RSS
на русском en in english
23.05.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

ქართველები აფასებენ ნოღაიდელის მოსკოვურ პოლიტიკას

25.12.2009  |  10:31

4963.jpeg„მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერის ზურაბ ნოღაიდელის მეოთხე ვიზიტი რუსეთში, ნაყოფიერი იყო, ისევე როგორც მათი წინამორბედნი. ოპოზიციონერი უახლოეს მომავალში შეთანხმების ხელმოწერასაც კი, შეძლებს მმართველ პარტიასთან „ედინაია როსიასთან". რა შედეგს გამოიღებს ეს ქართველი პოლიტიკოსის კარიერისთვის, ამის კომენტარი GeorgiaTimes ქართველმა ექსპერტებმა გაუზიარეს.

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი, რომელიც „მოძრაობა სამართლიანი საქართველოს" ხელმძღვანელობს, კვლავ აგვარებს საქართველოს დიასპოსრისათვის და საქართველოს მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან საკითხებს მოსკოვში.

გუშინ ის რუსეთის ფედერაცისს პრემიერ-მინისტრს ვლადიმერ პუტინს და მმართველი პარტიის „ედინაია როსიას" ხელმძღვანელობას შეხვდა. მოლაპარაკებების ფორმალურ მიზეზად პუტინის ინიციატივა იქცა, დაიდგას მოსკოვში, ქუთაისში განადგურებული დიდების მემორიალის ასლი.

ზურაბ ნოღაიდელმა რუსული პარტიის ხელმძღვანელობასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მონუმენტი მოსკოვშიცაა საჭირო და ქუთაისში, სწორედ იმ ადგილეზე სადაც იდგა. „ ჩემთვის მთავარი ამოცანაა, აღვადგინო დიდების მეორიალი ქუთაისში, იქ სადაც იდგა".- თქვა მან.

თუმცა, ქუთაისის ძეგლის ქართველმა ავტორმა მერაბ ბერძენიშვილმა უკვე უარი განაცხადა მონომენტის ხელახლა აგებაზე, იმ მიზეით, რომ თითქოს და ამ ძეგლის ყველა ესკიზი დაკარგულია. თუმცა კი, საქმეს, ვლადიმერ პუტინის თქმით, მოსკოველი სკულპტორი ზურაბ წერეთელი მოჰკიდებს ხელს.

პრემიერ-მინისტრის აზრით, დანგრეული ძეგლის აღდგენის პროცესი შესაძლოა რუსეთსა და საქართველოს შორის, დიალოგის განახლებისთვის კარგ მოედნად იქცეს. „საქაერთველოსა და რუსეთის ხალხებს ათასი უხილავი ძაფი აკავშირებთ, საერთო ინტერესები და ისტორია, და სწორედ ერთერთი ასეთი ძაფი - ეს ომის გმირების ხსოვნაა".- აღნიშნა პუტინმა.

„ედიანია როსია"-ში სხვათაშორის თვლიან, რომ დიდ სამამულო ომში დაღუპული ქართველების ხსოვნის მონუმენტის ასლი, საახალხო შეწირულოებების ხარჯზე უნდა აღიმართოს.

მიუხედავად იმისა რომ, შეხვედრის ღია ნაწილისას ნიღაიდელი რუს პოლიტიკოსებს ძირითადად მონუმენტზე ესაუბრებოდა, ასევე გამოჟონა ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ "ედინაია როსია" ემზადება ოპოზიციურ „მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთან" პარტიათაშორისი თანამშრომლობის შეთანმხების ხელმოსაწერად.

უნდა ვივარაუდოთ, რომ ასეთი ძლევამოსილი პარტიის მხარდაჭერამ, შეუძლებელია გავლენა არ მოახდინოს ზუარბ ნოღაიდელის კარიაერაზე. მითუმეტეს რომ, ამ ქართველ პოლიტიკოსთან ერთად, სრულიად შესაძლებელი ხდება თანდათანობით საკმაოდ თავსატეხი საკითხებოის გადაწყვეტაც.

