RSS
на русском en in english
25.07.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

ნოღაიდელი: მოსკოვის მესამე ”დაპყრობა”

15.12.2009  |  10:10

4851.jpegოპოზიციური პარტია "მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი კვლავ მოსკოვში ჩავიდა. სამი დღის განმავლობაში ის გეგმავს რუსეთის პოლიტიკური წრეებისა და დუმის წარმომადგენლებთან შეხვედრებს. თბილისში ნოარიდელი რეგულაური ვიზიტებით დიდად აღფრთოვანებულები არ არიან, მაგრამ არც დაბრკოლებებს ქმნიან. დაუჯერებს თუ არა ხელისუფლება ოპოზიციას და აღდგენს თუ არა რუსეთთან დიალოგს?

საქართველოს ყოფილი პრემიერი ზურაბ ნოღაიდეი დღეს ბოლო სამი თვის განმავლობაში მესამედ ჩავიდა მოსკოვში ვიზიტით. ის ჯერჯერობით ერთადერთი ქართველი პოლიტიკოსია, რომელიც აგვისტოს ომის შემდეგ ჩავიდა რუსეთში და დაიწყო პირდაპირ დიალოგი როგორც რუსეთის ხელისუფლებასთან, ისე ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან.

ორი წინამორბედი ვიზიტის დროს ნოღაიდელი შეხვდა ასევე მოსკოვში აფხაზურ და ოსურ დიასპორებს, აწარმოა მოლაპარაკებები რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინთან.

როგორც ქართველი პოლიტიკოსების უმეტესობა, ზურაბ ნოღაიდელი პრიორიტეტად მიჩნევს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნებას. თუმცა მოცემულ ეტაპზე, როგორც ოპოზიციონერი თვლის, აუცილებელია საუბარი არა ტერიტორიების დაბრუნებაზემ არამედ ლტოლვილების სახლებში დაბრუნებაზე.

ამისათვის, როგორც ნოღაიდელი თვლის, პირველ რიგშ აუცილებელია აფხაზების, ოსების და ქართველების ერთმანეთის ნდობს დაბრუნება, ერთობლივი ეკონომიკური პროგრამების განხორციელება, მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი ტერიტორიულ გამთლიანებაზე საუბარი. მისი პროგრამის მეორე პუნქტი არის რუსეთთან დიალოგის დაწყება ყოველგვარი წინაპირობების გარეშე.

თბილისში არ მალავდნენ გაღიზიანებას ნოღაიდეილ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. რუსეთს ხომ საქართველოში "ოკუპანტისა" და "აგრესორის" მეტს არაფერს უწოდებენ.

თუმცა არც რუსეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლები არიან აღფრთოვანებულები ოპოზიონერით. მათ შორის ნოემბერში გამართული შეხვედრა არც თუ ისე ადვილი გამოდგა. დიასპორის ბევრი წარმომადგენელი პირდაპირ კითხულობდა: რა უშლიდა ხელს ყოფილ პრემიერს ხელისუფლებაში ყოფნის დროს ურთიერთობების დარეულირებაში.

სტუმარმა, თანემემამულეთა მწარე კრიტიკის მიუხედავად, აღნიშნა, რომ კმაყოფილი ჩატარებული შეხვედრით. ექსპ-პრემიერმა განმარტა, რომ მის მიერ დასახული მიზანი შესრულებულია - მან ქართველებს საკუტარი აზრები გაანდო. თბილისში დაბრუნების შემდეგ ნოღაიდელმა განაცხადა, რომ ის არ გამორიცხავდა მოსკოვში მესამე ვიზიტით ჩასვლას.

"ჩვენი მიზანია ქართველებმა და რუსებმა დაინახონ, რომ შესაძლებელია ურთიერთობების აღდგენა. განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემები იყო ქართველი მოზარდების გათავისუფლება და საქართველოსა და რუსეთს შორის ავიაკავშირის აღდგენის აუცილებლობა. კარგი იქნება, თუკი ეს კავშირი ახალ წლამდე აღდგება",- განაცხადა ნოღაიდელმა.

