, ხოლო ებრალიძე პრემიერი?

14.12.2009  |  10:11

4839.jpegმორიგი საინფორმაციო შეტევა განხორციელდა, რუს-ქართველი ოლიგარქის ბადრი პატარკაციშვილის ქვრივზე ინა გუდავაძეზე. მასმედია იტყობინება, რომ ის აწარმოებს მოლაპარაკებებს რუს ბიზნესმენ, "საქართველოს ხალხების მსოფლიო კონგრესის" პრეზიდენტ ალექსანდრე ებრალიძესთან, რომელმაც რამოდენიმე ხნის წინ განაცხდა, რომ განზრახული აქვს საქართველო ჩაუდგეს სათავეში. როგორც ჩანს, პატარკაციშვილის ქონებისათვის მებრძოლი გუდავაძის კონკურეტები, ყურადღებას არ ადუნებენ.

"საქართველოს ხალხების მსოფლიო კონგრესმა". პატარკაციშვილის ქვრივთან ინა გუდავაძესთან რაიმე სახის მოლაპარაკებების წარმოების შესახებ ინფორმაცია, უარყო. "ალექსანდრე ებრალიძე ამგვარ ინფორმაციას კომენტარსაც კი არ უკეთებს" - განუცხადეს GeorgiaTimes ორგანიზაციის პეტერბურგის ოფისში. ბიზნესმენი ამ ჭორს, სისულელედ მიიჩნევს.

ინა გუდავაძის პრეს-მდივანმა ნონა ყანდიაშვილმც GeorgiaTimes-თან საუბრისას, უარყო მოალაპარაკებების ფაქტი. მისი თქმით, ეს "სრული სიცრუეა". მილიარდებიანი ქონების მემკვიდრის წინააღმდეგ "გრძელდება ბინძური ფიარ-კამპანია". შეკითხვაზე, ვინ შეიძლება ამ ყველაფრის უკან იდგეს, ყანდიაშვილმა უპასუხა: "შეეცადეთ თავად მიხვდეთ".

გუშინ, ზოგიეთმა საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა სიახლე იმის შესახებ, რომ საქართველოს ოპოზიცია, რუსეთში ერთიანდება. საუბარი იყო "საქართველოს ხალხების მსოფლიო კონგრესსა" და რუსეთის მოქალაქე ინა გუდავაძეს შორის, თითქოს და უკვე დასრულებულ მოლაპარაკებებზე. ამ ვერსიის თანახმად, გუდავაძე ვითომც დათანხმა ქართული დიასპორების კოორდინირებას: დიდ ბრიტანეთში, ესპანეთში, იტალიასა და საბერძნეთში.

წელს შექმნილი ორგანიზაციის თავკაცმა, ბათუმში დაბადებულმა რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე ებრალიძემ, რამოდენიმეჯერ გააკეთა განცხადება საქართველოს პრეზიდენტად ბალატირების განზრახვის შესახებ. მან უკვე მიმართა ოფიციალური განცხადებით სქართველოს ხელისუფლებას, მისთვის საქართველო მოქალაქეობის მინიჭებაზე. თუმცა კი, პასუხი ჯერ არ მიუღია.

თუმცა პრეზიდენტობის კანდიდატობისთვის, მხოლოდ ქართული პასპორტი არ არის საკმარისი. ამისათვის საქართველოში, როგორც მინიმუმ 10 წელი უნდა დაჰყო და არჩევნების დროისათვის იქ ცხოვრებბაა საჭირო. ებრალიძე კი, საქართველოდან ჯერ კიდევ 1971 წელს წავიდა.

თუმცა, ჯერჯერობით მისთვის საქართველოსკენ გზა ჩაკეტილია. არა თუ ის, ქართველმა მებაჟეებმა მის მიერ შექმნილი ალექსანდრე ნეველის სახელობის ისტორიულ-ლიტერატურული პრემიის საორგანიზაციო კომისიის წევრებიც კი გააბრუნეს, რომლებიც საქართველოს ხალხების მსოფლიო კონგრესის ოფისის პრეზენტაციაზე მოფრინავდნენ და პოლიტიკასთან ფრიად განყენებული შეხება აქვთ.

