RSS
на русском en in english
27.03.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

ქუთაისის მემორიალი: განმეორება შეუძლებელია

14.01.2010  |  10:15

5080.jpegმოსკოვში, ქუთაისში აფეთქებულოი დიდების მეორიალის ანალოგის დადგმა, არაერთგვაროვან რეაქციას იწვევს, როგორც საქართველოში, ასევე რუსეათში. მიუხედავად იმისა, რომ ავტორი მერაბ ბერძენიშვილი და მისი რუსეთში მცხოვრები კოლეგა ზურაბ წერეთელი წინააღმდეგნი არიან ქანდაკების ასლის შექმნის, რუსეთის ახალგაზრდულმა მოძრაობამ „ნაში"-იმ უკვე დაიწყო სახსრების შეგროვება. GeorgiaTimes-ი დაინტერესდა, თუ როგორ არიან ამ იდეის მიმართ განწყობილნი, რუსეთში.

საქართველოს ხელისუფლების კიდევ ერთმა დემარშმა, საერთო ადამნიანური ფასეულობების წინააღმდეგ, ამჯერადაც ვერ მიიღო დასავლეთის შესაბამისი შეფასება. ქუთაისში მეორე სამამულო ომის დროს დაღუპულთა მემორიალის აფეთქება, მიხეილ სააკაშვილს კვლავ შერჩა.

და ეს ყველაფერი იმ დროს, როდესაც სიჩქარის გამო, რაც ოპოზიციის ნეგატიურმა რექციამ გამოიწვია, ბეტონის კონსტრუქციის ნამსხვრევებისგან დაიღუპა ქალბატონი და მისი ქალიშვილი. ხოლო, ტრაგედიის წინ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ნიუ-იორკში მიიღო რეზოლუცია, მის მიხედვით გაიკიცხება ქანდაკებების დანგრევის ან შეურაცხყოფის მცდელობები, რომლებიც მათი ხსოვნისთვის არის აღმართული, ვინც ნაციზმის წინააღმდეგ იბრძოდა, მეორე მსოფლიო ომის დროს.

საქართველოში, მართლაც გააკრიტიკეს ხელისუფლება ოპოზიციამ და საზოგადოებამ. მრავალი მათგანი მოუწოდებდა, უარი ეთქვათ აფეთქების ადგილზე ახალი პარლამენტის შენობის აგებაზე და იქ იგივე მემორიალი დაედგათ, ასევე საპატიო ყარაულიც დაეყენებინათ, დაღუპული უდანაშაულო დამინების ხსოვნის პატივსაცემად.

მაგრამ, სკულპტურული კომპოზიციის ავტორმა უარი თქვა მემორიალის აღდგენაზე და ეს ყველაფერი მან, ესკიზების დაკარგვით განმარტა.

ამავროულად, რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი წინადადებით გამოვიდა, მოსკოვში დაიდგას ქართველი მეომრების მემორიალი. მას მხარი დაუჭირა მერმა იური ლუჟკოვმა, „რუსეთის ქართველთა კავშირის" პრეზიდენტმა მიხეილ ხუბუტიამ და მრავალმა სხვა პოლიტიკოსმა. ასევე გადაწყდა, რომ ქანდაკება აიგება არა სახელმწიფო სახსრებით, არამედ შემოწირულობებით.

გუშინ, რუსულმა ახალგაზრდულმა მოძრაობამ „ნაში", სახსრების შეგროვება დაიწყო. მისი გადმორიცხვა აქციის სპეციალურ ანგარიშზეა შესაძლებელი. როგორც, გაზეთ ვზგლიადს განუმარტა ლიდერმა ნიკიტა ბოროვიკმა, თუ კი ქართველი უფროსები „აქტიურად მონაწილეობდნენ მემორიალის განადგურებაში", ამ შემთხვევაში სამამულო აქტივისტები „საკუთარი პასიურობით, რისკავენ დავიწყებას მისცენ, ეს ბოროტმოქმედება". ამავდროულად „ნაში" დარწმუნებულები არიან, რომ აფეთქებული ქანდაკების აღდგენა, საერთო რუსულ საქმედ უნდა იქცეს.

