RSS
на русском en in english
23.01.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

„იმედის“ ბედი ჯერ კიდევ წყდება

02.01.2010  |  11:51

5034.jpegსაქართველოში მომავალი წლის ერთ-ერთი უმთავრესი მოვლენა იქნება ბადრი პატარკაციშვილის ოჯახსა და ჯოზეფ ქეის შორის გამართული სასამართლო პროცესი.

ნიზნესმენის სიკვდილიდან მეორე დღეს პატარკაციშვილის სახლში მივიდა მისი ნათესავი, ძველი პარტნიორი ჯოზეფ ქეი და გარდაცვლილის ქვრივს ინა გუდავაძეს წარუდგინა ანდერძი, რომლის თანახმადაც ის ინიშნებოდა ბადრი პატარკაციშვილის ქონების განმგებლად და იღებდა უფლებას თავად გაენაწილებინა ეს ქონება მემკვიდრეებს შორის.

„ქეი მართლაც მუშაობდა ჩემს ქმართან ერთად, მაგრამ ის ტყუის, როდესაც ამბობს, რომ ბადრიმ მას ტავისი ანდერძი ანდო. არანაირი ანდერძი მას ჩვენთვის არ უჩვენებია - მხოლოდ ფოტო ნოუთბუქში და ეს იყო სულ",- განაცხადა ინა გუდავაძემ.

პატარკაციშვილის ოჯახმა მას თვითმარქვია უწოდა და განაცხადა, რომ დოკუმენტები ყალბი იყო. საქმე სასამართლოს გადაეცა.

დღეს ამ სასამართლოს დავის მდგომარეობა ასეთია: როგორც ცნობილია, პატარკაციშვილის ოჯახმა არაერთხელ განაცხადა, რომ , მიუხედავად მათი მრავალი მოთხოვნისა, ქეიმ ვერ წარმოადგინა დოკუმენტის ორიგინალი და ქეის დაცვას სასამართლოში მხოლოდ კოპიები აქვს.

თუმცა გასული წლის დასაწყისში თბილისის სამოქალაქო სასამართლომ ( ივლისში კი - სააპელაციომ) აღიარა ქეი მილიარდერის ანდერძის აღმსრულებლად, მაგრამ არ აღიარა ის ქონების განმგებლად.

მართლაც. თბილისის სამოქალაქო სასამართლომ კი დააკმაყოფილა ინა გუდავაძის სარჩელი ქეის ქონების გჰანმგებლად არ აღიარების შესახებ, მაგრამ იმავდროულად დაამტკიცა მისი უფლებამოსილება როგორც თავად ანდერძის აღმსრულებლისა.

ამასთანავე, ლაშა ბირკაიამ, პატარკაციშვილების ოჯახის ადვოკატმა წარმოადგინა ანდერძის გაყალბების დამადასტურებელი კიდევ ახალი მტკიცებულებები, რომლებიც მან ლონდონის სასამართლოს გადასცა.

„ლონდონის სასამართლომ განოგვცა ჩვენ ექსპერტების დასკვნა, რომლის თანახმადაც დამტკიცებულია, რომ დოკუმენტები შედგენილია პატარკაციშვილის სიკვდილის შემდეგ. კომპიუტერების ექსპერტმა უკვე დაადგინა, რომ არის ანდერძის ბევრი ვარიანტი, დაახლოებით, 11 დოკუმენტი",- განაცხადა ადვოკატმა პრეს-კონფერენციაზე.

უფრო მეტიც, ზემოთ ხსენებული მტკიცებულებები საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ინგლისის სასამართლოს დაეკავებინა ქეის პირადი ქონება და გაეცა მისი ოფისის ჩხრეკის ორდერი.

საკმაოდ უხერხული სიტუაცია გამოდის საქართველოს პრეზიდენტისთვის. ერთის მხრივ, თბილისის საქალაქო სასამართლომ, რომლის ობიექტურობითა და დამოუკიდებლობით ასე ტრაბახობს სააკაშვილი უცხოელების წინაშე, მართალია არ აღიარა ის მემკვიდრედ, მაგრამ ანდერძის გამოყენების უფლება მისცა.

