RSS
на русском en in english
20.01.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

ოპოზიცია ჟანრის კრიზისს განიცდის

18.12.2009  |  15:06

4895.jpegსაქართველოში წინასაახალწლო პოლიტიკური სიმშვიდეა. ოპოზიცია, რომელსაც არ შეუძლია საკუთარ უღონობასთან და ხელისუფლების ამ რაუნდში გამარჯვებასთან შეგუება, პირობას დებს, რომ ხმამაღლა განაცხადებს საკუთარი თავის შესახებ 2010 წელს. მუნიციპალური არჩევნები ხომ სულ ახლოდაა, რაც ყოველთვის პოლიტიკური აქტივობით გამოირჩევა. რას უმზადებს მომავალი წელი ოპოზიციას - ამის გარკვევას ჩვენი კორესპონდენტი შეეცადა.

საგაზაფხულო საპროტესტო აქციების შემდეგ, რომლებმაც შედეგი მაინც ვერ გამოიღო - ხელისუფლებამ უარი თქვა რიგგარეშე საპარლამენტო და, მით უმეტეს, საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებაზე,- ოპოზიცია ვერ მოძლიერდა. დაპირებული საშემოდგომო საპროტესტო ტალღა ვერ შედგა.

ქართველი ექსპერტების აზრები ერთმანეთს ემთხვევა - საზოგადოებაში არ არის საპროტესტო მუხტო და უმეტესობა, მიუხედავად იმისა, რომ არ განიცდიან განსკაუთრებულ სიმპათიებს ხელისუფლების მიმართ, ოპოზიციისგან იმედგაცრუებულები არიან. ოპოზიციონერები ხშირად იბრძვიან ერთმანეთის წინააღმდეგ, ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა ვერაფრით შეძლეს გაერთიანება და ერთიანი სტრატეგიაც კი ვერ შეიმუშავეს.

თუმცა ოპოზიციორენები არ ნებდებიან. პრაქტიკულად ყოველი მათგანი მიხეილ სააკაშვილს "მხიარულ" 2010 წელს ჰპირდება. ლევან გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ ზამთრის ბოლოს - 2010 წლის გაზაფხულის დასაწყისში ქართული ოპოზიცია "დაუწყებს ხელისუფლების პოლიტიკის საწინააღმდეგოდ მშვიდობიანი საპროტესტო აქციების მესამე ტალღას".

მისი თქმით, "ოპოზიცია მიმართავს ყველა მშვიდობიან მეთოდსა და აქციას ადამიანთა უფლებების დაცვის, კეთილდღეობისა და ხალხის დასაქმების მოთხოვნით", რათა შეიქმნას ნორმალური საამომრჩევლო წრე ახალი არჩევნების ჩასატარებლად.

მანამდე გუბაზ სანიკიძემ განაცხადა, რომ მესამე რაუნდი სააკაშვილს აიძულებს დანიშნოს ვადამდელი არჩევნები. "სააკაშვილი ხელისუფლებაში რომ მოვიდა დიდი მხარდაჭერა ჰქონდა ქვეყნის შიგნითაც და საზღვარგარეთიდანაც, მაგრამ თავისი პოლიტიკის გამო ყველას ნდობა დაკარგა",- განაცხადა სანიკიძემ.

თავად მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ "მოსახლეობის უმეტესობას მას მხარს უჭერს და არ გადადგება 2013 წლამდე, სანამ მისი უფლებამოსილების ვადა არ ამოიწურება". ის თვლის, რომ "საქართველოში არანაირი კრიზისი არ არსებობს, კრიზისი აქვთ ცალკეულ პოლიტიკოსებს ცნობიერებაში". ამასთანავე ის თავს იყრუებს და არ უსმენს ოპონენტების განცხადებებს განსხვავებულად მოაზროვნეთა დევნმის შესახებ. ოპოზიციის თითქმის ყველა ლიდერი კრემლთან კავშირში დაადანაშაულეს.

თუმცა არც ოპოზიციონერები რჩებიან ვალში. ამ დღეებში დავით გამყრელიძემ განაცხადა, რომ "ოპოზიციას რუსეთისგან ფული არ მიუღია".