რაც შეეხება მის მიერ დაპირებულ პირდაპირ ავია-მიმოსვლას თბილისსა და მოსკოვს შორის, ავიოკომპანია Airzena-Georgia Airways-ი უკვე გუშინდელი დღიდან ყიდის, მოსკოვში საახლწლო რეისების ბილეთებს.

ამას გარდა, ნოღაიდელმა ხელი შეუწყო ორი ქართველი მოზარდის გათავისუფელბას ცხინვალიდან.

პოლიტოკოსი ასევე დაკავებულის მუდმივი საჰაერო მიმოსვლის აღდგენით, საკონტროლო გამშვები პუნქტის „ზემო ლარისი" გახსნის საკითხით რუსეთ-საქართველოს საზღვარზე და ასვე ქართული საქონელის რუსეთში შეტანაზე შეზღუდვის გაუქმებით.

ზურაბ ნოღაიდელის პოლიტიკური პერსპექტივების შეფასება, ყველა ამ ამოსკოვში ჩატარებული შეხვედრებისა და მიღწევების შემდეგ GeorgiaTimes-მა ქართველ პოლიტოლოგებს სთხოვა.

საქართველოს განათლების ყოფილი მინისტრი გია ნოდია თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში , რუს პოლიტიკოსებთან თანამშრომლობის ინიციატივა ზურაბ ნოღაიდელს კი არა, კრემლს ეკუთვნის. ის რუსეთის მიერ სიმბოლურ ფიგურადაა არჩეული. მოსკოვი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ არ სურს საქმე იქონიოს ოფიციალურ ხელისუფლებასთან და ამიტომაც მოლაპარაკებებს ოპოზიციის წარმომადგენელთან ატარებს",- აცხადებს ნოდია.

„რელურად ნოღაიდელს არაფრის გადაწყვეტა არ ძალუძს. ყველა გადაწყვეტილება კრემლზეა დამოკიდებული. ავია-მიმოსვლაც და ქართული პროდუქციის ექსპორტი მხოლოდ დიმიტრი მედვედევის განკარგულებას შეუძლია აღადგინოს, ვინაიდან ყველა ეს სანქცია მოსკოვის ინიციატივით იქნა შემოღებული",-თვლის ექსპერტი.

დაღუპულ მეომართა მემორიალის მოსკოვში აღდგენასთან დაკავშირებული, ნოღაიდელის სიტყვებიც, ექსპერტის აზრით ბევრს არაფერს არ ნიშნავს. „ ეს რუსეთის საქმე დაიდგამს თავისთან მემორიალს თუ არ დაიდგამს, საქართველოს ამასთან არანაირი კავშირი არ აქვს. პიტინს სურს, ამგვარი სიმბოლური ჟესტის გაკეთება - დაე, ეს მისი უფლებაა".- ამბობს პოლიტოლოგი.

რაც შეეხება ნოღაიდელის როგორც პოლიტიკოსის რაიმენაირ პერსპექტივებს, ნოდია გაოცებულია, თუ რატომ აირჩიეს რუსეთში პოლიტიკოსი ასეთი დაბალი რეიტინგით. „ის არ არის ცნობილი, ნოღაიდელი რეზულტატები რეიტინგებშიც კი არ ხვდება". „ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს რუსეთში საერთოდ არ იციან, რა ხდება საქართველოში".- ფიქრობს გია ნოდია.

სხვა ქართველი პოლიტოლოგი, რამაზ საყვარელიძე, ასევე აღნიშნავს, რომ ნოღაიდელის და მისი პარტიის რეიტინგი 4 პროცენტს არ აღემატება, ერთი კვირის წინ ჩატარებული გამოკვლევების მიხედვით. და მოსკოვში განსაკუთრებულად წარმატებულ მოლაპარაკებებსაც კი, არ შეუძლიათ ამ მაჩვენებლის გაუმჯობესება. „მაგრამ, მის პორტრეტს გარკვეულ შტრიხებს ეს მოღვაწეობა, რათქმაუნდა შესძენს".- ამბობს ექსპერტი.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100