RSS
на русском en in english
27.07.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

საქართველოს ისტორიაში შევარდნაძის როლის შესახებ

26.01.2010  |  09:59

5169.jpegგუშინ, 25 იანვარს, 82 წელი შეუსრულდა ედუარდ შევარდნაძეს. უდავოდ, რთულია მისი წვლილის გადაფასება როგორც საერტაშორისო ისტორიაში ისე საქართველოსაშიც. შევარდბაძუს როლზე თანამედროვე ისტორიაში გვიამბეს ქართველმა და რუსმა პოლიტოლოგებმა და ექსპერტებმა.

ვალერი ხომიაკოვი, ნაციონალური სტრატეგიის საბჭოს გენერალური დირექტორი:

შევარდნაძემ მნიშვნელოვანი პოლიტიკური როლი ითამაშა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ სსრკ-ს ისტორიაშიც. საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს მან ბევრი რამ გააკეთა საგარეო პოლიტიკის სფეროში. თუკი საუბარია მასზე, როგორც პრეზიდენტზე, მაშინ, უნდა ითქვას, რომ საქართველოში გამსახურდიას შემდეგ რთული სიტუაცია იყო და მან მოახერხა თბილისსა და მოსკოვს შორის ურთიერთობების დარეგულირება. ეს იმით აიხსნება, რომ შევარდნაძე და ბორის ელცინი კარგად იცნობდნენ ერთმანეთს, ამიტომაც პიროვნულმა ფაქტორმა აქ დადებითი როლი ითამაშა.

ალბათ, შევარდნაძემ რაღაც არ გაითვალისწინა თავისი მმართველობის ბოლოს. შეიძლება, მან სცადა ხელისუფლებისმონოპოლიზაცია, რამაც ხელისუფლებაში სხვა ძალების მოსვლა განაპირობა. უნდა აღინიშნოს, რომ შევარდნაძე არ იყო პროამერიკელი პოლიტიკოსი, როგორც მას ახლა ახასიათებენ, ის ქართველი ხალხის ინტერესებს გამოთქვამდა. დიახ, მან დაუშვა შეცდომები - მას შეეძლო უფრო დემოკრატიული ყოფილიყო აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში და დათანმხებოდა ფედერალიზაციის გეგმას, რასაც შეიძლებოდა შეემსუბუქებინა დაძაბლობა და არ მივეყვანეთ იქამდე, რაც 2008 წლის აგვისტოში მოხდა. სამწუხაროდ, შევარდნაძემ ვერ შეძლო ღირსეული მემკვიდრის მომზადება. ეს რთული იყო როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური ურთიერთობებისთვისაც. მას ეგონა, რომ ყველაფერს აკონტროლებდა, მაგრამ ასე არ მოხდა. ნებისმიერ შემთხვევაში, შევარდნაძე საქართველოს ისტორიაში პლიუს ნიშნით შევიდა. ვუსურვებ მას ჯანმრთელობას და იმედი მაქვს, რომ ის როგორღაც მაინც შეუწყობს ხელს რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების აღდგენას - ის რაც ახლა თბილისსა და მოსკოვს შორის ხდება, უაზრობაა.

ევგენი მინჩენკო, პოლიტიკური ექსპერტიზის საერთაშორისო ინსტიტუტის დირექტორი:

მე ვფიქრობ, რომ სწორედ შევარდნაძეს უნდა უთხრან მადლობა იმისათვის, რომ საქართველომ საბოლოოდ დაკარგა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. მას რომ სამხედრო ქმედებები არ დაეწყო, თბილისს სანსი ექნებოდა ფედერაციული სახელმწიფოსა და კონფედერაციაზე გასვლის, მაგრამ იმ ომის შემდეგ საქართველომ ყველა შანსი დაკარგა იმის, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი მისი ტერიტორიის ნაწილი ყოფილიყო. ამიტომაც სოხუმისა და ცხინვალის გამოყოფა მოხდა არა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, არამედ 90-ანი წლების ომის შემდეგ. ყველა კითხვა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის შესახებ ქართველებმა შევარდნაძეს უნდა დაუსვან.

