RSS
на русском en in english
29.05.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

ნატო – საქართველო: ახალი დაპირებები

18.01.2010  |  09:33

5100.jpegგუშინ საქართველომ, ნატოს შტაბ-ბინაში წარგზავნა 2010 წლის ახალი თანამშრომლობის გეგმა. დოკუმენტმა ხელი უნდა შეუწყოს საქართველოსა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის კიდევ უფრო მეტად დაახლოებას. ვინაიდან, როგორც ცნობილია 2008 წელს თბილისმა, ვერ მიიღო წევრობისათვის აუცილებელი მოქმედების გეგმა და ახლა ყოველწლიური გეგმის მიხედვით მოქმედებს. დაეხმარება თუ არა ეს პატარ-პატარა ნაბიჯები საქართველოს, მიაღწიოს სასურველი ორგანიზაციის წევრობას?

ნატოსთან თანამშრომლობის ახალი ყოველწლიური გეგმის თანახმად, საქართველო პირობას იძლევა ამ წელიწადს, გააძლიეროს სამხედრო რეფორმები, აღმოფხვრას აგვისტოს ომის შედეგები, გააქტიუროს ანტიკორუფციული მოღვაწება, მეტი თავისუფლება მიანიჭოს მასემდიას და გაზაფხულზე ადგილობრივი არჩევნები ახალგაზრდა დემოკრატიის შესაფერის დონეზე ჩაატაროს.

ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დარგში საქართველოს სახემწიფო მინისტრი გიორგი ბარამიძე აცხადებს, რომ თანამშრომლობის გეგმა დამტკიცებული უნდა იქნეს იანვრის ბოლოს.

როგორია საქართველოს ამჟამინდელი პერსპექტივები, ევროატლანტკურ ალიანსის შესაძლო წევრობის თვალსაზრისით, ამის გარკვევას ქართველ და რუს პოლიტოლოგებთან GeorgiaTimes-ის კორესპონდენტი შეეცადა.

დსთ-ს ქვეყნების ინსტიტუტის კავკასიური განყოფილების ხელმძღვანელი ფელიქს სტანევსკი:

შეუძლია თუ არა საქართველოსა და ნატოს თანამშრომლობის ყოველწლიურ პროგრამებს, შეცვალოს წევრობის სამოქმედო გეგმა?

დასავლეთში მარავალს სურს, რომ საქართველო ნატოში იხილოს. პირველ რიგში ეს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებია და ამერიკული ისტებლიშმენტის ნაწილი, ოღონდ არა ამჟამინდელი ხელმძღვანელობიდან. მომავალში მარავალი რამ იქნება იმაზე დამოკიდებული, შეძლებენ თუ არა ეს ძალები, გაველნა მოახდინონ საქართველოს, ალიანსში მიღების საკითხზე.

უდავოა, რომ იქნება საქართველოს ნატოსთან დაახლოების აქტიური მცდელობები. ამავ დროულად, ბლოკში არსებობენ ძალები, რომელბსაც არ სურთ აჩქარება და ხვდებიან, რომ საქართველოს ნატოსთან ძალიან სწრაფმა დაახლოებამ, შესაძლოა კავკასიაში მდგომარეობის დესტაბილიზაცია გამოიწვიოს და რუსეთთან ურთიერთობები საგრძნობლად გააუარესოს.

საკმაოდ დიდია, ურთიერთსაწინააღმდეგო შეხედულებები, საქართველოს ნატოში მიღებასთან დაკავშირებით, დაახლოებით ისეთივე რადიკალურად განსხვავებული პოზიციები, როგორც ქვეყნის ამჟამინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისადმი დამოკიდებულება.

გააგრძელებს თუ არა აშშ, რუსულ-ამერიკული „გადატვირთვის" კონტექსტში, საქართველოს ინტერესებია აქტიურ ლობირებას, მათ შორის მათი ნატოში სწრაფვის ჩათვლით?

