RSS
на русском en in english
25.07.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

მთიანი ყარაბახი: პირველი წინსვლა მოსკოვის შუამდგომლობით

27.01.2010  |  10:06

5181.jpegგუშინ სოჭში, აზერბაიჯანის, რუსეთის და სომხეთის პრეზიდენტების სამმხრივი შეხვედრა ამ წელიწადს პირველად შედგა. დიმიტრი მედვედევმა, ილჰამ ალიევმა და სერჟ სარგსიანმა მთიანი-ყარაბახის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულიერბის შესაძლბლობა განიხილეს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ უკვე შეთანხმებულია დოკუმენტის პრეამბულა, რომელი მოაგვარებს ბაქოსა და ერევანს შორის არსებულ სადავო საკითხებს. მთიანი-ყარაბახის პრობლემების დარეგულირების პერსპექტივების შესახებ GeorgiaTimes-ის კორესპონდენტი რუს ექსპერტებსა და პოლიტოლოგებს ესაუბრა.

ფელიქს სტანევსკი, დსთ-ს ქვეყნების ინსტიტუტის კავკასიის განყოფილების ხელმძღვანელი

საქმე დაიძრა, მაგრამ მისი სწრაფად მოგვარება შეუძლებელია, იმიტომ რომ, იქ ძალიან რთული საკითხებია მოსაგვარებელი, რაც აზერბაიჯანისა და სომხეთის უსაფრთოხების საკითხების შესახებ არსებულ, განსხვავებულ შეხედულებებთან არის დაკავშირებული. ახლა გაჩნდა იმედი, რომ საქმე დაიძრება ადგილიდან. მაგრამ, იმაზე საუბარი არ ღირს, რომ უახლოეს მომავალში, უმნიშვნელოვანესი შეთანხმებების მიღწევა იქნება შესაძლებელი, მაგრამ ამასტან ერთად ისიც უნდა აღინიშნოს, რომ უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში პროცესი აშკარად გალღვა და უდავოდ არის პოზიტიური ძვრები.

ერთადერთი, რაც ამჟამადაა ნათელი - შეთანხმებულია პრეამბულა, რაც კარგი ნიშანია. ეს უკვე ქაღალდზე გაფორმებული, შეთანხმებების ნაწილია. მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს სხვადასხვაგვარი შეხედულებები, პრეამბულა - შეთანხმებების განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ნაწილია. ის დოკუმენტის მთავარ არსს განსაზღვრავს და მოლაპარაკებების პროცესის მონაწილეთა ურთიერთქმედების ძირითად მიმართულებებს აყალიბებს. ის ფაქტი, რომ ამის შესახებ განცხადბეა თავად რუსეთის საგარეო სამქეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გააკეთა, ამ საკითხში რუსეთის სერიზოულ ძალიხმევაზე მეტყველებს. სოჭის შეხვედრა დარეგულირების საქმეში, გარკვეულ პოზიტიურ ძვრებს მოიტანს. მონაწილეები, რაღათქმაუნდა რაღაცას მოგვიყვებიან, მაგრამ თავად შეთანხმების პოზიციებს ამ პირეობებში ალბათ არ გაახმოვანებენ მასმედიით - ეს რთული პროცესი, დიპლომატიურ ნიშაში მიმდინარეობს, რაც საკითხის დახურულ განხილვას მოითხოვს. მართალია, ამჟამად ამ მოლაპარაკებებზე, გადამწყვეტი შეთანხმებების მიღწევა ვერ მოხერხდა, მაგრამ თავშეკავებული ოპტიმიზმის საფუძველი ნამდვილად არსებობს.

ვფიქრობ, უადგილო იქნება მოცემუ მომენტში პრობლემის გადაწყვეტის ვადებზე საუბარი - ამგვარი მოლაპრაკებებისას, ყოველი პუნქტი მნიშვნელოვანია და სირთულეების წარმოშობა, ნებისმიერ ეტაპზეა მოსალოდნელი. სირთულეები, შესაძლოა მიღწული შეთანხმებების, ცაკეული მდგომარეობების ინტერპრეტაციასთან იყოს დაკავშირებული .

