RSS
на русском en in english
16.12.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

სკანდალური გამოკითხვის არასასიამოვნო შედეგები

31.12.2009  |  13:11

5027.jpegახლახან ქართულმა გაზეთმა „ვერსია" დასვა კითხვა: რომელი პოლიტიკოსი იწვევს ახლა ყველაზე მეტ აგრესიას. აღმოჩნდა, რომ გამოკითხვამ საკმაოდ მოულოდნელი შედეგი გამოიღო. „ლიდერი" გახდა ექს-პრემიერი ზურაბ ნოღაიდელი, რომელზეც ბოღმა ამ დღეებში მიხეილ სააკაშვილმაც აღმოაჩინა. ასე რომ გასაკვირი არაფერია. ამ გამოკითხვამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა ქართული ყოფის ტოტალური ზომბირება.

გაზეთმა „ვერსია", იუწყება ქართული მასმედია, დასვა კითხვა: ვის სცემდით სიამოვნებით? რა თქმა უნდა, კითხვა არაკორექტულად ჟღერს. გარეშე დამკვირვებელს ისღა დარჩენია იკითხოს: რისთვის? რომელი დამსახურებებისა თუ ბრალეულობისთვის? იქნებ, გამოცემამ იგულისხმა ცნობილი ფორმულა, რომ სიძულვილიდან სიყვარულამდე ერთი ნაბიჯიადა ამ გამოკითხვის მაღალი რეიტინგები კომპლიმენტებად უნდა აღვიქვათ?

მოკლედ რომ ვთქვათ, თავად კითხვაც უამრავ კითხვას იწვევს. არანაკლებ გამოუხნობი დარჩა იმ 200 ადამიანის ხასიათი, რომელთა შორისაც ჩატარდა გამოკითხვა. შეიძლება ტუ არა მასზე დაყრდნობით ვისაუბროთ „საქართველოს მოსახლეობის" აზრზე.

ასე რომ აქ, როგორც ჩანს, ბევრად მეტი სპეკულაცია მოხდა, ვიდრე ნამდვილად სურვილი ჰქონდათ სიმართლის გაგებისა. თუმცა საქმე გაკეთებულია და შედეგებიც გამოქვეყნდა.

ზურაბ ნოღაიდელს დიდი სიამოვნებით სცემდა გამოკითხული მოსახლეობის 23,3 პროცენტი. როგორც პოლიტიკოსი ნოღაიდელი მოსახლეობაში იწვევს ყველაზე დიდ აგრესიას. მეორე ადგილზე 18,7%-ით იმყოფება ლევან გაჩეჩილაძე.

ვანო მერაბიშვილის ცემის სურვილი გამოთქვა რესპოდენტთა 16,7%-მა. ლიდერ სამეულში ვერ შევიდა ინო ბურჯანაძე - მან 8 პროცენტი მიიღო.

მეორე კითხვაზე - რომელ მინისტრს გაათავისუფლებდით თანამდებობიდან, გამოკითხულთა 21,3-მა პროცენტმა დაასახელა დიმიტრი შაშკინი - განათლების მინისტრი. 18,66% მიიღო თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალიამ.

სასჯელაღსრულების ახალმა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ მიიღო ხმების 4,7%. მას მოჰყვება სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილი 3,3%. გამოკითხულთა 26,7% ყველა მინისტრს მოხსნიდა, 8,7% კი - არცერთს.

რა დააშავა ამ ბოლო ხანებში ხალხის თვალში ზურაბ ნოღაიდელმა? ის, რომ მან პირველმა, სიტყვით კი არა, საქმით წამოიწყო პოლიტიკური დიალოგი რუსეთის ხელისუფლებასთან, მიაღწია ქვეყნებს შორის ავიაკავშირის აღდგენას, დაარწმუნა სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი ქართველი მოზარდების შეწყალებაში და ისინი სამშობლოში დააბრუნა? თუ ამაზე უფრო მნიშვნელოვანია სააკაშვილის ბოროტი კრიტიკა „რუს პოლიტიკოსებთან კავშირის" გამო?

ან რით არ მოსწონთ ლევან გაჩეჩილაძე? თავისი პრინციპულობის გამო? რატომ გაუსწრო მან საქართველოს მთავარ პოლიციელს ვანო მერაბიშვილს? თუ უბრალოდ მობეზრდა ხალხს ამ უკანასკნელი უამრავი შეცოდების გახსენება? რაც არ უნდა თქვან, ის თავის ადგილზეა და არ აპირებს არაფრის შეცვლას.

ნინო ბურჯანაძეს ამ ბოლო დროს არც ისე ხშირად ახსენებდნენ პრესაში - აი ამოიყარეს მასზე ჯავრები განაწყენებულებმა.

შაშკინის გათავისუფლების სურვილი ბუნებრივია, მაგრამ უსაფუძვლო: ჯერ არანაირად არ გმოუვლენია თავი მას ამ სავარძელში, არც ბაჩო ახალაიას და ხათუნა კალმახელიზეს გაუკეთებიათ რამე.

მას კი მოჰყვება თემურ იაკობაშვილი, რომელიც, როგორც ჩანს, ყველაფერს აკეთებს, რომ საბოლოოდ დაანგრიოს ქართველებს, აფხაზებსა და ოსებს შორის შემორჩენილი ურთიერთგაგება.

ეს ყველაფერი საკმაოდ მოუხერხებლად ჟღერს. რა თქმა უნდა, ახლანდელი პიარ ტექნოლოგების აზრით ნებისმიერი გამოჩენა მასმედიაში კარგია, მნიშვნელობა არ აქვს დადებიტად მოხდება ეს თუ უარყოფითად, მაგრამ საეჭვოა, რომ ასეთი მიდგომა მოაზროვნე ადამიანს მოეწონოს. აი ზომბირებულ ტელევიზიებს და მასმედიის სხვა აუდიტორიას კი საკმაოდ აკმაყოფილებს.

თბილისის ახლანდელმა რეჟიმმა დიდ წარმატებებს მიაღწია მასობრივი აზროვნების მანიპულირებაში. ტალიავინის დასკვნის გამოქვეყნებამდე ქართველები ღრმად დარწმუნებულები იყვნენ, რომ რუსეთის ყოველგვარი მიზეზის გარეშე თავს დაესხა საქართველოს. თუმცა, ზოგ-ზოგიერთები დღემდე ამ ვერსიას ემხრობიან.

როგორც ჩანს, „თავისუფლების ინსტიტუტის" მიზანი, რომ რაც შეიძლება დაანაწევრონ საქართველოს ხალხის ერთობა, ნელ-ნელა სრულდება.

მხოლოდ ერთად შეძლებს ქართველი და რუსი ხალხი თანამედროვეობის ყველა გამოძახილის დაძლევას და, რაც მთავარია, - შეძლებენ თავიანთი იდენტურობის შენარჩუნებას.

 

ვლადიმერ ვლადიმეროვი

კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100