RSS
на русском en in english
25.05.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

„ვეფხისტყაოსანი“ ჩუვაშურ ენაზე

23.12.2009  |  11:09

4936.jpegბოლო ათწლეულის განმავლობაში ქართულ-რუსული ურთიერთობები ძალიან რთულად ვითარდება. დაპირისპირების პიკი 2008 წლის აგვისტო იყო. თუმცა საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე ვერც გასული წლის მოვლენებმა მოახერხა იქაური ხალხის ერთმანეთისგან დაცილება და ეს მხოლოდ ფრაზები არ არის. ამის კიდევ ერთი დასტური ის არის, რომ გასულ შაბათ-კვირას ჩუვაშის რესპუბლიკის დედაქალაქში ჩებიკსარახში, გაიხსნა რუსეთში ქართველთა კავშირის რეგიონული ოფისი. ჩვენი კორესპონდენტი მოვლენის მონაწილეებს გაესაუბრა.

მოსკოველ სტუმრებს საუკეთესო ტრადიციებით დახვდნენ ჩებოკსარახში.

ყველასთვის გასაკვირად სტუმრები რუსთაველის ქუჩაზე წაიყვანეს. ჩუვაშურ ენაზე „ვეფხისტყაოსანიც" კი ჰქონიათ გადათარგმნილი. პრეზენტაციაზე კი ამ ტარგმანის ავტორები - მწერალი მიხეილ იუხმა და პოეტი ლიუსი ჩეგესი მიესალმნენ ქართულ დიასპორას და წაიკითხეს ნაწყვეტები პოემიდან ქართულ, რუსულ და ჩუვაშურ ენებზე.

განა ეს იმის დასტური არ არის, რომ საქართველოსა და რუსეთის ერთმანეთისგან გამიჯვნა შეუძლებელია - ძალიან შეზრდილია ერთმანეთსი ამ ორი ქვეყნის სულიერი და კულტურული კავშირები.

შეკრებილ ხალხს მიესალმა დიასპორას ხელმძღვანელი მიხეილ ხუბუტიაც, რომელმაც ახსნა, თუ რატომ გაიხსნა ორგანიზაციის ოფისი ჩუვაშიაში.

„ამ რესპუბლიკაში ცხოვრობს დაახლოებით ათასი ქართველი. მე ისიც გავიგე ვიღაცამ რომ წამოიძახა - მხოლოდ ათასი? მინდა ვთქვა - აქ რომ ერთი-ორი ქართველი ყოფილიყო მხოლოდ, ჩვენ მაინც ყველაფერს გავაკეთებდით მათ გასაერთიანებლად,- აღნიშნა ხუბუტიამ.- სწორედ რეგიონები არის რეალური ძალა".

ხუბუტიას თქმით, უახლოეს დროში გაიხსნება დიასპორის წარმომადგენლობა პეტერბურგში, სადაც ბევრი ქართველი ცხოვრობს. გეგმაში შედის პრეზენტაციის გამართვა თბილისსშიც, სადაც განხორციელდება კულტურული კავშირების განმტკიცების პროგრამა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საქართველოშო რუსული ენის პოპულარიზაციას.

4937.jpegკავშირის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა ხომ არის თანამემაულეებისთვის წინაპრერბის ტრადიციებისა და ჩვეულებების შენარჩუნებაშუ დახმარებაა, რათა ისინი გახდნენ ჩვენი პარადიგმის გამვრცელებლები: რუსებმა და ქართველებმა უნდა იცხოვრონ მეგობრობაში და თანხმობაში, უნდა მოიძებნოს ის, რაც ჩვენ გვაერთიანებს, დაარ უნდ აგაკეთდეს აქცენტი წყენებსა და შერცდომებზე.

შეკრებილებს ჩუვაშიის ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც მიესალმნენ. ჩუვაშიის პრეზიდენტის სტრატეგიული დაგგემარების საბჭოს თავმჯდომარემ ვლადიმერ კუზნეცოვმა თვის გამოსვლაში აღნიშნა, რომ ჩუვაშიაში ფორმირდება თანამედროვე პოლიტიკური კულტურა, რომლის საფუძველშიც დევს ტოლერანტობა და კულტურებს შორისი კავშირები. მან გამოთქვა იმედი, რომ ქართული დიასპორა ამ სტრატეგიაში თავის წვლილს შეიტანს.

