RSS
на русском en in english
27.07.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

სააკაშვილის ახალი პიარ-აქცია

20.01.2010  |  09:03

5122.jpegსაქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ თებერვლიდან დაიწყება საქართველოსა და მისი კურორტების რეკლამირება. საინფორმაციო რგოლები და გადაცემები საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ გავა ეთერში ყველა საერთაშორისო არხზე, ძირითადად BBC-სა და CNN-ზე, რაც, სააკაშვილის აზრით, ხელს შეუწყობს ქვეყნის პოპულარიზებას საერთაშორისო არენაზე. რამდენად დაეხმარება ეს პიარ-აქცია საქართველოს ქვეყნის დადებითი იმიჯის შექმნაში?

სააკაშვილის თქმით, ხუთი-ექვსი წლის შემდეგ საქართველოში ფუნქციონირებას დაიწყებს 10 ზამთრის და რამდენიმე თანამედროვე სამთო-სათხილამურო კურორტი, ბაკურიანში კი აშენდება ახალი ტრასა, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო იქნება.

რით არის განპირობებული საერთაშორისო რეკლამის გაკეთების აუცილებლობა და რა დივიდენდებს მიიღებს მისგან საქართველო, ჩვენმა კორესპონდენტმა იკითხა მასმედიის წარმომადგენლებსა და პოლიტოლოგებში.

Russia Today-ს რედაქტორის მარგარიტა სიმონიანის კომენტარი:

ქართული სარეკლამო რგოლები უკვე ტრიალებდა საერთაშორისო ტელეარხებზე - ამ შემოდგომაზე ისინი უამრავჯერ ვიხილე. რამდენად ეფექტური იყო ეს, ამაზე უნდა შევეკამათოთ საქართველოს ტურიზმის სამინისტროს - გაიზარდა მას შემდეგ ტურისტული ნაკადი თუ არა? პრინციპში, ბოლო წლების გამნავლობაში უმარავი ქვეყანა ატრიალებდა თავის სარეკლამო რგოლებს BBC-სა და CNN-ზე. ახლახან პოლონეთი უყვებოდა მსოფლიოს, რომ ის დემოკრატიის სამშობლოა, სხვათა შორის, მათ ძალიან ლამაზი რგოლი ჰქონდათ. ჯერ კიდევ ტრიალებს ინდოეთისა და მალაიზიის რეკლამები. რამდენად იზიდავს ეს ტურისტებს? რთული სათქმელია - უნდა შევხედოთ ციფრებს, მაგრამ ქვეყანას ეს ცუდს ნამდვილად არაფერს მოუტანს. სულ სხვა საქმეა, რომ ეს ნათქვამია ქვეყანაზე და არა მის პრეზიდენტზე. საქართველოს მინდა ყველანაირი წარმატება ვუსურვო, მათ შორის ტურიზმის მიმართულებითაც.აი პირადად სააკაშვილს კი ვეღარაფერი უშველის. ის არის ადამიანი, რომელიც მთელი მსოფლიოს თვალწინ ჰალსტუხს ღეჭავდა, ყველას ატყუებდა და დაბომბა მშვიდობიანი მოსახლეობა. რა თქმა უნდა,ნებისმიერი აუდიტორიის წინაშე ასეთი ადამიანი ზიზღის გარდა არაფერს იწვევს და მას ვერანაირი რეკლამა ვეღარ უშველის.

იური მელიტონიანი, ევროპული სამაუწყებლო კომპანიის გამშუქებელი.

იქნება თუ არა ასეთი პიარ-აქცია მიმართული საქართველოს იმიჯის გაუმჯობესებაზე თუ სააკაშვილის იმიჯის გაუმჯობესებაზე, თუკი გავითვალისწინებთ მისი პიროვნების ერთგვაროვან შეფასება დასავლეთში?

ვფიქრობ, მეორე. ქვეყნის რეკლამირება ტელეარხზე არც ისე სწორია. ასეთი რეკლამა უფრო პიროვნებებს მიესადაგება.

შეიძლება თუ არა ასეთი ნაბიჯი დაკავშირებული იყოს საქართველოში ფინანსური დაბანდებების დეფიციტთან?