მას სააკასვილისა და მისი ახალგაზრდა გუნდის მოყვანისთვისაც უნდა გადაუხადონ მადლობა. მას გარდა საქართველოს აქტიურ პოლიტიკაში არავინ დარჩა. ნიჭიერი ქართველი პოლიტიკოსების პლეადაში ზურაბ ჟვანიაც იყო და, ჩემი აზრით, მისი სიკვდილი შემთხვევითი არ ყოფილა. თუკი საუბარია შევარდნაძის წვლილზე პოლიტიკაში, მაშინ გამოქვეყნებული მონაცემები და მისი პირადი მემუარები იმას მოწმობს, რომ სსრკ-ს საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე ყოფნისას შევარდნაძე გამოდიოდა როგორც ქართველი ნაციონალისტი. მე მის საქციელს მამაკაცისთვის უღირსად მივიჩნევ და ამას ვამბობ, მიუხედავად იმისა, რომ დღეს მისი დაბადების დღეა.

გიორგი ხუხაშვილი, ქართველი ექსპერტი:

საბჭოთა კავშირის დროინდელი საქართველოს ბოო 10 წელი და რესპუბლიკის მტელი უახლესი ისტორია შევარდნაძის ნიშნის ქვეშ მიმდინარეობდა. მას წარმატებებიც ჰქონდა და სისტემური შეცდომებიც. შევარდნაძის მთავარი დამსახურება ის არის, რომ მისი მმართველობის დროს ქვეყანამ შეიძინა გეოპოლიტიკური ფუნქცია. უფრო მეტიც, ის აშენებდა რეალურ დემოკრატიას, რაც საქარველოში დღეს აღარ არსებობს, მისი მმართველობის დროს პლურალიზმი გაცილებით მეტი იყო, ვიდრე დღეს არის. მის მინუსებში კი შეიძლება ჩაითვალოს ღრმად კორუმპირებული სისტემის შექმნა, რისი მსხვრელიც თავად გახდა საბოლოოდ.

რა თქმა უნდა, შევარდნაძე მასშტაბური ფიგურაა არა მარო საქართველოსთვის, არამედ მთელი გლობალური პოლიტიკისთვის. ბევრი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო მიღებული მისი მონაწილეობით. ამჟამად ის უკვე რეაბილიტირებულია ძველი შეცდომებისგან, რადგანაც ახლანდელმა პრეზიდენტმა ისეთი ფონი შექმნა, რომ საქართველოში ბევრ ადამიანს ნოსტალგიაც კი გაუჩნდა. ღმერთმა ჯანმრთელობა მისცეს მას!

ირაკლი მენაღარიშვილი, სტრატეგიულ კვლევათა ცენტრის დირექტორი:

რა თქმა უნდა, შევარდნაძის როლი საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ძალიან დიდია. ეს არის მისი ლიდერობაც და ქართული საზოგადოების ტრანსფორმაციაც. მისი უდავო მიღწევა არის ის, რომ ქართული სახელმწიფო მაინც შედგა მძიმე 90-ანი წლების შემდეგ. მიუხედავად ამისა, არ შჱიძლება იმის დავიწყებაც, რომ ხელისუფლების შეცვლა გამოიწვია მის დროს დაგროვილმა სოციალურ-ეკონომიკურმა პრობლემებმა. რაც შეეხება აფხაზეთთან და ოსეთთან დაკავშირებულ მაშინდელ პრობლემებს, შევარდნაძემ ბევრი რამ გააკეთა იმისათვის, რომ სიტუაცია სტაბილური გამხდარიყო. შევარდნაძის პოლიტიკა საქართველოსთვის სამომავლო გაკვეთილი უნდა იყოს.

 

ჩიგოევი რუსლან

კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100