მთავარი | ანალიტიკა | სტატიები | ვიდეო | არქივი |
- ღვთის წყალობით ”ხუდონი ჰესის” წინააღმდეგ 23.05.2013 13:32 საქართველო ელოდება ექსპერტების გადაწყვეტილებას, რათა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ენგურის მდინარეზე ჰესის მასშტაბური პროექტის რეალიზაცია დაიწყოს. ამავე დროს, მიმდებარე ტერიტორიის, კერძოდ - სოფელ ხაიშის მოსახლეობა წმინდა გიორგის ტაძარში ხატზე იფიცება, რომ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას არ დაუშვებს.
- გიორგი მარგველაშვილი: წესიერი პრეზიდენტი სადისტის ნაცვლად 23.05.2013 13:31 სულ ცოტა ხნის წინ გიორგი მარგველაშვილის სახელს თითქმის არავინ ახსენებდა. ახლა კი მასზე, როგორც საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატზე, მთელი ქვეყანა ლაპარაკობს. ვინ არის გიორგი მარგველაშვილი და როგორ მოხდა, რომ სწორედ იგი გახდა ”ქართული ოცნების” პრეზიდენტობის კანდიდატი?
- ქართული ოცნება სამშობლოში დაბრუნებაზე 13.05.2013 11:06 საქართველოში ხელისუფლების ცვლილებამ ქვეყნის ბევრ მოქალაქას ეიფორია მოჰგვარა. ადამიანებმა დაიჯერეს, რომ მალე პოზიტიური ცვლილებები მოხდება. ყველა დარწმუნებული იყო, დიდი ”ქართული ოცნებიდან” მასაც რამე ერგებოდა. და ეს იმედი არა მხოლოდ საქართველოში მაცხოვრებლებს გაუჩნდათ.
- სიმართლე ქართული ღვინის შესახებ 13.05.2013 11:04 ვის შეუძლია მოგვითხროს ქართული სუფრის ტრადიცებსა და ქართულ ღვინოზე, თუ არა ისტორიისა და მართლმადიდებლური სადღეგრძელოების წარმოშობის მცოდნე ჭეშმარიტ თამადას? სოლომონ (ბიჭი) თეზელიშვილი გახლავთ არა მხოლოდ პროფესიონალი თამადა, არამედ უამრავი წიგნის ავტორი - ქართული სუფრის კულტურის, ყოფის, სხვადასხვა საუკუნეების ფილოსოფიისა და მითოლოგიის შესახებ. ასევე გამოცემული აქვს იურისპრუდენციის დამხმარე სახელმძღვანელობი და ესთეთიკის უნიკალური ენციკლოპედიები. სწორედ მან უამბო GeorgiaTimes-ს ჭეშმარიტება ქართული ღვინის შესახებ.
- სააკაშვილს ანგარიში წარუდგინეს 25.04.2013 19:03 სად ხარჯავდა სახელმწიფო თანხებს მიხეილ სააკაშვილი? საჩუქრები მეგობრებს, დასვენება ძვირადღირებულ კურორტებზე, თავისი შვილის სწავლის გადასახადი. ეს ინფორმაცია საპროცედურო საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირინა იმერლიშვილმა გამოაქვეყნა. ბოლო დრომდე ამ დოკუმენტებს ედო გრიფი „საიდუმლო“. რამდენი უჯდებოდა გადამხდელებს მიხეილ სააკაშვილის შეფ–მზარეული და როგორ იმოქმედებს ეს ინფორმაცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ იმიჯზე?
- მამრაძე – საქართველოში ხელისუფლების მიერ ბიზნესის მითვისების საფრთხე საკმაოდ რეალურია 25.04.2013 19:02 შედის თუ არა საქართველოს ახალი ხელისუფლების გეგმებში კერძო სექტორის მითვისება? ექსპერტების აზრით, ასეთი საფრთხე საკმაოდ რეალურია. პრესაში დროდადრო ხვდება ინფორმაცია სახელმწიფო და კერძო მოხელეების ფარული შეხვედრების შესახებ. შეძლებს თუ არა ივანიშვილი დანაპირების შესრულებას და ქართულ ბიზნესს სახელმწიფო კონტროლისგან გაათავისუფლებს? თუ წინა ხელისუფლების ტრადიციას გააგრძელებს?