საკმაოდ რთული იურიდიული ფორმულირებაა, მაგრამ მის უკან საკმაოდ ცნობილი მიზეზია, რომელიც, პირველ რიგში, დაკავშირებულია პატარარკაციშვილის „იმედის" გაყიდვის გარიგებასთან.

მას შემდეგ რაც თავის პატარკაციშვილის ქონების განმკარგავად გამოაცხადა, ჯოზეფ ქეი სასწრაფოდ ჩამოვიდა თბილისში, სადაც გადაიფორმა თავის სახელზე ტელეკომპანია „იმედი". ამასტანავე, კომპანიის ხელმძღვანელობამ, რომელსაც ფორმალურად ეკუთვნოდა „იმედი", აღიარა, რომ ქეიმ მათ გადასცა პატარკაციშვილის სიტყვიერი დავალება. ფაქტიურად „ამიერკავკასიის ყველაზე ობიექტურ სასამართლოს" ეჭვი არ შეპარვია ჯოზეფ ქეის ტელეკომპანიაზე უფლებების სამართლიანობაში.

ცნობილი ქართველი ექსპერტი გიორგი ხუხაშვილი თვლის, რომ „ხელისუფლებას, პირველ რგიში, აინტერესებდა სწორედ „იმედი", ამიტომაც ქეიმ ის მაშინვე მიყიდა „რაკინ-ინვესტმენტს", ანუ კომპანიას, რომელიც სააკაშვილის გუნდთან არის დაკავშირებული, სამაგიეროდ კი ხელისუფლებისგან მიიღო დახმარება სასამართლო პროცესში.

პატარკაციშვილის ოჯახის წევრებმა ხელისუფლება ქეის საიდუმლო მქარდაჭერაშიც დაადანაშაულეს, რადგანაც ტელეკომპანია „იმედი", რომელიც ქეიმ უკანონოდ დაისაკუთრა, ახლა, მათი აზრით, ატარებს ხელისუფლებისთვის სასურველ საინფორმაციო პოლიტიკას.

ტელეკომპანია „იმედი", რომელიც პატარკაციშვილმა არაფრისგან შექმნა, გახდა მილიარდერის ხელში სახიფათო იარაღად.

სააკაშვილი თვლიდა, რომ ხელისუფლების კრიტიკა „იმედი" მხრიდან მისი მფლობელის პირდაპირი შეკვეთა იყო. მას შემდეგ, რაც პატარკაციშვილმა უარი ტქვა ტელევიზიის გაყიდვაზე მილიარდ დოლარადაც კი, მიხეილ სააკაშვილი მიხვდა, რომ პატარკაციშვილს ტელევიზია საკუთარი ბიზნესის დასაცავად კი არა პოლიტიკური მიზნებისთვის სჭირდებოდა.

ის არც შემცდარა: „იმედმა" გფადამწყვეტი როლი ითამაშა 2007 წელს ახალი რევოლუციის მოხდენის მცდელოვაში, როდესაც, ასი ათასიან მიტინგზე გამოსვლისას, პატარკაციშვილმა განაცხადა: „მზად ვარ გავხდე საქართველოს ინტერესებისთვის მებრძოლი ჯარისკაცი".

7 ნოემბერს, მიტინგის გარბევის შემდეგ რუსთაველის გამზირზე, „იმედის" ეთერში გაისმა პატარკაციშვილის ლონდონური მოწოდება, რომელიც დამთავრდა სიტყვები„ქართველ ხალხს პირობას ვაძლევ, რომ ბოლო ცენტამდე დავხარჯავ ყველაფერს სააკაშვილის ფაშისტური რეჟიმის ჩამოსაგდებად".

ხელისუფლებამ მაშინვე აღძრა მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე „სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობის" მუხლით, დროებით დახურეს „იმედი", შემდეგ კი შეძლეს თანამშრომლობაზე ჟურნალისტების უმეტესობის დაყოლიება. ამგვარად ოპლიგარქს მთავარი იარაღი წაართვეს.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100