მარინა გუსეეევას და ალექსანდრე ველიკოგონენკოს არაფერი განუმარტეს, გაძევების აქტი შეადგინეს და ერევნის რეისზე დასვეს ( ვინაიდან პირდაპირი საჰაერო კავშირი მოსკოვთან არ არსებობს). განმარტების მაგვარი რაღაც, გამოჩნდ იმის შემდეგ, როდესაც დეკმებრის დასაწყისში საქართველო აეროპორტიდან უკან გამოაბრუნეს, ქართველი კოლეგების მიერ მოწვეული, რუსი ექსპერტების ჯგუფი.

პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, საკუთარი პრეს-სპიკერის მეშვეობით განმარტა, რომ საქართველოში მხოლოდ და მხოლოდ "საოკუპაციო არმიის" წარმომადგენლებს არ უშვებს, ანუ რუს სამხედროებს და ჯაშუშებს. რადგანაც გუსეევა და ველიკოგონენკო სამხედროები არ იყვნენ, ალბათ ჯაშუშების რიგში მოხვდნენ. ხოლო რუს აგენტებად ისინი, მხოლოდ და მხოლოდ ალექსანდრე ებრალიძესთან თანამშრომლობის გამო გამოცხადეს.

ისიც უნდა ითქვას, ამ პეტერბურგელის ამბიციებიც ძალზე გადაჭარბებულია და სუალც არ შეესაბამება მის რეალურ ავტორიტეტს საქართველოში. ამიტომაც, თბილისში მის უკან სასწრაფოდ რუსეთის სპეც-სამსახურები მოიაზრეს. თანაც, რუსეთის პრემიერი და პრეზიდენტიც - ნევაზე განლაგებული ქალაქიდან არიან და ეს გარკვეული ვერსიების შექმნის საბაბს იძლევა.

როგორც წერს, რუსეთის ნაციონალური სიახლეების სააგენტო, ალექსანდრე ებრალიძე გარკვეული გავლენით სარგებლობს კრემლში და დღესდღეისობით ერთადერთი რუსეთისადმი მეგობრულად განწყობილი პოტენციური კანდიდატია საქართველო პრეზიდენტის პოსტზე. თანაც, საქართველოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილისათვის, რომლებიც ოცნებობენ მშვიდობაზე, სიმშვიდეზე, სტაბილურობასა და რუსული ბაზრის ხელმისაწვდომობაზე, ებრალიძის ფიგურა შესაძლოა საკმაოდ მომხიბლავიც აღმოჩნდეს.

მაგრამ, სწორედ მის "პოპულარიზაციისათვის" არის თითქოს და საჭირო ინა გუდავაძე. მან აქტიურად დაუჭირა მხარი საქართველოს ოპოზიციის მასობრივ საგაზაფხულო გამოსვლებს. საპროტესტო აქციების ერთერთი მთავარი მოთხოვნები იყო, მისი აწ გარდაცვლილი მეუღლე-ოპოზიციონერისთვის კუთვნილი მთაწმინდის პარკის და ტელეკომპანია "იმედის" დაბრუნება.

საინფრომაციო სააგენტო შეხსენებას აკეთებს იმაზეც, რომ თითქოს და გუდავაძემ მოწოდებით მიმართა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, რუსეთის კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლებისა და თავისუფლების მხარდასაჭერად გამოვიდნენ და დაიცვან ის. გუდავაძე აცხადებს, რომ დაიღალა პატარკაციშვილის მემკვიდრეობის განაწილების საქმეში, საქართველოს სასამართლო ინსტანციებში სამართლიანობის ძიებაში.

თუმცა GeorgiaTimes-ი უკვე წერდა, რომ პატარკაციშვილი ქვრივმა უარყო ჭორები რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მიმართვის შესახებ და თავად ამ უწყებასაც ამასთან დაკავშირებით არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია. თავად საინფორმაციო სააგენტოს შექმნის ისტორიას, რომელიც ამ უსაფუძვლო ინფორმაციებს ავრცელებს, ბორის ბერეზოვსკისთან მივყავართ... რომელსაც ასევე სასამართლოში აქვს შეტანილი სარჩელი, პატარკაციშვილის მემკვიდრეობასთან დაკავშირებით.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100