RSS
на русском en in english
28.03.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

კონსერვატორები მუხროვანის შესახებ: აჯანყება სააკაშვილმა გამოიგონა

13.01.2010  |  11:34

5069.jpegსაქართველოს კონსერვატიული პარტია შეეცდება, გადაიხედოს მუხროვანის სამხედრო აჯანყების განაჩენი. მას მერე, რაც გენერალი კობა კობალაძე გაამართლეს, ოპოზიციონერები დარწმუნდნენ, რომ გადატრიალება არც არვის ჰქონია ჩაფიქრებულია. მთელი ეს ისტორია ხელისუფლების მიერ იყო პროვცოცირებული და გაბუქებული. ამის შესახებ ესაუბრა GeorgiaTimes - კონსერვატორი ბიძინა გუჯაბიძე.

გუშინ თბილისის სასამართლომ გასაოცარი ვერდიქტი გამოიტანა - გენერალი კობა კობალაძე გაამართლეს, ვინაიდან მისი კავშირი მუხროვანის სამხედრო ბაზაზე განხორცილებულ აჯანყებასთან, არ დადასტურდა. როგორც განაცხადა განაჩენის გამოტანის შემდეგ ერთერთმა მისმა ადვოკატმა შალვა თადუმაძემ, მისი უდანაშაულობა აშკარა იყო. თუმცა, გამართლების შანსები მას, არც თუ ისე დიდი ჰქონდა.

კობალაძის წინააღმდეგ ჩვენებას იძლეოდა ერთერთი ბრალდებული - სეპცრაზმ „დელტას" ექს-მეთაური გია გვალაძე. ის გამოძიებასთან გარიგებაზე წავიდა, აღიარა ყევლაფერი რაც იყო თუ არ იყო და მეგობრებსაც ცილი დასწამა. სანაცვლოდ მას, სასჯელი შეუმცირეს.

გენერალი, სამხედრო ბუნტის მთავარ ორგანიზატორად ითვლებოდა, რომლიც თითქოს და ხელისუფლების გადატრიალებას ისახავდა მიზნად. თუმცა, „მთავარი" ეჭვმიტანილი გაამართლეს, მაგრამ ბუნტის უშუალო მონაწილეები კობა ოთანაძე, რეინჯერების ბატალიონის მეთაური ლევან ამირიძე, სატანკო ბატალიონის მეთაური შოთა გორგიაშვილი და კიდევ 27 სამხედრო კარგახნით ჩასვეს ციხეში გადატრიალებისათვის, რომელსაც არც არავინ არ ამზადებდა.

ამასთან დაკავშირებით, საქართველოს კონსერვატიული პარტია სპეცგანცხადებით გამოვიდა, რომელშიც ამტკიცებენ, რომ არანაირი სამხედრო ბუნტი, არ ყოფილა.

„თბილისის საქალაქო სასამართლომ, მუხროვანის შეიარაღდებული სამხედრო აჯანყების ორგანიზაციის ბრალდება მოუხსნა კონა კობალაძეს. ეს ადასტურებს, რომ 6 მაისს მუხროვანში, არანაირი შეიარაღებული აჯანყების მოწყობის მცდელობა არ ყოფილა და რომ ეს იყო ხელისუფლების მიერ ინსპირირებული პროვოკაცია, საპროტესტო აქციების გადასაფარად, რომლებიც იმ დროს თბილისში ტარდებოდა",- აღნიშნულია კონსერვატორების განცხადებაში.

ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ „საერთაშორისო მონიტორინგის პირობებში, ხელისუფლებამ ვეღარ შეძლო ჩვენებების გაყალბება და იძულებულები გახდნენ გაენთავისუფლებინათ პოლიტპატიმარი კობა კობალაძე".

ოპოზიციონერები სავალდებულოდ მიიჩნევენ, ამ საქმესთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოძიების დაწყებას, რათა „გამოვლენილნი იქნენ ამ პროვოკაციის ინსპირატორები" და საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის იმპიჩმენტის საკითხი დადგეს.

ბიძინა გუჯაბიძემ GeorgiaTimes განუმარტა, რომ კობა კობალაძის გუშინდელი გამამართლებელი ვერდიქტი, ამერიკელ სენატორ-რესპუბლიკელ ჯონ მაკეინზე გათვლილი საჩვენებელი აქცია იყო. ის გუშინ საქართველოში ვიზიტისას ოპოზიციასაც შეხვდა და ხელისუფლებასაც. ასე რომ მთავრობამ სპექტაკლი დადგა სამართლიანი სასამართლოთი, რათა გული მოელბოთ სტუმრისთვის, რომლის ყურამდეც სააკაშვილის რეჟიმის ოპონენტების კრიტიკამაც მიაღწია.

