RSS
на русском en in english
17.01.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

რუსეთის ქართველთა კავშირი მელიტონ ქანთარიას საქართველოში ძეგლს დაუდგამს

23.12.2009  |  11:11

4941.jpegქუთაისში დიდი სამამულო ომის აფეთქების დროს მომხდარმა ტრაგედიამ ააფორიაქა ქართული დიასპორა რუსეთში. თავიანთი აზრები ჩვენს კორესპონდენტს გაუზიარეს ქართველტა კავშირის წარმომადგენლებმა. კავშირის პრეზიდენტმა მიხეილ ხუბუტიამ განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში დაიდგმება მელიტონ ქანთარიას ძეგლი, მან 1945 წლის 1 მაისის დილას აიტანა გამარჯვების დროშა რაიხსტაგის სახურავზე.

დღესდღეობით რუსეთში მილიონზე მეტი ქართველი ცხოვრობს. ცოტა ხნის წინ ისი დიდი მეგაპოლისის წესებით ცხოვრიდბნენ, სადაც ყველა ცალკეა. თუმცა რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გამწვავება გახდა ქართული დიასპორის სეკვრის მიზეზი. სხვანაირად როგორ მიაწვდინონ ხმა საქართველოს ხელისუფლებას, რომელიც თვლის, რომ რუსეთში მცხოვრები თითქმის ყველა ქართველი მოღალატეა? აი შექმნეს კიდევაც ქართველთა კავშირი რუსეთში.

ორგანიზაციის ერთ-ერთი ლოზუნგია - დიასპორა პოლიტიკაში არ ერევა. ანუ კავშირი ცდილობს გააუმჯობესოს ურთიერთობები სახალხო დიპლომატიის გზით.

თუმცა ქუთაისში მომხდარმა ტრაგედიამ იმდენად შეძრა ქართული დიასპორა, რომ ქართული ხელისუფლების კრიტიკით მისი თითქმის ყველა წარმომადგენელი გამოვიდა. ვეტერანებმა ერთხმად უწოდეს მომხდარს ბარბაროსობა.

აი რამდენიმე ამონარიდი:

ლიუდმილა ჩიხლაძე ორმოციან ქლებში თვითნებურად წავიდა პარტიზანულ დანაყფში, იბრძოდა კავკასიის გასათავისუფლებლად:

„ქუთაისში მოხდა ტრაგედია. ძალიან ვწუხვარ, რომ მშვიდობიანობის დროს ხელისუფლების სისულელის გამო ხალხი დაიღუპა. ჩვენ მტერს ვებრძოდით და მაშინ ბევრი ადამიანი დაიღუა მართლაც, მაგრა ახლა რა ხდება? ეს იმ ხალხის ხსოვნისთვის იყო აღმართული, ვინც თავი გასწირა სამშობლოსთვის. რატომ გვაფურთხებენ სულში, რატომ სურთ ისტორიის ხელახლა გადაწერა? ამისათვის დახვრეტის ღირსები არიან".

გრიგოლ ლეჟავა, მონაწილეობდა კავკასიის ომებში:

„მე ვთვლი, რომ, რბილად რომ ვთქვათ, სულელური ნაბიჯია. კიდევ რა შემიძლია ვთქვა? ტავად პასუხონ კიტხვას - რატომ გააკეთეს ეს? ვისთვის სურდათ ტკივილის მიყენება? ვის უხდიდნენ სამაგიეროს? სამწუხაროდ, ჩვენ არავინ გვისმენს. არა მხოლოდ ვეტერანებს, არამედ ყველას, ვინც რუსეთში ცხოვრობს. ჩვენ ვერ ვახდენთ გავლენას საქართველოში არსევულ სიტუაციაზე. თუკი რაიმეს ვიტყვით, მაშინვე დაგვაბრალებენ, რომ კრემლის ინტერესებს ვვარცელებთ, მაგრამ ომში დაცემულთა ხსოვნას ვალდებულები ვართ გამოვექომაგოთ".

ძეგლი ქუთაისში გაიხსნა 1981 წელს, აი უკვე 28 წელის მის წინ ცეცხლი ანთია. მრავალი განმავლობაში მემროალი იყო დიდი სამამულო ომის ვეტერანების თავშეყრის ადგილი, გამარჯვების დღეს იქ საზეიმო ღონისძიებები ტარდებოდა. წელს კი საქართველოში დარჩენილ ომის მონაწილეებს წასასვლელი აღარ ენებათ.