დასავლეთში იმიჯის შექმნა აიძულებს საქართველოს ყურადღება გადაიტანოს მსოფიოს ბანკებზე, ბანკები კი ფულს არ იძლევიან, სანამ ქვეყანას დადებითი იმიჯი არ აქვს.

მოუტანს თუ არა საქართველოს აუცილებელ შედეგს BBC-სა და CNN-ზე გაშვებული რეკლამა?

თუკი ეს რეკლამა გავა საქართველოს ახლანდელი ხელისუფლების ქმედებების პარალელურად, ეს უფრო ანტირეკლამა იქნება.

დიმიტრო ორეშკინი «Mercator group»-ის ხელმძღვანელი.

იქნება თუ არა ასეთი პიარ-აქცია მიმართული საქართველოს იმიჯის გაუმჯობესებაზე თუ სააკაშვილის იმიჯის გაუმჯობესებაზე, თუკი გავითვალისწინებთ მისი პიროვნების ერთგვაროვან შეფასება დასავლეთში?

მე ვერ ვხედავ აქ პრინციპულ სხვაობას. ამერიკული პუბლიკისათვის ეს საკმაოდ სულერთია. რაც მეტს საუბრობენ იქ საქართველოზე, მით მეტს ფიქრობენ სააკაშვილზე. რა თქმა უნდა, ეს ნაბიჯი სასარგებლოა საქართველოსთვის, რადგანაც მან უნდა განიმტკიცოს იმიჯი. ახლა თბილისისთვის მნიშვნელოვანია, რომ ამერიკელმა პოლიტიკოსებმა არ დაივიწყონ საქართველო და მოინახულონ ქვეყანა რაც შეიძლება ხშირად.

შეიძლება თუ არა ასეთი ნაბიჯი დაკავშირებული იყოს საქართველოში ფინანსური დაბანდებების დეფიციტთან?

ბუნებრივია, სხვა რისთვის უნდა გაკეთდეს რეკლამა. ნებისმიერ ქვეყანას კონფლიქტის შემდეგ სჭირდება დაბანდებები და ინვესტიციები. ინვესტიციები კი ჩვეულებრივ მიდის ისეთ ქვეყანაში, რომელსაც კარგი იმიჯი აქვს. მაგალითად, მერ იემენში არ გავაკეთებდი ინვესტიციას. სიტყვაზე, ზუსტად ასევე იქცევა ახლა რუსეთი, რომელიც ქმნის სპეციალურ სარეკლამო არხებს დასავლეთში.

მოუტანს თუ არა საქართველოს აუცილებელ შედეგს BBC-სა და CNN-ზე გაშვებული რეკლამა?

თუკი საუბარია ფულად ნაკადებზე, მაშინ დარწმუნებული არ ვარ. ხოლო თუკი საუბარია საქართველოს ხსენებაზე მასმედიაში, მაშინ ალბათ ასეთი რეკლამა ნაყოფს გამოიღებს. ნებისმიერ შემთხვევაში, რაღაც სარგებელს მოიტანს.

არტიომ მალგინი, მოსკოვის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და საგარეო პოლიტიკის კათედრის დოცენტი.

იქნება თუ არა ასეთი პიარ-აქცია მიმართული საქართველოს იმიჯის გაუმჯობესებაზე თუ სააკაშვილის იმიჯის გაუმჯობესებაზე, თუკი გავითვალისწინებთ მისი პიროვნების ერთგვაროვან შეფასება დასავლეთში?

დასავლეთის სოლიდურ არხებზე განთავსებულ რეკლამას თავისი წესები და სტანდარტები გააჩნია და ეს, ჩემი აზრით, იქნება სწორედ ქვეყნის რეკლამა. აშკარაა, რომ, მიხეილ სააკაშვილის ხასიათში სიმორცხვის ნაკლებობის გამო, ის ამ რეკლამაში აუცილებლად იქნება, მეორეს მხრივ, ასეთ "საქვეყნო რეკლამას" აქვს გარკვეული ფორმატები და თავად არხები არ დაარღვევენ მათ.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100