RSS
на русском en in english
26.03.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

დათბობა თუ მხოლოდ საუბრები ურთიერთობების გალღობაზე?

14.12.2009  |  10:18

4841.jpegარც ისე დიდი ხნის წინ, ქართველი და რუსი ექსპერტები ერთხმად აცხადებდნენ, რომ მოცემული მომენტისთვის თბილისსა და მოსკოვს შორის ურთიერთობების დათბობას, არ უნდა მოველოდეთ. ამიტომაც, მით უფრო მეტად მოულოდნელად და დამაიმედებელად გაიჟღერა რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის გუშინდელმა განცხადებამ, ქვეყნებს შორის ურთიერთობების განახლების პერსპექტივებზე. GeorgiaTimes-ის კორესპონდენტი მოსკოვსა და თბილისში არკვევდა: უნდა ველოდეთ თუ არა ურთიერთობებში რეალურ დათბობას - თუ ეს მხოლოდ სასურველის, ჭეშმარიტებად გასაღების მცდელობაა?

გუშინ რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის გამოსვლა, მოსკოვში გამართულ ევრო-აზიურ მედიაფორუმზე სასიამოვნო მოულოდნელობად იქცა, მათთვის ვისთვისაც სულერთი არ არის ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები, მათთვის ვისაც შესტკივა გული რუსეთსა და სქართველოზე.

ჟურნალისტების კითხვებზე პასუხისას, მედვედევმა განაცხადა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიარეისების განსახორციელებლად და ასევე საკონტროლო გამშვები პუნქტის "ზემო ლარსის" გასახსნელად, განსაკუთრებულ სირთულეებსა და წინააღმდეგობებს ვერ ხედავს.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმაც განაცხადა, რომ " საქართველოსა და რუსეთს შორის საჰაერო კავშირის აღდგენის საკითხი, შესაძლებელი განიხილონ თუ კი, ქართული მხარე მოითხოვს ამას".- იტყობინება საინფორმაციო სააგენტო პრაიმ-ტასი.

ამას გარდა, რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა იმედი გამოთქვა, რომ ისეთი დროც მოვა, როდესაც საქართველოსა და რუსეთს შორის სავიზო რეჟიმი გაუქმდება. "ჩვენ ახალა, ევროკავშირთან უვიზო სივრცის შექმნის მიმართულებით ვმუშაობთ. მე ვიმედოვნებ, რომ უახლოეს მომავალში ასეთი დრო დადგება რუსეთ-საქართველოსთვისაც".- მედვედევის ციტირებას ახდენს სააგენტო "ტრენდი".

საუბარი ქართული პროდუქციის, რუსეთის ბაზარზე დაბრუნებასაც შეეხო.

თუმცა, უკანასკნელ პერიოდში საქართველოს საგარეო პოლიტიკა, რუსეთთან კონფრონტაციის პრინციპებზეა აგებული და მმართველი უმრავლესობის წარმომადგენლები არც კი აკონტროლებენ გამოთქმებს, როდესაც საუბარი რუსეთს ეხება. ამიტომაც, ქართველმა პოლიტიკოსებმა, გადაწყვიტეს არ ეღალატნათ, მათ მიერვე დამკვიდრებული ტრადიციისათვის და კრიტიკული გამოთქმები არ დაიშურეს.

საპარლამენტო უმრავლესობის წვრი გიორგი გაბაშვილი საკმაოდ არამეგობრულად გამოეხმაურა მედვედევის გამოსვლას: "რუსეთსა და საქართველოს შორის რეალური დაახლოება და ურთიერთობების აღდგენა, ჩვენს ინტერესებში შედის, მაგრამ ეს მხოლოდ საქართველოს დეოკუპაციის შემდეგ მოხდება. იმ დროს, როდესაც საქართველოს ოკუპაციის პროცესი კვლავ გრძელდება, ახალ ურთიერთობებზე საუბარი შეუძლებელია". მან აღნიშნა, რომ თუ კი რუსეთის ხელისუფლების მიდგომა სქართველოსადმი შეიცვლება, მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება ქვეყნებს შორის ურთიერთობების აღდგენა რეალურად შესაძლებელი.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგა ბოკერიამ 9 დეკემბერს, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ "სულაც არ აფასებს პრეზიდენტ მედვედევის განცხადებას გარღვევად". "საქართველოსა და რუსეთს შორის ფუნდამენტალური პრობლემები არსებობს და ეს პირველ რიგში რუსეთის ფედერაციის ბრძოლაა, ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ და ქართული ტერიტორიების ოკუპაცია. სანამ ეს პრობლემა არ გადაწყდება, საუბარი სხვა დანარჩენზე არასერიოზული იქნებოდა".- თქვა ბოკერიამ.

"რაც შეეხება საკონტროლო გამშვები პუნქტის "ზემო ლარსის" გახსნას რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს სახმელეთო საზღვარზე, ეს არ არის ახალი საკითხი. და ეს სულაც არ არის გამორიცხული, თუ კი არ იქნება შექმნილი დამატებითი პრობლემები".- აღნიშნა ბოკერიამ. ამ ყველაფრის და მიუხედავად, მან გამოთქვა აზრი, რომ საკონტროლო გამშვები პუნქტის გახსნა "არ შეუქმნის არანაირ პრობლემებს საქართველოს ნაციონალურ ინტერესებს".

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის დარგში თემურ იაკობაშვილი მიესალმება საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი საჰაერო კავშირის აღდგენას, მაგრამ, მან ასაევე აღნიშნა, რომ აუცილებელია რუსეთის ჯარების გაყვანა იმ ზონებიდან, რომლებსაც საქართველო საკუთარ ტერიტორიებად თვლის. "პოლიტიკოსები იმისთვის არსებობენ, რათა ხელი შეუწყონ ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებას. მაგრამ, თუ კი ამ საკითხს შევეხებით, აუცილებელია საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის დაწყება".- იაკობაშვილის სიტყვებს გადმოსცემს სააგენტო "ნოვოსტი-გრუზია".

ამ ფონზე, დღეს სრულიად მოულოდნელად გაიჟღერა, თავად საქართველოს პრეზიდენტის სიტყვებმა. მიხეილ სააკაშვილმა არაორაზროვნად განაცხადა, რომ საქართველო მზად არის განაახლოს ავია-მიმოსვლა რუსეთის ფედერაციასთან და გახსნას "ზემო ლარსი" საკონტროლო გამშვები პუნქტი. საქართველოს ლიდერის განცხადება, როგორც "როსბალტი" იტყობინება, დღეს მისმა პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ გაახმოვანა.

რა არის ეს: საქართველო-რუსეთის ურთიერთობების დათბობა? აი რა განუცხადა GeorgiaTimes-ის კორეასპონდენტს რუსეთის ქართველთა კავშირის პრეზიდენტმა მიხეილ ხუბუტიამ:

- ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ ყინული დაიძრა და დათბობის იმედი გაჩნდა. რა არის დასამალი, ეს ხომ რუსეთის და საქართველოს ხალხების სურვილია. სწორედ ამიტომ გამოვიდა, ამგვარი ინიციატივით პირველი, რუსეთის ქართველთა კავშირი, რომელიც ყველაზე მსხვილი ორგანიზაციაა და საქართველოს დიასპორას წარმოადგენს რუსეთში. უკვე შემდგომ, როცა ვნებათაღელვა რამდენადმე ჩაცხრა, ხმამაღლა ალაპარაკდნენ ურთიერთობების ნორმალიზაციის აუცილებლობაზე, თბილისშიც.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100