RSS
на русском en in english
22.07.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

რატომ ჩავიდა საქართველოს ლიდერი ესტონეთში?

25.01.2010  |  09:43

5159.jpegსაქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დაასრულა საკუთარი ვიზიტი ესტონეთში. ტალინში, ამ მოკლე დროის განმავლობაში საქართველოს ლიდერმა მოასწრო: ოფიციალურ პირებთან შეხვედრა, რუსეთის ფაშიზმში დადანაშაულება, ციგურაობა და ლექციის წაკითხვა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სააკაშვილი ესტონეთში იმისათვის ჩავიდა, რომ განეხილა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები. მართლაც მხოლოდ ამისათვის ესტუმრა მიხეილ ნიკოლაევიჩი ბალტიისპირელ მეგობრებს?

ამ საკითხთან დაკავშირებით GeorgiaTimes-ის კორესპონდენტი ქართველი და რუსი პოლიტოლოგების აზრით დაინტერესდა.

რა მიზნით ეწვია სააკაშვილი ესტონეთს?

სერგეი მიხეევი ფონდ „პოლიტიკური ტექნოლოგიების ცენტრის" გენერალური დირექტორის მოადგილე.

სააკაშვილი გასასვლელს ეძებს გარე სამყაროსკენ, ვინაიდან მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის დამტკიცება, რომ მარგინალის პოზიციაში არ იმყოფება. სრულიად შესაძლებელია, რომ მას თავდაცვის საკითხებთან დაკავშირებული კავშირები სჭირდებოდეს. არც ისაა გამორიცხული, რომ საქართველოს პრეზიდენტი თავს იზღვევდეს, იმ შემთხვევისთვის თუ კი უკრაინა, ქვეყნის ახალი პრეზიდენტის მოსვლასთან ერთად, პოზიციებს შეიცვლის. ნებისმიერ შემთხვევაში, სააკაშვილი ცდილობს გაიხანგრძლივოს საკუთარი პოლიტიკური კარიერა.

კონსტანტინე სივკოვი, გეოპოლიტიკური პრობლემების აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი.

ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, უკრაინა და საქართველო - ეს სახელმწიფოებია, რომელთა პოლიტიკურ ელიტებსაც ცხარე ანტირუსული პოზიცია უჭირავთ და ამერიკულ ინტერესებზე არიან მიბმულნი. უფრო მეტიც, მიხეილ სააკაშვილს პრეტენზიები აქვს რუსეთის მისამართით და მიზნად ისახავს ეგრეთ წოდებული „ტერიტორიული მთლიანობის" აღდგენას ანუ სამხედრო გზით დაიპყროს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. ამ საკითხებთან დაკავშირებით, ესტონეთი სწორედ იმ ქვეყნების სიაში შედის, რომელთა ელიტამაც შესაძლოა მას მხარი დაუჭიროს ამ საკითხში. სააკაშვილს სურს მოიპოვოს მხარდაჭერა ახალ სამხედრო ავანტიურაში, ვინაიდან მან შესაძლოა სცადოს ამგვარი ანბიჯების გადადგმა აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში, სასაზღვრო კონფლიქტებიდან დაწყებული და დივერსიული ჯგუფების სპეც-ოპერაციებით დასრულებული.

არჩილ გეგეშიძე, საქართველოს საერთაშორისო და სტრატეგიული კვლევების ფონდის წევრი.

უნდა ვივარაუდოთ, რომ დღის წესრიგი ორმხრივი ურთიერთობების განვითარების საფუძველზე იქნა შედგენილი. ვფიქრობ, მხარეებმა პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხები განიხილეს. მაგალითად, ქართულ ეკონომიკაში ინვესტიციების დაბანდების შესაძლებლობები. სააკაშვილის ნატოში ვიზიტი, ასევე შესაძლოა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის საკითხის განხილვასთანაც იყოს დაკავშირებული.

როგორ აფასებთ სააკაშვილის გამოთქმებს ვიზიტის მიმდინარეობისას? კერძოდ, რუსეთის ნაცისტურ გერმანიასთან შედარება?

სერგეი მიხეევი

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებებისადმი სერიოზული დამოკიდებულების გამოჩენა უაზრობაა, იმიტომ რომ, მისი ქცევების არაადეკვატურობა აშკარაა. ამიტომაც, ყველა მისი ქმედება და გამონათქვამი, სწორედ ასე უნდა განვიხილოთ.

კონსტანტინე სივკოვი

ამაში არაფერი ახალი არ არის. ახლა ევროპამ მთელი რიგი ნაბიჯები გადადგა იმისათვის, რომ რუსეთი და გერმანია ფაქტიურად თანბრად დამნაშავეები გამოეყვანა მეორე მსოფლიო ომის განვითარებაში. ეს აქციები მიმართულია ევროპის ფსიქოლოგიური ბაზის რიგებში, რუსეთისგან მტრის ხატის შესაქმნელად. სააკაშვილი კი სწორედ ამ მიმართულებით მოქმედებს და აგრძელებს ხაზს, რომელიც იმავე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში წამოიწყეს.

არჩილ გეგეშიძე

რუსეთი ნამდვილად ატარებს აგრესიულ გეგმებს. მაგრამ, აქ მასშტაბები საერთოდ სხვადასხვაგვარია. თუ კი, ნაცისტური გერმანია მთელი მსოფლიოს დამონებისკენ ისწრაფვოდა, რუსეთი მხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცით შემოიფარგლება.

გიორგი ხუციშვილი, ქართველი პოლიტოლოგი

იმ მდგომარეობაში, როგორშიც საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობებია, აუცილებელია კონსტრუქტივზე, დიალოგზე, კავშირების აღდგენაზე ფიქრი. ჩვენ აგვისტოს ომთან დაკავშირებული, ძალიან ბევრი პრობლემა გვაქვს, მაგრამ მიუხედავად ამისა, აუცილებელია ვიზრუნოთ სიტუაციის ნორამიზაციაზე. საქართველოს საზოგადოების უდიდეს ნაწილს მიაჩნია, რომ არ შეიძლება ქვეყანასთან ურთიერთობების გაწყვეტა, ლიდერთა ურთიერთწინააღმდეგობის გამო. უნდა დაიწყოს დიალოგი, რათა დავძლიოთ 2008 წლის - აგვისტოს შედგები.

როგორია საქართველოსა და ესტონეთის თანამშრომლობის პერსპექტივები?

სერგეი მიხეევი

ვირტუალური. საერთო საზღვრები საქართველოსა და ესტონეთს არ აქვთ, ორივე ქვეყანა სუსტია ეკონომიკური კუთხით და არ აქვთ პოტენციალი. ერთადერთი, რაც მათ აერთიანებთ, ეს რუსეთისადმი დამოკიდებულებაა. შესაძლოა, ტალინი სატრანზიტო პარტნიორი გახდეს იარაღის ტრანსპორტირებისას, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ სააკაშვილის ვზიტი ესტონეთში - ეს მხოლოდ პოლიტიკური სვლაა.

კონსტანტინე სივკოვი

ეს შესაძლოა პოლიტიკური კავშირები იყოს. სამხედრო თვალსაზრისით ესტონეთი არაფერს წარმოადგენს და საქართველოსთვის არანაირი დახმარების გაწევა არ შეუძლია. ერთადერთი, რითაც შეუძლია ტალინს დაეხმაროს თბილისს - ეს, კონფლიქტის შემთხვევაში საკუთარი მოხალისეების გაგზავნაა.

არჩილ გეგეშიძე

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100