ჩუვაშიის კულტურის მინისტრის მოადგილემ მიხეილ კრასნოვმა აღნიშნა, რომ რესპუბლიკის კულტურული ცხოვრება დღეიდან უფრო მრავალფეროვანი იქნება. საქართველო ხომ 1700 ნწელია მართლმადიდებელი ქვეყანაა და მას უძველესი კულტურა აქვს. სწორედ კულტურული პროექტებით აპირებენ დაკავებას ქართველთა კავშირის ჩუვაშიის რეგიონალური განყოფილების წარმომადგენლები.

ამ განყოფილეის ლიდერმა ლაშა ქირიამ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ ყურადღება გამახვილდება კულტურისა და განათლების სფეროში თანამშრომლობაზე, ბიზნეს-კონტაქტებისა და ეკონომიკური ურთიერთქმედების განვითარებაზე.

4938.jpegჩვენთან ინტერვიუში ლაშა ქირიამ მოგვიყვა, რომ ჩუვაშიაში უკვე 20 წელია ცხოვრობს. იქ სტუდენტობისას ჩავიდა და დარჩენა გადაწყვიტა. „როდესაც საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობები გამწვავდა, დავფიქრდი, რა შეიძლებოდა გაკეთებულიყო ძველი ურთიერთობების აღდგენისთვის, ამიტომაც დიდი სიხარულით გამოვეხმაურე კავშირის პრეზიდენტის წინადადებას, რომ სათავეში ჩავდგომოდი რეგიონალურ ოფისს",- აღნიშნა მან.

ბოლოს კი ლაშა ქირიამ თქვა: „ჩვენ - პატარა ხალხი ვართ, პრობლემები კი რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობთ - გლობალურია. მათ გადასაჭრელად ყველამ ხელები უნდა ჩავკიდოთ და რამე გავაკეთოთ. ჩვენი ბავშვები ხომ გაიზრდებიან და გვკითხავენ, რა გააკეთეთ იმისთვის, რომ სიტუაცია შეგეცვალათ, ყველამ რატომ გადააბარა პრობლემები სხვებს? ჩვენ გვინდა ჩავხედოთ ჩვენს შვილებს თვალებში და ვუთხრათ - ჩჳენ ყველაფერი გავაკეთეთ რაც შეგვეძლო, ახლა თქვენი ჯერია, რომ გააგრძელო ტრადიციები".

და კიდევ ერთი პატარა შტრიხი, დარბაზში ძალიან ბევრი ახალგაზრდა იყო, რომებიც რუსეთში დაიბადნენ და მათ მართლაც ორი სამშობლო აქვთ. სამი წლის გოგონა მედეა დაიტაშვილი ტიტინებდა რუსულ ენაზე და ზოგჯერ ქართულს ურევდა ხოლმე. „ზაფხულს ის ბებიასთან და ბაბუასთან ატარებს საქართველოში",- განმარტა დედამ.

ამ ბავშვების უკავ დგას ქართულ-რუსუ;ლი ურთიერთობების მომავალი. სწორედ ამიტომ აკეთებს კავშირი ყველაფერს, რომ დღევანდელი დღის პრობლემებმა არ იქონიოს გავლენა ქართულ-რუსულ სამომავლო ურთიერთობებზე.

4939.jpegასე რომ რეგიონალური განყოილებები გაფართოვდება. მეზობელი რესპუბლიკის მარია ელის ქართული დიასპორის თავმჯდომარემ მერაბ ბერიშვილმა შეკრებილები იოშქარ-ოლუში დაპატიჟა.

პრეზენტაცია საზეიმო კონცერტით დასრულდა. შემდეგ კი, როგორც ძველ დროში, გაისმა სადღეგრძელოები მეგობრობასა და მშვიდობაზე. სუფრასთან შეკრებილ ხალხს სწორედ ეს სურდა.

ასე რომ პოლიტიკოსებს მხოლოდ ერთი რამ დარჩენიათ - ყური დაუგდონ ხალხის ხმას, რომლებიც მთელი გულით მიილტვიან ერთამენისკენ.

 

ირინა პტაშკოვსკაია

კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100