RSS
на русском en in english
22.07.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

გახსნის თუ ვერა რუსეთი კავკასიურ კვანძს?

21.01.2010  |  09:30

5136.jpegრუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ხელი მოაწერა ბრძანებას შვიდი რუსული რეგიონის ცალკეულ ჩრდილო-კავკასიურ ფედერალურ ოლქში გამოყოფის შესახებ.მასში შევა სევასტოპოლის მხარე, ჩეჩნეთის რესპუბლიკა, დაღესტანი, ინგუშეთი, ყაბარდო-ბალკარეთი, ყარაჩაი-ჩერქეზეთი და რესპუბლია ჩრდილოეთ ოსეთი-ალანია. ფედერალური ოლქის ცენტრი იქნება პიატიგორსკი. პრეზიდენტის წარმომადგენელი ახა ფედერალურ ოლქში იქნება კრასნოიარსკის მხარის გუბერნატორი ალექსანდრე ხლოპოლინი, რომელიც ასევე დანიშნულია ვიცე-პრემიერად. შეძლებს თუ არა ასეთი ნაბიჯები ჩრდილოეთ კავკასიაში პრობლემების გადაჭრას?

ამის შესახებ GeorgiaTimes-ის კორეპოსნდენტი გაესაუბრა პოლიტოლოგებსა და ამიერკავკასიის რესპუბლიკების წარმომადგენლებს.

როგორ შეაფასებთ თქვენ ჩრდილო-კავკასიური ოლქის შექმნას?

ვლადიმერ ანოხინი, გეოპოლიტიკური პრობლემების აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი:

მე ვფიქრობ, რომ ეს დადებითი ნაბიჯია რუსეთის ტერიტორიული სტრუქტურის შესაცვლელად, იმიტომ რომ ადრე სამხრეთ ფედერალურ ოლქში არსებობდა სხვადასხვა ინტერესთა კონგლომერატი, რომლებიც არანიარად არ ეთავსებოდა ერთმანეთს. ესდაკავშირებული იყო მენტალიტეტის სხვაობასთან. ახლა კი, ამ პრობლემების გამოციდლებიდან გამომდინარე, შესაძლებელია რიგი საკითხები გადაჭრა: დაკავებულობის, კლანების შექმნის და კორუფციის.

კონსტანტინე სივკოვი - გეოპოლიტიკური პრობლემების აკადემიის პირველი ვიცე-პრეზიდენტი:

ვფიქროვ, რომ ეს სწორია. ასეთი გადაწყვეილება დაკავშირებულია იმასთან, რომ სამხრეთ კავკასიაში ახლა განსაკუთრებული სიტუაციაა შემნილი, რომელიც დაკავშირებულია პოლიტიკურ გამწვავებასთან. ამიტომაც იქ უნდა შეიქმნას განსაკუთრებული ოლქი. ეთნოკულტურული, ეკონომიკური, პოლიტიკური და სულიერი თავისებურებების გათვლისწინებით, ეს სწორი ნაბიჯია.

შეესაბამება თუ არა ხლოპოლინი ამ თანამდებობას? მანამდე ხო საუბრობდნენ, რომ ამ თანამდებობაზე კოზაკი ან სეჩინი უნდა დაენიშნათ?

ვლადიმერ ანოხინი:

მე ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა გაერკვეს ხლოპოლინი კავკასიის პრობლემებში, აქ განსაკუთრებული მენტალიტეტია საჭირო. დიახ, ის საინტერესო მეწარმეა, მაგრამ საკიტხის არსი იმაში მდგომარეობს, თუ როგორ სეძლებს ხლოპოლინი ეფექტური პოლიტიკის გატარებას იმ პრობლემების გადასაჭრელად, რომლებიც უკვე მომწიფდა. ეს არის მიწის საკითხის ყაბარდო-ბალკარეთში, ეს არის ყარაჩაი-ჩერქეზეთის ურთიერთობების საკითხიც, საუბარი აღარ მაქვს ჩეჩნეთზე. ეს ძალიან რთული პრობლემაა და ეჭვი მეპარება, რომ ხლოპოლინმა ის გადაწყვიტოს. რაც შეეხება კოზაკის კნადიდატურას, მას სამხრეთ ფედერალურ ოლქში არაფერი დაუშავებია, მაგრამ არც სარგებელი მოუტანია. ალბათ, სეჩინი ყველაზე შესაფერისი კანდიდატურაა, თუკი გავითნალისწინებთ მის გამოცდილებას, ბიოგრაფიას და პიროვნულ ღირსებებს.

