RSS
на русском en in english
26.05.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

მინსკის ემისრები ანგარიშვალდებულნი არიან კავკასიურ ტურნეზე

21.12.2009  |  09:59

4903.jpegბელორუსიელმა პარლამენტარებმა ანგარიში მოამზდაეს საქართველოში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მოგზაურობაზე. უახლოეს მომავალში დოკუმენტს ბელორუსიის პარლამენტის ორივე პალატაში გაგზავნიან განსახილველად. მაგრამ, ამ ყველაფრის და მიუხედავად დეპუტატებმა ახალგაზრდა რესპუბლიკების აღიარების საკითხის გადაწყვეტა საგაზაფხულო სესიებმადე გადადეს. სანამ მინსკი ფიქრობს, ნაურუ უკვე შეემატა იმ ქვეყნების სიას, ვინც პატივს სცემს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტს. პოლიტოლოგები კი, სხვა სახელმწიფოებზეც მსჯელობენ, რომლებისგანაც სოხუმი და ცხინვალი უახლოეს მომავალში კარგ ამბებს უნდა ელოდნენ.

საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის ნოემბერში მონახულების შემდეგ, ბელორუსიელ პარლამენტართა სამუშაო ჯგუფები, დაბრუნებისთანავე მონდომებით ყვებოდნენ თავიანთი მოგზაურობის შესახებ, რაც ძალიან წააგავდა გამოთქმას „ყოველი მათგანი საკუთარ საქონელს აქებს".

ბელორუსიის პარლამენტის ქვედა პალატის ნაციონალური უსაფრთხოების მუდმივი კომისიის თავმჯდომარე ვიქტორ გუმინსკი საუბრობდა, რომ საქართველოში მშვიდი სიტუაციაა, მინსკი და თბილისი კი ითანამშრომლებენ ეკონომიკასა და კულტურაში. ბელორუსიის ნაციონალური კრების სახელმწიფო მოწყობის კანონმდებლობის მუდმივი კომისიის თავმჯდომარე ევგენი სმირნოვი კი აფხაზეთში თანამედროვე სახელმწიფოს ყველა ატრიბუტს ხედავს, ხოლო ბელორუსიის პარლამენტის დსთ-სთან საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ ვლადიმერ კუჟანოვმა აღნიშნა, რომ პარლამენტში გრძნობენ სამხრეთ ოსეთთან ძალიან ახლო და ძალიან თბილი ურთიერთობების აწყობის აუცილებლობას.

ბელორუსიელი სტუმრების კეთილი განწყობა, როგორც ჩანს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოფიციალურ პირებსაც გადაედოთ, რომლებმაც თავის მხრივ კოლეგები დაარწმუნეს იმაში, რომ არ აპირებენ მინსკის დაჩქარებას, ახალგაზრდა რესპუბლიუკების აღიარების საქმეში. მაგალითად, ბელორუსიელი პარლამენტარების მიღებისას, აფხაზეთის სახალხო კრების სპიკერმა ნუგზარ აუშბამ ისაუბრა დიდიხნის განმავლობაში ნანატრ დამოუკიდებლობაზე, ხოლო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა ედუარდ კოკითმა მინსკის დელეგაციას განუცხადა, რომ არ არის აღიარების პროცესის ფორსირება საჭირო.

დადებითი ემოციებით დაბრუნებულმა დეპუტატებმა, მუშაობა დაიწყეს მოხსენებაზე. სულ მალე პარლამენტარების პოზიტიური განწყობილება გაქარწყლდა და შეშფოთებით შეიცვალა - დეპუტატმა სერგეი მასკევიჩმა განაცხადა, რომ სამუშაო ჯგუფის მოხსენება, სავარაუდოდ არ იქნება საჯარო, რადგანაც მის კოლეგებს არ სურთ ამ „მოგზაურობით თავის მოწონება".

თუმცა, ერთი თვის შემდეგ ბელორუსიელმა ვიზიტორებმა მაინც მოამზადეს მოხსენება თბილისში, სოხუმსა და ცხინვალში მოგზაურობის შესახებ. დოკუმენტის დეტალები მხოლოდ პარლამენტის საგაზაფხულო სისიებზე გაჟღერდება, რომლის ფარგლებშიც დეპუტატები, კიდევ ერთხელ განიხილავენ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარების საკითხს.

