RSS
на русском en in english
30.05.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

რისთვის სცემეს ზვიად გამსახურდიას ქვრივი?

30.12.2009  |  10:04

5010.jpegმიხეილ საკააშვილის დროს საქართველოში ცხოვრება სახიფათოა. „დემოკრატიული" ლიდერის მმართველობის მეთოდების შესახებ მოგვითხრო საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მეუღლემ მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ. მისმა შვილმა ცოტნემ ციხეში შიმშილობა გამოაცხადა, თავად ის კი პოლიტიკურ თავშესაფარს სთხოვს გერმანიას, რადგანაც სურს გაექცეს ფსიქოლოგიურ ზეწოლას და ქართველი სპეცსამსახურების ძალადობას.

ის ზეწოლა, რომელზეც მანანა გამსახურდია საუბრობდა სულაც არ არის მეტაფორა. 17 დეკემბერს, როგორც მან განაცხადა, ის დააკავეს პატარა ოფისში, საიდანაც ის წერილებს აგზავნიდა ელექტრონული ფოსტით, მიიყვანეს კონტრდაზვერვის სამმართველოს შენობაში და სცემეს.

„მე არ მაქვს კომპიუტერი და წავედი ჩემი ახლობლის ოფისში, უფრო სწორად პატარა ფარდულში, საიდანაც ჩემს მეგობრებს ვუგზავნიდი შეტყობინებებს, ისინი მე ორი თვის განმავლობაში მითვალთვალებდნენ და საბოლოოდ ვერ მოითმინეს, 17 დეკემბერს დამაკავეს და კონტრდაზვერვის სამმართველოში 7 საათი დამტოვეს, იქ მცემეს, ისე რომ მთელ სხეულზე მემჩნევა კვალი",- განაცხადა არჩვაძემ.

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის შემდეგ ექსპერტებმა გამოიკვლიეს და გააკეთეს შესაბამისი დასკვნა, თუმცა ამ უკანასკნელს ვერსად წარადგენს. არჩვაძის თქმით, სააკაშვილი, მერაბიშვილი და ზოდელავა ერთმანეთის ხალხია.

ქალბატონის ერთადერთი იმედი საზღვარგარეთული დახმარებაა.ანგელა მერკელისთვის მიწერილ წერილში, რომელშიც ის გერმანიაში ითხოვს პოლიტიკურ თავშესაფარს, წერს, რომ ხელისუფლება მასზე და მთელ მის ოჯახზე ახდენს ზეწოლას.

ახლახან ცოტნემ ციხეში უკვე მეორედ გამოაცხადა შიმშილობა. ის იძულებულიყო ასე მოქცეულიყო, რადგანაც თბილისის სასამართლომ გამოძიების კიდევ ოთხი თვით გგარძელება გადაწყვიტა, თუმცა ცოტნეს ადვოკატმა ქეთი ბექაურმა საკმარისი მტკიცებულებები წამოაყენა იმისათვის, რომ გამსახურდია უდანაშაულოდ ეცნოთ.

დამცველმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ გამოძიებას სპეციალურად წელავენ. მან შსს-ს წარმომადგენლებზე ადრე მოიფიქრა ჩვენების ჩამორთმევა დაზარალებული დავით ბაჯელიძისგან, მეზობლისგან, რომლის მოკვლასაც ცდილობდა ცოტნე თურმე, დაჭრილს არ უნახავსმ თუ ვინ ესროლა მას!

საქმის მთავარ მოწმეს კი უბრალოდ ფიზიკურად არ შეეძლო დაენახა, თუ როგორ მიდიოდა გამსხურდია ბაჯელიძესთან, სახლის მდებარეობისა და ცუდი მხედველობის გამო.

ამის შეტყობინების შემდეგ ბექაურს იმედი ჰქონდა, რომ მის მიერ წარდგენილი არგუმენტები ცოტნეს გათავისუფლებას და მისი საქმის დახურვას გამოიწვევდა. თუმცა ყველაფერი სხვაგვარად მოხდა. ცოტნე კიდევ 4 თვე უნდა გააჩერონ ციხეში.

თუმცა გაუძლებს კი ის კიდევ ერთ შიმშილობას? ბოლოს, დედამისის თქმით, ექიმებმა ის კომატოზურის ახლოს მდგომარეობიდან ელექტროშოკის საშუალებით გამოიყვანეს.

„ის 43 დღე შიმშილობდა და ახლა ისევ დაიწყო, ისინი ჩვენს უფლებებს უგულვებელყოფენ. არ გვაძლევენ საშუალებას გავეცნოთ საქმის სამხილებს. არც ოჯახს უშვებენ. ცოტნესთან შეხვედრის უფლებასაც კი არ მაძლევენ. ახლახან ვიყავი მილიციაში და პაემანზე არ შემიშვეს. წერილობით უარს არ მეუბნებიან, სიტყვიერად მიკრძალავენ",- აცხადებს მანანა გამსახურდია.