ან ოპოზიციოენერებმა მოახერხეს აისბერგის გადნობა, ან უბრალო დამთხვევა მოხდა, მაგრამ დეკემბერში გაისმა საკმაოდ დამაიმედებელ ინფორმაცია. რუსეთის პრეზიდენრმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა: "პირველ რიგში ჩვენ უნდა სევინარჩუნოთ ყველაფერი პოზიტიური, რაც გაკეთებული იყო. ჩვენ არ უნდა გავექცეთ ყოფით საკითხებს". გაისმა დამაიმედებელი სიტყვები, რომ აღდგენა ავიაკავშირი ქვეყნებს შორის და ქართული ღვინო და "ბორჯომი" რუსულ ბაზარზე დაბრუნდება.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა კვლავ ხაზი გაუსვა, რომ არ აპირებს "მოქმედ პრეზიდენტთან და საქართველოს ხელისუფლების კიდევ სხვა წარმომადგენლებთან კონტაქტს, რადგანაც ისინი პირდაპირ არიან იურიდიულად პასუხისმგებლები აგვისტოს მოვლენებზე". თავად სააკაშვილი თავისი გარეოცვისგან განსხვავებით ღიად გამოთქვამდა სიხარულს.

რა დასამალია და ამ ბოლო კვირებში თბილისსში ნატირუსულმა რიტორიკამ ნამდვილად იკლო. თითქოს საზღვრის ქართულ მხარეს მოლოდინში არიან: რით დამთავრდებნა გახმოვანებული "დათბობა". ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობისთვის, პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, კი სულ ერთია როგორ განვითარდება პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები, მათთვის მთავარი შედეგია.

ბევრი თბილისელი დარწმუნებულია, რომ დათბობის ნიშნები სწორედ ნოღაიდელის ვიზიტების დამსახურებაა. მართლაც, ბევრი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე ისურვებდა რუსეთთან ურთიერთობების დალაგებას, მაგრამ ვერავინ გაბედა პირველობა ახლანდელი ქართული პოლიტიკის გატვალისწინებით, როდესაც რუსეთთან სრულიად უდანაშაულო კავშირების გამოც კი ხალხს მოღალატეებს უწოდებენ.

ნოღაიდელმა მოახერხა ბეწვის ხიდზე გავლა. ახლა კი უნდა ველოდოთ შედეგს. გაფრენამდე მან ჟურნალისტებს უთხრა: "ქართველ ხალხს რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირება სურს". მისი თქმით, მოსკოვში გაემართებიან მოძრაობის სხვა წევრებიც, მათ შორის პეტრე მამრაძეც.

ხელისუფლების მომხრე მასმედიამ ენამწარობა გადაწყვიტა: თურმე, ნოღაიდელი მოსკოვში "ერთიან რუსეთთან" მოსალაპარაკებლად მიდის. მაგრამ ის აშკარად არ აპირებს უკან დახევას.

ავაკავშირისა და ქართული პროდუქციის გარდა, ნოღაიდელის თქმით, საუბარი იქნება ორ ქართველ მოზარდზეც, რომლებიც დაკავებულები არიან სამხრეთ ოსეთში. ასევე რუსეთში ქართველი ამომრჩევლების რეგისტრაციის შესახებ, "რათა ხელისუფლებამ ვერ შეძლოს მათი ხმების მითვისება".

როგორც ნოღაიდელმა აღნიშნა, "ერთიანი რუსეთის" წარმომადგენლებმა კონსულტაციები მოცემულ საკითხებზე თავიანთ ხლისუფლებასთან უნდა ჩაატარონ. "საქართველომ აუცილებლად უნდა დაიბრუნოს რუსული ბაზარი. ღვინის, ციტრუსებისა და ხილის ექპორტის აღდგენა ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოს სასოფლო მეურნეობისთვის",- განაცხადა ნოღაიდელმა. მისი ტქმით, მის წინამორბედ ვიზიტებს შესაბამისი შედეგები მოყვა.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100