RSS
на русском en in english
27.03.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

პრაგმატიზმი გვავალდებულებს სიმართლეს თვალებში ჩავხედოთ

29.12.2009  |  16:02

5003.jpegრიგმა ანალიტიკოსებმა აღნიშნეს ახალი ტენდენციები, რომლებიც ახლა ვლინდება თბილისისა და მოსკოვის ურთიერთობებში. მათთვის ახალი განმერტაბას კი მონახეს: „პრაგმატული". ამიტომაც გუშინ დერგეი ლავროვის გამოსვლამ, როდესაც მან აღნიშნა, რომ მოსკოვში ძველებურად დარწმუნებულები არიან თბილისის რევანშისტულ განწყობაში, მტკვრის სანაპიროებზე გამოიწვია გაუგებრობა. თურმე, ჯარის მოდერნიზაციას არანაირი კავშირი არ აქვს რენშიზმთან. ასე ეს?

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოთქვა სინანული, რომ მიხეილ სააკაშვილი კვლავ აგრძელებს რევანშისტული განცხადებების გაკეთებას. „მისი ახლანდელი სტატია ამერიკულ მასმედიაში პირდაპირ აცხადებს, რომ საქართველომ აქტიურად უნდა აღადგინოს თავისი კარი, თანაც უნდა „ჩართოს" ის სამხედრო ქმედებებში, რადგანაც ჯარი მხოლოდ აღლუმისთის როდი იქნება საჭირო. თუკი დასავლელი „სპონსპირები" აგრძელებენ საქართველოს ჯარის დაფინანსებას, ეს ძალიან სამწუხაროა",- განაცხადა ლავროვმა.

რა თქმა უნდა, სმოლენსკის მოედანზე ვერ დაივიწყეს ის, რომ მიხეილ სააკაშვილმა „უკვე აღმართა ხელი სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებზე, რომელბსაც ის თავისიანებად მიიჩნევდა და ეს იყო ფიზიკური გასწორება".

19 დეკემბერს ქუთაისში მემორიალის აფეტქებასთან დაკავშირებით კი სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოხდა „სიმბოლური თავდასხმა იმ ომში დაცემულებზე, რომელშიც 200 000 ქართველი მონაწილეობდა".

ქართველი პოლიტიკოსები წყენით გამოეხმაურნენ ლავროვის განცხადებას. საქართველოს მიზანია მიუახლოვს ჯარი ნატოს სტანდარტებს და არა სამხედრო რევანში. „ეს დემაგოგური განცხადებაა",- განაცხადა საქართველოს პარლამენტის უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით დარჩიაშვილმა.

ის თვლის, რომ ლავროვის განცხადების მიზანია რეალობის დამახინჯება. „საქართველოს, როგორც სუვერენულ ქვეყანას, აქვს უფლება იფიქროს და იზრუნოს როგორს საკუთარ დამოუკიდებლობაზე, ისე ტერიტორიულ მთლიანობაზეც. ამას ვერანაირად ვერ ვუწოდებ რევანშიზმს",- განმარტა დარჩიაშვილმა.

ქრისტიან-დმეოკრატების ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ ნიკოლოზლალიაშვილმა კი თქვა, რომ „აგვისტოს შემდეგ ჯარი ფეხზე იწყებს დადგომას, მიმდინარეობს შეიარაღებული ძალების მოდერნიზება, მნიშვნელოვანი მიმართულებები თითქმის აკმაყოფილებს ნატოს სტანდარტებს". ლალიაშვილმა განაცხადამ რომ ის „შორია იმ აზრისგან, რომ ვინმე საქართველოში, იქნება ეს ხელისუფლებისა თუ პოლიტიკური ელიტის წარმომადგენელი, ემზადება რევანშისთვის".

მაგრამ, როგორც ამბობენ, კეთილი ზრახვებით მოფენილია ჯოჯოხეთისკენ მიმავალი გზა. აგვისტოს ომამდე ცოტა ხნით ადრეც იფიცებოდა სააკაშვილი, რომ არასოდეს მიმართავდა სამხედრო ძალას.

თუმცა სიმბოლურია ის, რაც სერგეი ლავროვმა განსაკუთრებულად აღნიშნა: რუსეთი არასოდეს წყვეტდა კავშირს საქართველოსთან და ძალიან თანაუგრძნობს იმ სიტუაციას, რომელშიც ახლა ის აღმონდა. ამასტანავე, მოსკოვში იმედი აქვთ, რომ საქართველოში მაინც გამოჩნდება ხელისუფლება, რომელიც უპასუხებს ხალხის მოთხოვნებს და „რომელსაც ეს ერი იმსახურებს".

მისი სიტყვების ილუსტრაცია არის ქართულ ოპოზიციასთან დაწყებული მოლაპარაკებები. ბოლო ორი თვის განმავლობაში მოსკოვში ორჯერ იმყოფებოდა ზურაბ ნოღაიდელი და ყოველი ვიზიტის შემდეგ შეიმჩნევა წინ გადადგმული ნაბიჯი საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობებში.

თუმცა, როგორც თავად ნოღაიდელი აღნიშნავს, მისი ბოლო ვიზიტი, მიუხედავად პუტინთან შეხვედრისა, ნაკლებად წარმატებული იყო. მან ვერ მოახერხა რუსულ მხარესთან მოლაპარაკება სამხედრო კავშირის აღდგენის შესახებ. „ამის მიზეზი გახდა 19 დეკემბერს ქუთაისში მემორიალის აფეთქება",- თქვა ნოღაიდელმა და აღნიშნა, რომ სააკაშვილი თავის ურთიერთობებს ნანგრევებზე აგებს.

თუმცა, შთამბეჭდავია ასეთ მოკლე ხანში მიღწეული წარმატებები. გუშინ მოსკოვსა და თბილისში განაცხადეს, რომ მარტშიგაიხსნება ყაზბეგი-ზემო ლარსის საკონტროლო გამშვები პუნქტი, რომელიც არის საქართველოსა და რუსეთის სახმელეთო საზღვრის გადაკვეთის ერთადერთი შესაძლო ადგილი. ამასობაშიკი თბილისში დაიწყო მოსკოვი-თბილისის ჩარტერული რეისების ბილეთების გაყიდვა, თუმცა ოფიციალური თანხმობა ჯერ მიღწეული არ არის.

ამერიკელი პოლიტოლოგის ჯეიმს ვერშტის აზრით, რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების განვითარება სავარაუდოდ წავა ასეთი ფორმულით: ორი ნაბიჯი წინ, ერთი - უკან. ის თვლის, რომ მოსალოდნელი ცვლილებები საზღვრის ორივე მხარეს დებატების გამართვის შედეგია.

 

ვლადიმერ ვლადიმეროვი

კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100