RSS
на русском en in english
27.05.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

სააკაშვილის სია

18.01.2010  |  09:38

5101.jpegსაქართველოში, ახალი პოლიტიკური სკანდალი გაჩაღდა. ქვეყნის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რესპუბლიკის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე, კანდიდატების საკუთარი სია წარმოადგინა. ოპოზიციის ზრით, არჩევნებში მონაწილე საარჩევნო კომისების წევრები თვლიან, რომ მათ პრეზიდენტმა უბრალოდ არ მისცა არჩევანის საშუალება და სამივე კანდიდატურას პრეზიდენტის მომხრეებად თვლიან.

მიუხედავად იმისა, რომ გაზაფხულის არჩევნები ქალაქის მერებს გამოავლენენ და არა სახელმწიფოს მეთაურს ან პარლამენტის შემადგენლობას, ოპოზიცია მაინც გარკვეულ იმედებს ამყარებს ამ მოვლენებზე.

მომავალი მერების არჩევნებისაკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი, უნდა გამხდარიყო ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევა. ახალი წლის დღესასწაულების შემდეგ, ოპოზიცია ამ მნიშვნელოვანი ნაბიჯისათვის ემზადებოდა. თუმცა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 11 იანვარს, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ბათუმში ჩატარებულ შეხვედრაზე წამოაყენა ინიციატივა, გადაევადებინათ საქართველოს ცსკ-ოს თავმჯდომარის პოსტზე, კანდიდატეურების წამოყენება. „ორი კვირა არაფერს შეცვლის - განაცხადა მან.- ყველას უნდა ჰქონდეს იმის საშუალება, რომ კარგად დაისვენოს, საახალწლო დღესასწაულების შემდეგ და მშვიდ მდგომარეობაში მივიღოთ გადაწყვეტილება".

მიხეილ ნიკოზის ძის მზრუნველობით აღსავსე წინადადებამ, ოპოზიციის რიგებში აღშფოთება და უკმაყოფილება გამოიწვია. პარლამენტის დეპუტატმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, რომ ცსკ-ოს თავმჯდომარის არჩევნების გადატანა, იმაზე მეტყველებს, რომ სააკაშვილი ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს „არ სცემს პატივს".

მეორე დღეს, პრეზიდეტმა მოულოდნელად გაახმოვანა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის, სამი პრეტენდენტის სახელი. ვრცელი სიიდან სააკაშვილმა ამოარჩია, ცსკ-ოს მმოქმედი თავმჯდომარე ლევან თარხნიშვილი, კონსტიტუციური სასამართლოს წევრი ოთარ სიჭინავა და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, ცსკ-ოს ყოფილი თანამშრომელი ზურაბ ხატიაშვილი.

როგორც აღმოჩნდა, პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ სამივე კანდიდატურასთან, საქართველოს ოპოზიციას საკუთარი ანგარიშები აქვს. მაგალითად, ლეიბორისტების აზრით, ლევან თარხნიშვილმა სახელი გაითქვა, როგორც არჩევნების დახელოვნებულმა ფასიფიკატორმა და ის წარმოდგენილი იყო სოროსის, ანტიმართლმადიდებლური ორგანიზაციის მიერ, ხოლო ოთარ სიჭინავა, - დამჯერი მოსამართლე და მონა-მორჩილია „მიხეილ სააკაშვილის ჯიბის კონსტიტუციური სასამართლოსი".

ქვეყნის ცსკ-ოს წევრებმა, ოპოზიციური პარტიებიდან - რომლებიც „პრაიმერიზის" ჩატარების ინიციატორები გახლდნენ, უმალ განაცხადეს, რომ მონაწილეობას არ მიიღებენ კომისიის ახალი თავმჯდომარის დამტკიცებაში. ვინაიდან, მათი აზრით ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავკაცი, უნდა გახდეს ადამიანი, რომელიც კომპრომისული პირი იქნება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის.