ამის და მიუხედავად, გაურკვეველი რჩება, თუ რატომ გაემგზავრა სამუშაო ჯგუფი კავკასიაში ნოემბრის თვეში, თუ კი დამოკიდებლობის საკითხის განხილვას გაზაფხულზე აპირებდნენ. საფიქრებელია, რომ ბელორუსიის პარლამენტს შეეძლო აღიარების საკითხის ამ წელსვე გადაწყვეტა, თანაც იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ მოხსენების და მოგზაურობის რეზულტატების ანალიზისათვის მათ თითქმის ერთი თვე ჰქონდათ - 20 ნოემბრიდან 18 დეკემბრამდე. თუმცა, მოხსენებაზე მუშაობა ზუსტად ბელორუსიის პარლამენტის საშემოდგომო სესიის დასრულებისათვის დაამთავრეს. როგორც ჩანს ბელორუსია, მოცემული საკითხის გადასაწყვეტად, ჯერ არ არის მზად.

გაცილებით უფრო მარტივად უყურებს ცხოვრებას კუნძულ ნაურუს ხელისუფლება, 14 ათასიანი მოსახლეობით. მიკროსახელმწიფომ, ამ კვირის დასაწყისში აღიარა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა, რაშიც კომპანიონობა გაუწია რუსეთს, ნიკარაგუასა და ვენესუელას.

რათქმაუნდა ნაურუსა და ბელორუსიის შედარება, გულუბრყვილობა იქნებოდა რიგი მიზეზების გამო. მათგან მთავარი კი ის არის, რომ ყოფილი სსრკ-ს ერთერთი ქვეყნის მიერ ამიერკავკასიური რესპუბლიკების აღიარებამ, შესაძლოა სხვა ქვეყნების გადაწყვეტილებებზეც იქონიოს გავლენა, რომლებიც მჭიდროდ თანამშრომლობენ რუსეთთან.

სხვათაშორის, შეკითხვა იმის შესახებ თუ პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებიდან, რომელი მიბაძავს ნაურუს მაგალითს, ამჟამად აქტიურად განიხილება პოლიტოლოგების მიერ. მაგალითად პოლიტიკური კონიუქტურის ცენტრის ექსპერტი მაქსიმ მინაევი თვლის, რომ ბელორუსიის გარდა ცხინვალი და სოხუმი შესაძლოა სომხეთმა და ყაზახეთმაც სცნონ.

უნდა ელოდნენ თუ არა, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში დელეგაციებს, ასტანიდან და ერევნიდან, ამას მომავალი გვიჩვენებს. მინსკმა კი კვლავ დრო მოიგო და აგრძელებს მოხერხებულად ლავირებას „კი"-სა და „არა"-ს შორის. სიმართლე, რომ ითქვას ამას უკვე დიდი ხანია შეჩვეულები ვართ.

თუმცა, რუსულ-ბელორუსიული ურთიერთობების განვითარების დადებითი დინამიკა შეიმჩნევა, ამ ორი სახელმწიფოს ლიდერების შეხვედრის შემდეგ, სახელმწიფოების კავშირის შექმნის 10 წლისთავისადმი მიძღვნილ შეხვედრაზე. ამ შეხვედრაზე აღნიშნული იქნა სატრატეგიული კავშირი, ამ ორ სახელმწიფოს შორის.

.ბელორუსიის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ მოსკოვში განაცხადა, რომ მოკავშირე სახელმწიფოებს არ ამოუწურავთ საკუთარი შესაძლებლობები და მათ კარგი სამომავლო პრერსპექტივები აქვთ. თავის მხრივ, რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ ტყუილად არ იყო დაკარგული წლები რაც გავიდა რუსეთის ფედერაციისა და ბელორუსიის კავშირის შექმნის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ მხარეები ისე სწრაფად არ მოძრაობდნენ, როგორი სურვილიც არსებობდა ამისი.

ასე რომ, არ არის გამორიცხული, რომ გაზაფხულზე ბელორუსი პარლამენტარები ბოლოსდაბოლოს გაიხსენებენ საკუთარ მეკავშირის მოვალეობებსაც. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების თემა კი, ლოგიკურ დასასრულს ჰპოვებს.

 

ჩიგოევი რუსლან

კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100