ინტერვიუში მან განაცხადა: "სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არც ერთ ოპოზიციურ პარტიას ამ ბოლო წლების განმავლობაში არ მიუღია ფული რუსეთისგან. არავინ აპირებს ფულზე გაყიდვას და ხელისუფლებაში ამის ხარჯზე მოსვლას. მას შემდეგ, რაც გავიგეთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა გააფრთხილა კრემლის მეწარმეებს ახლოსაც არ მიაკრებოდნენ ქართულ ოპოზიციას, ჩვენ კიდევ უფრო გაგვიმყარდა ეჭვი, რომ სააკაშვილის ხელისუფლება უფრო მეტად სასურველია კრემლისთვის".

გამყრელიძემ დასვა კითხვა: "რატომ დასჭირდა მედვედევის ადმინისტრაციას სააკაშვილის დაცვა? ეს ხომ იმის დასტურია, რომ რუსეთის ხელისუფლება დაინტერესებულია იმაში, რომ ოპოზიციამ არ შეუქმნას პრობლემები საქართველოს ხელისუფლებას".

ასე რომ, როგორც ადრე, ქართული ხელისუფლება და ოპოზიცია ერთმანეთს კრემლთან კავშირებში სდებენ ბრალს. ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ერთადერთი სიახლეა ახლად გავრცელებული ინფორმავია, რომელიც ირაკლი ალასანიას ეხება. აქამდე მასზე არაფერი ცუდი არ დაწერილა, არც ყვითელი პრესის მსხვერპლი გამხდარა ოდესმე.

თუმცა ამ დღეებში რიგ გაზეთებსა და ტელეარზებზე სინქრონულად გაჩნდა ინფორმაცია 15 წლის წინანდელი მკვლელობის შესახებ, რომელშიც გარეული ყოფილა ირაკლი ალასანია. მან თურმე ამის შესახებ იმაზე მეტი იცის, ვიდრე რიგითმა მოქალაქემ.

ალიანსის პრეს-სამსახურში აცხადებენ, რომ ეს კამპანია მას შემდეგ აგორდა, რაც ჩატარებულმა გამოკითხვებმა დაადასტურა, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ალასანიას უჭერს მხარს მერის არჩევნებზე, სოზარ სუბარი ხილვა კი თბილისის საკრებულოს სათავეში სურთ.

პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ალასანიას ახლა მოსახლეობის 61 პრიცენტი უჭერს მხარს. თუმცა ახლა უამრავი რეიტინგი ქვეყნდება, რაც მოახლოებული არჩევნებით შეიძლება აიხსნას. ტყუილად არ აცხადებენ ჟურნალისტები, რომ ციფრების ომი დაიწყო.

ასე რომ ერთ-ერთი გამოკითხვის შედეგების მიხედვით, თბილისის მერის კანდიდატებში ლიდერობს გიგი უგულავა, რომლის რეიტინგიც, როგორც აცხადებენ, სამჯერ მეტია მისი მომდევნო კანდიდატის რეიტინგზე.

ამიტომაც, თუკი ოპოზიციონერები ამბობენ, რომ მოსახლეობა უპირატესობას მათ კანდიდატს ანიჭებს, ხელისუფლების წარმომადგენლები არ აპირებენ პირველობა მათ დაუთმონ და აქვეყნებენ საკუჱარ რეიტინგებს.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის გამოკვლევებით, უგულავას რეიტინგი 35 პროცენტია, ალასანიასი - 13, გუბაზ სანიკიძის 9, გოგი თოფაძის - 4, პაატა ჯიბლაძის - 2, ლევან გაჩეჩილაძის - 3, კობა დავითაშვილის -3, ზვიად ძიძიგურის კი - 3.

იმავე გამოკვლევებით თბილისელების 23 პროცენტს ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტია, თუ ვის მისცემენ ხმას. 67 პროცენტი თვლის, რომ ბოლო ოთი წლის განმავლობაში ქალაქში პოზიტიური ცვლილებები მოხდა. მოქმედი მერის მთავარ დამსახურებად თბილისელები გზების, სკვერებისა და სტადიონების კეტილმოწყობას ასახელებენ.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100