ბაქოსა და ერევნის დათმობებზე წასვლა, ამჟამად მხოლოდ ვარაუდის სფეროა. სწორედ ეს არის მოლაპარაკებების მიდინარეობისას, ყველაზე რთული პროცესი. იმის განსაზღვრა, თუ რას დათმობს სომხეთი და აზერბაიჯანი - მოლაპარაკებების მიმდინარეობის გადაწყვეტას ნიშნავს.

ქვეყნებს შორის დაძაბულობა, დასაშვებია. პერიოდულად, ჩვენ იმ შინაარსის განცახდებებს ვისმენთ, რომელიც ორივე ქვეყნის საზოგადოებას აშფოთებს და მათთან ერთად რუსეთსაც. მაგრამ, აქამდე შევძელით ის , რომ მხარეები მოლაპარაკებების გზით მიდიოდნე და იარაღს არ იღებდნენ ხელში. გარკვეული, წვრილმანი შეტაკბები იყო საზღვრებზე, მაგრამ ეს არ გადაზრდილა სერიოზულ საომარ მოქმედებებში. ამგვარად, მე ვიმედოვნებ, რომ ეს მომავალშიც არ მოხდება. ჯერჯერობით, საფუძველი არ არსებობს იმის სათქმელად, რომ შესაძლებელია შეიარაღებული კონფლიქტი მოხდეს. რა იქნება ხვალ - ვნახოთ.

მაქსიმ გრიგორიევი, დემოკრატიის კვლევითი ფონდის დირექტორი

პერსპექტივები, რათქმაუნდა არსებობს, მაგრამ ჩემის აზრით ამ საკითხის სწრაფი გადაწყვეტა, შეუძლებელია.. ამ სახის პრობლემების მოგვარება, როგორც წესი, სწრაფი მოქმედებებით ვერ ხერხდება, არამედ ეს ხანგრძლივი მოლაპარაკებების საშუალებითაა შესაძლბელი, თანაც მნიშვნელოვანია ამ პროცესში მონაწილე ამა თუ იმ შუამავალი-ქვეყნების ძალისხმევა. ის რომ, რუსეთმა ამ ქვეყნებს შორის, შუამავლის საკმაოდ რთული და მძიმე როლი იკისრა - უკიდურესად მნიშვნელოვანია. სწორედ შუამავლობის დახმარებით უნდა მოგვარდეს ამ სახის პრობლემები.

რთულია საუბარი არა მარტო ვადებზე, არამდე პრბლემების გადაწყვეტაზეც, ვინაიდან ყოველი მათგანი, საკითხის მოგვარებას თავისებურად ხედავს. საჭიროა ყველა წარმოდგენილი ქვეყნის ინტერესების გათვალისწინება. ბუნებრივია, თავად ტერიტორიაზე ფიქრიცაა საჭირო, იმიტომ რომ საკუთრივ ამ ტერიტორიის მაცხოვრებლებს საკმაოდ ნათლად და მკაფიოდ აქვთ წარმოდგენილი თავინთი ბედი და ფუნქციონირება.

თუ კი, სავარაუდო დათმობებზე ვისაუბრებთ, ამ შემთხვევაში გადაწყვეტილებების მთელი სპექტრი არსებობს, მაგრამ ეს საკმაოდ რთული საშინაო საკითხების შემუშავება მოითხოვს, მათ შორის ამ ქვეყნების ელიტებს შორის შეთანხმებებსაც.

მე ვფიქრობ, რომ მოცემულ მომენტში და სხვათაშორის რუსეთის დამსახურებით, აღარ არსებობს კონფლიქტის საომარ ფაზაში გადასვლის ალბათობა. მოსკოვი, დსთ-ს სივრცეში დამასტაბილიზირებელ როლს ასრულებს და ასე თუ ისე, მას გარკვეული პასუხისმგებლობა აკისრია იმაზე, თუ რა სიტუაცია იქნება პოსტსაბჭოთა სივრცეში და რიგ საკითხებს ეფექტურად აგვარებს კიდეც. მათ შორის, უდიდეს წილად რუსეთის დამსახურებით გახდა შესაძლებელი, მთიანი ყარაბახის საკითხის მოლაპარაკებების კალაპოტში გადაყვანა.

ვლადიმერ პრიბილოვსკი, საინფორმაციო-კვლევითი ცენტრის „პანორამა"-ს პრეზიდენტი

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100