გუშინ ქუთაისში აქციები ჩატარდა. საპროტესტო ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ რამდენიმე პარტიის ლიდერები - ზურაბ ნოღაიდელი და სალომე ზურაბიშვილი, რომელბმაც კრიტიკა არ დაიშურეს ქვეყნის ხელისუფლების წინააღმდეგ და ძეგლებთან ბრძოლას დაუშვებელი დანაშაული უწოდეს.

„ჩვენ დაჟინებით მოვითხოვთ, რომ აღდგინონ ეს მემროილალი და ამ ადგილას აშენდეს ეკლესია ომში დაღუპულთა და მემორიალის აფეთქების დროს გარდაცვლილი დედა-შვილის ხსოვნისათვის",- განაცხადეს შეკრებილებმა.

მიხეილ ხუბუტიამ კი განაცხადა:

„ არის ასეთი გამონათქვამი - თუკი შენს წარსულს ქვას ესვრი, მომავალი ტყვიას გესვრის. და ამ სიტყვების სიმართლეში ძალიან მალე დავრწმუნდით. აფეთქების შედეგად ქალი და ბავშვი დაიღუპნენ. მეტი უარესი რა შეიძლებოდა მომხდარიყო? არ შემეშინდება მკაცრი სიტყვების და მემორიალის აფეთქებას ვანდალიზმს ვუწოდებ. პოლიტიკოსებმა დაივიწყეს საუკეთესო ქართული ტრადიციები - ეს კი არის ჩვენი წინაპრების ხსოვნა და უფროსების მორჩილება. ღმერთი ასეთ რამეს არ აპატიებს. ეს ხომ იგივეა, რომ ხატებს ესროლო".

ქუთაისში მომხდარმა ტრაგედიამ პირდაირ ააფეთქა ქართული დიასპორა რუსეთში. კავშირის ოფისში არ წყდება ზარები - რეკავენ ვეტერანებიც და ახალგაზრდობაც. „რა შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ აღარ დავუშვათ ამ სიგიჟის გამეორება?", „როგორც დავუკავშირდეთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ ვუთხრათ: რას აკეთებთ?", „როგორ დავეხმაროთ დაზარალებულთა და დაღუპულთა ახლობლებს?". „შეგვიძლია რამით ხელი შევუწყოთ მემორიალის აღდგენას?".

შედეგად კი მიიღეს გადაწყვეტილება - უმოკლეს ვადებში ქართველთა კავშირი ძეგლს დაუდგამს მელიტონ ქანთარიას.

„ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი წინაპრების ხსოვნა დაუვიწყარი იყოს. სწორედ ეს მოგონებები გვაერთიანებს. ჩვენმა დიდმა თანამემამულემ აიტანა გამარჯვების დროშა რაიხსტაგზე და მიტომაც გვსურს მისი ხსოვნის პატივისცემა",- აღნიშნა მიხეილ ხუბუტიამ ჩვენს კორესპონდენტთან საუბარში.

მემორიალი ააფეთქეს 19 დეკემბერს. არადა დაგეგმილი იყო 21-ში, ამ დღეს ქუთაისში მიხეილ სააკაშვილი უნდა ჩსულიყო. რადგანაც ბევრი საზოგადოებრივი ორგანიზაცია, კულტურის მოღვაწეები, ოპოზიური პარტიები იქ საპროტესტო აქციის ჩატარებას აპირებდნენ, ქალაქის ხელისუფლებამ აფეთქება ორი დღით ადრე გადაწყვიტა.

ქუთაისში მოხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სააკაშვილმა შეწყვიტა ვიზიტი კოპენჰაგენში და დაბრუნდა თბილისში. მან თანამდებობიდან მოხსნა იმერეთის რეგიონის გუბერნატორი მიხეილ ჩოგოვაძე. ოპოზიცია მოითხოვს უფრო მასშტაბურ გათავისუფლებებს და პასუხისმგებლობას მმართველ უმრავლესობას აკისრებს. იმერეთის რეგიონის პროკურატურმ დააკავა 10 ადამიანი, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ აფეთქებაში.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100