RSS
на русском en in english
24.03.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

ქართული სკანდალი უკრაინაში: გაგრძელება იქნება

19.01.2010  |  10:15

5109.jpegკვირას დასრულდა საპრეზიდენტო არჩევნები უკრაინაში. მიუხედავად იმისა, რომ ცსკ-მ საქართველოს უარი უთხრა ამ ქვეყნიდან 2000 დამკვირვებლის რეგისტრაციაზე, მარავლრიცხოვანი დელეგაცია მაინც ჩავიდა იქ. საინფორმაციო სივრცეში გამუდმებით ჩნდებოდა ინფორმაციები საარჩევნო უბნებზე საქართველოს წარმომადგენლებთან დაკავშირებული ინციდენტების შესახებ.

საარჩევნო პროცესში ქართული დელეგაციის მნიშვნელობის შესახებ GeorgiaTimes-ის კორესპონდენტი გაესაუბრა რუსული პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებსა და ექსპერტებს. მათ დაუსვეს საკვანძო კითხვები:

1.შეიძლება თუ არა განვიხილოთ ქართველთა დამკვირვებლების დიდი რაოდენობის ყოფნა, როგორც საარჩევნო პროცესზე ზეწოლის ფაქტორი?

2.რამდენად მართებულია უკრაინული ცსკ-ს ქმედებები ქართველი დამკვირვებლების მიმართ?

3,კონკრეტულად რის მიღწევას ცდილობდა საქართველო, როდესაც ამდენ დამკვირვებელს აგზავნიდა საქართველოში?

სერგეი მარკოვი, ფრაქცია «ერთიანი რუსეთის» წევრი, პოლიტიკურ კვლევათა ინსტიტუტის დირექტორი.

1.ეს უდავოდ არის საარჩევნო პროცესზე ზეწოლა. უფრო მეტიც, საუბარია ბევრად უფრო მძიმე საკითხებზე. ეს არის მცდელობა იმისა, რომ შეეშალოს ხელი უკრაინის მოქალაქეების სურვილების გამოთქმას და გაყალბდეს დაკვირვებები. იგივე რამ შეიძლებოდა გამოეყენებინათ მეორე ტურში, როდესაც დამარცხებული კანდიდატი იყენებს დამკვირვებლების პრეტენზიებს, რათა ჩაშალოს ხმის მიცემა. მართალია, ახლა ეს გაკეთდა იმდენად უხეშად, რომ გამოიწვია საყოველთაო გაღიზიანება და სიცილიც კი. ამასთან დაკავშირებით კანონზომიერად ჩნდება კითხვა: მაინც ვინ გადაიხადა ამ ყველაფრისთვის? როგორც ცნობილია, პოლიტიკურ დივიდენდებს ამისგან იღებს იულია ტიმოშენკო, თუმცა არც მიხეილ სააკაშვილისა და ვიქტორ იუშჩენკოს მეგობრობა უნდა დავივიწყოთ.

2.გასაგებია, რომ ქართველ დამკვირვებლებთან დაკავშირებული ყველა საქმე, გადაწყდება სასამართლოებში. მე ვფიქრობ, რომ გარკევულმა პოლიტიკურმა ძალებმა იპოვნეს რაღაც ხელჩასაჭიდი უკრაინის კანონმდებლობაში არჩევნების ჩაშლის მიზნით.

3.მოცემულ შემთხვევაში საუბარია არა მთელ საქართველოზე, არამედ მხოლოდ სააკაშვილზე. როგორც ცნობილია, ამ ბოლო ხანებში საქართველო და მისი ახლანდელი პრეზიდენტი გამუდმებით ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს. ახლა სააკაშვილი იმის მიღწევას ცდილობს, რომ უკრაინის პრეზიდენტის პოსტი მისმა მეგობარმა იულია ტიმოშენკომ დაიკავოს. თუნდაც იმიტომ, რომ გაგრძელდეს უკრაინიდან საქართველოში იარაღის შეტანა. თავად ტიმოშენკოს ბევრი ბნელი ისტორია აქვს, მათ შორის ბერეზოვსკისთან მეგობრობა და სკოლებში რუსული ენის აკრძალვა. ახლა ის იმყოფება ფილმი «კავკასიელი ტყვე ქალის» სიტუაციაში - ან ქორწინების სახლში, ან პროკურორთან. თუმცა მოსკოვი მზად არის მასთანაც მოაგვაროს ურთიერთობები მისი გამარჯვების შემთხვევაში.