პოკლონნი მთაზე, პროექტის რეალიზაციებისათვის, გადაწყდა წარმოშობით ქართველი სკულპტორის ზურაბ წერეთელის მოწვევა.

გუშინ მან განაცხადა, რომ ამ მოცანის შესრულება შეუძლებელია. „როგორ შეიძლება, რომ ვინმემ სხვისი სკულპტურა გაიმეოროს,- აღნიშნა მან.- ამის გაკეთება არ შეიძლება. განა შეიძლება, რომ ვინმემ გაიმეოროს ვინმეს მიერ დაწერილი ლექსი ან მუსიკა? არა, ასეთი რამ არ ხდება, ასეთი რამ არაოსდეს მოხმდარა ცხოვრებაში".

სხვა ქართველი ექსპერტებიც აკრიტიკებვენ რუსეთის ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას. კერძოდ მამუკა არეშიძე ამასთან დაკავშირებით აცხადებს: „რუსეთმა გაანადგურა უამრავი კულტურული და ისტორიული ძეგლი საქართველოში და მას არ აქვს უფლება, ისაუბროს მემორიალის აღდგენაზე". საუბარია იმ ტაძრებზე, რომლებიც შემთხვევით დაზიანდნენ შარშანდელი აგვისრტოს საომარი მოქმედებებისას, როდესაც საქართველო ყველა შეთანხმების და საწინააღმდეგოდ, თავს დაესხა ცხინვალს და საპასუხო დარტყმა მიიღო რუსეთის არმიისგან.

ფრაქციის „ედინაია როსიას" წევრი კონსტანტინე ზატულინი GeorgiaTimes-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ მემორიალის აღდგენა მოსკოვში შესაძლებელია და აუცილებელი. „მემორიალის აფეთქება დემონსტრატიული მოქმედება იყო, ამიტომაც ნაბიჯი, რომელზედაც რუსეთის ხელისუფლება და მოსკოვის მთავრობა წავიდა, რუსეთის ფედერაციის საერთო სტრატეგიას შეესაბამება. ჩვენ იმ დიდი გამარჯვების მემკვიდრეებად ვთვლით ჩვენ თავს და იმაზე ვზრუნავთ, რომ ეს გამარჯვება ყველა ხალხების მეხსიერებაში დარჩეს, რომლებმაც ის მოიპოვეს",- განაცხადა დეპუტატმა.

მაგრამ შეკითხვას, შესაძლებელია თუ არა ქართველი სკულპტორის მერაბ ბერძენიშვილის ხელოვნების ნიმუშის გამეორება, თუ კი ის თავად ამას შეუძლებლად თვლის, ზატულინმა უპასუხა:"ეს სადისკუსიო საკითხია. არ გამოვრიცხავ, რომ სავალდებულო არ არის მისი ზუსტი კოპირება. მთავარია - იმ ქართველებისადმი პატივისცემას გაესვას ხაზი, რომლებმაც თავიანთი სიცოცხლე 1941-45 წლებში მსხვერპლად გაიღეს.

შესაძლოა, გამოიძებნოს ახალი არქიტექტურული და შემოქმედებითი გადაწყვეტილება, შენარჩუნებული იქნეს იმ მონუმენტის რაიმე ელემენტი. შესაძლოა ძველისა და ახლის სიმბიოზი გაკეთდეს, ვინაიდან სკულპტორმა, გარკვეული მიზეზების გამო ( შესაძლოა მასზე ზეწოლას ახდენდეს საქართველოს ხელსიუფლება) უარი თქვა ქანდაკების აღდგენაზე".

როგორც ცნობილია, ქუთაისის მემორიალის აფეთქება ერთადერთი სიძულვილის გამოვლინება როდი იყო, ყოფილი სსრკ-ს ქვეყნებში საბჭოთა ძეგლოებისადმი. მაგრამ, ღირს კი ყველა ამ მემორიალი რუსეთში გადატანა? ზატულინი თვლის, რომ ცალკეულ შემთხვევებში - ღირს.

„ჯერესერთი, არ უნდა დავუშვათ ქანდაკებების აფეთქება. მაგრამ, თუ კი საუბარია, რაღაც საჩვენებელ ნგრევაზე, მაშინ ღირს",- ამბობს დეპუტატი.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100