მაგრამ, თუ კი ვითომც და სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზატორი გაამართლა სასამართლომ, მაშინ საფუძველს მოკლებული ხომ არ არის იმაზე საუბარი, რომ ვინმე საერთოდ ამზადებდა ბუნტს? „არანაირი აჯანყება არ ყოფილა. ყოველივე ეს გამოიგონა მიხეილ სააკაშვილმა და მისმა პოლიტიკურმა ბანდამ".- კატეგორიულად აცხადებს გუჯაბიძე.

„ეს აჯანყება კი არ იყო, არამედ წოდებით უფროსების დაუმორჩილებლობა, - ამბობს კონსერვატორი.- სამხედროებს, საპროტესტო აქციების დაერბევას და ხალხის წინააღმდეგ გამოსვლას აიძულებდნენ. მათ უარი განაცხადეს ამაზე. ეს ყოველივე სასამართლო სხდომაზე გამოაშკარავდა. ხოლო გამოძიებას, იმის არავითარი მტკიცებულება არ გააჩნია, რომ სამხედროები გადატრიალებას ამზადებდნენ".

შეგახსენებთ, რომ აჯანყება პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით გამართული საპროტესტო აქციების პიკში მოხდა. მიხეილ სააკაშვილმა არასაპარლამენტო ოპოზიციის მიერ წამოყენებული ულტიმატუმები არ შეასრულა და ოპოზიციამ დაუმორჩილოებლობის კამპანია წამოიწყო მოედნებზე და პრეზიდენტის რეზიდენციასთან მიტინგებით, ქალაქის ცენტრალურ პროსპექტზე გალია-საკნებით, სირცხვილის დერეფნებით საზოგადოებრივ ტელევიზიასთან, რომელიც არასრულად და არაობიექტურად აშუქებდა მოვლენებს.

ვარაუდობდნენ, რომ სააკაშვილი ხალხის დასაშოშმინებლად არა მარტო პოლიციას გამოიყენებდა, არამედ სამხედროებსაც. ასე რომ, მუხროვანის ბაზაზე მომხდარი ბუნტისთანავე ოპოზიციამ განაცხადა, რომ ოფიცრები მხოლოდ იმიტომ დაადანაშაულეს, რომ მათ უარი განაცხადეს სააკაშვილის ბრძანების შესრულებაზე. „აჯანყება„ ფრიად უცნაურად გამოიყურებოდა. სამხედროებმა უბრალოდ უარი თქვეს ყაზრმების დატოვებაზე, მათ არავისთვის უსროლიათ და გაქცევაც არ უცდიათ.

სასამართლო მოსმენებზე გაიჟღერა ჩვენებებმა იმის შესახებ, რომ სატანკო ბატალიონს არ სურდა მონაწილეობის მიღება 26 მაისის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აღლუმში. ბატალიონის მეთაური შოთა გორგიაშვილი, უადგილოდ მიიჩნევდა ამგვარი დღესასწაულის მოწყობას, სამხრეთ ოსეთში დამარცხების შემდეგ. მას მხარი დაუჭირეს პოლკოვნიკებმა კობა ოთანაძემ და გია კრიალაშვილმა, ასევე რეინჯერთა ბატალიონის მეთაურმა ლევან ამირიძემ. მოგვიანებით კრიალაშვილი დაკავებისას იქნა მოკლული.

გუჯაბიძის თქმით, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისათვის გასამართლებულების ადვოკატები, შეეცდებიან გაასაჩივრონ განაჩენი და მიაღწიონ ბრალდების მუხლის გადახედვას.

სხვათაშორის, კობალაძეც ფიქრობს განაჩენის აპელირებას, როგორც მისი ადვოკატები აცხადებენ, ვინაიდან მას 8 თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს იარაღის უკანონოდ ტარების გამო. გენერალმა ეს ვადა უკვე მოიხადა წინასწარი პატიმრობის იზოლატორში ყოფნისას, მაგრამ ის ამ ბრალდებასაც არ მიიჩნევს სამართლიანად.

კონსერვატიული პარტია საკუთარ განცხადებას საერთაშორისო სტრუქტურებს გაუგზავნის, თხოვნით - დაინიშნოს ბუნტის დამოუკიდებელი გამოძიება. ხოლო რაიმე შედეგს გამოიღებს თუ არა ეს, იმაზეა დამოკიდებული თუ რა უფრო მნიშვნელოვანია ევროპისთვის: ჭეშმარიტება თუ რუსეთის მეზობლად მდებარე ტრანზიტული ქვეყნის პრეზიდენტის მორჩილება.

 

სვეტლანა ბოლოტნიკოვა

კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100