რათქმაუნდა, ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს საქართველოს ინტერესების ლობირებას, ნატოს წვრობისადმი მათ მისწრაფებაშიც. უბრალოდ, ლობირების ხარისხი რამდენადმე განსხვავებული იქნება. თუ კი ადრე ეს გაცხარებით და მხურვალედ ხდებოდა, ახლა უკვე ასე აღარ არის, მაგრამ თბილისი აგრძელებს ალიანსისაკენ სწრაფვას. ამის კიდევ ერთი დასტურია - საქართველოში ამერიკელი სენატორის ჯონ მაკკეინის რამდენიმე დღის წინანდელი ვიზიტი.

მზად არის კი საქართველო, მისი დღევანელი მდგომარობით, ნატოში გაწვრიანებისათვის?

არა, საქართველო არ არის ამისათვის მზად და ალიანსის წევრებს მშვენივრად ესმით ეს. ისინი საუბრობენ კიდეც ამის შესახებ. იმისათვის რომ, ბლოკის წევრი გახდეს, ქვეყანას გრძელი გზა აქვს გასავლელი.

თუმცა, კი მარავალი წესი რომელიც ნატოში გაწევრიანებიასთანაა დაკავშირებული, საქართველოსთან მიმართებაში, შესაძლო გაამარტივონ ან საერთოდაც გვერდი აუარონ, თუ კი ალიანსს ექნება უზარმაზარი სურვილი, მმოქმედ წევრთა რიცხვში იხილოს ეს რესპუბლიკა. ხოლო თუ კი, ვიხელმძღვანელებთ ნატოში მიღებული სტანდარტებით, ეს საკითხი წესითა და რიგით არ უნდე იდგეს დღის წესრიგში. ამჟამად თბილისისთვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია სტაბილურობის საკითხი, რაც ბევრ რამეში ქვეყნის აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობაზეა დამოკიდებული.

გია მელითაური, ქართველი სამხედრო ექსპერტი:

შეუძლიათ თუ არა საქართველოსა და ნტოს ამგვარმა, თანამშრომლობის ყოველწლიურმა პროგრამებმა, წევრობისათვის აუცილებელი მოქმედების გეგმა ჩაანაცვლოან?

პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ წევრობის სამოქმედო გეგმა არ არის პანაცეა ნატოში გასაწევრიანებლად. აზრობრივად, საქართველოსა და ნატოს შორის ყოველწლიური თანამშრომლობის პროგრამები, არსის მიხედვით, სწორედ ტრანსფორმირებული წევრობის სამოქმედო გეგმა გახლავთ, რომელიც ეტაპობრივი ნაბიჯებისაგან შედგება, ბლოკისაკენ მიმავალ გზაზე.

აგრძელებს თუ არა აშშ, რუსეთ-ამერიკული „გადატვირთვის" კონტექსტში საქართველოს ინტერესების აქტიურ ლობირებას, მათ შორის საქართველოს ნატოსკენ სწრაფვის საკითხში?

უეჭველია, რომ აგრძელებს. აშშ-ს და ნატოს ინტერესები ძალიან დიდია კავკასიაში, ამიტომაც ალიანსი და შეერთებული შტატები დაინტერესებულნი არიან, როგორც საქართველოს ნატოში გაწევრიანებაში, ასევე ევროპულ სტრუქტურებშიც, ისეთში როგორიცაა ევროკავშირი. უფრო მეტიც, საქართველოს ამ ორგანიზაციებში გაწევრიანება, სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის გარანტი იქნება.

დღევანდელი დღისათვის, საქართველო ორ მახრეს შორის განხეთქილების მიზეზია. მართალია, ეს არ არის ცივი ომი, მაგრამ რუსეთსაც და ნატოსაც საკუთარი ინტერესები აქვთ სამხრეთ კავკასიაში. მომავალში აქცენტები გადანაწილდება და მხარეებს შორის წინააღმდეგობების კვანძიც გაიხსნება. თუ კი საქართველო აღიარებული იქნება ევროკავშირისა და ნატოს წევრად, მაშინ ის პრობლემები რომლებიც ახლა არსებობს, უკვე აღარ იქნება.

Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100