„ამის მაგივრად, ხელისუფლებამ ისეთი კანდიდატები წარმოადგინა, როგორებიცაა მმოქმედი თავმჯდომარე, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში არაერთხელ გახდა ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის მთავარი მიზეზი, ან ისეთი როგორიცაა ხელისუფლებასთან დაახლოებული, სატელიტური ორგანიზაციის წარმომადგენელი ზუარბ ხატიაშვილი ან კიდევ, კონსტიტუციური სასამართლოს წევრი ოთარ სიჭინავა",- ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

უფრო მეტიც, ოპოზიცია თვლის, რომ პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი კანდიდატებიდან არცერთს არ გააჩნია, სამართლიანი არჩევნების ჩატარების გამოცდილება და არც შეუბღალავი რეპუტაცია. საბოლოო ჯამში ოპოზიციურმა ძალებმა, სააკაშვილი დაადანაშაულეს ადგილობრივი არჩევნების ფალსიფიცირების მცდელობაში.

მეტად საინტერესოა ისიც, რომ ფაქტიურად ოპოზიციის მხარე დაიჭირა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა პაატა დავითაიამ, რომელმაც განაცხადა, რომ პრეზიდენტმა არ გაითვალისწინა საზოგადოების ნება-სურვილი და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი კანდიდატების ნაცვლად, სიაში შეიყვანა ცსკ-ოს ამჟამინდელი თავმჯდომარე ლევან თარხნიშვილი. დავითაიამ ამ ქმედებას „პოლიტიკური შანტაჟი" უწოდა, ვინაიდან თუ კი ოპოზიცია ვერ შეძლებს საკუთარი კანდიდატის არჩევას და სია პარლამენტს გადაეგზავნება დასამტკიცებლად, არსებობს იმის სრულიად საფუძვლიანი ალბათობა, რომ თარხნიშვილი შეინაეჩუნებს ცსკ-ოს თავმჯდომარის პოსტს.

საბოლოო ჯამში, როგორც დავითაია ვარაუდობდა, საარჩევნო კომისიის სხდომაზე, მისი ოპოზიციონერი წევრები ვერ მივიდნენ კონსენსუსამდე - სხდომაზე დამსწრე ოთხი ოპოზიციური კომისიის წევრიდან, ხმის მიცემაში მხოლოდ სამი მონაწილეობდა და ყოველმა მათგანმა, პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი სამივე კანდიდატურის წინააღმდეგ მისცა ხმა.

ხმის მიცემის დასრულების შემდეგ, ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის წარმომადგენელმა ცსკ-ოში გოჩა ჯოჯუამ აღნიშნა, რომ სააკაშვილმა კანონის დარღვევით დაასახელა თავმჯდომარის პოსტზე წარმოდგენილი კანდიდატები, დაგვიანებით და ეს მისი აზრით, იმისათვის იყო გაკეთებული, რომ სიტუაცია ჩიხში შეეყვანა და ოპოზიციისათვის არ დაეტოვებინა, არანაირი არჩევანი.

იმის შესახებ, თუ რამდენად კანონიერია მიხეილ სააკაშვილის ქმედებები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევნებთან დაკავშირებით GeorgiaTimes-ის კორესპონდენტი, ქართველ პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს გაესაუბრა.

რამდენად კანონიერია სააკაშვილის მოქმედება?

ფორმალურად დარღვევა მხოლოდ ერთია - ეს კანდიდატების წარდგენის ვადის, ერთი დღით გადანაცვლებაა. ყველა დანარჩენი, ჩადებულია შესაბამის კანონში. უბრალოდ, პრეზიდენტის პოლიტიკოსთა გუნდმა, უფრო მომგებიანი ნაბიჯი გადადგა, კანონის შემუშავებისას.

საარჩევნო კომისიის ფორმირებაში, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს პოლიტიკურ შემადგენელს?

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100