კონსტანტინე სივკოვი:

ამ ფედერალურ ოლქში უნდა დაინიშნოს ადამიანი,რომელსაც აქვს კრიზისული სიტუაციების გადაჭრის გამოცდილება. ალექსანდრე ხლოპოლინი, ჩემი აზრით, არ ფლობს საჭირო გამოცდილებას. შეიძლება, კოზაკი უფრო შესაფერისი ყოფილიყო. რაც შეეხება სეჩინს, რამდენადაც მე ვიცი, ის ახლა მაღალ პოსტს იკავებს და დაკავებული თავდაცვის სფეროს საკითხებით, ამიტომაც არ ღირდა მისი იქ დანიშვნა. საერთოდ კი ახლა მე საერთოდ არ მეგულება ადამიანი, რომელიც კავკასიურ კვანძს გახსნის.

მოცემულ კონტექსტში რა პერსპექტივები ჩდება რუსეთის აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობებში?

ვლადიმერ ანოხინი:

აფხაზეთსა და ოსეთთან ურთიერთობები, რა თქმა უნდა, არ იცვლება, თუმცა, სამხრეთ ოსეთი და ჩრდილოეთ ოსეთი მჭიდრო კავშირში არიან. სხვა საქმეა, რომ ხელისფლების ცენტრალური ორგანოების სამუშაო უფრო მიზანმიმართული იქნება და მიემართება იმის გაგებისკენ, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ ორი რესპუბლიკის ცხოვრების კოორდინირება.

კონსტანტინე სივკოვი:

აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობები გააგრძელებს განვითარებასა და გამყარებას. ეს დაკავშირებული ორ ფაქტორთან: პირველ რიგში, რუსეთი აძლევს ახალგაზრდა რესპუბლიკებს უსაფრთხოების გარანტიებს, მეორე რიგში კი სოხუმთან და ცხინვალთან თანამშრომლობა აუცილებელია მოსკოვისთვის, რათა უსაფრთხო გახადოს თავისი საზღვრები. თუკი ეს ტერიტორიები გადავა საქართველოს ხელისუფლების კონტროლში, ეს დიდ დესტაბილიზაციას გამოიწვევს იმავე ინგუშეთში, ჩეჩნეთში და ყაბარდო-ბალკარეთში.

რუსეთის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან თანამშრომლობის გაგრძელების მიუხედავად, მე მაინც ვაკეთებ ჩრდილოეთ კავკასიაში სიტუაციის გამწვავების პროგნოზს. ეს გაოირობებული ამერიკის დაინტერესბით, რომ მიიღო რეზულტატი თავისი საგარეო პოლიტიკისგან, რადანაც ამერიკელებმა წააგეს ომი ავღანეთსა და ერაყში. წაგებულია სამხრეთ ოსეთის ომიც, რადგანაც ქართული ელიტა 2008 წლის აგვისტოში სწორედ ვაშინგტონის მითითებით გადავიდა შეტევაზე. ჩემი აზრით, შეერთებული შტატები ეცდებიან იმის მიღწევას, რომ ააფეთქონ სიტუაცია ჩრდილოეთ კავკასიაში, რათა ჩაითრიონ რუსეთი ადგილობრივ გარჩევებშო, შემდეგ კი სამხედრო გზით გადაწყვიტონ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემები.

ფელიქს სტანევსკი, დსთ-ს ქვეყნების ინსტიტუტში კავკასიის განყოფილების ხელმძღვანელი:

თუკი ჩრდილოეთ კავკასიაში იქნება სტაბილურობა და ვნებები დაცხრება, მაშინ, ბუნებრივია, რუსეთი უფრო ადვილად მოაგვარებს ურთიერთობებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან, რადგანაც კავკასიაში არსებული არასტაბილურობა ეს ერთი მთლიანი თემაა. ის ზომები, რომლებიც ახლა მიიღეს, სწორედ ვითარების სტაბილიზაციისკენ არის მიმართული.

კონსტანტინე კოჩიევი, სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის სახელმწიფო მრჩეველი:

ბუნებრივია, სამხრეთ ოსეთი, როგორც კავკასიის ნაწილი, დაინტერესებულია სტაბილურობითა და ყველა ტერიტორიის კეთილდღეობით. ჩვენ ტრადიციულად კარგი ურთიერთობა გვაქვს ჩრდილოეთ კავკასიასთან, და, იმედი მაქვს, ეს კავშირები გამყარდება.

 

ჩიგოევი რუსლან

კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100