- 40 წელი - სიცოცხლე დასრულდა? 18.04.2013 12:41 თუკი ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოზე წარმოდგენა აქვს, ჰკითხვათ, თუ რითი გამოირჩეოდა მიხეილ სააკაშვილის მთავრობა, ყველაზე ხშირი პასუხი იქნება, რომ კადრების ახალგაზრდა ასაკით. მართლაც, სააკაშვილის მმართველობის წლები გამოუცდელი ჩინოსნების გამოჩენით იყო გამორჩეული. ყველა მათგანი ისე გამოიყურებოდა, თითქოს მინისტრის სავარძელში პირდაპირ პრესტიჟული დასავლური უნივერსიტეტიდან დასკუპებულიყო. პრეზიდენტის თქმით, მთავრობას ”ახალი სისხლი” სჭირდებოდა. შემდეგ ყველაფერი მარტივად ხდებოდა: ახლები იწვევდნენ ”თავისიანებს”, რომლებიც, უმეტესად, მათი ნათესავები იყვნენ. ასე ეწყობოდა ჯაჭვი
- სააკაშვილს ადეკვატურობაზე შეამოწმებენ 18.04.2013 12:39 აღიარა თუ არა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, რომ 2008 წლის აგვისტოში ომი საქართველომ დაიწყო? ზოგიერთმა ანალიტიკოსმა პრემიერის სიტყვები იმის თაობაზე რომ ხლისუფლების მოქმედებები ჯერ კიდევ რუსეთის მიერ საზღვრის გადმოკვეთამდე არაადექვატური იყო, აღიარებად ჩათვალა. ივანიშვილმა ასევე განაცხადა, რომ 2008 წლის მოვლენებს დეტალურად გამოიძიებენ. შესაძლოა თუ არა პასუხისგებაში პრეზიდენტი სააკაშვილი მიეცეს?
- სააკაშვილმა საქართველო ღვინის გარეშე დატოვა? 15.04.2013 17:55 საქართველოს ხსნებაზე, თუ ყველას არა, ყოველ მეორეს მაინც მაშინვე ღვინო და ვაზი ახსენდება. ყურძნის მოყვანის და ღვინის დამზადების ტექნოლოგია აქ იმდენად ძველია, რომ ვერავინ დანანმდვილებით ვერ ამბობს, ზუსტად როდის ჩაისახა. ქართულ კულტურაში სახალხო პოეზიის შედევრები არსებობს, რომელშიც ვაზს უმღერიან და მის მოვლას საყვარელი ბავშვის აღზრდას ადრიან. სოფლებში ადამიანი, რომელსაც მოვლილი ვაზი ჰქონდა, განსაკუთრებული პატივისხემით სარგებლობდა. ასე იყო ყოველთვის. თუმცა, ბოლო წლებში საქართველოში ვენახების ტერიტორიები მკვეთრად შემცირდა - 156 ათასიდან - 69 ათას ჰექტრამდე.
- საქართველოში პენსიონერთა მდგომარეობა არასახრბიელოა 09.04.2013 12:09 პირველი აპრილიდან საქართველოში პენსია გაიზარდა. შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 67 წლამდე პენსიონრები, რომლებიც აქამდე 110 ლარს იღებდნენ, აპრილის თვიდან 125 ლარს მიიღებენ. ამავე ნიშნულს გაუტოლდება პირველი ჯგუფის ინვალიდების პენსიაც. ეს პენსიის ეტაპობრივი მომატების პროგრამის ნაწილია, რომელიც ახალმა მთავრობამ დააწესა. როგორია რეალობა და როგორ ცხოვრობენ პენსიონრები საქართველოში?
- „პატრიოტი“ - სეპარატისტი აზერბაიჯანლების წინააღმდეგ 29.05.2013 17:15 თბილისში გამოჩნა ახალი ორგანიზაცია სახელწოდებით „პატრიოტი“. მოსალოდნელია, რომ მასში საქართველოში მცხოვრებ 450 ათას აზერბაიჯანელზე მეტი გაერთიანდება. მათი მიზანი ქართულ საზოგადოებაში ინტეგრირება იქნება. იგი მოახდენს სეპარატისტული განწყობის გაჩენის პრევენციას და გაზრდის აზერბაიჯანლების როლს თავისუფალი და დამოუკიდებელი საქართველოს მშენებლობის საქმეში. ახლადშექმნილი ორგანიზაციის დამაარსებელთა და წევრთა პირველი ყრილობა უკვე შედგა. „კინოს სახლში“ დაახლოებით 500 კაცი შეიკრიბა. ორგანიზაციის თავმჯდომარედ ალახიარ იუსუფოვი აირჩიეს.
- გამარჯვების დღე, რომელიც წარსულში რჩება. 23.05.2013 13:29 როგორ აღნიშნავენ საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღეს? რა იცის ახალგაზრდა თაობამ მე–20 საუკუნის უდიდესი ტრაგედიის შესახებ? საქართველოდან ფრონტზე 700 ათასი ადამიანი წავიდა და ნახევარზე მეტი დაიღუპა, ეს დღესასწაული კი თანდათან დავიწყებას მიეცა. და ეს მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვების დღე 9 მაისს ოფიციალურად აღინიშნება, ხოლო ქვეყნის ხელისუფლება დიდი სამამულო ომის ვეტერანებისთვის „ღირსეული პირობების“ შექმნის შესახებ ხმამაღალ განცხადებებს აკეთებს.