„19 წლის განმავლობაში დევნიდნენ ჩვენს ოჯახს, 19 წელია სახლი არ გვაქვს. შეგიძლიათ ნახოთ კოლხური კოშკის ფოტოები, მათ დაიწყეს მისი გარემონტება და შეჩერდნენ, ჩვენ კი პრაქტიკულად ქუჩაში ვცხოვრობთ და ეს არის საქართველოს პირველი პრეზიდენტის ოჯახი! ეს არის კონსტანტინე გამსახურდიას ოჯახი! მათ მოკლეს ჩემი ქმარი და ჩვენ იძულებულები გავხდით ავტომატების ცეცხლის ქვეშ დაგვეტოვებინა საქართველო. 98 წლამდე ჩვენი ოჯახი მოსკოვში ცხოვრობდა.

შემდეგ დაბრუნება გადავწყვიტეთ, იმედი გვქონდა, რომ ისინი იფიქრებენ „მათ მამაკაცები არ ჰყავთო" და აღარ დაგვცინებდნენ, მაგრამ ვინ რას შეცვლიდა აქ შევარდნაძის დროს! ჩვენ მუდმივი ზეწოლის ქვეშ ვიყავით. რამდენჯერ ვუცემივარ, ჩემი გაჩუმება სურდათ.

შემდეგ მოიყვანეს სააკაშვილი, ყველამ ძალიან კარგად იცის რომელი ფულის დახმარებითაც. ოთხი წლის ვითხოვდი, რომ შეეწყვიტათ ეს დაშინების მეთოდები, მაგრამ არაფრად ჩამაგდეს. მე მცემდნენ, ცოტნე არაერთხელ დაადანაშაულეს ჯაშუშობაში და ახლა საერთოდ მკვლელობის მცდელობა დააბრალეს",- ნოგვიყვა მანანა არჩვაძემ.

ცოტნეს შუამავლობდა მისი უფროსი ძმა, პარლამენტის დეპუტატი კონსტანტინე გამსახურდია. ის უდგას სათავეში ოპოზიციურ პარტიას „თავისუფლება" და ახლახან დაბრუნდა პარლამენტში, რათა მონაწილეობა მიიღოს მისი მამის სიკვდილის შემსწავლელი კომისიის მუშაობაში, ახლახან საქართველოს პროკურატურამ დაადასტურა, რომ არ ფლობს ზვიად გამსახურდიას თვითმკვლელობის მტკიცებულებებს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ეს საკითხი ღიად რჩება.

კონსტანტინე გამსახურდია მხოლოდ გაღიზიანებას იწვევს, როდესაც მას მანანას უხსენებენ.

„არ აურიოთ ჩვენი ოჯახი ლოლუას (ზვიად გამსახურდიას პირველი მეუღლე) ოჯახში. კონსტანტინესთან არაფერი საერთო არ გვაქვს, ჩვენ ლამის ქუჩაში ვცხოვრობთ, მას კი 4 ბინა აქვს, იღებს 3 000 ლარს თვეში და ყოველ თვე შვეიცარიაში დადის, სადაც მას ოჯახი ჰყავს. ის შუამავლობა კი, რომელსაც ის და ნბაღათურია ახორციელებდნენ, მხოლოდ პიარია. კონსტანტინეს მართლაც რომ აღელვებდეს ცოტნეს ბედი ახლა არ იქნებოდა შვეიცარიაში და ნახავდა თავის ძმას",- ამბობს მანანა.

კითხვაზე, თუ რა სურს ხელისუფლებას მისი ოჯახისგან, მან უპასუხა, რომ სააკაშვილს უბრალოდ სურს ნებისმიერი ხერხებით მოახდინოს მისი ოჯახის ლიკვიდაცია. „შევარდნაძესა და სააკაშვილს პირადი ზიზღი აქვთ ჩემი ოჯახის",- თვლის მანანა არჩვაძე გამსახურდია. ამ სიძულვილის ახსნა მარტივის, როგორც მანანა დარწმუნებულია, გამსახურდია სპეცსამსახურების მოკლულია.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, საქართველოს პირველი პრეზიდენტის მეუღლეს გერმანიაში სურს წასვლა. „საქართველოს მოქალაქეობას დავიტოვებ, მაგრამ სხვა ქვეყანაში მომიწევს ცხოვრება, რადგანაც აქ ყოფნა აღარ შემიძლია",- აცხადებს ის.

 

სვეტლანა ბოლოტნიკოვა

კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100