RSS
на русском en in english
28.05.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

შუამავლის ტვირთის ზიდვას ქართველთა კავშირი რუსეთში ვერ ახერხებს

31.12.2009  |  10:35

5022.jpegქართველთა კავშირი რუსეთში მზად არის ყველანაირად შეუწყოს ხელი რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას, აუცილებლობის შემთხვევაში, ის მზად არის გახდეს შუამავალი მოლაპარაკებებში. როგორც კავშირის პრეზიდენტმა მიხეილ ხუბუტიამ განაცხადა, თუკი საჭირო გახდება, ის ნებიმისე მომენტში მზად არის თბილისში გასაფრენას.

„მთავარია, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის დაწყებული დათბობა ლოგიკურად დასრულდეს და ჩვენ მივაღწიოთ მთავარ მიზანს - ქვეყნებს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას",- აღნიშნა მიხეილ ხუბუტიამ და მზადყოფნა გამოთქვა, რომ აუცილებლობის შემტხვევაში გახდეს მედიატორი თბილისსა და მოსკოვს შორის.

ხუბუტიას თქმით, რუსეთმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ქვეყნებს შორის პირდაპირი ავიარეისები აღდგენილიყო, მისი მხრიდან ყველა ფორმალობა შესრულებულია, რასაც ვერ იტყვი ქართულ მხარეზე. ქართული ხელისუფლება ხელს უშლის ქვეყნებს შორის პირდაპირი ავიაკავშირის აღდგენას. მას შემდეგ, რაც რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ საქართველოს გადაუგზავნა ამ უკანასკნელი მიერ მოთხოვნილი დოკუმენტები, ქართულმა.

მხოლოდ გუშინ დათანხმდა რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრო ავიარეისებს, მათ შორის არის 29 და 30 დეკემბრის ფრენები, მაგრამ ვერც დღეს და ვერც ხვალ ვერ შეძლებს Georgian Airways მოსკოვში თვითმფრინავების გაგზავნას, რადგანაც ვერ მოასწრო მომზადება. ახლა რუსეთის რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროში ელოდებიან საქართველოდან მზადყოფნას. შესრულდება თუ არა ფრენები, თუ კვლავ ათასი ხელის შემშლელი მიზეზი გაჩნდება?

„მოცემულ ეტაპზე საქართველოსა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები ავიარეისების განახლების შესახებ შეწყვეტილია. ჩვენ არ გვსურს იმის გარკვევა, თუ რა მიზეზით მოხდა ეს. ამას არანაირი აზრი არ აქვს. მხარეები დაიწყებენ ერთმანეთის დადანაშაულებას. ჩვენ მზად ვართ გავაკეთოთ ყველაფერი რაც ჩვენზეა დამოკიდებული, რათა გამოვიყვანოთ მოლაპარაკების პროცესი ჩიხიდან, რათა ჩვენი თანამემამულეების სანუკვარი ოცნება - რუსეთი თბილისში შემოვლითი გზის გარეშე დაბრუნება - ბოლოსდაბოლოს ახდეს",- ხაზი გაუსვა ხუბუტიამ.

მისი თქმით, ჯერ კიდევ წლის დასაწყისში, თებერვალში შედგა ქართველთა კავშირის სეკრება, რომლის მიხედვითაც ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა მიამრთეს დიმიტრი მედვედევს ქვეყნებს შორის ავიაკავშირის აღდგენისა და ქართულ პროდუქტებზე ემბარგოს გაუქმების თხოვნით. ანალოგიური მიმართვა გაუგზავნეს მიხეილ სააკაშვილსაც. როდესაც დეკემბერში გამოჩნდა ინფორმაცია ჩარტერული რეისების განახლების სესახებ, კავშირი მიესალმა ამ ინიციატივას.

ახლა კავშირი მზად არის მიიღოს ყველაზე აქტიური მონაწილეობა ქვეყნებს შორის ურთიერთოების ნორმალიზებაში. „ჩვენ არ მივცემთ არც ერთ ძალას ამისთვის ხელის სეშლის უფლებას. ეს ქართველებისა და რუსების სურვილია",- თქვა ხუბუტიამ.

შეგახსენებთ, 10 დეკემბერს დიმიტრი მედვედევის გამოსვლა გახდა სასიამოვნო სიახლე მათთვის, ვისთვისაც სულერთი არ არის ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები, ვისაც გული სტკივა საქართველოსთვისაც და რუსეთისთვისაც.

ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის გაცემისას, მედვედევმა განაცხადა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიარეისების შესრულებისას, ასევე ზემო ლარსის გამშვები პუნქტის გახსნისთვის არ არსებობს რაიმე განსაკუთრებული ხელის შემშლელი პირობები. ამას გარდა, დიმიტრი მედვედევმა გამოთქვა იმედი, რომ დადგენა დრო, როდესაც საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გაუქმდება.

საპასუხოდ მიხეილ სააკაშვილმა არაორაზროვნად განაცხადა, რომ საქართველო მზად არის განაახლოს რუსეთთან ავიაკავშირი და გახსნას ზემო ლარსის გამშვები პუნქტი. ქართველი ლიდერის განცხადება გაავრცელა მისმა პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ.

დეკემბრის შუა რიცხვებში მოსკოვში ჩასულმა ზურაბ ნოღაიდელმაპირობა დადო, რომ ახალი წლისთვის დაიგეგმებოდა რამდენიმე ჩარტერული რეისი მოსკოვსა და თბილისს შორის.

სედეგად დაიგეგმა პირდაპირი ჩარტერული რეისები მიმართულებით თბილისი-მოსკოვი საახალწლო დღეებში - 26-დან 30 დეკემბრამდე და 2010 წლის 6-დან 10 იანვრამდე, მაგრამ პირველი რეისები ჩაიშალა.

22 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ქართულმა ავიაკომპანიამ „აირზენა" მიმართა რუსეთის ნაციონალურ ავიახაზებს პირდაპირი ჩარტერული რეისების გახსნაზე უფლების მიცემის თხოვნით.

25 დეკემბერს რუსეთის მთავრობის ვიცე-პრემიერმა სერგეი ივანოვმა აღნიშნა, რომ ავიაკავშირების გაანახლებისთვის არის საჭირო საქართველოდან უსაფღთხოების გარანტიები, ივანოვის თქმით, ეს არის უპრეცედენტო შემტხვევა, რადგანაც კავშირი გაიხსნება იმ ქვეყანასთან, რომელთანაც რუსეთს არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობამ ამიტომაც საჭიროა უსაფრთხოების გარანტიები, მათ შორის მფრინავებისთვისაც.

თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, მოლაპარაკება ვერ მოახერხეს მხარეებმა და ამიტომ ჩაიშალა საახალწლო რეისები. იმედია, საშობაოდ ყველაფერი მოგვარდება.

 

ირინა პტაშკოვსკაია

კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100