ხსოვნის მელოდიები
26.01.2010 | 10:03გარდაუვალი დათბობის ზარივით გაიჟღერა ალექსანდრე ბასილაიას მელოდიებმა, გასული კვირის ბოლოს მოსკოვის, მუსიკის საერთაშორისო სახლში. შეგახსენებთ, რომ ანსამბლი „ივერია" რომლის ფუძემდებელიც იყო ალექსანდრე ბასილაია, გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში, საქართველოს სავიზიტო ბარათი გახლდათ. ეს მაშინ როდესაც ხმელეთის ერთმეექვსედზე მცხოვრები თანამოქალაქეების გულებში: მშვიდობა, მეგობრობა და სიყვარული სუფევდა.
ქართული ჯაზის მეტრის მოსაგონებლად, თბილისიდან მოსკოვში ცნობილი „ივერიელები" ჩამოვიდნენ. მრავალი მათგანი რუსეთში ცხოვრობს და მუშაობს - მანანა თოდაძე, თემურ თათარაშვილი, სოსო პავლიაშვილი. ალექსანდრე ბასილაიას ხსოვნის საღამოზე მისი სიმღერები შეასრულეს დიანა ღურწკაიმა, ნუცა შანშიაშვილმა, შორენა ყარყარაშვილმა, გიორგი მელიქიშვილმა, ლეილა თოდაძემ და ჯგუფმა „შტარ".
მუსიკის სახლის დარბაზი გადაჭედილი იყო. ამ საღამოს მხოლოდ ქართული დიასპორის წარმომადგენლები არ მოსულან, საყვარელი სიმღერების მოსასმენად. რუსული ინტელიგენცია, რომელიც დიდი ხანია გადაიღალა საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში არსებული პოლიტიკით და მოენატრათ ყველაფერი ქართული - სიმღერები, ცეკვა და სმენისათვის ასე სასიამოვნო აქცენტი, კონცერტზე მიიჩქაროდა.
საღამოს ორგანიზატორ - რუსეთში ქართველთა კავშირს - მისასალმებელი წერილები გამოუგზავნეს: მოსკოვის მერმა იური ლუჟკოვმა, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის თანაშემწემ ს. პრიხოდკომ, რუსეთის კულტურის მინისტრმა ალექსანდრე ავდეევმა. ვლადიმერ სპივაკოვი - რუსეთის მთავარი ფილარმონიული ორკესტრის დირჟორი, რომელიც ყოველთვის დიდი სიყვარულით იყო განწყობილი საქართველოსა და მისი კულტურის მიმართ, შეკრებილ საზოგადოებას ქართულად მიესალმა. რუსეთში ქართველთა კავშირის პრეზიდენტმა მიხეილ ხუბუტიამ პირობა დადო, რომ მომავალშიც ყველა ღონეს იხმარს საქართველოსა და რუსეთს შორის ჰუმანიტარული კავშირების გასამყარებლად. მან თავის მისასალმებელ სიტვაში აღნიშნა:"ალექსანდრე ჩემი მეგობარი იყო და არა მარტო ჩემი... მისი მელოდიები უკვდავია. ამ დარბაზში სხვადსახვა ნაციონალობის ადამიანები იმყოფებიან: ქართველები, აფხაზები, ოსები, რუსები... ამერიკის საელჩოს წარმომადგენლებიც კი მოვიდნენ. ბასილაიას შემოქმედება ხომ - პოლიტიკისგან განყენებულად დგას. ამგვარი ღონისძიებები, ტრადიციად უნდა იქცეს".
რუსეთის ქართველთა კავშირის წარმომადგენელმა არნო ხიდიბეგაშვილმა სცენიდან განაცხადა:" მე თბილისიდან მოსკოვში ჩამოვიტანე სითბო და სიყვარული. მე ბედნიერი ვარ, რომ ამ სცენაზე ვარ და მართლაც მეცოდება ის ადამიანები, ვისაც ამ საღამოს მოწყობაში ანტიქართული და პოლიტიკური ნოტები მოეჩვენა. დარწმუნებული ვარ, ისინი ჩვენთან რომ ყოფილიყვნენ ამ საღამოს, აუცილებლად შეიცვლიდნენ საკუთარ აზრს". საღამომ ჰარმონიისა და სიყვარულის ატმოსფეროში ჩაიარა. წამყვანები მანანა თოდაძე და ნუგზარ კვაშალი (ბასილაიას პირველი მიუზიკლის „ჩხიკვთა ქორწილის" მთავარი როლების შემსრულებლები) - კომპოზიტორის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე საუბრობდნენ. ტრადიციისამებრ, როგორც საუკეთესო წლებში მეტრს - ბუთხუზის უწოდებდნენ ( ასე უწოდებდნენ ბასიალიას ბავშვობაში ფერ-ხორცის გამო). გაჟღერდა მელოდიები უკვდავი მიუზიკლებიდან „ჩხიკვთა ქორწილი", „ფიროსმანი", „არგონავტები". ოფიციალურ თბილისს აღარანაირი საფუძველი არ დარჩა იმის განსაცხადებლად, რომ ცნობილი კომპოზიტორის ხსოვნის საღამოს, რაიმე პოლიტიკური ელფერი დაჰკრავდა.