ალექსანდრე კობრინსკი, რუსეთის ცსკ-ს თავმჯსომარის ექსპერტთა საბჭოს წევრი.

1. რა თქმა უნდა, ეს არის საარჩევნო პროცესზე ზეწოლის მოხდენის მცდელობა. საერთაშორისო დამკვირვებლები არიან პროფესიონალები, რომლებიც შორს არიან სპორტის ძალისმიერი სახეობებისგან. რაც შეეხება საქართველოდან გაგზავნილ ე.წ. დამკვირვებლებს ყველასთვის გასაგებია, რომ ისინი არც სპეციალისტები და არც ექსპერტები არ არიან. საინტერესოა, რომ მრავალრიცხოვანი დელეგაცია არ ჩასულა დასავლეთ უკრაინაში, არამედ ის ჩავიდა პრორუსულ ქალაქ დონეცკში. ეს დაგეგმილი აქციაა.

2. კარგად მოიქცნენ უკრაინელები, რომ სწორად გაიგეს ყველაფერი და დაბლოკეს ეს საქმიანობა. მე ამის გამო მათ პატივს ვცემ. თუკი წავა საუბარი საქართველოს განცხადების გამართლებაზე მეორე ტურისთვის, ამის მექანიზმები არსებობს.

3. იმ ძალების დახმარება, რომლებიც ამაში არიან დაინტერესებულები. ეს არის ვიქტორ იუშჩენკოს ან იულია ტიმოშენკოს დახმარება.

ანდრეი კლიჩკოვი, ცსკ-ს იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე.

1. არ შეიძლება ასი პროცენტით ვამტკიცოთ არჩევნების ჩაშლის მცდელობა. არსებობს ამ საკითხის რამდენიმე ხედვა. მაგალითად, არა გაკონტროლების, არამეს დაძაბულობის გაზრდის მცდელობა. ჩვენი დამკვირვებლები ამტკიცებენ, რომ, პირველ რიგში, გაუგებარია ქართველი დამკვირვებლების კვალიფიკაცია, თანაც, გუშინ ისინი დადიოდნენ საარჩევნნო უბნებში და ძალიან უცნაურად იქცეოდნენ.

2.რამდენადაც ვიცი, საქართველოდან დოკუმენტები ბოლო დღეს ჩამოვიდა და უკრაინის ცსკ შეეცადა მათ გადარჩევას, მაგრამ კანონიერი საფუძვლების მიხედვით, მიიღეს უარის თქმის გადაწყვეტილება. არ ვიტყვი, თუ რამდენად სამართლიანია ეს, მაგრამ საქართველოდან ამ რაოდენობის დამკვირვებლების გაგზავნა ბევრ კითხვას ბადებს.

3.ჯერჯერობით არ არსებობს იმის საფუძველი რომ ვისაუბროს საქართველოს ხელისუფლების მიზნებზე. თუმცა საარჩევნო პროცესში მონაწილეობის მიღების მდელობა სახეზეა.

ბორის ნემცოვი, ოპოზიციური გაერთიანებული დმეოკრატიული მოძრაობა «სოლიდარობის» ერთ-ერთი ლიდერი.

1. უკრაინის არჩევნები ლეგიტიმურია და მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე მიმდინარეობს, ამირომაც ამდენი დამკვირვებლის ყოფნა არ თამაშობს არანაირ როლს - არც დადების და არც უარყოფითს. ისინი, რა თქმა უნდა, ქმნიან გარკვეულ უზუსტობებს, მაგრამ მეტს არაფერს. ასეთი რაოდენობის ხალხის ყოფნა ან არყოფნა არაფერს ცვლის. ძირითადად იმიტომ, ტომ რუს და ევროპელ დამკვირვებლებს უხეში დარღვევები არ შეუნიშნავთ.

2. უკრაინის ცსკ-ს გადაწყვეტილებას, მართებულია თუ არა ის, ასევე არანაირი გავლენა არ ჰქონია არჩევნების მსვლელობაზე. თავად დამკვირვებლები არ თამაშობენ როლს, შესაბამისად, არც ამის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებებს აქვს მნიშვნელობა.

3. ჩემთვის უცნობია თბილისის მოტივაცია, ჩემი აზრით, ეს ფულის სრულიად უაზრო ხარჯვაა.

 

ჩიგოევი რუსლან

კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100