მაგრამ, სამწუხაროდ ცნობილი თანამემამულის მოსაგონარმა გულისამაჩუყებელმა საღამომაც კი, ემოციათა ქარიშხალი გამოიწვია კომპოზიტორის სამშობლოში. ზოგიერთი შემსრულებელი, საკუთარი მასაწავლებლის ხსობნის საღამოზე, საქართველოდან მოსკოვში სამწუხაროდ არ ჩამოვიდა, ალბათ ამ თემის პოლიტოიზაციის შეეშინდათ. საქართველოს ტელეარხებზე გადიოდა რეპორტაჟები, სადაც პრაქტიკულად საქართველოს ინტერესების ღალატში ადანაშაულებდნენ საღამოს ორგანიზატორებსაც და ქართველ შემსრულებლესაც. მტკივნეულია, საწყენია და ქრიტიანული თვალსაზრისით ბოლოს და ბოლოს ცოდვაა ამგვარი ბრალდება.
თუმცა კი, ვინც ამ ხსოვნის საღამოს სოსო პავლიაშვილთან ერთად მღეროდა „არგოს" და ვინც თბილისში იწერდა საკუთარი თანამემამულეების მოსკოვში გამოსვლას, საეჭვოა რომ თბილისის კრიტიკა მოესმოინათ. ნებისმიერ შემთხვევაში არაკეთილგანწყობა და კრიტიკა, აპლოდისმენტებმა და მადლიერებამ ჩაახშო. უკვე მოსაგონარ სუფრაზე ჩვენმა კორესპონდენტმა კომენტარი სთხოვა, ალექსანდრე ბასილაიას საღამოს მთავარ გმირებს.
სოსო პავლიაშვილი: სადაც არ უნდა ჩატარებულიყო ეს კონცერტი, პლანეტის ნებისმიერ წერტილში, ის ჩვენს მასწავლებელს ალექსანდრე ბასილაიას ეკუთვნის. მან ჩვენ ისეთი მუსიკა დაგვიტოვა, რომლსაც ვერც დრო, ვერც საზღვრები და ვერც პოლიტიკა ვერაფერს დააკლებს. მე ყოველთვის როცა ვასრულება სიმღერას „არგო", დარბაზში არ ცხრება აპლოდისმენტები. მე ასეთივე კონცერტზე, თბილისშიც წავიდოდი.
ნუგზარ კვაშალი, საქართველოს დამსახურებული არტისტი: მე არ შემეძლო არ ჩამოვსულიყავი. ალექსანდრე ბასილაია ჩემთვის მხოლოდ მასწავლებელი არ იყო. ის ჩემი მეგობარი და ნათლიაა. ეს ჩემი პირველი გამოსვლაა მის საპატივცემულოდ, სადაც მისი პორტრეტი კიდია, ხოლო ის უკვე აღარ არის ჩვენს გვერდით. მაგრამ ჩვენთანაა მისი მუსიკა. დიდ მადლიერებას ვუცხადებ ამ საღამოს ორგანიზატორებს, იმისათვის რომ არსებობს საშუალება პატივი მივაგოთ ჩვენს ბუმბერაზ თანამემამულეს.
იური რიაშენცევი (პოეტი, რომლის კალამსაც ეკუთვნის მიუზიკლ „არგონავტების" ტექსტი): დღეს, ყოველ ჩვენგანს სვდიანი სიხარული დაგვეუფლა. მე ვიგრძენი, რომ ალექსანდრე ბასილაია დღეს ჩვენს გვერდით იყო. ბუთხუზი, როგორც სხვა დანარჩენი მეგობრები, სწორედ ასე ვუწოდებდი მეც ბასილაიას, მისი ხელგაშლილობით, ტალანტით, წრფელი გულით - ჩემთვის, საქართველოს განსახიერებაა. და როგორც მე და ბუთხუზის იყო შეუძლებელი შუღლის ჩამოგდება, ასევე შეუძლებელია რუსებისა და ქართველების გადამტერება, ვინც და როგორც არ უნდა ეცადნონ ამას.
მთავარი | ანალიტიკა | ინტერვიუ | სტატიები | ვიდეო | არქივი |
info@georgiatimes.info